უნაღდო ანგარიშსწორების მნიშვნელობა, საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში

აქ მითითებული ნაშრომის ორიგინალური ვერსია მოცემულია ამ სტატიის ბოლოს. იგი პირველად გამოქვეყნებული იყო ავტორის მიერ გამოცემულ ბროშურაში ,,საქართველოს ეკონომიკური კრიზისის თავისებურებები და მისი დაძლევის გზები”, რომელზეც გაცემულია საავტორო სერთიფიკატი N633, (01.12.2004 წელს).

შემდეგ იგი გამოქვეყნდა ჟურნალ ,,სოციალურ ეკონომიკაში”, 2004 წლის მაის–ივნისის ნომერში.

ეს ნაშრომი 2004 წელსვე დაურიგდა მთავრობის ყველა წევრს, პარლამენტის ყველა შესაბამის კომიტეტს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს, ეროვნულ ბანკსა და საქართველოს პრეზიდენტს. 2010 წლის გაზაფხულზე კი ხელისუფლება ცდილობდა კანონის მიღებას უნაღდო ანგარიშსწორებაზე გადასვლაზე, ისე რომ არ უთითებდა ამ იდეის ნამდვილ ავტორს. იხილეთ ბმულიhttp://www.1tv.ge/News-View.aspx?Location=797&LangID=1

2011 წლის ზაფხულამდე http://www.interpressnews.ge  –ზეც იდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლება იღებდა კანონს, რომლის მიხედვითაც ხელფასები სავალდებულო წესით მხოლოდ პლასტიკურ ბარათებზე უნდა გაცემულიყო. შემდეგ ეს ინფორმაცია ზემოთ აღნიშნულ საიტზე წაშალეს.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა მას მედიის საშუალებებიდან, ეს კანონი პალიკო კუბლაშვილის კომიტეტში მუშავდებოდა.

უნაღდო ანგარიშსწორების მნიშვნელობა კრიზისის დაძლევის საქმეში,

მოკლე შინაარსი (ძირითადი არსი)

ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი,

ეკონომისტი

ზაზა წიქორიძე

როგორც ეკონომიკის სახელმძღვანელოებიდან არის ცნობილი საბანკო სისტემას შეუძლია ფულის შექმნა.  ეს მექანიზმი აღწერილია თითქმის ყველა მაკროეკონომიკის სახელმძღვანელოში. აქ მოვიყვანთ მის მოკლე შინაარს.

ვთქვათ ,,ა” ბანკში ვინმემ შეიტანა 1000 ლარი. ეს თანხა ამ ბანკისათვის უკვე არის საკრედიტო რესურსი. მას შეუძლია იგი გასცეს რომელიმე მსესხებელზე, მხოლოდ შეტანილი თანხის დაახლოებით 10% უნდა განათავსოს ეროვნული ბანკის სარეზერვო ანგარიშზე, ანუ რეალურად მას აქვს საკრედიტო თანხა 900 ლარი.

ბანკი რეალურად მთელ თანხას ალბათ ერთ მსესხებელს არ მისცემს და იგი გადანაწილდება სხვადასხვა მსესხებელზე, მაგრამ იმისათვის რომ მსჯელობა იოლი გასაგები გახდეს დავუშვათ, რომ ეს თანხა ბანკმა მთლიანად მისცა სესხის სახით მსესხებელ ,,1”–ს. ეს დაშვება საბოლოო დასკვნას არ ცვლის.

თუ ზემოთ აღნიშნული მსესხებელი ამ თანხას გაიტანს ბანკიდან და მას ნაღდი სახით გამოიყენებს, მაშინ საბანკო სისტემის საკრედიტო პოტენციალი ამაზევე გაჩერდება, მაგრამ რა მოხდება მაშინ თუკი იგი ფულს ნაღდი სახით კი არ გამოიყენებს, არამედ თავის პარტნიორ მეწარმეს ჩაურიცხავს მის საბანკო ანგარიშზე ვთქვათ ბანკ ,,ბ”–ში. ასეთ შემთხვევაში უკვე ბანკ ,,ბ”–ს გაუცნდება ახალი საკრედიტო რესურსი 900 ლარის ოდენობით. ახლა ამ ბანკმაც უნდა შეიტანოს ეროვნული ბანკის სარეზერვო ანგარიშზე ახალი დეპოზიტის 10%. ამიტომ იგი შეძლებს საკრედიტოდ გამოიყენოს 810 ლარი. თუკი ახალი მსესხებელი მას ნაღდი სახით გაიტანს მაშინ საბანკო სექტორის საკრედიტო პოტენციალი აქ შეწყდება. მაგრამ თუკი შემდეგი მსესხებელიც თავის პარტნიორს საბანკო ანგარიშზე დაუსვავს 810 ლარს, ახლა უკვე ახალ ბანკ ,,ც”–ს გაუჩნდება ახალი საკრედიტო რესურსი. თუკი ასე გავაგრძლებთ დავინახავთ, რომ საბანკო სისტემა შეძლებს შექმნას ახალი საკრედიტო რესურსი 1000*10= 10 000 ლარის ოდენობით. ე.ი. ერთ ბანკში შეტანილმა 1000–მა ლარმა გამოიწვია საბანკო სექტორის საკრედიტო რესურსის 10 000 ლარამდე გაზრდა. მაგრამ ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ყველა ბანკის კლიენტი სარგებლობდა საბანკო მომსახურებით და თანხებს იყენებდა უნაღდო  ანგარიშსწორებით, არც ერთი არ იღებდა ფულს ბანკიდან ნაღდი სახით,  თუ რომელიმე გამოიტანდა ფულს ბანკიდან ნაღდი სახით მაშინ ბანკის ფულის მულტიპლიკატორი წყვეტდა მოქმედებას. რაც უფრო ადრე გამოიტანდა ფულს მით უფრო ნაკლები საკრედიტო რესურსი იქმნებოდა საბანკო სექტორში და რაც უფრო გვიან მით უფრო მეტი საკრედიტო რესურსი იქმნებოდა.

ე.ი. თუ ჩვენ შევქმნით ისეთ სისტემას, როცა ფული არ დატოვებს საბანკო სისტემას, ან დიდ ხანს მაინც არ დატოვებს საბანკო სისტემას, ეს გამოიწვევს საკრედიტო რესურსების მნიშვნელოვან ზრდას. საკრედიტო რესურსების ზრდა კი გამოიწვევს საპროცენტო სარგებლის შემცირებას და ინვესტიციების ზრდას, რაც წინაპირობაა მშპ–ს ზრდის. რაც ეკონომიკური კრზისის დაძლევას ნიშნავს.

მე 2003 წელს ვმუშაობდი ,,საქართველოს ბანკის” საანგარიშსწორებო საშუალებების მართვის დეპარტამენტში და იქ მომივიდა აზრად რომ შეიძლებოდა პლასტიკური ბარათებისა და სხვა უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებების (როგორიცაა ჩეკები და სხვა) გამოყენება, იმისათვის, რომ ქვეყნაში შექმნილიყო ისეთი სისტემა, როცა ფული არ დატოვებდა საბანკო სისტემას, ყველა გამოიყენებდა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმებს და საბანკო სექტორში მნიშვნელოვნად მოიმატებდა, ფაქტიურად მუქთა საკრედიტო რესურსი, რაც გამოიწვევდა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას, ინვესტიციების ზრდას და შედეგად ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებას.

