ქართული გვარები, ტოპონიმები, მათი სუფიქსები და ქართველთა წარმოშობის საკითხები.

დამარხულ არს ენაი ქართული
დღემდე მეორედ მოსვლისა მესიის საწამებლად,
რათა ყოველსა ენასა
ღმერთმან ამხილოს ამით ენითა. ….

რამეთუ ყოველი საიდუმლოი
ამას ენასა შინა დამარხულ არს. ….

და ესე ენაი,
შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა,
მდაბალი და დაწუნებული –
მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა,…

,,ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”

იოანე – ზოსიმე

დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. (იოანეს სახარება თავი 1, აბზ.1.)

ყველა ქრთველს შემჩნეული აქვს, რომ ქართული გვარები მისთვის დამახასიათებელი სუფიქსებით იწარმოება. მაგალითად წიქორი–ძე, ტურა–შვილი, ბექა–ია, ტუ–სკ–ია, ჯოჯ–უა, ხაინდრ–ავა, წიკლა–ური, ნიგურ–იანი, ქილიფთ–არი, ღლონ–ტი, ტუღუ–ში, ჯაყ–ელი, ქარ–ელი(ქ–არ–ელი), ბურდ–ული, აფცია–ური, ნამგალა–ური, ფიცხელა–ური, წულეი–სკირი, პაპა–სკირი, კვეკვე–სკირი და სხვა.
ყველაზე უფრო გავრცელებულია გვარები ძე და შვილი სუფიქსებით, ასევე ბევრია მეგრული და სვანური სუფიქსებით. ისინი მიუთითებენ ამა თუ იმ ადამიანის კუთხურ წარმოშობას, მაგრამ არის ისეთი სუფიქსები, რომლებიც არც თუ ისე ფართოდ არის გავრცელებული და ზოგჯერ არც თუ მაინცა დამაინც ზუსტად მიუთითებენ ქართველი ადამიანის კუთხურ კუთვნილებას. მაგალითად გვარები ური, არი, ან ელი სუფიქსებით შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა კუთხეებში. მაგალითად გვარი ძიძიგური უფრო მეტად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული, ხოლო წიკლა–ური, ან აფცია–ური აღმოსავლეთ მთიანეთში. ასევე გვარი ჯაყელი სამცხედან არის, გაგელი აღმოსავლეთ საქართველოდან, ჯუღელები კი არიან დასავლეთ საქართველოშიც. სუბ–არი სვანური გავრია, ისევე როგორც სუბელ–იანი, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებულად არიან ნაწარმოებნი. ყველაზე მეტ კითხვას ბადებს სწორედ, თითქოს და საერთოდ გავრცელებული წესიდან ამოვარდნილი ქართული გვარების წარმოშობა. როგორც ქვემოთ ვნახავთ კვლევისათვის ყველაზე საინტერესო სწორედ ასეთი გვარებია.
იმ პერიოდში, როცა გვაროვნული წყობილება ყალიბდებოდა ადამიანებმა წერაკითხვა არ იცოდნენ და ამიტომ წერილობითი საბუთები ამ დროის შესასწავლად არ არსებობს, მცირეა ასევე ზეპირი სიტყვიერებით გადმოცემული მასალები, თუ არ ჩავთვლით მითებს. ამიტომ ქართველთა გვაროვნული წყობილების პერიოდზე გარკვეული ინფორმაცია შეიძლება მოგვცეს სწორედ ქართული გვარების შესწავლამ. ყველაზე საინტერესო კი მათ შორის უძველესი და არქაული გვარები უნდა იყვნენ.
ალბათ ყველა ქართველს მიუქცევია ყურადღება, რომ ძირითადად გავრცელებულია სამი ჯგუფი გვარებისა, ესენია: გვარები ძე–სა და შვილზე დაბოლოებული, მეორე ჯგუფია მეგრული და მესამე ჯგუფია სვანური გვარები. საკამთო არ არის რომ ყველა ისინი ქართული წარმომავლობისაა, მხოლოდ გაუგებარი ხდება ქართული წარმომავლობის გვარები ასე რადიკალურად რატომ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
თუკი ყველა ეს გვარები ქართული წარმოშობისაა, მაშინ მათ უნდა ჰქონდეთ საერთო ფუძე სუფიქსი, რომლიდანაც ყველა დანარჩენი ქართული გვარების მაწარმოებელი სუფიქსები წარმოიქმნენ. ე.ი. უნდა მოიძებნებოდეს რაღაც ფუძე სუფიქსი რომლიდანაც შეიძლება მიიღებოდეს დღეს არსებული, ასე რადიკლაურად განსხვაებული ქართული გვარების სუფიქსები და მისგან უნდა იწარმოებოდეს არა მარტო დღეს ყველაზე მეტად გავრცელებული სამი ჯგუფის გვარები, არამედ თითქოს და საერთო კანონზომიერებიდან ამოვარდნილი იშვიათი ქართული გვარებიც. ისმის კითხვა შეიძლება თუ არა ისეთი საერთო ფუძე სუფიქსის მოძებნა, რომლითაც უძველესი ქართველები აწარმოებდნენ თავიანთ გვარს და მიუითებდნენ ამა თუ იმ გვარისადმი კუთვნილებაზე.
ცნობილია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ამა თუ იმ გვარის განსახლების ადგილი მოიხსენება ამ გვარების ფუძეებზე იანთ, ან აანთ სუფიქსების დართვით. მაგალითად: მარუშიანთ, ან მარუშაანთ(უბანი). საქართველოს ისტორიიდან ასევე ცნობილია, რომ ბაგრატ მესამემ დამარცხებული რატი ბაღვაშის ნაცვლად მის ადგილას ზვიად მარუშიანი დასვა. ბაგრატ მესამის გამეფებაში კი როგორც ისევ ისტორიიდან არის ცნობილი, შიდა ქართლის მთავარს მარუშიძეს მიუძღვის დიდი წვლილი. საფიქრებელია, რომ მარუშიანები და მარუშისძე ერთი და იგივე გვარია, სხვადასხვანაირად მოხსენებული.  ქართული სამეფო დინასტიებიც იანი სუფიქსის დართვით შემდეგნაირად მოიხსენიებოდნენ: ფარნავაზ–იანები, სასან–იანები(265–368) და ბაგრატიონები. ყველასთვის ცნობილია ასევე, რომ სვანური გვარები იან, ან ანი სუფიქსით მთავრდება. მთაში როგორც წესი არქაული ფორმები უფრო დიდ ხანს ინახება, ამიტომ ამან შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ სვანური გვარების სუფიქსები ყველაზე ახლო არის არქაული ქართული გვარების სუფიქსებთან. ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ქართული გვარების უძველესი ფუძე სუფიქსი შეიძლება ყოფილიყო იანთ სუფიქსი, რომელიც გვარის განსახლების ადგილს, ან უბანს აღნიშნავს. თუ ეს მართალია, მაშინ ამ სუფიქსიდან უნდა მოხერხდეს ყველა ქართული გვარების სუფიქსების წარმოება.
სიმარტივისათვის ამა თუ იმ გვარის ფუძის ნაცვლად გამოვიყენოთ ნაცვალსახელი იმ, ანუ მაგალითად მარუშ–იანთ შევცვალოთ უფრო მოკლე ფორმით იმ–იანთ–ით. ვნახოთ მართლაც შეიძლება თუ არა ამ სუფიქსიდან ძირითადი ქართული გვარების სუფიქსების წარმოება.
მაგრამ სანამ უშუალოდ ამ საკითხზე გადავიდოდეთ, ჯერ გავიხსენოთ, რომ უძველესი ქართველები როგორც ჩანს ერთად ცხოვრობდნენ გორებად, შემორჩენილია უამრავი გორა ნამოსახლარები (,,ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 3, სტატია ,,გორა”, გვ.221). სწორედ აქედან უნდა მოდიოდეს შეკითხვა რა გვარი ხარ?, ან რა გორის ხარ? ე. ი. რომელი გორიდან ხარო. ქართველები როგორც ცნობილია არ იყვნენენ მომთაბარეები და მიწათმოქმედებას მისდევდნენ. ამიტომ დამაგრებული იყვნენ ერთ ადგილზე და ერთმანეთთან საურთიერთობოდ მათ სჭირდებოდათ, რომ თავიანთი საცხოვრბელი ადგილებისათვის გარკვეული სახელები დაერქმიათ. ასე რომ სხვადასხვა ჯგუფის განსახლების გორებს სახელები ერქვათ. (მომთაბარეებისათვის ადგილებისათვის სახელის დარქმევას აზრი არ ჰქონდა, რადგანაც ისინი სულ მოძროაბაში იყვნენ, მუდმივად იცვლიდნენ გარემოს და ადგილისათვის სახელის დარქმევას აზრი ეკარგებოდა.) შესაბამისად ქართველები მავანზე იტყოდნენ, რომ ის იმ–იანთ გორიდან არისო. აქედან კი იოლად გამოდის მეგრული გვარები. თუ მავანი იმიანთ გორიდან იყო, თვითონ შეიძლება ეთქვა, რომ ის გვარად იმ–ია იყო. ნთ თანხმოვნები საფიქრებელია რომ დაყრუვდა. მეგრული გვარების სხვა სუფიქსებს წარმოქმნას ქვემოთ შევეხებით.
იოლი მისახვედრია თუ როგორ წარმოიშვა სვანური გვარები. იანთ სუფიქსს ჩამოსცილდა თ და დარჩა იანი, ან შეიკვეცა ი და დარჩა ანი. თუ იმიანთ გორიდან იყო მეორე ნაწილი ადამიანების იტყოდა, რომ გვარად იმიანი, ან იმანი იყო.
უძველესი ქართველების მესამე ნაწილმა კი შეიძლება გამონათქვამი იმიანთ გორიდან არისო ასეთნაირად შეცვალა: იმათი(იმიანთ) გორიდან არისო და შედეგად მივიღეთ გვარები თი–ზე დაბოლოებული, როგორიცაა მაგალითად ჯიბუ–ტი(ჯიბუთი, დროთა განმვალობაში თ ალბათ შეიცვალა ტ–თი), ღლონ–ტი და სხვა. ანალოგიურად წარმოიქმნა ზოგიერთი ტოპონიმისათვის დამახასიათებელი სუფიქსი ეთი, მაგალითად: იან–ეთი, წოდორ–ეთი, კახ–ეთი, იმერ–ეთი და სხვა.
ყველაზე საინტერესოა მეოთხე ჯგუფის გვარების წარმოქმნა არი და ური სუფიქსებით. ისტორიის გარკვეულ დროის მონაკვეთში გვარის შიგნით ქორწინებები აიკრძალა, ტაბუ დაედო. როგორც ცნობილია ახლო ნათესავებს შორის ქორწილი გენეტიკურად არასრულფასოვან შთამომავლობას იძლევა. საჭირო გახდა უფრო დიდი გაერთიანებების შექმნა, რომ შთმომავლობა გაგრძელებულიყო. შეიქმნა უფრო მსხვილი გაერთიანებები, რომლებიც რამდენიმე გვარისაგან შედგებოდა. ასეთი არეების დასახელებაში გვარების გაერთიანების ფაქტი უნდა ასახულიყო. რადგანაც ეს მსხვილი არეები რამდენიმე გვარს მოიცავდა ამიტომ სუფიქსი იანი როგორც ჩანს გაორმაგდა. კერძოდ მივიღეთ ,,იმ”–იანთ–ანი. შემდეგ მოხდა მისი ტრანსფორმაცია შემდეგნაირად იმ–იან–ანი, იმ–ნანი და ბოლოს იმ–ნარი. ე.ი. ამა თუ იმ გვარების გაერთიანების საცხოვრებელი არის აღმნიშვნელი სუფიქსი ქართველების მეოთხე ნაწილში გახდა სუფიქსი ნარი. ასეთნაირად ნარი სუფიქსი ასევე იქცა ტოპონიმების აღმნიშვნელი სახელების სუფიქსადაც, მაგალითად მუხ–ნარი, რცხილ–ნარი და სხვა. ხოლო გვარების გაერთიანებებს კი შერჩათ სუფიქსი არი, ან არიდან ნაწარმოები ური. მაგალითად, ქილიფთ–არი, სუბ–არი, ხოტივ–არი(რაჭაში სოფელიც არის ხოტევი), ემხვ–არი, ძიძიგ–ური, აფცია–ური, ზვიადა–ური(მრავალი მთიულური გვარები), უბ–ერი და სხვა. ე.ი. მივიღეთ გვარები იმ–არი, ან იმ–ური(სადა–ური, იქა–ური). აქედან იოლად მიიღება გვარებიც ელი სუფიქსით. იმ–ური გარდაიქმნა იმ–ული(ბურდ–ული) და ბოლოს იმ–ელი (ჯაყ–ელი). ური სუფიქსი ასევე აღნიშნავდა წარმომავლობას, კავკასი–ური, მთიულ–ური, კახ–ური, ხევს–ური და ა.შ. ეს სუფიქსი ზოგიერთ შემთხვევაში ტრანსფორმირდა ული სუფიქსად, მაგალითად ქართ–ული, რაჭ–ული, მთი–ული, მთი–ელი და სხვა(გვარები ული სუფიქსით. ბურდ–ული).
საერთოდ უნდა ითქვას, რომ შეიმჩნევა მკვეთრი კავშირი ქართული გვარების სუფიქსებსა და ტოპონიმების სუფიქსებს შორის. მაგალითად: სა–მტრედ–ია, სა–ფიჩხ–ია, მესტ–ია, ვარძ–ია, გურ–ია, დიო–სკუ(ა)რ–ია, სკ–ურ–ია, აკრ–იანი(სოფ. მარტყოფის ძველი სახელწოდება), ვაზ–იანი, ბაკურ–იანი, მღებრ–იანი, ვაჩნაძ–იანი, მუხ–იანი, გუდა–ური, ენგ–ური, ხაშ–ური, ჩოხატა–ური, ფასანა–ური, ხელვაჩა–ური, ამბროლა–ური და სხვა.
რაც შეეხება გვარებს ძე და შვილი სუფიქსით, ეს სუფიქსები შედარებით ახალია. ძე სუფიქსიანი გვარები წარმოიქმნენ მას შემდეგ რაც მამაკაცები სოციალურად დაწინაურდნენ, ხოლო შვილი სუფიქსიანი გვარები კი კიდევ უფრო ახალია და მას შემდეგ გაჩნდა რაც ქართველებმა გააცნობიერეს, რომ შვილი ბიჭიც და გოგოც თანასწორია.
ძალიან საინტერესო გვარია ქარ–ელი. საქართველოს გულში არის რაიონული ცენტრი ქარელი და ამავე დროს არსებობს გვარი ქარელი. ეს არის ყველაზე მკაფიო მაგალითი ქართული გვარებისა და ტოპონიმების წარმოშობის ერთიანობის და მსგავსების. ქარელი ნიშნავს ადმიანს, რომელიც ქარ–იდან არის. როგორც ზემოთ ვნახეთ არ სუფიქსი, რომელსაც ზოგიერთი ქართული გვარი დაირთავს (მაგ. სუბ–არი(სუბარები ქართული ტომიც იყო შავი ზღვის სამხრეთით), ქილიფთ–არი, ემხვ–არი, აფცია–ური, უბ–ერი და სხვა) წარმოიშვა გვარების გაერთიანების შედეგად. ე.ი. უფრო მსხვილ გაერთიანებებს და ტერიტორიულ ერთეულებს არე დაერქვათ და სავარაუდოდ ასეთნაირად წარმოიშვა სიტყვა არე (თუმცა სამეცნიერო ლიტერატურაში არე მიჩნეულია ლათინურ სიტყვად. ჩვენ ქვემოთ დავინახავთ, რომ მრავალი ბერძნული და ლათინური სიტყვის წარმოშობა საკამათო გახდება). არეს სახეცვლილება უნდა იყოს სიტყვა ერიც. ანუ რამდენიმე გვარის გაერთიანებას დიდ ტერიტორიაზე ერი ეწოდა. ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ქარი იყო მსხვილი ტერიტორიულ – გვაროვნული გაერთიანება რომელზეც ქარები ცხოვრობდნენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართული ტომები მსხვილ გაერთიანებებს არე –ს უწოდებდნენ და ტომების ერთმანეთისაგან გასარჩევად არე სუფიქსს წინ რაიმე ასოს ურთავდნენ(ქ–არი). ასეთი მარტივი სახელების წარმოქმნა მისაღები უნდა ყოფილიყო განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი კაცობრიობისათვის. შესაბამისად იმ ადგილს სადაც ესა თუ ის ქართული ტომი ცხოვრობდა ამ ტომის ან გვარის სახელი ერქმეოდა. ამითი უნდა აიხსნას ქართული გვარების, ან მათი სუფიქსების მსგავსება ქართულ ტოპონიმებთან და მათ სუფიქსებთან.
თუ ჩვენი ვარაუდი მართალია მაშინ უნდა ყოფილიყვნენ კიდევ სხვა ქართული ტომები, რომელთა სახელებიც ანალოგიური პრინციპით არიან ნაწარმოებნი. საბედნიეროდ ისტორიას შემორჩა ცნობა, რომ ძვ.წ.–ით მე–6 საუკუნეში ჩრდილოეთ ანატოლიის მთებში მოსინიკების(კოლხური ტომი) მეზობლად ცხოვრობდა ტომი რომელთაც ერქვათ მარ–ები. ისინი სწორედ იქ ცხოვრობდნენ სადაც ქართული ტომები იყვნენ განსახლებულნი.
გერმანელმა მეცნიერმა პოლ კრეტშმერმა ბერძნული და ანატოლიური ტოპონიმების შედარებით დაასკვნა, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ბერძნებს წინ უსწრებდა ხალხი, რომლეთაც ამ მიწაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. ცნობილია, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ბერძნებამდე ცხოვრობდა ხმელთაშუაზღვის ხალხი(არა ინდოევროპელები), რომელთა საერთო სახელიც იყო პელასგები. მეცნიერების ჯ.მელაარტის, ფ.შახერმაიერის და ე. ფურნიეს კვლევების შედეგად წამოყენებული იქნა თვალსაზრისი, რომ პელასგები ახლო მიმართებაში იყვნენ კავკასიურ–იბერიულ ტომებთან. ამას საფუძვლად უდევს მრავალი ენობრივი პარალელი(ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტომი 8. გვ.13–14, სტატია ,,პელასგები”).
ზემოთ ვივარაუდეთ, რომ იმ ადგილებს სადაც ესა თუ ის ტომი ცხოვრობდა მათი სახელი ერქმეოდა. ასევე ცნობილია, რომ პელასგები თავის დროზე ბერძნებმა გამოდევნეს ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან და ეს ხალხი გაიფანტა, ზოგი წინა აზიაში, ზოგი ევროპაში და ზოგიც ახლო აღმოსავლეთში(არსებობს ვარაუდი, რომ პალესტინას სახელი პელასგებმა მისცეს. ისტორიაში არსებობს ცნობა, რომ ,,ზღვის ხალხი”, როგორც პელასგებს უწოდებდნენ მასიურად ჩასახლებულან პალესტინაში). ასე რომ თუ დავუშვებთ, რომ მარები თავიდან ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ცხოვრობდნენ, მაშინ ზოგიერთი ტოპონიმის წარმოშობა უფრო ნათელი გახდება.
როგორც ვიცით შავ და ეგოესის ზღვებს შორის მოთავსებლია პატარა ზღვა მარმარილოს ზღვა, აქვე არის მცირე კუნძული მარმარა. როგორც ზემოთ ვივარაუდეთ გეოგრაფიულ ადგილებს სახელები უძველეს დროში იქ განსახლებული ტომების სახელიდან გამომდინარე ერქმეოდათ. მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარების თავდაპირველი განსახლების ადგილი უნდა ყოფილიყო მარმარილოს ზღვის მიდამოები. აქვე არის მარმარილოს საბადოები და ალბათ მარმარილომაც სახელი ამ ტომის განსახლების ადგილიდან მიიღო (ბერძნულად მარმარილო არის მარმარო). ცნობილია ასევე, რომ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე ეწეოდნენ მარილის წარმოებას. მარილს ზღვის წყლიდან იღებდნენ. მზე აშრობდა ნაპირზე არხით შემოყვანილ ზღვის წყალს და მიწაზე რჩებოდა მარილი. მარილი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ რომში ხელფასებს მარილით უხდიდნენ, აქედან მოდის ლათინური სიტყვა ,,სალარი”(სოლ–მარილი), რაც ხელფასს ნიშნავს, ქართული სალაროც. ,,სოლ” და ლათინური სიტყვა მზე ,,სოლო” სწორედ იმიტომ ჰგავს ერთმანეთს, რომ მზით იღებდნენ მარილს ზღვის წყლიდან. მიღებულ მარილს აუცილებლად სჭირდებოდა შენობა, რომ იგი წვიმის წყლისგან დაეცვათ, შეიძლება აქედან მოდიოდეს სიტყვა მარანიც. ლათინური სიტყვა ,,მარინ” და რუსული ,,მორე’’–ც როგორც ჩანს ამ ტომებთან უნდა იყოს დაკავშირებული, ქართველებისა და სლავების ურთიერთ მიმართებაზე ქვემოთ კიდევ ვისუბრებთ.