ამისათვის საჭიროა, რომ ხელისუფლებამ დაავალდებულოს ყველა ფირმა, თუ ორგანიზაცია ხელფასები გასცენ პლასტიკურ ბარათებზე. ყველა ორგანიზაცია უნდა გახდეს ვალდებული, რომ ივაჭროს პლასტიკური ბარათების გამოყენებით (ყველამ სავალდებულო წესით უნდა დააყენოს ე.წ. pos terminali, რომლის საშალებითაც ხდება პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორება), ან სხვა უნაღდო საანგარიშსწორებო საშუალებებით(მაგალითად ჩეკები). ამ შემთხვევაში ფული საბანკო სისტემას არ დატოვებს, ყველა ტრანზაქცია ბანკის შესაბამის დეპარტამენტში გატარდება და ერთი ანგარიშიდან მეორე ანგარიშზე, ან მეორე ბანკის შესაბამის ანგარიშზე გადაჯდება. ბანკებს გაუჩნდება უზარმაზარი მუქთა საკრედიტო რესურსი. არ გვექნება სახვეწი უცხო ინვესტროებისათვის თუ კრედიტორებისათვის, რომლებიც ფულს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ იძლევიან. ქვეყანაში შეიქმნება ძალიან დიდი მოცულობის მუქთა საკრედიტო რესურსი(ვიმეორებ). რა თქმა უნდა დიდი რაოდენობით ფულის გამოსვლამ შეიძლება გამოიწვიოს ინფლაციური პროცესები, მაგრამ ინფლაციის მართვა ეროვნული ბანკისათვის არ არის ძნელი. მით უმეტეს, რომ უნაღდო ანგარიშსწორებაზე (ანუ ,,ელექტრონულ ფულზე”) გადასვლა გამოიწვევს ეროვნული ბანკის ბერკეტების უფრო გაეფექტურებას, რადგანაც მთელი ფული ბანკებში იქნება თავმოყრილი, რაც აიოლებს ეროვნული ბანკისათვის მარეგულირებელი ფუნქციის შესრულებას.

შეიძლება მკითხველმა იფიქროს, რომ იგივე რაოდენობის თანხა შეიძლება ეროვნულმა ბანკმა დაბეჭდოს და ისე გამოუშვას ბრუნვაში, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ფული ბანკებში არ გაჩერდება. იგი მოსახლეობის ჯიბეებში დაილექება, არ წავა ინვესტიციებში, ძირითადად მხოლოდ მოთხოვნას გაზრდის, რასაც შედეგად ძირითადად მხოლოდ ინფლაციის ზრდა მოჰყვება.

იმ შემთხვევაში კი, თუ ფული უნაღდო ანგარიშსწორების გამოყენებით გაიზრდება საბანკო სფეროში, მაშინ ეს ფული ძირითადად დაიხარჯება ინვესტიციებში, რადგანაც ბანკები სესხებს ძირითადად საინვესტიციო პროექტებში იძლევიან, რაც ნიშნავს ახალი საწარმოების გახსნას და მიწოდების ზრდას(მიწოდების მრუდის დაბლა დაწევას, რაც ფასებს ამცირებს). მოიმატებს წარმოების მოცულობა ეს კი გაზრდის რეალურ მშპ–ს. წარმოების მოცულობის ზრდა(მიწოდების მრუდის დაბლა დაწევით) და საქონლის მოცულობის ზრდა კი ინფლაციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

მოგეხსენებათ ინფორმაციის ასიმეტრიულობა როგორ იწვევს ბაზრის შემცირებას, ან სრულიად გაქრობას. ეს თემა დაამუშავეს აკერლოფმა და სტიგლიცმა, რომლებმაც ამაში მიიღეს ნობელის პრემია. კერძოდ ამ შემთხვევაში საქმე ასეა. როცა მყიდველმა არ იცის რას ყიდულობს (ე.ი. მყიდველს აქვს უფრო ნაკლები ინფორმაცია ვიდრე აქციების გამყიდველს, ანუ ადგილი აქვს ინფორმაციის ასიმეტრიულობას, შავი შემოსავლების გამო), ამის გამო მას არ აქვს სურვილი დიდი თანხა გადაიხადოს მისთვის უცნობ კომპანიის აქციებში. დაბალი შეთავაზებული ფასი კი უკლავს სურვილს გამყიდველს გამოიტანის აქციები ბაზარზე. ეს კი იწვევს ბაზრის შემცირებას, სწორედ ეს პრობლემა აქვს ჩვენს საფონდო ბაზარს. ინფორმაციის ასიმეტრიულობა კლავს საფონდო ბაზარს საქართველოში. ამიტომ შემოსავლების გათეთრება აუცილებლად მნიშვნელოვანად გაზრდის ამ ბაზრის მოცულობას, რადგანაც მოიკლებს ინფორმაციის ასიმეტრიულობის ხარისხი. ეს პრობლემა კი როგორც ზემოთ ვთქვი კარგად შეიძლება გადაწყდეს უნაღდო ანგარიშსწორების სავალდებულოდ დანერგვის შემთხვევაში.

ინფორმაციის ასიმეტრიულობა კარგად არის განხილული ნახმარი ავტომობილების მაგალითზე რობერტ პინდაიკის და დანიელ რუბინფელდის წიგნში ,,მიკროეკონომიკა” გვ. 485 ,,ნახმარი ავტომობილების ბაზარი”. იგივე პრობლემა გვაქვს ჩვენს საფონდო ბაზარზეც. ასე რომ ბაზარზე გამოსატანი კომპანიების ფინანსური უწყისები უნდა გავხადოთ მაქსიმალურად გამჭვირვალე და საიმედო, ამის შემდეგ უკვე აზრი ექნება აქციის მფლობელებისათვის ამ ბაზარზე თავისი აქციების გამოტნას, რადგანაც ამ აქციების ფასი უკვე რეალურ საბაზრო ფასთან იქნება მიახლოებული მაქსიმალურად.

ამ მეთოდს აქვს კიდევ რამდენიმე პლიუსი:

1)      შემოსავლები გათეთრდება, რადგან ყველა ტრანზაქცია ბანკებში მოხდება და გადასახადების დამალვა დიდ რისკთან იქნება დაკავშირებული,

2)      გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლები,

3)      განვითარდება ინტერნეტ ეკონომიკა და ციფრული, თუ ქსელური ტექნოლოგიები.

4)  გამოცოცხლდება საფონდო ბაზარი და ბირჟაც. როცა შემოსავლები გათეთრდება აქციებს უფრო მეტი მყიდველი გამოუჩნდება, რადგანაც როცა ადამიანმა არ იცის შავი შემოსავლების გამო, თუ როგორი ფინანსური მდგომარეობა აქვს ამა თუ იმ საწარმოს, ბუნებრივია მისი აქციების ყიდვისაგან თავს შეიკავებს. შემოსავლების გათეთრების შემდეგ კი მყიდველები უფრო გააქტიურდებიან, რაც გამოიწვევს აქციების გაძვირებას და შემდეგ აქციების მფლობელებიც უფრო მეტად გამოიტანენ აქციებს ბაზარზე გასაყიდად და ახალი ფონდების მოსაზიდად. დღევანდელ პირობებში კი საფონდო ბაზარზე აქციის გამოტანას აზრი არ აქვს, რადგანაც მფლობელს მისი მუქთად გაყიდვა მოუწევს.

5)      ბოლოს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გაიზრდება მუქთა საკრედიტო    რესურსის მოცულობა, რაც გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთის დაცემას, ინვესტიციების ზრდას და ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანას.

ეს მეთოდი ამერიკაში ხელისულებისაგან ჩარევის გარეშეც დაინერგა. საქართველოში კი ამას ხელისუფლებიდან დაჩქარება სჭირდება.

მას შემდეგ რაც საბანკო სექტორი შექმნის დამატებით კაპიტალსა და ფინანსურ რესურს საჭიროა ამ თანხების სწორად ათვისება. ამისათვის ხელისუფლებას აქვს ორი–სამი წელი. საჭიროა ამ თანხების ფიზიკურ კაპიტალად ქცევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გრძელვადიან მიახლოებაში, ანუ დაახლოებით ასე სამი წლის შემდეგ, ეს ფინანსური რესურსები მხოლოდ ინფლაციას გამოიწვევს, ეკონომიკა მიხვდება რომ გამოშვებული იქნა ზედმეტი ფული. მოკლევადიან მიახლოებაში კი, ცოტა ხნის განმავლობაში, ეკონომიკა თავიდან ამას ვერ ხვდება(სწორედ ამას ემყარება ხოლმე ცენტრალური ბანკების მიერ ეკონომიკის გამოცოცხლებისათვის გატარებული იაფი ფულის მონეტარული პოლიტიკა, ზევით აღნიშნული მაქვს თუ რითი ჯობია ეს ხერხი ტრადიციულად ცენტრალური ბანკების მიერ გატარებულ მონეტარულ პოლიტიკას). ეს დრო უნდა იქნას ოპტიმალურად გამოყენებული.  უნაღდო ანგარიშსწორებაზე გადასვლა უნდა მოხდეს ნელ–ნელა ეტაპობრივად(უბნებისა და რაიონების მიხედვით), რომ არ განვითარდეს ჰიპერინფლაცია.