თუკი ვივარაუდობთ, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ბერძნებამდე იბერიული ტომები ცხოვრობდნენ (უფრო ზუსტად კი მეგრულ–ლაზური, როგორც ამას აწ განსვენებული ზ.გამსახურდია ამტკიცებდა), ხოლო უძველესი ქართული ტომები სახელებს ირქმევდნენ არ სუფიქსზე რაიმე ასოს წინ დართვით და თან მათი განსახლების ადგილებსაც მათი სახელიდან ნაწარმოები სახელები ერქმეოდათ, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეგეოსის ზღვის მახლობლად ცხოვრობდა ასევე ქართულ–ლაზური ტომი გ–არ–ები. ამ მიდამოებში ბევრია ტოპონიმები სადაც გ ასო ხშირად ფიგურირებს.
გამოდის, რომ ძველი საბერძნეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა ხალხი, რომელთაც ერქვათ მარ–ები და გარ–ები. შეადარეთ მარ–გარები, ანუ მარგალები, იგივე მეგრელები. საბერძნეთთან ბევრია ტოპონიმები და სახელები სადაც გრ ან რგ ასოთა შეთანაწყობა ხშირად გვხვდება. მაგალითად არგო, ბერძნები ქართველებს გეო–რგ–ებს უწოდებდნენ, ანუ მიწათმოქმედებს, ბერძნულად გეო მიწას ნიშნავს და როგორც ჩანს ამ სიტყვის ეტიმოლოგიაც გარებთან არის დაკავშირებული. თვითონ ბერძნების ინგლისური სახელიც გრ–იის, ან რუსული გრ–ეკ, მე–გრ–ელს უახლოვდება. შესაძლოა გორაც გარებიდან იყოს ნაწარმოები. ქართველები მიწათმოქმედები იყვნენ, მიწაზე დამაგრებულები და ამიტომ უძველეს დროში ტოპონიმების წარმოშობა სწორედ ქართველებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, რადგანაც ინდოევროპელები, რომლებიც ევროპაში მოგვიანებით შემოვიდნენ მომთაბარეები(მომთაბარე კი როგორც ზემოთ აღვნიშნე ტოპონიმებს ვერ შექმნიდა) იყვნენ და ქართველებისაგან ისწავლეს ბევრი სამეურნეო საქმიანობა.
ქართული ტომის სახელი, რომელიც ასევე ზემოთ მოყვანილი წესით უნდა იყოს ნაწარმოები ჩვენი აზრით არის ჰ–ერ–ები, შეიძლება იგივე ჰ–არ–ები(არიან ქართლი ისტორიოგრაფიაში ჰარადაც მოიხსენიება) . ქართველების სინონიმია ასევე სიტყვა იბერები. იქნებ ი–ბერ–ი თავიდან ბ–არი იყო და დროთა განმავლობაში იგი ტრანსფორმირდა იბერად? თუ ეს ასეა მაშინ სად შეიძლება ყოფილიყო მათი განსახლების ადგილი? გავიხსენოთ, რომ ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ტომის სახელი ერქმეოდა იმ ადგილსაც სადაც ის მკვიდრობდა, ასევე ზოგიერთ მისთვის დამახასიათებელ საქმიაონაბასაც. შეიძლება თუ არა რომ ბარების განსახლების ადგილთან იყოს დაკავშირებული სიტყვა ბარი, ანუ ვაკე ადგილი? თუ ასეა. როგორც ეს გარებისა და მარების შემთხვევაში იყო, სად უნდა ვეძებოთ ბარების განსახლების ვაკე ადგილი? თუ ევროპის რუქას დავხედავთ ეს ადგილი უნდა იყოს ბულგარეთისა და რუმინეთის ვაკე ტერიტორიები. ვინ იცის ბულგარეთის თავდაპირველი ჭეშმარიტი სახელი ბარგარეთია?(თუმცა დღეს გავრცელებული მოსაზრებით ბულგარეთს აზიიდან მოსულმა მომთაბარე ტომმა ბულგარებმა მისცეს სახელი. ვინ იცის იქნებ პირიქით იყო?). ამ მოსაზრებას კიდევ უფრო გავამყარებთ ქვემოთ მოყვანილი მსჯელობებით.
გავიხსენოთ კიდევ რამდენიმე უცნაური ქართული(მეგრული) გვარი: პაპასკირი და წულეისკირი. სკა ქართული სიტყვაა და ფუტკრის ოჯახს ნიშნავს, თან უმარტივესი სიტყვაა, ამდენად უნდა ვიგულისხმოთ, რომ უძველესია (სულ სამი ბგერისაგან შედგება და ერთ მარცვლიანია). ასე რომ თუკი ზოგიერთი ქართული ტომი გორებად ცხოვრობდა, როგორც ჩანს გარკვეული ნაწილი თავის საცხოვრებელს სკას უწოდებდა. მაშინ გამოდის რომ წულეისკირი ნიშნავს წულების სკა არეებს. ანუ შიძლება ვიფიქროთ, რომ წულეისკირის გვარი ნიშნავს, რომ მავანი წულების სკა არის(დიდი ტერიტორიული გაერთიანება) წარმომადგენელი იყო. ანალოგიურად პაპასკირი გამოდის პაპების სკა არის წარმომადგენელი. ის რომ ჩვენი ვარაუდი შეიძლება მართალი იყოს ადასტურებს ის ფაქტი, რომ სვანეთში დღესაც ,,უფლიშარობაზე” შესაწირად გამოყავთ ნასუქი ხარი. მოსახლეობა სისხლის ნათესაობის მიხედვით იყოფა ,,სკარებად”, განსაკუთრებით სოფლებში: ლახამულში, ლატალში და უშგულში. ტარდება ხართა ჭიდილი. ნადიმი და ასპარეზობა(აკაკი გელოვანი, ,,მითოლოგიური ლექსიკონი”, 1983 წელი, სტატია ,,ხარი”, გვ. 554–555.).
ჩვენ ზემოთ ვივარაუდეთ ბარების საცხოვრებლის არსებობა ბულგარეთისა და რუმინეთის დაბლობზე. ახლა გავიხსენოთ რუმინელებისა და პოლონელების გვარები და მათი სუფიქსები. პოლონური გვარებია: კაჩინ–სკი, ტუ–სკი, სკლადოვ–სკი და სხვა, ხოლო რუმინელების გვარებია ილიე–სკუ, პაპე–სკუ, ჩაუშე–სკუ და სხვა. როგორც ვხედავთ სკ სუფიქსი, ისევე როგორც მეგრულ გვარებში აქაც გვხვდება. როგორ შეიძლება პოლონელებსა და რუმინელებს მსგავსი გვარების სუფიქსები ჰქონდეთ?. რუმინელები რომანული ჯგუფის ხალხია, ხოლო პოლონელები სლავური. ერთმანეთთან ახლო ნათესაობა არ აქვთ. ეს შეიძლება მომხდარიყო, მაშინ თუ მათ გვარების წარმოქნის წესი რომელიმე საერთო მეზობელი ტომისგან აიღეს და ასეთი უნდა ყოფილიყო ბარები, რომლებიც გვარებისა და ტოპონიმების წარმოქმნაში როგორც ჩანს იყენებდნენ სკ სუფიქსს. გავიხსენოთ ისიც, რომ არსებობს მოსაზრება, რომ იბერები პირინეის ნახვარკუნძულზე გადასახლდნენ თავის დროზე(იოანე მთაწმინდელს, რომელიც ათონის წმინდა მთაზე მოღვაწეობდა, სურდა ემოგზაურა პირინეის იბერიაზე, მაგრამ ვერ მოახერხა) და პირინეის ნახევარკუნძულს იბერიაც კი ერქვა. გერმანელმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწე ვილჰელმ ვან ჰუმბოლდტმა პირველმა დაასკვნა, რომ ბასკები არიან იბერები. დავაკვირდეთ თვითონ ბასკების საკუთარ სახელს: ბა–სკ–ები. ეს სიტყვაც შეიცავს სკ სუფიქს, ისე როგორც იბერების შემთვევაში ვიგულისხმეთ ჩვენ. გარდა ამისა ბასკების განსახლების მახლობლად არსებობს ყურე ბა–სკ–აია. მეგრელებისათვის დამახასიათებელ სუფიქსს ია–ს ჩვენ კიდევ მივუბრუნდებით. სკ სუფიქსი ასევე გამოიყენება სლავებში რაიმე საგნის თუ პიროვნების ამა თუ იმ ადგილიდან წარმოშობის აღსანიშნავად, მაგალითად რუმინ–სკი, ბალგარ–სკი და სხვა. ქართულში მას ელი ან ული სუფიქსი შეესაბამება, კახ–ელი, ქართლ–ელი და სხვა.
როგორც ცნობილია ბერძნები და ლათინები მოგვიანებით შემოვიდნენ ევროპაში აზიიდან. შავი ზღვის ჩრდილოეთით. პირველი არა ინდოევროპული ტომი რომლებიც მათ შეხვდებოდა თავის გზაზე უნდა ყოფილიყვნენ ბარები. ლათინური სიტყვა ბარბაროსი სწორედ უცხოელს ნიშნავს. მათ როგორც ჩანს ხშირი ომები უნდა ქონოდათ ქართულ ტომებთან: მარებთან, ბარებთან და გარებთან. ამასვე მოწმობს მითი ტროას ომზე. რომაული ომის ღმერთი მარსიც მარებთან უნდა იყოს დაკავშირებული. საინტერესოა ესპანური სიტყვა ა–მიგო. თითქოს რაღაცით გავს კიდეც ქართულ მ(ე)(ი)გო–ბარს. მეგობრის ეტიმოლოგია კი ასეთი უნდა ოყოს: მარ–გარ–ბარი. როგორც ჩანს მომხვდური ინდოევროპელების წინააღმდეგ მარებს, გარებსა და ბარებს სამხედრო კოალიცია ჰქონდათ შექმნილი და სიტყვა მეგობარიც სწორედ ამ კოალიციას ასახავს: მარგარბარი დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდა მეგობრად.
რუსულ ვიკიპედიაში სტატიაში ,,პელასგები” გამოთქმულია მოსაზრება, რომ პელასგები განსახლებული უნდა ყოფილიყვნენ აპენინის ნახევარკუნძულზეც, ნაწილობრივ მაინც. გარდა ამისა იტალიის ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ ეტრუ–სკ–ები, რომლებიც ამავე სტატიის ბოლოს გამოთქმული მოსაზრებით ენათესავებოდნენ პელასგებს. ამ სიტყვის შემადგენლობაშიც შედის სკ სუფიქსი.
საბოლოოდ შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ბარები(შესაძლოა იგივე იბერები), ცხოვრობდნენ მარებისა და გარების მეზობლად, ბულგარეთისა და რუმინეთის ვაკე დაბლობზე, იყვნენ მეგრელების ახლო ნათესავები და გვარებსა და ტოპონიმებს აწარმოებდნენ სკ სუფიქსის გამოყენებით. სავარაუდოა, რომ მეგრული გვარები წულეისკირი და პაპასკირი არის ბარული წარმოშობის.
ევროპის რუქას თუ დავხედავთ, დავინახავთ, რომ აქ უამრავია ტოპონიმები, რომლებიც ია სუფიქსზე მთავრდება. მაგალითად ანატოლ–ია, ანტალ–ია(წინა აზია). მაკედონ–ია, სოფ–ია, რომან–ია, ჯორჯ–ია, სერბ–ია, როს–ია, ბულგარ–ია, ალბან–ია, ლატვ–ია და სხვა. იტალიის ქალაქებია: ვენეც–ია, ბრე-სკ–ია, ფროგ–ია. პარიზის უძველესი სახელია ლუტეც–ია. ბევრია თურქეთშიც. აქ მოყვანილი ტოპონიმები ზოგი ინგლისურია და ზოგიც თავიანთსავე ენაზე გამოითქმის ასე. ასე შეიძლება ძალიან შორს წავიდეთ და უამრავი მაგალითი მოვიყვნოთ. საინტერესოა, როგორ უნდა მომხდარიყო რომ სხვადასხვა ხალხის განსახლების ადგილების ტოპონიმები ერთნაირი ია სუფიქსით ყოფილიყო ნაწარმოები.
იანი სუფიქსი ქართულად როგორც ვიცით აღნიშნავს რაიმეიან ადგილს ან ვიღაცით დასახლებულ ადგილს. მაგალითად მღებრ–იანი, ვაჩნაძ–იანი, ბაკურ–იანი, აკრ–იანი(ანუ ძველ ქართუალდ ქვ–იანი), ვაზ–იანი, მუხ–იანი. როგორც ზემოთ ვთქვით მეგრულად ეს სუფიქსი ტრანსფორმირდა და იანიდან დარჩა ია. ანუ ეს ია სუფიქსიც ისევე როგორც იანი აღნიშნავს რაიმეიან ადგილს. მესტ–ია, სკ–ურ–ია, საფიჩხ–ია, საღორ–ია, სამტრედ–ია და სხვა. იმის გამო, რომ ინდოევროპელები სულ მომთაბარეობდნენ მათ არ უნდა ჰქონოდათ ტოპონიმების შექმნის სისტემა, რადგანაც არ სჭირდებოდათ. მას შემდეგ რაც ევროპაში შემოვიდნენ და ადგილობრივი ხმელთაშუაზღვის ხალხი განდევნეს, როგორც ჩანს ბევრი ტოპონიმი ისესხეს და ამავე დროს ახალი ტოპონიმების შექმნის წესიც გადაიღეს იქ დამხვდური ტომებისაგან. ხოლო იქ დამხვდური ტომები კი როგორც ვაჩვენეთ მეგრულ–პელასგური ტომები იყო. სწორედ ამით უნდა აიხსნებოდეს ია სუფიქსიანი ტოპონიმების სიჭარბე ევროპაში.
ახლა დავაკვირდეთ ხმელთაშუა ზღვის ბასეინის გარშემო არსებულ ტოპონიმებს. მაგალითად ე–სპ–ანეთი, სპ–არტა საბერძნეთში, სპ–ერი(იბერიის ერთერთი პროვინცია, სამხრეთ დასავლეთ სქართველოში. სიმონ ჯანაშია იკვლევდა სპერების განსახლების საზღვრებს ევფრატ–ჭოროხ–არაქსის აუზებში და ვარაუდობს, რომ სპერები მერმინდელი მცხეთა–მესხეთ ქართლის დიდ ნაწილსაც ფლობდნენ ძვ,წ. მე6–7  საუკუნებში და მათი გავლენა კავკასიონამდე ვრცელდებოდა. იქვე განმარტავს, რომ ძვ.წ. მე–5 საუკუნის შემდეგ სასპერ–სპერებს იბერებად მოიხსენიებენ ანტიკური ავტორები. ,,საკითხავნი ყმაწვილთათვის” ტომი მე–8, გვ.34–35, სტატია ,,ქართველი ერის წინაპრებისა დათავდაპირველი სამშობლოს შეშახებ”, ავტორი ზ.რატიანი ), სპ–არსეთი. როგორც ვხედავთ ესპანეთიდა სპარსეთამდე სპ ბგერათა თანაწყობა არ არის იშვიათი და სხვადასხვა ხალხებში მეორდება. როგორც ვიცით არსებობდა ხმელთაშუა ზღვის რასა (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტომი 11, გვ. 491 სტატია ,,ხმელთაშუაზღვისპირული რასა”), ამ რასას მეორენაირად ,,კავკასიური” რასაც ეწოდებოდა, რადგანაც გერმანელმა მეცნიერმა ბლუმენბახმა, რომელმაც რასები შეისწავლა დაადგინა, რომ ყველაზე სწორი თავის ქალა ქართველ ქალს ჰქონდა და დაარქვა ,,კავკასიური” რასა. როგორც ზემოთ ვთქვით მსხვილ ტომობრივ გაერთიანებებს ქართული ტომები სავარაუდოდ არეს არქმევდნენ, ან აქედანვე წარმოქმნილ სიტყვას ერს. ამიტომ ჩვენი აზრით ხმელთაშუა ზღვის ხალხების საერთო სახელწოდება უნდა ყოფილიყო სპერები. აქედანვე უნდა იყოს ნაწარმოები სპარსული სიტყვა სპა. როგორც ცნობილი ხმელთაშუაზღვის, ანუ კავკასიური რასა გავრცელებული უნდა ყოფილიყო, პირინეის ნახევარკუნძულიდან ინდოეთამდე.
პელასგებს სხვანაირად ზღვის ხალხსაც უწოდებდნენ, რადგანაც ეს ხალხი ზღვის გარშემო ცხოვრობდა და მეურნეობაც სავარაუდოდ ზღვასთან უნდა ჰქონოდათ დაკავშირებული. გამოდის რომ პელასგები სპერების ის ნაწილი იყო, ვინც ზღვასთან ცხოვრობდა. ამიტომ ამან გვაფიქრებინა, რომ პელასგების თავდაპირველი სახელწოდება უნდა ყოფილყო სპ–ერა–ზღვები. რომელიც დროთა განმავლობაში გარდაიქმნა პელასგებად. სპერაზღვებიდან უნდა იყოს შექმნილი სიტყვა ლაზიც (სპერაზღვა, სპე–ლაზ–ღვა). სპ–სთან უნდა იყოს დაკავშირებული სიტყვა სპალეოლოგიაც. როგორც ჩანს ხმელთაშუა ზღვის ხალხი პირველები შევიდნენ გამოქვაბულებში საცხოვრებლად, რადგანაც მომთაბარეები არ იყვნენ.
როგორც ზემოთ ვივარაუდეთ ქართული ტომები მსხვილ ტომობრივ გაერთიანებებს არეს ან ერს უწოდებნენ და წინ რაიმე ბგერას ურთავდნენ ერთმანეთის გასარჩევად, ამიტომ უნდა ყოფილიყვნენ ტომები: მარები, გარები, ბარები, ქარები, ჰერები და შეიძლება კიდევ იყვნენ სხვებიც(ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ბატონი გია კვაშილავას ფესტოსის დისკოს გაშიფრული წარწერა, იხილეთ ბმული http://www.facebook.com/photo.php?fbid=193741370653697&set=a.193741297320371.55277.100000535062343, აქ ლაპარაკია მოდგმის ხუთ შტოზე, სადაც ერთ–ერთი როგორც ჩანს იყო ყველაზე მთავარი). ე.ი. ქართული ტომები არეს წინ ურთავდნენ რაიმე ბგერას და ისე ირქმევდნენ სახელს, ხოლო მომთაბარე ინდოევროპელებს ასეთი სისტემა არ უნდა ჰქონოდათ. იმ დროისათვის ხმელთაშაზღვის რასა ყველაზე მაღალგანვითარებული იყო და სხვა მეზობელი ხალხები მათგან ბევრ რამეს სწავლობდა. ქართული ტომები უსახელო ინდოევროპელ ხალხს როგორც ჩანს უსახელო არეელებს უწოდებდნენ და მათ დაარქვეს არიელი, ანუ უსახელო არედან წამოსული ადამიანი. აქედან უნდა იყოს წარმომდგარი ინდოევროპელების საკუთარი სახელი არიელი. არიელი თვითონ თავის თვს უსახელო არიელს ვერ დაუძახებდა, როგორც ჩანს ქართველები უწოდებდნენ მათ ასე და მათაც ეს სახელი დაირქვეს.
ქართული ტომები ჩვენი ვარაუდით გარკვეულ ხმებს ზ ბგერასთან აიგივებდნენ, მაგალითად სიტყვა ზ–არი შეიცავს ბგერა ზ–ს. ასევე ზღვის ხალხისათვის ზღვის ხმაური როგორც ჩანს გაიგივდა ზღ ბგერებთან საიდანაც წარმოიქმნა სიტყვა ზღვა. ეს სიტყვა ზღვის პირას მცხოვრები პელასგებისათვის მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო. ამავე დროს ძალიან მარტივია და ასევე უძველესია სიტყვა მზეც. ეს სიტყვაც შეიცავს ზ ბგერას. ეს შეიძლება იმიტომ მოხდა, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები პელასგები დილის ამომავალ მზეს. რომელიც სიცოცხლეს ანიჭებს ყველაფერს, ხედავდნენ შავი ზღვის აღმოსავლეთით. ამიტომ სიტყვა მზე და ზღვა ამჟღავნებს გარკვეულ მსგავსებას. შეიძლება ვინმე შემეკამათოს, რომ მეგრულად მზე არის ბჟა, მაგრამ ქვემოთ ვაჩვენებთ, რომ მზის თავდაპირველი სახელი ეტყობა სწორედ მზე იყო, ხოლო ბჟა უკვე უფრო არქაული მზის ტრანსფორმაციაა. ეს გარკვეულად უკვე ჩანს იქიდანაც, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ხალხისათვის ზღვა და მზე ერთმანეთთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. (ძველ გერმანულადაც მზე ყოფილა ზონ. აქაც ფიგურირებს ბგერა ზ.)