როგორც ეკონომიკიდან ცნობილია, ეკონომიკა გრძელვადიან მიახლოებაში ისეთ წინასწორობაში გადის, სადაც დნაზოგები და ინვესტიცია ერთმანეთს უტოლდება. თუ პესიმისტური მოლოდინების გამო ინვესტიციები შემცირდება, მაშინ იწყება ინფლაცია და დანაზოგები უფასურდება, რითაც დანოაზოგების რეალური მოცულობა უტოლდება ინვესტიციებს. ამიტომ როცა ჩვენი მეთოდის გამოყენებით ქვეყანაში ახალი ფული გაჩნდება საბანკო სისტემაში დნაზოგის სახით, იმისათვის რომ ეს ფული არ გაუფასურდეს, საჭიროა ხელისუფლებამ თვითონ მოახდინოს ინვესტიციების გაზრდა და არ დაელოდოს ინვესტორიებში ოპტიმისტური მოლოდინის გაჩენას (თუ როგორ, ეს აღწერილი მაქვს ქვემოთ სტატიაში). ეს უნდა მოესწროს ორ–სამ წელიწადში. ასეთ შემთხვევაში ახალი ფული და დანაზოგები მთლიანად არ გაუფასურდება და საწარმოებში ინვესტირების შემდეგ რეალურ დანაზოგად და ინვესტიციად იქცევა. აქვე დავსძენ რომ ეს მეთოდი უფრო ეფექტური იქნება ისეთ ქვეყნებში, სადაც უმუშევრობა დიდია და ბევრია საინვესტიციო შესაძლებლობები, ხოლო ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, რომლებშიც ეკონომიკა სრული დასაქმების ზღვარზე მუშაობს ეს მეთოდი(და საერთოდ ახალი ფულის გაჩენა) უფრო მეტ ინფლაციას გამოიწვევს, რადგანაც საინვესტიციო პოტენციალი თითქმის ათვისებული აქვთ ასეთ ქვეყნებს.

როცა ახლად შექმნილი ფული მოხვდება საბანკო სისტემაში, ეს გაზრდის ინვესტიციების მოცულობას, რადგანაც ბანკები სესხებს უმეტესად საინვესტიციო პროექტებზე გასცემენ. ეს კი გამოიწვევს ინვესტიციების ზრდას, შედეგად მივიღებთ გაზრდილ ინვესტიცას და ამის გამო საბანკო სისტემაში ახლად  შექმნილი დანაზოგები(ანუ ფული) სულ უფრო მეტად გადაიქცევიან ფიზიკურ კაპიტლად. ე.ი. დანაზოგები ფასების ზრდაში(ინფლაციაში) კი აღარ გაიწოვება, არამედ უფრო ეკონომიკის ზრდას გამოიწვევს და ამითი გარკვეულად შეამცირებს კიდეც ფასებს, რადგანაც მიწოდების მრუდი დაბლა ჩამოვა. ამით განსხვავდება ჩემი მეთოდი ეროვნული ბანკის მიერ ფულის დაბეჭდვისაგან და ბრუნვაში გამოშვებისაგან. ამ უკნანასკნელ შემთხვვაში მთელი ფული მხოლდ ფასების მატებას გამოიწვევს, რადგანაც არ გაჩერდება დიდ ხანს საბანკო სისტემაში, და ძალიან მცირე ნაწილი მოხმარდება ინვესტიციებს.

იმისათვის, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ბიზნესმენების ოპტიმისტურ განწყობებს, უმჯობესია ხელისუფლებამ არ დაელოდოს მათ განწყობას და თვითონ დაიწყოს ინვესტირების პროცესი, როგორც მსხვილმა კერძო კორპორაციამ, საჭირო დარგებში. ანუ სახელმწიფომ თვითონ უნდა იმოქმედოს როგორც მსხვილმა საინვესტიციო კორპორაციამ. საწარმოების დაფუძნებისა და ამუშავების მერე იმისათვის, რომ მენეჯერთა ბიუროკრატია არ გაიზარდოს და არ გართულდეს მართვა, საჭიროა ასეთი საწარმოები გაყიდოს კერძო სექტორზე. ასე იქცევა ხშირ შემთხვევაში საფრანგეთიც.

ის თუ რგორ უნდა დაიხარჯოს ახლად შექმნილი ფინანსური რესურსი აღწერილია ქვემოთ მოყვანილ სტატიაში.

როგორ დავუბრუნოთ ქართულ საქონელს ქართული ბაზარი.

1. ყველა ხედავს, რომ ქართული ბაზარი დაპყრობილი აქვს უცხოურ საქონელს. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ეს საქონელი არ არის მაღალტექნოლოგიური, ან ისეთი რომლის წარმოებაც საქართველოში შეუძლებელი იყოს. მიუხედავად ამისა ქართველები ვერ ვაწარმოებთ კონკურენტუნარიან საქონელს, რამაც გამოიწვია ადგილობრივი ბაზრის დაკარგვა. ე.ი. საჭიროა ისეთი საწარმოების აშენება, რომლებიც დაკომპლექტებული იქნებიან უახლესი დანადგარებითა და ტექნოლოგიებით, ეს გამოიწვევს ქართული კონკურენტუნარიანი პროდუქცის წარმოებას და ადგილობრივი ბაზრიდან უცხოური საქონლის განდევნას.

2. თითქმის 20 წელი ხდება რაც საქართველო დამოუკიდებელია და საბაზრო ეკონომიკაზე ვართ გადასული, მაგრამ ქართველმა მეწარმეებმა ვერა და ვერ მოახერხეს დამოუკიდებლად შეექმნათ ისეთი საწარმოები, რომლებიც მოახერხებდნენ ქართულ ბაზარზე დამკვიდრებას და უცხოური საქონლის განდევნას (რამოდენიმე გამონაკლისის გარდა). იმისათვის, რომ მათ ეს მოახერხონ საჭიროა, რომ მათ ხელი მიუწვდებოდეთ წარმოების უახლეს და კონკურენტულ ტექნოლოგიებსა და დანადგარებზე. გარდა ამისა ხშირად საჭირო ხდება დიდი მოცულობის კაპიტალის მობილიზება, რაც ასევე გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართველი მეწარმეებისათვის.

3. მათ საჭირო თანხის მოგროვება ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება ურთიერთ კოოპერაციის გზით მოახერხონ, მაგრამ ამას სჭირდება ურთიერთ ნდობაც. რაც ასევე ძნელად გადასაჭრელი ამოცანაა.

4. ამ პრობლემის გადაჭრა ბევრად უფრო  მარტივია ხელისუფლებისათის. მისთვის არ არის ძნელი საჭირო კაპიტალის მობილიზება და მთელს მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიების მოძიება, მით უმეტეს, რომ მას აქვს საშუალება საჭირო ადამიანური რესურსის მობილიზებისაც.

5. თუკი ჩვენ გადავხედავთ საქართველოს საბაჟოზე შემოსულ იმპორტულ საქონლის სიას, იოლად დავადგენთ თუ რამდენია ამა თუ იმ საქონლის, ქართველების მხრიდან აუთვისებელი ბაზრის მოცულობა. მაგალითად თუ გვეცოდინება რამდენი სარეცხი საშუალება შემოდის ქვეყნაში, ან რამდენი პლასტმასის ნაკეთობა შემდის, შეგვიძლია დავადგინოთ თუ რა სიმძლავრის საწარმო უნდა აშენდეს სარეცხი საშუალებებისათვის, ან პლასტმასის ნაკეთობებსიათვის. ადგილობრივი ბაზრის განსაზვრა საჭიროა იმიტომ, რომ თუ აუცილებლობამ მოითხოვა ჩვენ შევძლებთ ადგილობრივი ნაწარმის ადგილობრივ ბაზარზე დაცვას, რომ აშენებულ საწარმოებში გადახდილი ფული უქმად გადაყრილი არ გამოვიდეს. უცხოურ ბაზრებზე ქართულ ნაწარმს შეიძლება ხელოვნურად შეუქმნან პრობლემები, ამიტომ ადგილობრივი ბაზრის ათვისებით დაწყება ეკონომიკურად ნაკლებ სარისკოა. თუმცა უმჯობესია ეს საწარმოები უახლესი ტექნოლოგიებით იქნას აღჭურვილი, რომ კონკურენტული საქონელი გამოუშვან და შიდა ბაზარზე ხელოვნური მხარდაჭერა არ დასჭირდეთ, გარდა ამისა შეიძლება მომავალში უცხოურ ბაზრებზეც გავიდეთ.

6. როცა ხელისუფლება განსაზღვრავს ასეთი საწარმოების სიას (სია უნდა შედგეს იმის მიხედვით თუ რა საქონელი შემოდის ქვეყანაში ყველაზე მეტი, რომ პირველ რიგში ის საწარმოები აშენდეს) უნდა დაიწყოს მათი მშენებლობა ბიუჯეტის სახსრებით, ასევე შეიძლება ბანკებში შექმნილი დამატებით საკრედიტო კაპიტალის სესხად აღება სახელმწიფოს მხრიდან ასეთი საწარმოების ასაშენებლად. მას შემდეგ რაც სახელმწიფო ერთი–ორი წელი ამუშავებს მათ, უმჯობესია ასეთი საწარმოები გაყიდოს(თუკი იგი ძალიან მსხვილი, მაღალტექნოლოგიური და საექსპორტოდ განსაზღვრული არ იქნება). პრივატიზაციიდან ამოღებული თანხით შეიძლება ისევ ახალი საწარმოს აშენება. ასე შეიძლება გაგრძელება ბევჯერ და ამ გზით შევძლებთ ქართული ბაზრის ქართული საქონლისათვის დაბრუნებას. გარდა ამისა ამ საწარმოებში დასაქმდება ხალხი, რომლებიც ხელფასებს აიღებენ, ანუ გაიზრდება მსყიდველუნარიანი მოთხოვნა და შესაბამისად გაიზრდება შიდა ქართული ბაზრის მოცულობაც, რაც ახალი მსხვილი საწარმოების აშენებისათვის შექმნის წინაპირობებს. აგრეთვე გამოსწორდება სავაჭრო ბალანსი და შემცირდება საგარეო ვალები, ან მათი ზრდის ტემპი.

7. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ასეთი საწარმოები მთლიანად არ იქნას დაფინანსებული ბიუჯეტიდან. თუკი ხელისუფლება გამოაცხადებს ამა თუ იმ საწარმოს მშენებლობის დაწყებას და გაყიდის აქციების ნაწილს, მე ვფიქრობ ,რომ სახელმწიფოს მიერ წამოწყებულ საწარმოს მშენებლობაში მონაწილეობას ბევრი ბიზნესმენი და მოქალაქე მიიღებს და შეიძენენ აქციებს, რითაც მოსახლეობა ნაწილობრივ დააფინასებს ასეთი საწარმოების მშნებლობას.  (თუ ხელი მოგიწვდებათ შეადარეთ ეს ბოლო ორი აბზაცი და 8 აპრილის ბიზნესკურიერის პირველი სიუჟეტი ერთმანეთს)

საქართვე;ოში ბევრი აყოლილია ბრმად მემარჯვენე პროპაგანდასა და ეკონომიკას მარტო იმ სახელმღვენელოებით იცნობენ სადაც მარტივი და იდეალიზებული ეკონომიკური მოდელებია განხილული, ამიტომ იოლად იჯერებენ იმას რასაც ამ იდელიზებულ და გამარტივებული მოდელის განხილვით ამტკიცებენ მემარჯვენეები. თუმცა კაი ხანია სპეციალისტებმა აღიარეს რომ ბაზარს ბევრის ნაკლი აქვს რის გამოც იგი ისე იდეალურად არ მუშაობს როგორც მემარჯვენეები ამტკიცებდნენ 70-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირის დასანგრევად საჭირო იყო ბაზრის გაიდეალიზება. ამიტომ ევროპსა და აზიის ქვეყნების ხელისუფლება ხშირად ეხმარება მეწარმეებს და ერევა ეკონომიკის განვითარებაში, რომ უფრო სწრაფ ზრდას მიაღწიოს.
იმის გამო, რომ სანამ საქართველოში ძველი პროპაგანდის მსხვერპლ ეკონომისტებს დაპოლიტიკოსებს გააგებინებ, რომ კვალიფიციური ჩარევა და დახმარება საჭიროა მეწარმეებისათვის სახელმწიფოს მხრიდან (ამისათვის საჭიროა ახალი გამოჩენილი ეკონომისტების წიგნების თარგმნა და პოპულარიზაცია), მანამდე სახელმწიფოს უშუალოდ ჩარევას შეიძლება ასეთნაირადაც ავუაროთ გვერდი (რომ მემარჯვენეებისაგან ნაკლები იყოს წინაათმდეგობა) და ასეთი რამ გაკეთდეს:
შეიძლება სახელმწიფომ განსაზღვროს თუ რა, რა სიმძლავრის და რა ადგილას ჯობია საწარმოს აშენება, გამოაქვეყნოს ამ საწარმოების სია და განაცხადოს, რომ ის მეწარმეები ვინც ამ საწარმოების მშენებლობას დაიწყებენ მათ დაეხმარებიან კაპიტალით, ტექნოლოგიების მოძიებით და 30-40%-იანი თანამონაწილეობით, როცა საწარმო მომძლავრდება სახელმწიფო თავის კუთვნილ აქციებს გაყიდის. ოღონდ ყველა საწარმო უახლესი ტექნოლოგიური მ იღწევებით უნდა იაქნას აღწურვილი, თორემ ისე ევროპის ბაზარზე კონკურენციას წააგებს და ფული წყალში გადაიყრება.

მემარჯვენეების სულელურ ახირებას შეიძლება კიდე ასეთნაირადაც ავუაროთ გვერდი ( ამ დროს არსი იგივე რჩება, მაგრამ ისეთი ფორმის შერჩევა შეიძლება, რომ მემარჯვენეებს ეგონოთ, თითქოს გასაკეთებელ საქმეს მართლა კერძო პირი აკეთებს და არა სახელმწიფო), შეიძლება სახელმწიფომ საზღვარგარეთ იყიდოს რაიმე ქარხანა, ან აქ ააშენებინოს უცხოელებს და მერე გამოაცხადოს, რომ ყიდის უცხოურ საწარმოო ხაზს და მსურველ ბიზნესმენებს, ან ბიზნესმენთა ჯგუფს შეუძლიათ შეიძინონ იგი, რომელთაც ხელისუფლება პირველ ეტაპზე დაეხმარება სასარგებლო რჩევებით და სხვა…  სახელმწიფო გამოაცხადებს რომ ყიდის ამ საწარმოს აქციონერთა ჯგუფზე და აქციების გარკვეულ ნაწილს იტოვებს თვითონ, სამართავად კი საწარმო გადაეცემა ვინმე მენეჯერს, რომელიც შეიძლება სახელმწიფომ გამოარჩიოს, მარა გაასაღოს როგორც აქციონერთა მიერ არჩეული, რომ შეიქმნას ისეთი შთაბეჭდილება ვითომ სახელმწიფო არ ერევა მართვაში. აქციების მცირე ნაწილს კი იმიტომ იტოვებს, რომ როგორც ერთერთ აქციონერს ქონდეს უფლება ამ საწარმოს კონტროლის, რათა იგი იყოს გარანტი ყველა მცირე აქციონერების უფლებების დაცვისა. ეს უნდა გახდეს სიგნალი მცირე ინვესტორიებისათვის, რომ ახალ შექმნად  საწარმოებში ფული დააბანდონ და იმედი ქონდეთ, რომ მათ დანაზოგებს და დაბანდებებს თაღლითებისაგან სახელმწიფო დაიცავს. ასეთნარიად შესაძლებელი გახდება მცირე დანაზოგების მობილიზებითაც კი მსხვილი ინვესტიციების გაკეთება, თან ბიუჯეტის გვერდის ავლით (მარა ამ შემთხვევაში ხალხი სახელმწიფოს უნდა ენდობოდეს). ასეთი ხერხები საჭიროა საწყისი ეტაპისათვის, თუმცა მერე სახელმწიფომ უნდა მოახერხოს ისეთი გარემოს შექმნა, რომ კერძო მეწარმეებს არ დაჭირდეთ ყველა საწარმოს შექმნისას სახელმწიფოს მონაწილეობა გარანტორის სახით.