აქვე გავიხსენოთ, რომ მეგრული ტომებისათვის ია სუფიქსი უნდა ყოფილიყო რაღაციანი ადგილის აღმნიშვნელი. მაშინ პელასგებს რა უნდა ეწოდებინა მისთვის სიცოცხლის მომნიჭებელი აღმოსავლეთისათვის? ეს ხომ იყო ამომავალი მზის მხარე? ეს შეიძლება მას ასე გამოეთქვა ა (პრეფიქსი, რომელიც აღმასვლას აღნიშნავს) მზ–ია. ე.ი. ა–მზ–ია, ანუ ამომავალი მზის მხარეო. ამზიადან კი მარტივად მიიღება სიტყვა აზია რაც ზუსტად იგივეს ნიშნავს დღესაც. ხოლო უძველეს დროში სწორედ ქართველები ქმნიდნენ ტოპონიმებს ევროპაში. ის რომ სიტყვა აზია შეიცავს ზ ბგერას და მზეც, ესეც ამტკიცებს იმას, რომ მზე უფრო არქაულია ვიდრე ბჟა. სვანურად მზე არის მიჟ. ასე რომ რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს ეს სიტყვა უფრო არქაული ფრომით სწორედ ქართულშია შემორჩენილი. ქვემოთ კიდევ ვაჩვენებთ, რომ სხვა სიტყვებიც უფრო არქაული ფორმით სწორედ ქართულშია შემორჩენილი.
ქუთაისს უძველეს დროში ერქვა აია, ეს სიტყვა ჰგავს აისს და შეიძლება აზიის სახეცვლილება იყოს. ანუ ქუთაისის ძველი სახელი ისევ ამომავალ მზეს უკავშირდებოდა როგორც აღმოსავლურ ქალაქს. აი–ეტ(თ)იც მითოლოგიაში არის ამომავალი მზის ქვეყნის ხელმწიფე.
სიტყვა ზღვარი უნდა იყოს წარმოქმნილი ზღვიდან. ძველი ადამიანი ზღვის სივრცეს ეტყობა უწოდებდა ზღვ–არეს(არე სუფიქსი). სწორედ ეს ზღვა არე უნდა ყოფილიყო გარკვეული საზღვარი ხმელეთსა და წყალს შორის, საიდანაც მივიღეთ სიტყვა ზღვარი. სიტყვა ქვევით უნდა იყოს წარმოქმნილი შემდეგნაირად ქვა–ვით, ხოლო ზევით კი ასე: მზე–ვით. განსვენებული ზ. გამსახურდია ამტკიცებდა, რომ ბერძნებმა ღმერთების პანთეონი პელასგებიდან ისესხეს და შემდეგ გადაამუშავესო(ამის მკაფიო მაგალითია ამირანისა და პრომეთეს ნათესაობა). თუ ეს ასეა, შეიძლება ზევსი წარმოქნილი იყოს სიტყვიდან ზევით(ზევ–სი). ზევსი ბერძნულ მითოლოგიაში უზენაესი ღმერთია, ხოლო რომაულში მისი ანალოგი კი არის იუპიტერი. იუპიტერი(იუფიტ–ერი) იგივე იაფეტია(არაბულად), ხოლო ქართველები კი ცობილია, რომ არიან იაფეტიდები.
ქართველები თავიდან მატრიარქალურ საზოგადოებებად ცხოვრობდნენ. დედა–დან არის ნაწარმოები სიტყვა დიდი, ყელაფერი მიშვნელოვანი ქართულში დედას უკავშირდება. უმთავრესი ღვთაება მზეც მდედრობითი სქესის იყო მაშინ. მამრობითი სქესის იყო მთვარე(წმინდა გიორგის წინა ქრისტიანული სახე), რომელიც უშიშარი იყო და ღამით დადიოდა. ქართული სიტყვებია დედა, მამა, პაპა, ბაბუა.
ახლა ვნახოთ რა ხდება რუსულში თუ ინგლისურში. რუსულში დედ ნიშნავს ბაბუას, მამ ნიშნავს დედას, პაპა ნიშნავს მამას, ბაბუშკა კი ბებიას. რა ხდება ინგლისურში? ინგლისურად დედ მოფერებით არის მამა, ხოლო მამ კი დედა. ანალოგიურად როგორც ჩემთვის არის ცნობილი ასეთი რამ მეორდება ბევრ ევროპულ თუ არა ევროპულ ხალხებში. როგორ შეიძლება აიხსნას ეს უცანაურზე უცანური დამთხვევა. ეს, პირველყოფილი ადაიანიებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები, რატომ ემთხვევა ასე უცნაურად სხვადასხვა ხალხებში?
როგორც ზემოთ ვთქვით ქართული ტომები უძველეს დროში ბევრად უსწრებდნენ მომთაბარე ინდოევროპელ და სხვა მომთაბარე ხალხებს განვითარებაში, ამიტომ ისინი ბევრ რამეში გვბაძავდნენ და სწავლობდნენ ჩვენგან. ქართულ საზოგადოებაში დედა მთავარი იყო, ხოლო ინდოევროპელებში კი არა, რადგანაც მათ თავიდანვე პატრიარქალური წყობა ჰქონდათ. ეს შეიძლება იმით იყო გამოწვეული, რომ კლიმატურად უფრო მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ და სარჩოს მოპოვება მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ, რაც ქალს მნიშვნელოვნად დამოკიდებულს ხდიდა კაცზე. ამიტომ განვითარბის უფრო დაბალ საფეხურზე მყოფმა არიელებმა ქართველების მიბაძვით მათ საზოგადოებაში სოციალურად ყველაზე მაღალ საფეხურზე მყოფ უხუცესს მონადირეს დაარქვეს დედ(ქართული დედის ანალოგიურად), შემდეგ საფეხურზე სოციალურად როგორც ჩანს იდგა მამა და მას დაარქვეს პაპა. შემდეგ მამა დედას და ბებიას ბაბუშკა. იგივე მოხდა ინგლისურ ტომებშიც. დედ დაარქვეს სოციალურად უფრო მაღალ საფეხურზე მყოფ მამას, ხოლო მამ კი უფრო დაბალ საფეხურზე მყოფ დედას. მაშინ როცა უცხო ენებში დედა და მამა უცვლელად არის შემორჩენილი, მეგრულში ეს ასე არ არის და დედა არის დიდა. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ როგორც ჩანს მეგრული დროთა განმავლობაში დასცილდა არქაულ ქართულს უფრო მეტად ვიდრე თვითონ ქართული. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული არის ლამის ერთადერთი ენა მსოფლიოში რომელიც უძველესი დროიდან უმნიშვნელოდ შეიცვალა და თანამედროვე ადამიანს დიდი სირთულის გარეშე შეუძლია უძველესი ქართული ხელნაწერების კითხვა, რასაც ვერ ვიტყვით სხვა ენებზე.
პაპა ქართულად მოხუცს ჰქვია. გარდა ამისა პაპასთან უნდა იყოს დაკავშირებული სიტყვები პირი, პირველი, ლაპარაკი. როგორც ჩანს მართალია დედა მთავარი თაყვანისცემისა და პატივისცემის საგანი იყო, მაგრამ პაპა უფრო მოქმედი ფიგურა იყო ქართულ საზოგადოებაში(დაახლოებით როგორც ნომინალური პრეზიდენტი და რეალური ძალუფლების მქონე პრემიერ მინისტრი). პაპა ეტყობა იყო გამოცდილი მონადირე, რომელსაც ეკუთვნოდა პირველი სიტყვაც და პირველი ლუკმაც.
ქართული სიტყვა ლაპარაკი უეჭველად უკავშირდება პირს, მაგრამ ამავე დროს იტალიური სიტყვა პარლიამოც ძალიან ჰგავს ქართულ სიტყვას ლაპარაკს. ამავე დროს იტალიური სიტყვა პარლიამო, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, არ უნდა იყოს დაკავშირებული პირთან.
კიდევ უფრო უცნაურია ქართული სიტყვა პირველისა და რუსული პერვის თითქმის აბსოლუტური მსგავსება, როგორც ფორმით ასევე შინაარსით. (პირველი სვანური გვარიც კია.)
ძალიან უცნაურია ქართული გორასა და რუსული გარას (მთა) მსგავსება ასევე, როგორც ფორმით ასევე შინაარსით. ამავე დროს ზემოთ ვაჩვენეთ, რომ გორა ქართული სიტყვა უნდა იყოს.
ძველ რუსულად, ბელარუსლულად და უკრაინულად საჭმელი არის ხარჩა, ქართულად კი საჭმლის კეთება დაკავშირებულია სიტყვა ხარშვასთან. ქართულად ხარშვა ნიშნავს ხარის კეთებას (ხარს შვება). ასე რომ ეს სიტყვაც ქართული წარმოშობის უნდა იყოს. ქართულ საზოგადოებაში ხარის ტოტემის მნიშვნელბაზე კიდევ გვექნება ქვევით საუბარი. აქ ვიტყვით, რომ ცნობილია, რომ ხმელთაშუა ზღვის ხალხებში ხარს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
ხართან არის დაკავშირებული ქართული სიტყვა სი–ხარ–ული, ხარ–ხარი. როგორც ჩანს ხარის ყოლა ეს დიდი სიმდიდრე და სიხარული იყო. ძველ ბერძნულად სიხარული არის ხარებოს. ხ–არი უმარტივესი სიტყვაა და უძველესი ადამიანის შექმნილს ჰგავს. ცეკვა ხორუმიც(ხარული) ხართან დაკავშირებულ რიტუალი უნდა ყოფილიყო.
უმარტივესი სიტყვაა მთა. ესეც უძველის სიტყვა უნდა იყოს. სიტყვა მთვარე კი უნდა იყოს ნაწარმოები მთიდან. ძველ მითებში მთვარეს უძველესი ხალხი აღწერდა მთის თავზე, როგორც ჩვეულებრი ხედავდნენ, ხოლმე ღამე. ასე რომ მთვარის ეტიმოლოგია ასეთი უნდა იყოს: მთა–არე. როგორც ბევრჯერ ვნახეთ ქართველები სუფიქსს არეს ბევრი სიტყვის, გვარის თუ ტოპონიმის წარმოებისას იყენებდნენ (შეიძლება ბევრი ქართული სტყვის გახსნება არე და არი სუფიქსებით), რაც გვიმტკიცებს აზრს, რომ სუფიქსი და სიტყვა არე ქართული უნდა იყოს და არა ლათინური.
ზამთარი ასეთნაირად უნდა იყოს ნაწარმოები: მზე–მთა–არე. ანუ მზე მთას არის მოფარებულიო. გავიხსენით ხალხური ლექსი მზეო ამოდი ამოდი, ნუ ეფარები გორასა, სიცივეს კაცი მოუკლავს და.ა.შ. აქვე უნდა აღვნიშნოთ რუსულ ზიმასთან ქართულის მსგავსება: ზამ–თარი, ზიმ–ა. აქაც ზ ბგერა ფიგურირებს, რაც ისევ გვიმტკიცებს აზრს მზის არქაულობაზე ბჟასა და მიჟთან შედარებით.
ზემოთ თქმული გვაფიქრებინებს, რომ რომანული ხალხების ევროპაში შმეოსვლამდე ქართველები და სლავები ემეზობლებოდნენ ერთმანეთს, ხოლო მოგვიანებით კი რომანული ხალხები სოლივით შემოიჭრა და სლავები და ქართველები ერთმანეთს დააშორა.
აშკარად იგრძნობა გარკვეული შორეული მსგავსება სიტყვებში ბიჭი და ბოი, გოგო და გერლ, ბურთი(ბართი? ბურთის თამაში ხომ ბარში უფრო ხელსაყრელია ვიდრე მთაში) და ბოლ, მთა და მაუნთ, ბავშვი და ბეიბი, ან ბამბინო, დღე და დეი, ან დენ.
შევჩერდეთ რამდენიმე ქართულ რიცხვით სახელზე. ცნობილია, რომ ათი მოდის თათიდან. მაგრამ რას უნდა უკავშირდებოდეს ციფრი ცხრა? ჩვენი აზრით მისი ეტიმოლოგია ასეთი უნდა იყოს: ცა ხარ. ძველ ქართველებში ცხრა იყო მზის რიცხვი, ამიტომ ამბობენ ხოლმე მზეზე ცხრათვალააო. ამიტომ ცხრა ანუ ცა ხარ შეიძლება ასახავდეს მზისადმი ხარის შეწირვის რიტუალს, სადაც სავარაუდოდ ცხრა ადამიანი მონაწილეობდა. თუ გავიხსენებთ ჩვენს ვარაუდს ქართველებისა და სლავების თავდაპირველი მეზობლობის შესახებ და გავიხსენებთ რომ რუსულად ცხრა არის დევიატ, ხოლო გოგონა კი დევოჩკა(რაც ეტყობა უკავშირდება ან დედას, ან დას), მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ რიტუალში ცხრა ახალგაზრდა გოგო იღებდა მონაწილეობას. მზეც ხომ მდედრობითი სქესის იყო.
სიტყვა ცეცხლიც ცისა და ხარის სინთეზი უნდა იყოს, მაგალითად: ცას ხარი, ცაცხალი(შეიძლება ცოცხალიც მივიღოთ), ცაცხლი, ცეცხლი.
ცეკვაც ასე უნდა იყოს ნაწარმოები: ცა კვლა. როგორც ვხედავთ ყველა ზემოთ მოყვანილი მაგალითი ასახავს გარკვეულ რიტუალს, რომელიც ხარის მზისადმი შეწრივას უნდა უკავშირდებოდეს.
დღეს ითვლება, რომ სკამი ლათინური სიტყვაა, მაგრმა ზემოთ ვნახეთ, რომ სკ ბგერათა ერთობა შეიძლება ქართული იყოს. სკაში მცხოვრებლებს ალბათ სჭირდებოდათ სკა–მი. სკამი კი მაშინდელ უსწორმასწორო მიწაზე მხოლოდ სამ ფეხა უნდა ყოფილიყო, რომ არ ეყანყალა (გეომეტრიიდან ცნობილია, რომ სამ წერტილზე მხოლოდ ერთი სიბრტყე გადის, ამიტომ სამ ფეხა სკამი მყარად დგას.). სკამიდან კი იოლად მიიღება რიცხვი სამი.
წყალი ისეთი ნივთიერებაა, რომ პირველყოფილი ადამიანს უეჭველად დასჭირდებოდა ეს სიტყვა. ქართულად ბავშვს როცა მიმართავენ წყალი გინდაო? ხშირად ენას უჩლიქავენ და ეუბნებიან ნტწაი გინდაო? უძველესი ადამიანების მეტყველება როგორც ცნობილია უმარტივესი იყო და ძალიან ჰგავდა ბავშვის მეტყველებას. ნტწაი ნერწყვის, ან წყლის ყლაპვის ხმიდან მოდის. ნტწაიდან წყალი იოლად მიიღება, მაგრამ მასთან უნდა იყოს დაკავშირებული მტკნარი წყალიც. ნტ–არე (ისევ არე სუფიქსი. ე.ი. უმარილო წყლის არე), მტკნ–არე(მტკნარი). აქედან უნდა გამოდიოდეს მდნ–არეც, ანუ მდინარეც. მტკნარიდან გამოდის მტკვარიც. მტ–კვ–არი შეიცავს კვ–ს. ლათინურად კი წყალი არის აკვა. როგორც ჩანს ლათინური სიტყვა აკვა ქართულ მტკნარ წყალს უკავშირდება. ბერძნულად მტკვარი არის კურა. კურადანაც მიიღება აკვა: აკურა და შემდეგ აკვა. ერთი სიტყვით მაინც მტკნართან არის აკვა დაკავშირებული.
ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ისეთი ქართული გვარების გახსენება, როგორიცაა ინგოროყვა და ღელეყვა. ამ გვარების ეტიმოლოგია შეიძლება ასეთი იყოს: ენგურ–აკვა, ანუ ენგურის წყალი და ღელე–აკვა, ანუ ღელის წყალი, თუმცა რატომ იქნა გამოყენებული ლათინური აკვა ჩემთვის გაუგებარია.
ქართულში ტოპონიმების საწარმოებლად ხშირად იყენებენ ასევე სუფიქსს სი–ს, მაგალითად თბილი–სი, ქუთაი–სი, დმან–ისი, ჯიხაიში და სხვა. ამ სუფიქსს შეიძლება რამენაირად უკავშირდებოდეს ში სუფიქსიანი ლაზური გვარები(მაგ. ხალვა–ში, ტუღუ–ში), თუმცა როგორია ისი სუფიქსის წარმოშობა ჩემთვის ესეც გაუგებარი რჩება. შესაძლოა იგი ნათესაობითი ბრუნვის ნიშანთან იყოს დაკავშირებული და ვინმესადმი კუთვნილებას გამოხატავდეს.
მეგრული გვარები ავა და უა სუფიქსზე ალბათ უფრო გვიანდელია და ისინი შეიძლება ასეთნაირად იყოს ნაწარმოები: მაგალითად სამეგრელოში არის სოფელი სამიქაო. ჩვენ ზემოთ ვთქვით, რომ ამა თუ იმ ტომის დასახლების ადგილის სახელიდან იწარმოებოდა გვარები, მაშინ სამიქავოში უნდა ეცხოვრათ მიქ–ავებს. ანალოგიურად შეიძლება მივიღოთ გვარები უა სუფიქსით: საჯოჯუოდან შეიძლება მივიღოთ ჯოჯ–უა, თმცა ამ ბოლო მოსაზრებების მტკიცებისას ვერ ვიქნები კატეგორიული.
ყველას მოეხსენება, რომ ზოგიერთ ხალხებს რამდენიმე სახელი აქვს, ზოგჯერ თავის ენაზე თავის თავს სხვანაირად უწოდებს, ხოლო უცხოელები კი სხვანირად ეძახიან. ასევეა საქართველოც. საქართველოს ინგლისურად და ბერძნულად ჯორჯია ჰქვია, თურქულად გურჯისტან და ა.შ.
სომხებს სომხურად ჰქვიათ ჰაები, რუსულად და ინგლისურად კი არმენები. სპარსელებს ირანელებსაც უწოდებენ. ირანის სახელი არიელებიდან მოდის, მათი ნაწილი ჩრდილოეთიდან გადმოსახლდა და ახალ მიწას დაარქვეს ირანი, ხოლო ძველ ადგილს კი საიდანაც გადმოსახლდნენ თურანი ჰქვია. ასე რომ ირანის ორი სახელი შეიძლება იმის ბრალი არის, რომ ერთი სახელი მათ მოიტანეს ამ მიწაზე, ხოლო მეორე სახელი სპარსეთი კი შესაძლოა აქ დამხვდური ხალხებისაგან კავკასიური, ანუ ხმელთაშუა ზღვის ხლხებისაგან მიიღეს, რომელთა საკუთარი საზოგადო სახელი ჩვენი ვარაუდით სპერები უნდა ყოფილიყო.
ანალოგიურად სომხების სახელი არმენი ასევე არიელიდან მოდის და ჩრდილოეთიდან მოსულ არიულ ტომს მოჰყვა, ხოლო ადგილზე კი შეიძლება მათ ჰაები, ან იქნებ ჰარები დახვდათ და ეს მეორე სახელიც აქედან დარჩათ.
ასე რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგჯერ ამა თუ იმ ხალხის ორი სახელი შეიძლება იმის შედეგი იყოს, რომ უფრო გვიან მოსული ინდოევროპელები შეერივნენ ადგილობრივ დამხვდურ ხმელთაშუაზღვის რასის ხალხს.
დამაფიქრებელია ასევე მაგალითად სვანური და სომხური გვარების ძალიან დიდი მსგვასება. არის მსგავსებები ასევე ბევრ იტალიურ(იტალიაში ხომ პელასგური ტომი ეტრუსკები ცხოვრობდნენ) და ქართულ გვარებს შორის. მაგალითად: მასტრო–იანი, ტაფარ–ელი და სხვა.
ბოლოს გავიხსენოთ, რომ ევროპამ ბევრი რამ ისწავლა ქართული ტომებისაგან. კერძოდ ოქროს მოპოვება და დამუშავება. ქართველების მიერ ოქროს მიღებასა და დამუშავებას ძველმა ბერძნებმა ქიმია უწოდეს. რკინის მიღება. ძველი ბერძნები ქართველების მიერ რკინის მიღებას ასე აღწერენ, რომ ქართველები რაღაც სილას აცხელებენ(სავარაუდოდ მაგნიტურ ქვიშას) და შემდეგ მას რაღაც შავ ქვას ურევენო(ალბათ მარგანეცზეა საუბარი), მიწათმოქმედება, მედიცინა და საფიქრებელია, რომ საქონლის მოშინაურებაც, გავიხსენოთ ხართან დაკავშირებული სიტყვების ეტიმოლოგია. ეს არის იმ სამეურნეო დარგების ჩამონათვალი, რომელიც უკვე ახლა შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ევროპამ ქართველებისაგან ისწავლა, მომავალმა კვლევებმა კი შეიძლება ეს სია კიდევ უფრო დააგრძელოს.
მითი პრომეთეზეც(ქართულად ამირანი) ამასვე მოწმობს. პრომეთემ ხომ ღმერთებს ცეცხლი მოსტაცა და ადამიანებს ჩამოუტანა. ეს არის სინამდვილეში შემოქმედების ცეცხლი. ანუ პრომეთემ (რომელშიც ქართველი ხალხი იგულისხმება) მსოფლიოს ასწავლა, თუ როგორ უნდა შედგომოდნენ ადამიანები პირველყოფილი ცხოველური არსბებობიდან ცივილზებულ ცხოვრებას.