ასაშენებელი საწარმოსათვის ასევე მნიშვნელოვანია სწორი ადგილის განსაზღვრა. მაგალითად ენერგოტევადი საწარმოების აშენება უპრიანი იქნება დასავლეთ საქართველოში, ჭარბი ჰიდროენერგეტიკული რესურსების გამო, ასევე ნედლეულტევადი საწარმოების მშენებლობაც უპრიანია დასავლეთ საქართველოში პორტებთან სიახლოვის გამო. მეცნიერებატევადი დარგების განვითარება კი თბილისში ჭარბი კვალიფიციური და მეცნიერული კადრების გამო და ა.შ. და ამგვარად.

ხელისუფლებამ თვითონ უნდა ააშენოს მაღალტექნოლოგიური, ენერგოტევადი თუ მეცნიერება ტევადი საწარმოები. ამის გაკეთებას კერძო მეწარმეები ვერ შეძლებენ არა საკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსების გამო. ხელისუფლებას კი შუეძლია უცხოელი მეცნიერებისა და სპეციალისტების მოწვევა. გარდა ამისა მას შეუძლია დაუკვეთოს ასეთი მსხვილი საწარმოების აშენება უცხოელებს. კარგი იქნება თუ ამ საწარმოებზევე მიებმება ტექნოლოგიური ინსტიტუტების მუშაობაც. ასეთ შემთხვევაში ახალი ტექნოლოგიების ათვისებაც უფრო მალე მოხდება და ახლად დამუშავებული ტექნოლოგიების წარმოებაში ჩაშვების სიჩქარეც გაიზრდება. სხვა შემთხვევაში რაც არ უნდა თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტიტუტები ვაშენოთ, მათი კურსდამთავრებულები ვერ ნახავენ ასპარეზს საკუთარი თავის რეალიზაციისათვის და ეს ცოდნა გამოუყენებლი დარჩება. ტექნოლოგიურ ინსტიტუტებში ჯობია მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები ჩამოვყვანოთ, ამით ცოდნის ხარისხიც გაიზრდება ინსტიტუტებში და მისი პრესტიჟულობაც. თან ალბათ ჯობია ამაში დავხარჯოთ ფული ვიდრე ძვირად ღირებულ მომღერლებში. ეს უფრო მეტ ეკონომიკურ ეფექტს მოიტანს.

იმისათვის, რომ ქართული ნაწარმი უცხოურ ბაზრებზე გავიტანოთ, კარგი იქნება ქართული დიასპორის გამოყენება. თუკი ქართული საექსპორტო კომპანიები საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების გამოყენებით შექმნიან ფილიალებს, ამით ქართულ დიასპორასაც დავეხმარებით ეკონომიურად და ამავე დროს ქართული პროდუქტის უცხოურ ბაზარზე გატანასაც წაადგება, გარდა ამისა ქართული დიასპორა ქართულ საქმეში იქნება ჩართული და არ დაკარგავს კავშირს თავის ქვეყანასთან. მაგალითად მანქანათმშენებლობაში დიდი მნიშვნელობა აქვს სადისტრიბუციო ქსელს.

ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი

ზაზა წიქორიძე

უნაღდო ანგარიშსწორების მნიშვნელობა, საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში(ორიგინალური სტატია).

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ეკონომისტი

ზაზა წიქორიძე

სტატიაში ,,არაპირდაპირი გადასახადების, ეკონომიკის მასტიმულირებელი როლი განვითარებად ქვეყნებში”1 ავტორი ამტკიცებს, რომ ქვეყნებში სადაც დიდია უმუშევრობა შეიძლება წარმოების ზრდა გამოიწვიოს საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების მატებამ. მისი აზრით განვითარებადი ქვეყნებისათვის, რომელთათვისაც ბიუჯეტის სიმცირე აქტუალური პრობლემაა, ყველაზე უფრო მისაღები უნდა იყოს ეკონომიკის სტიმულირების სწორედ ის მეთოდი, რომელიც ზემოთ დასახელებულ სტატიაშია მოცემული.   იგი გულისხმობს საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების ზრდას, რისი საშუალებითაც ხდება მოთხოვნის სტიმულირება და მოთხოვნის მრუდის მარჯვნივ გადაწევა. მოთხოვნის სტიმულირება და ხარჯების ზრდა თავის მხრივ მეწარმეების წინაშე აყენებს წარმოების გაფართობის პრობლემას. ეს კი გაზრდის მოთხოვნას საინვესტიციო კაპიტალზე, რაც გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების მატებას. საპროცენტო განაკვეთის ზრდა შეამცირებს ინვესტიციების რაოდენობას, რის შედეგადაც ქვეყანაში წარმოებული საქონლის მოცულობის მატება ისეთი დიდი აღარ იქნება, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო სასეხო კაპიტლაზე საპროცენტო განაკვეთი რომ არ შეცვლილიყო. ზემოთ ნახსენებ სტატიაში ნაჩვენებია, რომ საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების ზრდა იწვევს მოთხოვნისა და მშპ-ს  მატებას იმავე სიდიდით რა სიდიდითაც იზრდება საბიუჯეტო შემოსავლები, მაგრამ მშპ-ს მატების ნაწილი ფასების ზრდაზე მოდის, ხოლო ნაწილი კი საქონლის მოცულობის ზრდაზე. რაც უფრო შეზღუდულია ქვეყანაში საინვესტიციო და სასესხო კაპიტალის რაოდენობა, მით უფრო მეტია კუთხე მიწოდების მრუდსა და აბსცისათა ღერძს შორის. ე.ი. მოთხოვნის და მშპ-ს ნომინალური სიდიდის ზრდა, რომელიც ბიუჯეტის შემოსავლების ნაზრდის ტოლია, უფრო მეტად გამოიწვევს ფასების მატებას რაც უფრო შეზღუდულია ქვეყანაში სასესხო კაპიტალის რაოდენობა(ასეთ ქვეყანაში მიწოდების მრუდის დახრილობის მახასიათებელი კოეფიციენტის მნიშვნელობა იქნება უფრო დიდი) და ხარჯების ზრდა უფრო ნაკლებ შედეგს მოიტანს
1 წიქორიძე ზ. არაპირდაპირი გადასახადების, ეკონომიკის მასტიმულირებელი როლი განვითარებად ქვეყნებში. ,,ეკონომიკა” N 5, თბ. 2004,  გვ.
საქონლის მოცულობის ზრდის საქმეში. იმისათვის, რომ განვითარებადმა ქვეყანამ ეს ხელის შემშლელი თანამდევი ეფექტი თავიდან აიცილოს საჭიროა, რომ მან გამონახოს საშუალება, რომლითაც მოახერხებს საინვესტიციო კაპიტალის მოცულობის ზრდას და სასესხო საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. ერთერთი ასეთი საშუალება შეიძლება იყოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, მაგრამ როგორც მსოფლიოში არსებული რეალობა მოწმობს კაპიტალი უფრო მეტად განვითარებულ ქვეყნებში კონცეტრირდება და არა განვითარებად ქვეყნებში. ასე რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში განვითარებადი ქვეყნების მთავრობას დიდი სიძნელეები შეხვდება და ნაკლებ მოსალოდნელია, რომ იგი მოახერხებს საკმარისად დიდი რაოდენობის ინვესტიციების მოზიდვას.    ამ ნაშრომის ავტორის აზრით, არსებობს უფრო ეფექტური და უფრო რეალური საშუალება ქვეყანაში საინვესტიციო კაპიტალის ზრდისა. ეს არის უნაღდო ანგარისშწორების ფორმების ფართოდ დანერგვა და უახლესი საბანკო ტექნოლოგიების გამოყენება, როგორიცაა ,,ელექტრონული ფულის” შემოღება და ხელისუფლების მხრიდან მისი გამოყენების სტიმულირება.    როგორც ცნობილია ,,ელექტრონული ფული” არის უნაღდო ანგარისშწორების ერთერთი ფორმა. დავიწყოთ ამ ფორმების უფრო დეტალურად შესწავლა და დავსახოთ მისი ფართოდ გამოყენებისათვის საჭირო აუცილებელი ღონისძიებები.    უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების მნიშვნელობის უფრო კარგად გასააზრებლად მკითხველს შევახსენებ, თუ როგორ ქმნის ბანკი ფულს, რომელიც ამავე დროს არის საკრედიტო რესურსი.    როგორც ცნობილია საბანკო სისტემა ბანკში შეტანილ ფულს ამრავლებს, ქმნის ფულს. ფულის მულტიპლიკატორი ტოლია 1/ღ-ის 2, სადაც ღ არის ცენტრალური ბანკის მიერ მოთხოვნილი სარეზერვო განაკვეთი. ის გვიჩვენებს მოზიდული სახსრების რა ნაწილი უნდა მოათავსოს ბანკმა ცენტრალური ბანკის სარეზერვო ფონდში. საქართველოში იგი დაახლოებით 13%-ია. ეს კი ნიშნავს, რომ ფულის მულტიპლიკატორი უნდა იყოს 7,7. რეალურად კი ეროვნული ბანკის მონაცემებით ფულის მულტიპლიკატორი 2002 წელს 1.76 იყო. ეს ნიშნავს, რომ ფულის დიდი ნაწილი საქართველოში საბანკო სისტემის გვერდის ავლით ბრუნავს. ეს გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს მოსახლეობა არ ენდობა ბანკებს, საქართველოში ბოლო ათწლეულში მომხდარი მიზეზების გამო(ბანკების გაკოტრება, ანაბრების გაუფასურება). ე.ი. თუ მოვახერხებთ საბანკო სისტემის უფრო ეფექტურად ამოქმედებას და მოსახლეობას თავიანთ დანაზოგებს ბანკებში შევატანინებთ, მაშინ ბანკები ამ დანაზოგებს გაამრავლებენ და ასე გაზრდილი სახით მიაწვდიან საკრედიტო ბაზარს. იდეალაურ შემთხვევაში ბანკში შეტანილი ყოველი ლარი გამრავლდება 1/ღ-ჯერ. ეს დამატებითი ფული გაზრდის საკრედიტო რესურს, რაც თავის მხრივ შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს და გაზრდის ინვესტიციებს. თითოეული ლარი,
2 Макконнелл К. Р., Брю С. Л. ,,Экономикс”. Баку, 1992, Азербайджан, т.1. გვ.292

რომელსაც მეწარმე ბანკიდან სესხად აიღებს, გაზრდის ხარჯებს. ყოველი დამატებით დახარჯული ლარი კი თავის მხრივ მრავლდება ინვესტიციების მულტიპლიკატორზე და კიდევ უფრო ზრდის ქვეყანაში შექმნილი საქონლის მოცულობას3.  შედეგად კარგად აწყობილ საბანკო სისტემას შეუძლია მკვეთრად გაზარდოს წარმოების მოცულობა და შეამციროს უმუშევრობა.    ე.ი. თუ ხელისუფლება მოახერხებს საბანკო სისტემის ეფექტურად ამუშავებას და ბანკებისადმი ნდობის აღდგენას მაშინ ქვეყანაში შეიქმნება საკრედიტო რესურსი, რომელიც საშუალებას მისცემს ხელისუფლებას კიდევ უფრო ეფექტურად აამოქმედოს, ზემოთ ნახსენებ სტატიაში _ ,,არაპირდაპირი გადასახადების, ეკონომიკის მასტიმულირებელი როლი განვითარებად ქვეყნებში”, აღწერილი მოთხოვნის სტიმულირების მეთოდი. თუმცა უნდა ითქვას, რომ საკრედიტო რესურსის ზრდა ხელისუფლების ჩარევის გარეშეც გაზრდიდა ინვესტიციებს, საპროცენტო განაკვეთის შემცირების გამო, მაგრამ მოთხოვნის სტიმულირებასთან ერთად კომბინაციაში მისი გამოყენება კიდევ უფრო მეტ ეფექტს მოგვცემს, რადგანაც როგორც საპროცენტო განაკვეთის შემცირება, ასევე მოთხოვნის ზრდა იწვევს ინვესტიციების სტიმულირებას.    საბანკო სისტემის ეფექტურობის გაზრდა საშუალებას გვაძლევს, რომ ერთის მხრივ შევამციროთ მიწოდების მრუდის დახრილობის კოეფიციენტი (თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას წარმოების ზრდისათვის იხილეთ 1), გაზარდოს მოთხოვნა და ხარჯები ინვესტიციების მულტიპლიკატორის საშუალებით. გარკვეული დროის შემდეგ მიწოდების მრუდი გადაიწევს დაბლა, რის გამოც შემცირდება ფასები, გაიზრდება წარმოების მოცულობა და შემცირდება უმუშევრობა. მიწოდების მრუდი დაბლა იმიტომ გადაიწევს, რომ სასესხო კაპიტალის ნაწილი საინვესტიციო საქონელში დაიხარჯება, რაც გარკვეული დროის შემდეგ გაზრდის მწარმოებლურობას.    შეიძლება მოხდეს ისე, რომ საბანკო სისტემის ეფექტურობის ამაღლება გამოიწვევს საკრედიტო რესურსის ზრდას, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ეს დამატებითი ფული მთლიანად არ იქნეს გამოყენებული ინვესტიციებში და ხარჯებში. ამის გამო გვექნება გარკვეული რაოდენობის ფული, რომელიც არ იქნება დასაქონლებული. შედეგად გაიზრდება ფასების ნომინალური მნიშვნელობა და მოხდება ინფლაცია. ეს რომ თავიდან იქნეს აცილებული ეროვნულ ბანკს შეუძლია სხვადსხვა მეთოდით, რომელსაც აქ აღარ ჩამოვთვლით, შეამციროს ქვეყანაში ფულის მასა. მეორეს, მხრივ თუკი ქვეყანაში ჯერ კიდევ დიდი იქნება უმუშევრობა, მაშინ ხელისუფლებამ შეიძლება სახაზინო ვალდებულებების საშუალებით ისესხოს ბანკებიდან ეს ფული და დააფინანსოს რაიმე მნიშვნელოვანი პროექტი. რითაც ხელს შეუწყობს ხარჯების ზრდას და დამტებითი ფულის დასაქონლებას. ამის გაკეთება
3 Макконнелл К. Р., Брю С. Л. ,,Экономикс”. Баку, 1992, Азербайджан, т.1. გვ.226
ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოგვარებული ექნება ბიუჯეტის შემოსავლების საკითხი. მწირი საბიუჯეტო შემოსავლების შემთვევაში სახაზინო ვალდებულებების ლიკვიდურობა არ იქნება ბიუჯეტით სათანადოთ უზრუნველყოფილი. ეს გამოიწვევს სახზინო ვალდებულებებზე  საპროცენტო განაკვეთის ზრდას. იგი თავის მხრივ იმოქმედეს ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთებზე, რაც შეამცირებს ინვესტიციებს. გარდა ამისა, მწირი საბიუჯეტო შემოსავლების პირობებში, გაზრდილი რისკის ქვეშ დგება მაღალ პროცენტიანი სახაზინო ვალდებულებების თუნდაც საპროცენტო სარგებლის გადახდა და იზრდება დეფოლტის რისკი, რაც საბოლოოდ ისევ მიგვიყვანს ფინანსურ არასტაბილურობამდე. ასე რომ სახაზინო ვალდებულებების გამოყენება ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ მოწესრიგებული საბიუჯეტო შემოსავლების პირობებში, ამასთანავე სახაზინო ვალდებულებების წილი ბიუჯეტის შემოსავლებთან შედარებით დიდი არ უნდა იყოს. აქედან კიდევ უფრო ნათლად ჩანს 1 სტატიაში აღწერილი მეთოდის მნიშვნელობა განვითარებადი ქვეყენებისათვის. მის გარეშე სხვა მეთოდები შეიძლება უფრო ნაკლებ ეფექტური ან უსარგებლო გახდეს.   რადგანაც ქვეყანაში ბანკებისადმი ნდობა შელახულია ამ პრობლემის გადაჭრა ხელისუფლებამ შეიძლება სხვანაირად ცადოს. კერძოდ შეიძლება ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო სარგებლის შესამცირებლად მოახდინოს ფულის ემისია და გამოუშვას დამატებითი ფული ქვეყანაში. ეს ფული იმის გამო, რომ მოსახლეობა არ ენდობა ბანკებს, მალე დატოვებს საბანკო სისტემას და მოსახლეობაში დაილექება. რის გამოც ისევ შემცირდება ინვესტიციები. საბოლოო ჯამში წარმოების დონე ისევ ძველ დონეს დაუბრუნდება, ან უკეთეს შემთხვეაში ცოტათი გაიზრდება.  მივიღებთ გაზრდილ ფულის მასას და არა ადექვატურად გაზრდილ საქონლის მოცულობას, რაც გამოიწვევს ინფლაციას. გარკვეული დროის შემდეგ, ეროვნული ბანკი ინვესტიციების მაღალ დონეზე შესანარჩუნებლად იძულებული გახდება ისევ გამოუშვას ბრუნვაში დამატებითი ფული. ისევ ჩაირთვება ზემოთ აღწერილი მექანიზმი და საბოლოო ჯამში მივიღებთ ჰიპერინფლაციას, წარმოების უმნიშვნელო ზრდით.   არსებობს კიდევ მეორე, იოლი, გზა ინვესტიციების სტიმულირების. ეროვნულმა ბანკმა შეიძლება შეამციროს სარეზერვო განაკვეთი, რითაც გაზრდის ფულის მიწოდებას და შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს. ამ შემთხვევაშიც დამატებითი ფულის დიდი ნაწილი ისევ დატოვებს საბანკო სისტემას და მხოლოდ მცირე ნაწილის შენარჩუნება მოხდება საბანკო სისტემაში. შედეგად მცირედით გაიზრდება ინვესტიციები, მაგრამ უფრო მეტად მოიმატებს ფულის მასა და ფასები. ამ მეთოდს აქვს ასევე კიდევ ერთი უარყოფითი მხარე. სარეზერვო განაკვეთი შემაცირებს ისედაც არამყარი საბანკო სისტემის ლიკვიდურობას. ეს გამოიწვევს დანაზოგების გაქცევას ბანკებიდან, რაც იმოქმედებს საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიმართულებით. საბოლოო ჯამში ხელში შეგვრჩება ნაკლებ საიმედო საბანკო სისტემა და არც ისე მნიშვნელოვანდ გაზრდილი წარმოების მოცულობა.   როგორც ვხედავთ არც მეორე გზაა მისაღები. ბანკებისადმი ნდობის აღდგენა კი ძალიან ძნელი საქმეა და დროშიც ძალიან გაიწელება.  ზემოთ ვაჩვენეთ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირების საქმეში ეფექტურად მოქმედ საბანკო სისტემას. ამის გამო, არ იქნება გამართლებული ხელისუფლება ელოდოს იმას თუ როდის აღიდგენენ ბანკები მოსახლების ნდობას. ამასობაში შეიძლება ბევრი თაობა შეიცვალოს და ეს თაობები იძულებული იქნებიან შეეგუონ დაბალ ცხოვრების პირობებს. ჩვენი აზრით ამ საკითხის მნიშვნელობა ხელისუფლებას უფლებას აძლევს და არამარტო უფლებას აძლევას არამედ ვალდებულსაც ხდის, რომ მან უფრო აქტიურად გამოიყენოს ადმინისტრაციული მეთოდები, რათა მოსახლეობამ უფრო აქტიურად ისარგებლოს საბანკო სისტემის მომსახურებით. ამის გაკეთება  შესაძლებელია თუკი ხელისუფლება დაიწყებს ქვეყანაში უნაღდო ანგარიშსწორების ყველა ფორმის დამკვიდრებას. მათ შორისაა, როგორც ჩეკებით ანგარიშსწორება, ასევე ე.წ. ,,ელექტრონული ფული” და სხვა.    ,,ელექტრონულ ფულზე” გადასვლა მოითხოვს საბანკო პლასტიკური ბარათების საყოველთაოდ გამოყენებას. პლასტიკური ბარათების დანერგვის მთავარი ხელისშემშლელი პირობა არის ის, რომ მისი ფართოდ დანერგვის შემთხვევაში ფირმები იძულებული იქნებიან გაათეთრონ თავიანთი დამალული შემოსავლები. იმისათვის, რომ ხელისუფლებამ შექმნას პირობები პლასტიკური ბარათების ფართოდ გამოყენებისათვის, კარგი იქნება, თუკი იგი ყველა კერძო, თუ სახელმწიფო ფირმას დაავალდებულებს, რომ მათ ხელფასები გასცენ პლასტიკურ ბარათებზე, მაგრამ მარტო ეს არ იქნება საკმარისი პრობლემის გადასაჭრელად. საქმე იმაშია, რომ როგორც წესი ფირმები ოფიციალურ საბუღალტრო საბუთებში არ აღრიცხავენ მუშახელზე რეალურად გაცემულ თანხებს. ისინი ოფიციალურ დოკუმენტებში ამცირებენ მას, რათა არ გადაიხადონ სოციალური გადასახადი და არ დაიბეგროს მუშათა ხელფასები საშემოსავლო გადასახადით. ასე რომ თუკი ხელისუფლება დაავალდებულებს მათ ხელფასები პლასტიკური ბარათებით გასცენ, მაშინ ისინი რეალური ხელფასის მხოლოდ მცირე ნაწილს (იმ ნაწილს რომელსაც ოფიციალურად აჩვენებენ) გასცემენ ბარათებზე და დანარჩენ ნაწილს კი ისევ ხელზე მისცემენ მუშებს. ასე რომ ეს ვერ გამოიწვევს რეალურად ,,ელექტრონული ფულის” ფართოდ დამკვიდრებას და მას მხოლოდ ფორმალური სახე ექნება. იმისათვის რომ ეს მოვლენა თავიდან იქნეს აცილებული საჭიროა, ისეთი გადასახადი როგორიცაა სოციალური გადასახადი გაუქმებული იქნეს. სოციალური პროგრამები შეიძლება სხვა გზით მობილიზებული თანხებითაც დაფინანსდეს და არა არის აუცილებელი, რომ იგი მაინცდამაინც სოციალური გადასახადის საშუალებით დაფინანსდეს. ხელფასების გათეთრებას ხელს უშლის ასევე საშემოსავლო გადასახადის ძალიან დაბალი დაუბეგრავი მინიმუმი. საშემოსავლო გადასახადით იბეგრება იმდენად მცირე ხელფასი, რომელიც საარსებო მინიმუმის ტოლიც კი არ არის და გაუგებარია რატომ ქვია მას შემოსავალი. საგადასახადო კოდექსში ამ ცვლილებების გატარების შემდეგ შესაძლებელი იქნება ხელფასების დიდი ნაწილის გათეთრება. რაც შექმნის კარგ წინაპირობას ,,ელექტრონულ ფულზე” გადასვლისა. ხელისუფლებამ შეიძლება ასევე დაავალდებულოს ქვეყანაში მოქმედი ყველა ფირმა, რომ მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მან სავალდებულო წესით მიიღოს საბანკო პლასტიკური ბარათები როგორც საგადამხდელო საშუალება.    პლასტიკური ბარათებით ანგარიშწორებისას ფული არ ტოვებს საბანკო სისტემას, რის გამოც არ მცირდება საკრედიტო რესურსი. უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების დანერგვის შემთხვევაში ფული უფრო დიდ ხანს არ ტოვებს საბანკო სისტემას, რაც ზრდის ფულის მულტიპლიკატორს და შესაბამისად საკრედიტო რესურსსაც. ამავე დროს ინვესტიციების სტიმულირებისათვის უკვე აღარ არის საჭირო არც მუდმივად ფულის ემისია და არც საბანკო სისტემის ლიკვიდურობის შემცირება.    საკრედიტო რესურსის გაზრდის მიზნით კარგი იქნება თუკი ხელისუფლება დაავალდებულებს ფირმებს, რომ ყოველი დღის ნავაჭრის დიდი ნაწილი სავალდებულო წესით შეიტანოს რომელიმე მის მიერ შერჩეულ ბანკში, ამასთანავე მუშაობის შეუფერხებლად გასაგრძელებლად ფირმამ შეიძლება მიიღოს ამ თანხის შესაბამისი ჩეკი. სურვილის შემთხვევაში ხელისუფლებას შეუძლია ეს მეთოდი უფრო დახვეწოს. ეს მულტიპლიკატორის ზრდასთან ერთად, გაზრდის საბანკო სისტემაში შესულ ფულის მასას, რაც გამოიწვევს საკრედიტო რესურსის კიდევ უფრო მეტ ზრდას. იმისათვის რომ ხელისუფლებამ უფრო კარგად აკონტროლოს ფირმის ყოველდღიური ნავაჭრი და ბანკში შეტანილი თანხები, საჭირო იქნება გამკაცრდეს კონტროლი ფირმების სალარო აპარატებზე და სასჯელი მისი არ გამოყენების შემთხვევაში. ეს ასევე ხელს შეუწყობს გადასახადების მობილიზებას და 1 სტატიაში აღწერილი მეთოდის გამოყენებას.   ,,ელექტრონულ ფულზე” გადასვლის სიკეთე, მარტო ზემოთ მოყვანილი არგუმენტებით არ ამოიწურება. მას ახლავს კიდევ ერთი ,,დადებითი გარეგანი ეფექტი”, იგი ხელს შეუწყობს მაღალი ტექნოლოგიების, ციფრული, ქსელური, ინტერნეტ ტექნოლოგიების თუ პროგრამირების განვითარებას. აქ არ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ იმ ქვეყნებშია ცხოვრების დონე მაღალი, სადაც უფრო მეტად არის განვითარებული მაღალი ტექნოლოგიები.    ივ. ჩხაიძე და თ. ტორონჯაძე თავიანთ წიგნში ,,რა გვიშველის. სვპ სისტემა” აღნიშნავენ, რომ ,,საქართველოში საფონდო რესურსი გაუფასურებულია, საფონდო ბაზარი კი ,,მკვდარი”. ისინი თვლიან, რომ ,,საფონდო რესურსების დაბალი საბაზრო ფასი საფონდო და საინვესტიციო ბაზრების კვდომას იწვევს.4″    როგორც ცნობილია, საინვესტიციო პროექტის და შესაბამისად ნებისმიერი საწარმოს, რომელიც შემოსავლებს იძლევა, სამომავლო მიმდინარე ღირებულება შეიძლება გამოვთვალოთ შემდეგი
გამოსახულების საშუალებით5:
ნ                     Aტ/(1+რ)ტ                                                              (1)                                          ტ=0     სადაც Aტ არის პროექტის ფულადი სახსრების მოძრაობა ტ დროში. ნ არის წლების ის რაოდენობა სანამდეც პროექტი გრძელდება, ხოლო რ არის დისკონტის, ან ფულის დროში ღირებულების წლიური განაკვეთი. (1)-ში იგულისხმება, რომ იგი უცვლელია პროექტის მიმდინარეობის პერიოდში. დისკონტირების განაკვეთი რ დაკავშირებულია კაპიტალის ბაზარზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთთან. უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდების დანერგვა ამცირებს კაპიტალის ბაზარზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, ამის გამო შემცირდება რ-იც, ეს კი (1) გამოსახულების თანახმად, გამოიწვევს  ძირითადი ფონდების, საწარმოების და ფასიანი ქაღალდებისა გაძვირებას. გარდა ამისა მაკროეკონმიკური სტაბილიზაციის პოლიტიკა, რომელიც აღწერილია 1 სტატიაში გამოიწვევს Aტ-ს ზრდას. საბოლოო ჯამში ამ ორივე მეთოდის ერთად გამოყენების შედეგად ძირითადი ფონდები უფრო მეტად გაძვირდება, ამან კი ჩხაიძისა და ტორონჯაძის აზრით უნდა გამოაცოცხლოს საფონდო ბაზარი და უფრო ეფექტური უნდა გახადოს იგი.   საფინანსო ინსტიტუტები არ იქნება სრულყოფილი თუკი ხელისუფლება ყურადღებას არ გამოიჩენს სადაზღვევო კომპანიების, საპენსიო და საინვესტიციო ფონდების მიმართ, რომლებსაც აქვთ დიდი რაოდენობის თავისუფალი საკუთარი საკრედიტო რესურსი და რომლებიც ბანკებთან მჭიდრო თანამშრომლობით აფინანსებენ გრძელვადიან პროექტებს. ბანკები მათი დახმარებით ინარჩუნებენ მაღალ ლიკვიდურობას, რადგანაც გრძელვადიან სესხებს მიჰყიდიან ხოლმე ამ საფინანსო ინსტიტუტებს და თვითონ ამით იმცირებენ ლიკვიდურობის რისკებს. ასე რომ, საფინანსო სექტორი და გრძელვადიანი ინვესტიციები არ იქნება ეფექტური ამ ინსტიტუტების განვითარების გარეშე.   დაკარგული ნდობის აღსადგენად კარგი იქნება, თუკი დამატებით კიდევ შემოვიღებთ ანაბრების დაზღვევასაც.    ამ სტატიით ავტორს სურდა ხაზგასმით წარმოეჩინა საბანკო სისტემის როლი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის დაძლევის საქმეში. მას უნდოდა ეჩვენებინა, რომ ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს საბანკო და მთლიანად საფინანსო ინსტიტუტების რეაბილიტაციისათვის. ამ ნაშრომში ავტორი იძლევა საბანკო სისტემის რეაბილიტაციის ერთერთ