აქვე ვიტყვით, რომ მარმარილოს ზღვის(სადაც ჩვენ მარების საცხოვრებელს ვვარაუდობთ) მახლობლად, ცოტათი აღმოსავლეთით, თურქეთში, არის მდინარე სა–ქარ–ია, რომელიც შავ ზღვაში ჩაედინება. ვინ იცის იქნებ ეს ადგილი იყო ქარ–ების თავდაპირველი სამყოფელი და მდინარის სახელიც მას უკავშირდება?(შეადარე სა–მტრედ–ია). თუმცა ამ შემთხვევაშიც ვერ დავიჩემებთ კატეგორიულობას.

ქართულ ენასთან დაკავშირებით მსგავს მოსაზრებებამდე მივიდნენ უცხოელი მეცნიერებიც ჩვენგან დამოუკიდებლად: http://pirveliradio.ge/index.php?newsid=2304&fb_comment_id=fbc_568531379836584_6378684_568563206500068#sthash.ZFqeRL16.4OBTxbOS.gbpl   
   ეს სიუჟეტი ,,რუსთავი-2″-ზე და ,,იმედზეც” იყო თავის დროზე. მისი მოკლე შინაარსი ასეთია: ,,Fox News ი ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას,რომლის მიხედვითაც 15 ათასი წლის წინ ევროპელი და აზიელი ადამიანების წინაპრები საერთო ენაზე საუბრობდნენ, რომლის წარმოშობის ადგილი, სავარაუდოდ, კავკასია, კერძოდ კი ახლანდელი საქართველოა.
ჩვენ შეგვიძლია ენის კვალს 15 ათასი წლის წინანდელ პერიოდამდე გავყვეთ, რომელიც უკანასკნელი გამყინვარების ხანის დასასრულს შეესაბამება, – აცახადებს მკვლევარი მარკ პეგელი.
აღნისნულ მოსაზღებას ყველა ლინგვისტი არ ეთანხმება მარკ პეგელის მოსაზრებით, 23 სიტყვა, მათ შორის მე, შენ, დედა, კაცი, ცეცხლი და ხელი, არ არის გამორიცხული ისევე ჟღერდეს, როგორც 15 ათასი წლის წინ. “

დავამატებ ასევე, რომ ხორბლისა და ქ–ერის(ჩვენ ზევით ვივარაუდეთ, რომ ამა თუ იმ ტომის სახხელი ერქმეოდა იმ ადგილს სადაც ის ცხოვრობდა და ასევე იმ სამეურნეო საქმიანობას რომელსაც ის ეწეოდა, ან მასთან დაკავშირებულ სხვა რამეს) პირველი სამშობლო არის თურქეთის ტერიტორია(,,ძველი მსოლიოს ისტორია”, მე–6 კლასის სასკოლო სახელმძღვანელო, ქ.თვალაშვილი და ც.ჩიკვაიძე, გვ.10), სწორედ ის ადგილი, რომელიც ჩვენი აზრით შეიძლება იყოს ქარების თავდაპირველი სამყოფელი.

ბოლოს კი გავიხსენოთ, რომ ძველ ასომთავრულ ანბანში ასო ქ ჯვრით გამოისახება. მაშინ ქ–არი(არი იგივე არეს შინაარსის მატარებელია) შეიძლება ასე ჩაიწეროს +–არი, ან სხვანაირად     + არე (+იანი არე).

როგორც გახსოვთ იოანე–ზოსიმეს წინასწარმეტყველებაში წერია, რომ მეორედ მოსვლა ქართული ენით დამოწმდებაო და სასწაულად ექნება ასო ,,წ”, რაც ოთხ პერიოდს, ოთხ ათას წელს ნიშნავსო, ეს არის ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინების ერთგავრი სიმბოლო. გარდა ასო ,,წ”–სა, ქართული ენის აღდგენას სასწაულად აქვს აგრეთვე 94 წელიო. როგორც ცნობილია იოანე მახარობელი და ღვთისმეტყველი იყო იესოს საყავრელი მოსწავლე, რომელიც იყო ერთადერთი იესოს მოწაფეთაგან, რომელიც იესოს ჯვარცმას ესწრებოდა და არ შეუშინდა მოსალოდნელ სასჯელს. იგი იყო ერთადერთი იესოს მოწაფეთაგან, რომელიც თავისი სიკვდილით მოკვდა. იგი არასდროს დაბრკოლებულა იესოს რწმენაში და მან და მისმა ძმამ იაკობმა სთხოვეს იესოს, რომ მეორედ მოსვლისას მის მარჯვნივ დაესვა ისინი. იესომ უთხრა არც კი იცით რას მთხოვთ, ძალიგიძთ კი იმ სასმისის შესმა რომელსაც მე ვსვამო. იმათმა კი შესაძლოა არ ცოდნის გამო, მაინც არ თქვეს უარი თავის თხოვნაზე. მოკლედ იოანე არის ის ერთადერთი მოწაფე, რომელმაც იცხოვრა 94 წლამდე(იოანე –ზოსმიეს წინასწარმეტყველებაშიც 94 წელი წერია ). გარდა ამისა იოანე არის მეოთხე მოსწავლე ქრისტესი. ასო ,,წ”–ც ხომ მეოთხე ეტაპს მიუთითებს?! ასე რომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართული ენის გაბრწყინება რამენაირად შეიძლება დაკავშირებული იყოს იოანე მახარობელთან, მით უმეტეს, რომ ქრისეტეს მეორედ მოსვლა მორწმუნეთათვის სასიხარულო ამბავია და ვინ უნდა გვახაროს ის, თუ არა იოანე მახარობელმა, იესოს საყავრელმა მოსწავლემ?! ამას გარდა გავიხსენოთ, რომ იოანემ და მისმა ძმამ თხოვეს იესოს, რომ მეორედ მოსვლისას ჩვენ შენს მარჯვნივ დაგსვითო.http://lib.ge/body_text.php?5106                                                                               იესო ერთგან ეუბნება თავის მოწაფეებს: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არიან თქვენში ზოგიერთები, რომლებიც არ იხილავენ სიკვდილს, სანამ ღვთის საუსფეველს არ იხილავენ.                                                                                                                                       იოანეს სახარება თავი 21–ე, აბზაცი 23.: ,,და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე(იგულისხმება იოანე მახაროებელი) არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს არ უთქვამს მასზე, არ მოკვდებაო, არამედ: თუ მე მსურს, რომ დარჩეს, ჩემს მოსვლამდე, შენ რაო? (ეს იესომ უთხრა პეტრეს).

http://timer.ge/7577-akhli-kvlevebshi-saqarthvelo-antikuri-enebis-samshoblod-sakheldeba.html#

ამ ბმულზე: http://msk.kp.ru/daily/25730/2720464/ სტატიის ბოლოს არის ასეთი ციტატა: ,,Люди произошли от грузин?

Не столь уж удивительно, что швейцарские ученые обнаружили в наследственном европейском материале ДНК выходцев с Кавказа. Он – Кавказ – и конкретно Грузия с недавних пор претендуют на то, чтобы считаться прародиной первых европейцев. А стало быть, и колыбелью европейской цивилизации. Но корни этого родства, возможно, уходят куда глубже, чем на какие-то жалкие десять тысяч лет.” აქ რუსებიც კი აღიარებენ (ოღონდ ცინიკურად), რომ შესაძლოა კაცობრიობა ,,ადამიანის მაგვარი ქართველებისაგან” იყოს წარმოშობილიო.

P.S.    პატრიარქის განცხადებით, წინასწარმეტყველების მიხედვით, მეორედ მოსვლის ჟამს განკითხვა სწორედ ქართული ენით მოხდება. “უკანასკნელ ჟამს კაცობრიობა დაკარგავს სარწმუნოებას, ჩაფლული იქნება ცოდვაში, ქართველი ადამიანი კი, შეინახავს თავის სარწმუნოებას და სწორედ ამის გამო განკითხვა მოხდება ქართული ენით”,-აღნიშნა ილია მეორემ.   http://www.presa.ge/new/?m=news&NID=914

,,ხოლო როცა ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა (იესომ, ავტ.) მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ(ანუ თვალსაჩინოდ, ავტ.)” (ლუკას სახარება თავი 17, აბზაცი20)

ვინაიდან, როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და თვით დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც.  (მათეს სახარება თავი 24, აბზაცი27)

მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღუბლებზე მომავალს, დიადიძალითადა დიდბით. (მათეს სახარება თავი24, აბზაცი 30)

მოავლენს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცათა კიდეთაგან მათ კიდეებამდე. (მათეს სახარება თავი24, აბზაცი 31)

სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ მოდგმის ადამიანებთან ერთად და მსჯავრს დასდებს მათ, ვინაიდან იგი დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და, აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი. (ლუკას სახარება თავი11, აბზაცი 31.    მათეს სახარება თავი12, აბზაცი42)

ფიზიკა–მათემატიკის 21.04.2010

მეცნიერებათა კანდიდატი
ზაზა წიქორიძე

About these ads

About zazatsikoridze

economist
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

30 Responses to ქართული გვარები, ტოპონიმები, მათი სუფიქსები და ქართველთა წარმოშობის საკითხები.

  1. წარმატებას გისურვებთ !

  2. Giorgi says:

    gamarjoba,

    dzalian kargi saiti gavqt.

    2 gvaris istoria mainteresebs da tu iciT ikneb mokle informacia momawodot mat shesaxeb?

    es gvarebia:
    Ioseliani
    Pircxalaishvili

    didi madloba winaswar.
    G.

    • არ ვიცი. მე კერძო გვარების წარმოშობაზე არ მიმუშავია. აქ ზოგადად გვარების წარმოქმნის მექანიზმზე ვარაუდები მაქვს მხოლოდ. ისე როგოც ვიცი, რომელიღაც მეცნიერი მუშაობს იმ საკითხზე თქვენ, რომ გაინტერესებთ და წიგნიც უნდა ჰქონდეს გამოშვებული. გვარი სამწუხაროდ არ მახსოვს.

  3. Beso says:

    ზაზა(ასაკით ტოლები ვართ და ბატონოს გარეშე მოგმართავთ), ყურადღებით წავიკითხე თქვენი ნაშრომი, რადგან დაინტერესებული ვარ ქართველთა წარმოშობის საკითხებით, ეტიმოლოგიური საკითხები, რა თქმა უნდა საინტერესოა, მაგრამ ჩემი აზრით უფრო საინტერესოა ქართველური ტომების წარმოშობისა და მათი განვითარების საკითხები. თქვენს ნაშრომში არ არის ნახსენები მოსხები(იგივე მუშკები), ასევე არ არის ნახსენები სანები, არსებობს ვარაუდი, რომ ქართველურ ტომებს გარკვეული სისხლისმიერი კავშირი ჰქონდათ ხეთებთან, თუმცა გასაგები მიზეზების გამო რაიმეს დარწმუნებით მტკიცება ძნელია, ასევე არის მოსაზრება, რომ გარკვეული ნათესაობა გვაკავშირებს ჩრდილო კავკასიურ ხალხებთან, ალბათ იგულისხმება სვანები, რომლებიც ადათ-წესებით გარკვეულად უახლოვდებიან მათ და აქვთ ზოგიერთი სიტყვიერი მსგავსებები. მე პირადად მიმაჩნია, რომ ქართველები იყვნენ ქერები და ცისფერთვალებები(ამის მრავალი მაგალითის მოყვან შეიძლება დღესაც სვანები, მეგრელები, გურულები), ხოლო საუკუნეები მანძილზე ჭირ-ვარამის გადატანის შემდგომ, ქართველთა უმეტესობა გახდა ტიპიური აზიატური შესახედაობის. მე, ძველი ხალხისგან გამიგია, რომ სიტყვა მეგობარი, წარმოსდგება გობისაგან(ხის დიდი ჯამი), სადაც იდებოდა გაკეთებული საჭმელი და საიდანაც ერთად საჭმლის მიმღებ ახლობელ, არა ნათესავ ხალხს ერთმანეთთან აკავშირებდათ ახლო ურთიერთობები. ალბათ წაკითხული გექნებათ ბლუმენბახის გამონათქვამი ქართველებზე, მაგრამ მინდა ციტატა მაინც მოვიყვანო:Кавказский тип — для изучения я взял именно этот тип, горский тип Кавказа, потому как его южный склон производит самую красивую расу людей, под этой расой я в первую очередь подразумеваю грузин. Все физиологические признаки сводятся к этому. Таким образом мы должны с большой уверенностью утверждать, что Кавказ — это место рождения человечества.
    სამწუხაროდ რასობრივ თეორიებს დისკრედიტაცია გაუწიეს ევროპაში(გერმანია), ამერიკაში(ა.შ.შ.), აფრიკაში(სარ) და ამ საკითხებზე ფართო დისკუსიები ვეღარ იმართება და შესაბამისად თანხებიც აღარ გამოიყოფა მის შესასწავლად. მაინტერესებს რა ლიტერატურას შეიძლება გაეცნოს ადამიანი, რო უფრო ღრმად გაიგოს ქართველების წარმოშობის შესახებ?

    • ჩემი აზრით მაინც გობი უნდა იყოს მეგობრიდან წარმოშობილი და გობი იმიტომ დაერქვა, რომ რამდენიმე ადამიანი(რამდენიმე მეგობარი) იქიდან ერთად ჭამდა. გობიდან, რომ იყოს წარმომდგარი სიტყვა მეგობარი, მაშინ ალბათ უნდა ყოფილიყო მეგობე(როგორც მეინახე) და არა მეგობარი. გარდა ამისა სტატიაში აღნიშნული მაქვს, რომ ქართული და ესპანური სიტყვა მეგობარი ცოტათი გავს მეთქი ერთმანეთს და საეჭვოა, რომ ეს ესაპნური სიტყვაც გობიდან მოდიოდეს. დანარჩენ საკითხებს რაც შეეხება, მე არ ვარ პროფესიონალი ისტორიკოსი(ისტორიაში არ მაქვს ისეთი ფართო ცოდნა, როგორიც პროფესიონალ ისტორიკოსებს) და ეს სტატია მხოლოდ ჩემი, როგორც მოყვარული და დილეტანტი ადამინის მოსაზრებები ისე მაქვს წარმოდგენილი ფართო საზოგადოებისათვის. ჩემი აზრით ეს ჩემი მოსაზრებები საყურადღებო უნდა იყოს მეცნიერთა წრისათვის და ამ ვარაუდების შესახებ საბოლოო დასკვნა სწორედ პროფესიონალმა ისტორიკოსებმა უნდა დადონ.

      • მეგობარი, რომ გობიდან იყოს წარმოქმნილი, მაშინ მას ასეთი ჟღერადობა ექნებოდა: მეგობე, მე თავსართის დართვისას არი სუფიქსს აღარ ირთავს ქართული სიტყვები, მხოლოდ ე სუფიქსს ირთვას, როგორც მაგალითად მეეზოვე, მემანქანე, მეხოტბე და სხვა. გარდა ამისა ცოტა უცნაურია მეგობრობსი მარტო ჭამასთან გაიგივება, მე მგონი არც მასე პრიმიტიული არსებები უნდა ყოფილიყვნენ ძველი ადმიანები, რომ მეგობრობა ჭამასთან დაეკავშირებიათ მარტო.

  4. paata says:

    mogesalmebi zaza batono! sainteresoa es yvelaferi, magram ufro sainteresoa is faqti rom tqven diletanti (rogorc tqven ambobt) ikvlevt am sakitxebs, xolo specialistebi ki samaresavit duman.
    tqveni nashromidan rogorc chans tqven ar icit megruli da mitumetes svanuri enebi, torem dzalian bevr sakitxs gascemdit aqsiomatur pasuxs, nacvlad tqveni varaudebisa. aqve minda erti magaliti mogiyvanot, qartvelebs gvaqvs saxeli “giorgi” da qartvelebsac edzaxian “giorgias”, megrulad “giorgi” nishnavs dargvas, sityva “margali”-c nishnavs damrgvels. es saxelebi davirqvit chven tviton da berdznebsac vascavlet rom chven vart mxvnel-mtesvelebi, magram ara simindis aramed tvinis (sibrdznis) mxvnel-mtesvelebi. ase rom kavkasia ara marto sauketeso rasis mshobelia aramed civilizaciisa (sameba anbanisa da enisa… da bevri ramisa…) da gvtiuri codnisac. dzalian gtxovt nu micyent aseti komentaristvis.
    P.S. tu dainteresdebit am sakitxebze gtxovt shemexmianot agnishnul meilze.
    sauketeso survilebit

    • საწყენი არაფერია, პირიქით მადლობა კომენტარისათვის, მე მგონი ცუდი არაფერი დაგიწერიათ. მაგრამ ერთს დავამტებ შლიმანიც არ იყო პროფესიონალი არქეოლოგი, არც ფარადეი იყო პროფესიონალი ფიზიკოსი(მას მარტო ელექტრობაში აქვს შრომები, ფიზიკის სხვა დარგებში არ იყო ისე ძლიერი), არც კეინსი იყო პროფესიონალი ეკონომისტი, არც პავლე ინგოროყვა იყო დიპლომიანი ისტორიკოსი(ყველა ესენი იყვნენ თვითნასწავლი მეცნიერები თავიანთ დარგებში). კიდე შეიძლება ძალიან ბევრი ცნობილი მეცნიერების მაგალითების მოყვანა, რომლებიც არ იყვნენ პროფესიონალები ამა თუ იმ მეცნიერების დარგში, მაგრამ წარუშლელი კვალი დატოვეს იმ მეცნიერებებში, რომლებშიც ისინი მოღვაწეობდნენ. თვითნასწავლი იყო ფიროსმანიც. საერთოდ დიპლომზე მეტი მიშვნელბა აქვს, თუ რამდენად ღირებულ ნაშრომს ქმნი და არა იმას თუ რისი დიპლომი გაქვს. რათქმა უნდა ჩემს ნაშრომს ჭირდება კიდევ დამატებით დამუშავება და ზოგიერთი რამის კორექტირებაც, ალბათ. მე იმედი მაქვს, რომ ამას უკვე პროფესიონალი ისტორიკოსები გააკეთებენ და გააგრძელებენ.

  5. paata says:

    hoo da agashena gmertma, zustad magi vtqvi mec, isev tqvennairebi tu izamen rames torem e.w. profesionalebis imedi ukve didi xania ara maqvs. ise sxvata shoris am da kidev sxva temebze mushaobs sazogadoeba “prometheosi” gamoscemen gazetebs, wignebs da a.sh. themaa qartuli sameba-anbani, sameba ena, bibliisa da saxarebis textebis gashifrva da sxva kidev bevri sakitxebi. tu dainteresdebit shemidzlia meilze mogawodot informacia.
    ketili survilebit

    • მადლობთ ინფორმაციისათვის, მაგრამ მე მგონი, მე ჩემი თავი უკვე ამოვწურე ამ საკითხებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს შემდეგ კიდევ უფრო უკეთ გააგრძლებენ ამ საკითხების კველვას. უფრო აკადემიურ დონეზე. მე იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ მეცნიერებს, ვინც ამ საკითხებით დაინტერესდება, ჩემი ნაშრომი გარკვეულ სამსახურს გაუწევს.

  6. MADONA says:

    ბატონო ზაზა,ყურადღბით წავიკითხე თქვენი ნაშრომი და მიაჩნია რომ ძალზედ საინტერესოა… მე გაქხლავართ წიქარიძე და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,წიქარიძე,წიქარიშვილი და წიქორიძე ერთი და იგივე გვარის ფუძის მატარებელია.წაკიტული მაქვს რომ ეს გვარები მოხსენიებულია ტბეთის სულთ მატიანეშიც,თქვენ თუ შეგილიათ დამატებით ინფორმაცია მომაწოდოთ ამ ვარების შესახებ(ვგულისხმობ წიქარიძე,წიქორიძე,წიქორიშვილს და ასე შემდეგ…).გმადლობთ

  7. datomindadze says:

    შეიძლება ითქვას, რომ სრულად ვეთანხმებით ამ ნაშრომს, მასში მოყვანილ სიტყვებს. კარგადაც იკითხება, თუმცა სიდიდის გამო ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ პატარ-პატარა შესვენებებით ბოლომდე ყურადღებითა და მადლირებით გავეცანით. მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებაც, რომ უკვე ბოლოსკენ მოყვანილ მაგალითებზე მხოლოდ ვარაუდი გამოითქვა – მაგ. “თუმცა ამ ბოლო მოსაზრებების მტკიცებისას ვერ ვიქნები კატეგორიული.”, რითაც ხაზი გაესვა წინამდებარე მაგალითების მნიშვნელოვანებას, არსებითობას.
    ასევე ვეთანხმებით zazatsikoridze says: კომენტარებსაც

  8. ბატონო ზაზა, ყურადღებით გავეცანი თქვენს ნაშრომს. უდავოდ, ძალიან საინტერესოა, სამწუხაროდ, მე არ გახლავარ ამ დარგის სპეციალისტი და შესაბამისად, კომპეტენტური, თუმცა გარკვეული აზრის გამოთქმა მაინც გადავწყვიტე. ვფიქრობ, რომ 1. ქართული გვარების დაბოლოებები არ უნდა იყოს რადიკალურად განსხვავებული ისევე, როგორც ქართული კუთხეები ვერ ჩაითვლება რადიკალურად განსხვავებულად. მრავალფეროვნება – ეს დიდი პლუსია. 2.გეთანხმებით, რომ -იან სუფიქსი უძველესია და თან – ზოგადქართულიც, ვინაიდან საქართველოს ყველა კუთხეშია დაფიქსირებული წარმომავლობისა და გვარების ამგვარი წარმოება (ლელთ – ლელა(ი)ანთი; ლალიტენი – ლალიტიანნი, ანუ ლალიტას შვილები…). თქვენ ამბობთ, დამაფიქრებელია სვანური და სომხური გვარების ძალიან დიდი მსგავსება. ესეც არ უნდა იყოს გასაკვირი იმიტომ, რომ როცა არმენებმა ქვემო ქართლის განუყოფელი ნაწილი – სომხითი – დაიპყრეს, ქართული გვარები ნელ-ნელა მიისაკუთრეს, დამპყრობლებს შერჩათ ასევე ქართული ტოპონომიც და ეთნონიმიც. ამიტომაა, რომ ქართველების მეტი არმენებს არავინ ეძახის სომხებს. ალბათ, ქართველურ ტომთაგან ერთ-ერთიც, ჰაოსი, არმენებს თავდაპირველი ამგვარი მიგრაციის დროს უნდა მიეთვისებინათ (ენათმეცნიერულმა კვლევებმაც დაადგინა,რომ არმენები კავკასიელები არ არიან!). 3. “სკ” და “კვ” ბგერათკომპლექსების თქვენეულ ვერსიაზე ამჯერად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ აფხაზეთის დაბრუნების დიდზე დიდი შანსი რომ ამ მიმართულების კვლევებზე მოდის, პირადად მე დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეტიმოლოგია, როგორც მეცნიერება, ამ ეტაპზე და ყოველთვის რომ მკვდარი იყო და არის, ესეც უდავო ფაქტია!!! საკვლევი ნამდვილად არის აფხაზური გვარების – ბაღაფში, აჩბა.. – დაბოლოებები (“ში”, ” ბა”). 4. აზ და ლაზ ძირები ითხოვს ფუნდამენტურ კვლევებს (გერმანელები ხომ აზებს უწოდებენ თავს!). 5. “ია” მარცვალი, ასე ხშირი ქართულსა და ქართველურ ენებში, უძველესი ეპოქებიდან მოყოლებული უზენაესს, უფალს ნიშნავს… 6. გეთანხმებით, რომ ევროპამ (და არა მხოლოდ ევროპამ) ბევრი რამ ისწავლა ქართველებისგან, მათ ისინი ცივილიზაციას აზიარეს! აქედან გამომდინარე, რატომღაა სათუო, რომ ანბანსაც ქართველებისგან ზიარებოდნენ მსოფლიო ხალხები?! 7. სხვათაშორის, ქართველები ანუ გეორგიანელები მიწის მომქმედნი არიან და ღმერთსაც ბიბლიაში თიხის (ანუ უმაღლესი ხარისხის მიწის) მომქმედი ჰქვია, ადამი ხომ მიწისგან შექმნა!!! დასკვნები ადვილი გამოსატანია… 8. რაც შეეხება თქვენს გვარს, ბატონო ზაზა, ვფიქრობ, ერთობ საკრალური ეტიმოლოგიისა უნდა იყოს. შევეცდები ავხსნა: წიქორიძის ძირში ჩანს წილქორი!!! იოანე ზოსიმე თავის უკიდურესდ დაშიფრულ ტექსტში “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი” კოდირებული ინფორმაციის დიდ ტვირთს ადებს ქართულ ასო-ბგერა ” წ “-ს, სახელდებით “წილი”, რიცხვითი მნიშვნელობით – 4000; და მათეს სახარების დასაწყისზე მიგვითითებს, რომელიც თავის მხრივ ქრისტეს წარმომავლობაზე გვანიშნებს, ხოლო “ქორ” ძველქართულის მიხედვით, მაღალ სახლს (შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უზენაესის სახლს) ნიშნავს. ასე რომ, “წილ ქორი” ასე შეიძლება გაიშიფროს: ქრისტეს(წილის) სახლი(ქორი) – ქრისტეს სახლი! არ არის გამორიცხული, რომ წიქორი და წილქორი ეტიმოლოგიურად მჭიდროდ უკავშირდებოდეს ერთმანეთს! პატივისცემით – ნინო ალიაშვილი.

    • მადლობა ნინო კომენტარისათვის და დაინტერესებისათვის. რაც შეეხება ჩემს გვარს საინტერესო და სასიამოვნო მოსაზრებაა ჩემთვის, მარა ამხელა პატივს რამდენად ვიმსახურებ არ ვიცი. )) მე რამდენადაც ვიცი ჩვენი გვარი იმერეთში ჩოხატაურიდან უნდა უყვნენ გადმოსულები და თავდაპირველი გვარი უნდა ყოფილიყო წიქარიძე. წიქარა კი ხარია და ხარი კი თქვენც მოგეხსენებათ უსაყვარლესი და უკეთილშობილესი ტოტემაა ქართველებისათვის. გურულების გვარები ხშირად ცხოველთა, ან ფრინველთა სახელებს უკავშირდება, კერძოდ შევარდნაძე, ქორიძე, მგელაძე და სხვა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენს სოფლებში არსებული გადმოცემა ჩვენი გვარის გურიიდან წამოსვლის შესახებ სანდო უნდა იყოს და ხარის ტოტემიდან უნდა მოდიოდეს. ის რომ ხარი უსაყვარლესი ცხოველია ქართველებისათვის ეს მაფიქრებინებს, რომ წიქარიძეების გვარი ერთერთი უძველესი ქართული გვარი უნდა იყოს, რადგანაც ადამიანები როცა ცხოველების სახელების შერჩევას დაიწყებდნენ რათქმა უნდა თავდაპირვეელად მათი საყვარელი ცხოველის სახელს აირჩევდნენ. სიტყვა სიხარულიც ხარიდან მოდის. ერთ რამეში კი ნამდვილად გეთანხმებით: ,,იოანე ზოსიმე თავის უკიდურესდ დაშიფრულ ტექსტში “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი” კოდირებული ინფორმაციის დიდ ტვირთს ადებს ქართულ ასო-ბგერა ” წ “-ს, სახელდებით “წილი”, რიცხვითი მნიშვნელობით – 4000; და მათეს სახარების დასაწყისზე მიგვითითებს, რომელიც თავის მხრივ ქრისტეს წარმომავლობაზე გვანიშნებს.” პატივისცემით, ზაზა წიქორიძე. )

  9. ბატონო ზაზა თუ შეგიძლიათ წიქარიშვილების გვარის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდოთ მადლობა წინასწარ

    • მე მგონი წიქარიშვილების ძირიც გურიიდან უნდა იყოს, წიქარიძეებიდან. გლეხები ძველად უკეთესი მიწებისა და უკეთესი საცხოვრებლის საძიებლად სხადასხვა ადგილზე სახლდებოდნენ. შესაძლოა წიქარიძეები დასახლდნენ ქართლში და იქაურმა მღვდელმა ქართლურად გადააკეთეს გვარი, როცა თავის წიგნში იწერდა ახალი მრევლის გვარს.

      • zaza says:

        არსებობს მე–19 დასაწყისის დასავლეთ საქართველოს სოფლების აღწერა, სადაც წერია, რომ შუბანში ცხოვრობდნენ წიქარიძეები და არა წიქორიძეები. როგორც ჩანას თავის დროზე გურიიდან(კერძოდ ჩოხატაურიდან) გადმოსაულან წიქარიძეები და მერე პასპორტიზაციის დროს გვარი შეუცვალეს წიქორიძედ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმავე აღწერით სოფელ გეგუთში უკვე სახლობენ წიქორიძეები და არა წიქარიძეები. გამოდის რომ ეს შტი უფრო ადრე დამკვიდრდა იმერეთში, ხოლო ჩვენი შტო კი უფრო მოგვიანებით და პასპორტიზაციის დროს სწორედ გეგუთელი წიქორიძეების ანალოგიით შეგვიცვალეს გვარი. თუმცა როგორც ჩანს წიქორიძეების ამ შტოსთან ახლო ნათესაობა არ უნდა გვქონდეს შუბნელ წიქორიძეებს, მიუხედავად იმისა რომ ერთი რაიონიდან ვართ და უცებ შეიძლეაბ ასეც იფიქრო. შუბანში ჩემს მშობლებს შუბნელები ეუბნებოდნენ, რომ წიქარიძეები იყვნენ და არა წიქორიძეები. ეტყობა იცოდნენ რომ გვარი შეცდომით იყო შეცვლილი. გვარის ფუძე დაკავშირებულია ხარის ტოტემასთან, რაც ხშირია გურულ გვარებში და ესეც მოწმობს, რომ ამ ფუძის ყვეკლა გვარის წარმოშობა გურული უნდა იყოს. თან ხარი უძველეის ტოტემა იბერების და კერძოდ იბერიული რასის. რაც იმაზე მეტყველებს რომ ამ ფუძის გვარი ერთერთი უძველესი უნდა იყოს, რადგანაც თუ გვარების დაკავშირებას დაიწყებდნენ ქართველები ტოტემასთან, მაშინ ბუნებრივია, რომ უპირველსი გვარი რომელიც ასეთი წესით შეიქმენბოდა აუცილებლად დაკავშირებული იქნებოდა ყველაზე პოპულარულ ტოტემასთან, ანუ ხართან. წიქარა, ანუ წინრქანა. ანალოგიურია ხარაძედც, მარა წიქარაში იგრძნობა სიყვარული და სითბიოც ამ ცხოველისადმი და არა მგონია ხარაძე უფრო ადრეული იყოს ვიდრე წიქარიძეები. ოფიციალურზე მეტად იმ ფუზეს გამოიყენებდა ქართველი უპირველსად სადაც ამ ცოველის მიამრთ სიყვარულიც იგრძNობა და არა უბრალოდ ოფიციალური სახელი. ზღაპრებიც კი წიქარაზეა და არა ლომაზე, ნიშაზე, ან ხარზე უბრალოდ.

      • zaza says:

        წიქარიძეების თავდაპირველი სამყოფელი უნდა იყოს ჩოხატარუი, რადგანაც იქ ყველაზე მეტია წიქარიძე და თან ამ გვარის ფუძე დაკავშირებული ტოტემასთან გვაფიქრებინებს, რომ ძირი გურიაში უნდა ვეძებით, ხოლო გურიაში კი ყველაზე მეტი წიქარიძე სწორდ ჩოხატაურშია. ამ მთიანი ადგილიდან უკეთესი საცხოვრებლის ძებნის პროცესმა გამოიწვია, ის რომ იმერეთში არიან წიქორიძეები, ქართლში წიქარიშვილები, სამეგრელოში წიქარიებიც და წიქორიებიც. სუფიქსი რეგინოს შესაბამიოსად იცვლეობოდა. თან ის რომ ამ გვარს ამდენი ვარიანტი აქვს მოწმობს იმაზე რომ იგი საკმაოდ ძველი უნდა იყოს, ხოლო სიმცირე კი იმის შედეგი უნდა იყოს, რომ ფუძე ამ ხალის მთიან და მწირ ადგილებში იყო დამკვიდრებული და ამავე დროს მე–17 საუკუნეში პრაქტიკულად თურქეთთან ფრონტის ხაზი იყო. შეიძლება ეს იყოს მიზეზი რაოდენობრივი სიომცირის, მარა მაინც გაუგებარია რატომ არიან მაისურაძები ასე ბევრნი და მათზე ბევრად უფრო ძველი გავრი წიქარიძები კი ასე ცოტა. ამას კიდე უნდა ქონდეს რაიმე მიზეზი.

  10. ბლუმენბახის აზრი კავკასიურ რასაზე და ქართველ ქალზე:

  11. როგორც გახსოვთ იოანე–ზოსიმეს წინასწარმეტყველებაში წერია, რომ მეორედ მოსვლა ქართული ენით დამოწმდებაო და სასწაულად ექნება ასო ,,წ”, რაც ოთხ პერიოდს, ოთხ ათას წელს ნიშნავსო, ეს არის ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინების ერთგავრი სიმბოლო. გარდა ასო ,,წ”–სა, ქართული ენის აღდგენას სასწაულად აქვს აგრეთვე 94 წელიო. როგორც ცნობილია იოანე მახარობელი და ღვთისმეტყველი იყო იესოს საყავრელი მოსწავლე, რომელიც იყო ერთადერთი იესოს მოწაფეთაგან, რომელიც იესოს ჯვარცმას ესწრებოდა და არ შეუშინდა მოსალოდნელ სასჯელს. იგი იყო ერთადერთი იესოს მოწაფეთაგან, რომელიც თავისი სიკვდილით მოკვდა. იგი არასდროს დაბრკოლებულა იესოს რწმენაში და მან და მისმა ძმამ იაკობმა სთხოვეს იესოს, რომ მეორედ მოსვლისას მის მარჯვნივ დაესვა ისინი. იესომ უთხრა არც კი იცით რას მთხოვთ, ძალიგიძთ კი იმ სასმისის შესმა რომელსაც მე ვსვამო. იმათმა კი შესაძლოა არ ცოდნის გამო, მაინც არ თქვეს უარი თავის თხოვნაზე. მოკლედ იოანე არის ის ერთადერთი მოწაფე, რომელმაც იცხოვრა 94 წლამდე(იოანე –ზოსმიეს წინასწარმეტყველებაშიც 94 წელი წერია ). გარდა ამისა იოანე არის მეოთხე მოსწავლე ქრისტესი. ასო ,,წ”–ც ხომ მეოთხე ეტაპს მიუთითებს?! ასე რომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართული ენის გაბრწყინება რამენაირად შეიძლება დაკავშირებული იყოს იოანე მახარობელთან, მით უმეტეს, რომ ქრისეტეს მეორედ მოსვლა მორწმუნეთათვის სასიხარულო ამბავია და ვინ უნდა გვახაროს ის, თუ არა იოანე მახარობელმა, იესოს საყავრელმა მოსწავლემ?! ამას გარდა გავიხსენოთ, რომ იესომ იოანეს და მის ძმას აღუთქვა, რომ მეორედ მოსვლისას თქვენ ჩემს მარჯვნივ დაგსვავთო.

    http://lib.ge/body_text.php?5106

  12. იესო ეუბნება ერთგან მოწაფეებს: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არიან თქვენში ზოგიერთები, რომლებიც არ იხილავენ სიკვდილს, სანამ ღვთის სასუფეველს არ იხილავენო.

  13. გოჩა says:

    კარგია

  14. zaza tsikoridze says:

    პეტრე იბერი და ქართული ანბანი!
    (აქ გამოთქმული მოსაზრება მხოლოდ ჩემი ვარაუდია, როგორც დილეტანტის და არ მაქვს პრეტენზი, რომ არ მეშლება).
    ბოლო დროს აღმოაჩინეს ძველი ქართული წარწერები პალესტინაში, იუდას უდაბნოში, ერთერთ ქრისტიანულ ტაძარში. საქმე იმაშია, რომ ამ ტაძარში სწორედ იმ დროს როცა ეს წარწერებია გაკეთებული, მოღვაწეობდა ქართველი ბერი და ფილოსოფოსი, ღვთისმეტყველი და მთელს რომის იმპერიაში სახელგანთქმული(მთელს მაშინდელ ქრისტიანულ სამყაროში ბევრად უფრო დიდი ავტორიტეტი ვიდრე მესროფ მაშტროცი იყო) ბერი პეტრე იბერი(იგი იყო ქართველი უფლისწული, რომელმაც უარი თქვა ტახტზე და კონსტანტინოპოლში გაიპარა(ან მძევლად წაიყვანეს) და ბერად აღიკვეცა მურვან ლაზთან ერთად). გარდა ამისა თურმე ქართველი მეცნიერის ზაზა ალექსიძის მიერ დამტკიცებული ყოფილა, რომ ასომთავრული ქართული ანბანი ქრისტიანობის შემდეგ დროინდელი(სავარაუდოდ მანამდეც ქონდათ ქართველებს სხვა დამწერლობა). ამაზევე მეტყველებს ჩემი აზრით ისიც, რომ ქართულ ასმოთავრულში ასო ქ ჯვრის ფორმისაა(ქრისტეს ნიშანია). გარდა ამისა ისმის კითხვა, მესროფ მაშტროცმა რაღა ქართულ ანბანში შექმნა ასო ქ ჯვრის სახით და არა სომხურში. ყველაფერი აქედან ჩემი როგორც დილეტანტის მოსაზრება და ეჭვია, რომ ქართული ანბანი არის პეტრე იბერის შექმნილი და მერე სომხებს აქვთ გადაღებული ქართულიდან. მით უმეტეს, რომ პირველი სომხური წარწერები მხოლოდ მე–7 საუკუნისაა. პეტრე იბერი იყო იმ წარმომავლობისა და გავლენის ადამინი, რომელიც თავისი მდგომარეობიდან და განათლებიდან გამომდინარე შეძლებდა გაებედა ასეთი საპასუხისმგებლო საქმის თავის თავზე აღება, პეტრე იბერი იყო ასევე ვახტანგ გორგასლის ნათესავი, ის რომ არ წასულიყო ბიზანტიაში,მაშინ მეფე იგი გახდებოდა, ხოლო ვახტანგი ვერ გახდებოდა მეფე. ხოლო ის, თუ რატომ არ შემოინახა პეტრე იბერის სახელი ისტორიამ, უნდა აიხსნას იმით, რომ პეტრე იბერი თავის ნაშორომებს ხელს არ აწერდა, როგორც თავმდაბალი ბერი. ცნობილია, რომ მისი ნაშრომები თავიდან მიაწერეს დიონისე არეოპაგელს, მერე მიხვდნენ, რომ ეს აროპაგელის არ იყო და დაარქვეს ფსევდო დიონისე, ბოლოს კი აკადემიკოსმა შ. ნუცუბიძემ დამოუკიდებლად სხვა გერმანელი მეცნიერისაგან დაამტკიცა, რომ ეს ნაშრომები ეკუთვნოდა პეტრე იბერს. პეტრე იბერის ნაშორმებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ევროპის კულტურაზე. მეორე მიზეზი, თუ რატომ არ შემოინახა ისტორიამ პეტრე იბერის სახელი, როგორც ქართული ანბანის შემქნელისა არის ისიც, რომ მის იდეებს ეკლესია თავდაპირველად ეჭვის თვალით უყურებდა და არ ცნობდა. ამავე მიზეზით უნდა იყოს გამქრალი წინაქრისტიანული ქართული ნაწერებიც, რადგანაც ქრისტიანული ეკლესია წარმართობის დროინდელ ნაწერებს დევნიდა, როგორც არაქრისტიანულს.
    კიდევ, ეტყობა სწორედ პეტრე იბერის მონოფიზიტობა იყო იმაში დამნაშავე, რომ ქართული ეკლესია მის საქმეებს ივიწყებდა და ამიტომაც არ ვიცით ქართული დამწერლობის ავტორი.
    როგორც მეცნიერები ამტკიცებენ და როგორც სასკოლო სახელმძღვანელოებში წერია ქართულ ანბანში ეს ჯვრის სიმბოლო სწორედ ქ ასოს დაამთხვიეს ქართველებმა იმიტომ რომ ქრისტეს ნიშანია თორე სხვანარიად ჯვარი შეიძლება ქ ასოს აღმნიშვნელი კი არა შეიძლება ვთქვათ ვ ასოს აღმნიშვნელი ყოფილიყო. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ქ ასო ქართულ ანბანში ქრისტეს ნიშანია, თუმცა ჯვარი შეიძლება უფრო ადრინდელი სიმბოლოც იყოს.
    ქრისტიანობის მერე ანაბანი წესით შეიცვლებიდა, რადგანაც ძველს წარმართულს მოსპობდნენ. სხვათაშორის გერმანელებსაც ქონიათ წინაქრისტიანული დამწერლობა, მარგამ ქრისტიანობის მიღების მერე ის ანაბნი დაკარგექართული ანბანი მეცნიერების უმრავლების მოსაზრებიტ ქრისტიანულია და ეს ლოგიკურიც ჩნას. ს. მე ამიტომ ვფიქრობ რომ ჩვენთანაც მსგავსი რამ მოხდა.
    იმის ალბათობა, რომ ეს შემთხვევით მომხდარიყო არის 1 გაყოფილი 33–ზე, ანუ 3%.
    ასო ქ–ს გარდა ასევე ქრისტიანულ სარწმუნოებასთან არის დაკავშირებული ასო ჯ–ც. ასომთავრულში ასო ჯ შექმნილია ქ–სა და ი–ს სინთეზით. ანუ ჯვარს შეურწყეს ასომთავული ი, ნახეთ ასომთავრულში ჯ–ს დამწერლობა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ასო ჯ გამოხტავს იესო ქრისტეს ინიციალებს. ეს კიდე მეორე საბუთი. ასე რომ, თუკი ასო ქ–ს შემთვევითი დამთხვევის ალბათობა ჯვართან არის 3%, მაშინ დამატებით ასო ჯ–ს შემთვევით დამთხვეა ქრისტეს ინიციალებთან ამ ალბათობას კიდე უფრო ამცირებს და ალბათ სადღაც მეათასედ პროცენტამდე დადის. ვინც გარკვეულია ალბათობის თეორიში, იმისათვის ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რომ ასომთავრული ქართული ანბანი ქრისტიანობის მერე არის შექმნილი.
    მე რამდენადაც ვიცი ქარელში, ფარნავაზიანთა ძველ სასახლეში აღმოჩენილია იმ დროინდელი წარწერა, რომლითაც სამეფო კარი სარგებლობდა და ეს წარწერა არამეულ ენაზეა. შეიძლება ეს ენა, მაშინ ისე იყო როგორც ახლაა ინგლისური, თორემ ქართველებს უნდა ქონოდათ უძველესი დამწერლობა, რადგანაც ეფესტოს დისკო გაიშიფრა ქართულით და ამიტომ შეუძლებელია ქართველებს საკუთარი დამწერლობა ვერ შეექმნათ. მაგრამ ეტყობა გამოყენების არეალი არ ქონდა(როგორც ახლაც არის) დიდი და ამან გამოიწვია ის, რომ არ იყო ფართოდ გავრცელებული, რის გამოც იოლად დაიკარგა ძველი ნიმუშები.

  15. ზოგჯერ კამათობენ რომელი ენა უფრო ახლოა ძველ იბერიულ კოენე ენასთან ქართული, თუ მეგრული. ) აქ დავწერ ჩემს მოსაზრებას მხოლოდ:
    ავიღოთ სიტყვა გეფიცები, მეგრულად იგი არის გეფუჩუა. ახლა დავფიქრდეთ. ადამიანი რომელიც ცდილობდა ვინმეს დარწმუნებას მოწმედ ვის მოიყვანდა? ვის და ან რომელიმე ღმერთს, ან ღმერთების საცხოვრებელს, ან რაიმე მისგვარ რამეს. ასეთი კი უნდა ყოფილოიყო ცა (მზის ადგილსამყოფელი). ასე რომ სიტყვა დაფიცებაში უნდა იგრჩნობოდეს რაღაც კავშირი ცასთან, ან ცის მკვიდრებთან. ქართულ გეფი,,ც”ებიში აშკარად ჩანს ცის კვალი, მეგრულში კი არა. ეს მე მაფიქრებინებს, რომ ამ კერძო შემთხვევაში მაინც მეგრული უფრო დაცილდა ძველ ქართულ კოენე ენას.
    მეორე მთელს ევროპაში და უფრო მეტიც არაბულ ენაშიც კი რამდენადაც მე ვიცი დედას და მამას ძირი არის დედ და მამ. საინტერესოა, რომ ქართულისა და ფაქტირუად მთელი მსოფლიო ენებში სწორედ ეს ფუძე გვაქვს ხელუხლებლად, ხოლო მეგრულში კი გვაქვს დიდა.
    მესამე ეს ალბათ ყველაზე საკამათოა, მაგრამ ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანი არგუმენტი. ქართულში მზის სახელი აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული ზღვასთან, რადგანაც ქართული ტომების დიდი ნაწილი შავი ზღვის დასავლეთით ცხოვრობდა თავდაპირველად, ამიტომ ამომავალ მზეს ხედავდნენ შავი ზღვის მხრეს და გასაკვირი არ არის ისინი ერთმანეთთან დაეკავშირებიათ. ანალოგიურად აზიაშიც არის ასო ზ და არა ჟ. ხოლო ზღვის სახელი კი ძლიან გავს ზღვის ღელვას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მეგრული ბჟა და სვანური მიჟ არიან დაცილებული პირველ ყოფილ სიტყვას მზეს. გარდა ამისა ძველ გერმნაულშიც მზე ყოფილა ზონ, აქედან კი ალაბათ ბევრ ევროპულ ენაშიც ზ გადაკეთდა ს ასოდ და ბევრ ენაში მივიღეთ სოლო, ან სოლნცე. აქაც უცნაურად გამოჩნდა ასო ც. ზეონიც და შესაბამისად სიონიც მზიდან მოდის საბოლოო ჯამში.
    თუმცა ალბათ სვანურშიც და მეგრულშიც იქნება გარკვეული რაოდენობის სიტყვები, რომლებიც უცვლელად იქნებიან შემორჩენილები. ამიტომ ამ სამი ენის შედარებითი ანალიზით ჩემი აზრით შესაძლებელი უნდა გახდეს საკამო რაოდენობის სიტყვების დადგენა იმ ძველი კოენე ენიდან. რომელ სიტყვებსაც ამ სამ ენაში საერთო ფუძე აქვთ ე.ი. ისინი თავდაპირველ კოენე ენაში უკვე არსებობდა.
    ზოგიერთი სიტყვის ეტიმოლოგია აშკარად მეტყველებს მათ ქართულ ძირს, რომელიც მერე მეგრულში დამახინჯდა. ბევრის სიტყვის ეტიმოლოგიას ვერ ახსნი მეგრულით, მაგრამ იგრძნობა რომ ძირი ქართული აქვს. მაგალითად ღმერთი მეგრულად არის ღორონტ. ქართულიდან აშკარაა რომ იგი უნდა იყოს ნაწარმოები მაღლა ერთიდან და ამაში ჩანს რაღაც აზრი, მაშინ როცა მეგრულში ღორონტ ვერ წარმოიშვებოდა და აშკარად ღემრთის დამახინჯებული ვარიანტია.
    მეორე, გეფიცები. ამ სიტყვაშიც ჩანს რომ ვიღაც იმოწმებს ცას და ამიტომ არის ამ სიტყავში ასო ც. როცა იფიცებ ბუნებრივა ცის, ან ღმერთის დამოწმება, ან თუნდაც ღმერთების საცხოვრისის, ამიტომაცაა ქართულში ამ სიტყვაში ასო ც. მაშინ როცა მეგრულში ეს სიტყვა არის გეფუჩუა და რაც არ უნდა ეცადო ვერანაირად ჭკვიანურ აზრს მას ვერ დაუკავშირებ. აშკარაა რომ ეს სიტყვაც ქართულის დამხანიჯებული ვარიანტია. ამას ზოგი მეგრელი არ აქცევს ყურადღებას და ბევრს გონიათ რომ მეგრული უფრო ძველი და კარგად შენახული ენაა ვიდრე ქართული.
    ეს ჩემი მოკრძალებული აზრია და ნუ გამობრაზდებით მეგრელები, თუმცა ამაში რატო უნდა იყოს რაიმე გასაბრაზებელი? რა მნიშვნელობა ააქვს სინამდვილეში რომელია კოენე ენა? მხოლოდ მეცნიერებისათვის ააქვს ამას მნიშვნელობა და არა ქართული ეთნოსებისათვის.

    • ხშირად მეგრული სიტყვების ეტიმოლოგია მეგრული ენით შეუძლებელია ახსნა, მაშინ როცა მათი ახსნა ქართულით ხერხდება. ესეც უნდა იყოს კიდევ ერთი საბუთი იმისა რომ მეგრული არ არის ძირიტადი ენა და არის ქართულიდან წარმოებული სახეშეცვლილი ენა. მაგალითად სიტყვა მთვარე ქართულში ნაწარმოებია მთის არედან, სადაც ძველი ადამიანები ხეადვდნენ მთვარეს. მთის მიღმა და მაღლა, მახლობლად. ხოლო მეგრული თუთას ეტიმოლოგიის ახსნა მეგრულიდან შეუძლებელია, მაშინ როცა იოლი მისახვედრია რომ თუთა მთვარიდან უნდა იყოს ნაწარმოები. ისევე როგორ ბჟა მზიდან.

      • გამიგია მეგრელებისაგან, რომ მეგრული უფრო ძველი ქართულია ვიდრე თვითონ ქართულიო, თოითქოს მეგრული შრეში ჩარჩენილი განუვითარებელი ენაა, ხოლლ ქართული კი იმის გამო რომ ვითარდებოდა დასცილდა თავის პირველყოფილ ძირებს და მეგრული უფრო მეტად დარჩა თითქოს პირველძირებთან ახლოს. ეს რომ ასე არ არის ზემოთ ნათქვამი არგუმენტებიც მოწმობს სიტყვების ეტიმოლოგიაზე. გარდა ამისა ქართული რომ მის პირველყოფილ ენას ძლიერად დასცილებოდა, მაშინ როგორაა რომ თანამედროვე მკითხველიც კი ახერხებს ,,შუშანიკის წამების” წაკითხვას?
        გარდა ამისა გამიგია მეგრელებისაგან, რომ რომელირაც გრამატიკული ნორმა ქართულზე მეტი აქვთ, რის გამოც ერთი სიტყვიდან მგონი 6 ახალი სიტყვის წარმოება შეიძლება და ამიტომ მეგრული ქართულზე უფრო მდიდარი ენაა ლექსიკურადო ამტკიცებენ, ზოგიერთები. გამოდის, რომ მეგრული შრეში ჩარჩენილი კი არა უფრო განვითარებული ენა ყოფილა ვიდრე ქართული, რადგანაც დაემატა გრამატიკული ნორმა და რამდენჯერემ ამის საფუძველზე გაეზარდა ლექსიკური მარაგი.

  16. გურულ დიალექტში ქალს, გოგოს ეძახიან ,,ცას.” ეს ჩემი აზრით არ უნდა იყოს შემთხვევითი და უნდა იყოს შემორჩენილი იმ დროიდან როცა ქართველები თაყვანს სცემდნენ მზეს(მდედრობითი სქესის უმთავრეს ღვთაებას), ხოლო მზის თაყვანისცემის რიტუალებს კი სავარაუდოდ ცხრა ახლაგაზრდა გოგო ასრულებდა. ამიტომ თუ მზე იყო თაყვანისცემის საგანი, მაშინ ეს გოგოები როგორც ჩანს ამ რიტულაში ცის როლში გამოდიოდნენ.

  17. Irakli says:

    სანამ რომელიმე ისტორიკოსი, ენათმეცნიერი თუ სხვა, ქართველთა წარმოშობის შესახებ კვლევებს ჩაატარებს, ყოველ მიზეზ გარეშე უნდა შეისწავლოს მეგრული და სვანური ენები და აუცილებლად ქართულთან ერთობლიობაში განიხილოს სხვადასხვა ტოპონიმი. მაშინ ნებისმიერი ისტორიული კვლევის ჩატარებისას ქართველთა წარმოშობის შესახებ იგი უცილობლად სწორ გზას დაადგება , წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია მას სიმართლე გამოუვიდეს, რამეთუ მეგრულისა და სვანურის გარეშე, მხოლოდ თანამედროვე ქართულით კვლევა ბნელ ოთახში შავი კატის ძიბნას ჰგავს….სწორედ ასე მოიქცნენ ჩვენი გამოჩენილი ენათმეცნიერები და ისტორიკოსები, რადგან მეგრული და სვანური გაცილებით მდიდარია ძველ ქართული სიტყვიერებით…..მოვუწოდებ ყველას, ვისაც ჩვენი ერის ეთნოგენეზისის შესახებ რაიმე სახის დასკვნის დადებაზე აქვს პრეტენზია, სწორედ ჩვენი გამოჩენილი მეცნიერების გზა გაჰყვეს. საუკეთესო სურვილებით !

  18. როგორც ცნობილია სიონი მოდის სიტყვიდან ზეონი, ზეონი კი ქართული წარმოშობის უნდა იყოს და უნდა მოდიოდეს სიტყვიდან მზეონი, ან მზიანი.

  19. მე ვფიქრობ, რომ13 ასირიელი მამის შემოსვლა დაკავშირებული უნდა იყოს გორგასლათან და პეტრე იბერთან(თუმცა ისტორიულ დოკუმენტებშ ასე არ წერია არსად, მარა ლოგიკურად გამოდის ასე. დოკუმენტები ,ით უმეტეს მე-10 საუკუნის შეიძლება არ იყოს ზუსტი).
    როგორც ცნობილია გორგასლის დროს დაიწყო განსაკუთრებული ხელშეწყობა ქრისტიანობის საქართველოში და გორგასალს უნდოდა წარმართობა საბოლოოდ დამარცხებულიყო აქ ამიტომ ჩემი აზრით შეუთვალა თავის სახელოვან ბიძაშვილს პეტრე იბერს რომ აქ გამოეგზავნა წარჩინებული მამები ქრისტიანობის საქადაგებლად.
    მეორე მოსაზრები საქართველოში სპრასეთის ხელშეწყპბით ზლიერდებოდა მონოფიზიტობა და ასირიელი მამები მონოფიზიტობის დასსამარცხებლად ჩამოვიდნენ, ამრა ზოგის აზრით მგონი თვითოაც მონოფიზიტები ნიყვნენ, ან მაშინ ჯერ კიდე არ იყო მკვეთრი ზღვარი მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის.
    ჩემი აზრით პეტრე იბერის ღვაწლი სრულიად დაივიწყა ქართულმა ეკლესიამ რადგანაც მას მონოფიზიტობაში ეწვი ეპარებოდათ. ამიტომ დამახინჯდა მასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s