4 ივ. ჩხაიძე, თ. ტორონჯაძე ,,რა გვიშველის. სვპ სისტემა”, თბ, 2003, გვ.24-25.5 ს. ლამბი, კ. ჯონსი  ,,კაპიტალდაბანდების პოლიტიკა და ფინანსური გადაწყვეტილებები”, ,,ჯისიაი”, 2002, გვ.85-86

შესაძლო ვარიანტს. წინამდებარე ნაშრომში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების დანერგვის პრინციპებზე გვქონდა საუბარი და ტექნიკური მხარე რათქმაუნდა დამატებით დამუშავებას მოითხოვს.

2005 წელი

ЗНАЧЕНИЕ БЕЗНАЛИЧНОГО РАСЧЕТА, В ПРЕОДОЛЕНИИ ЭКОНОМИЧЕСКОГО КРИЗИСА В ГРУЗИИ.

З. Цикоридзе
В статье автор подчеркнуто показывает особое значение банковской системы в деле преодоления экономического кризиса в странах с большой безработицей. Показано, что правительство может добиться существенного стимулирования экономики и уменьшения безработицы, если сможет повысить эффективность банковской и финансовой системы в целом. В Грузии, где население не доверяет банкам и хранит своих сбережения в семьях, добиться увеличения доверия к банкам крайне трудно. На это может уйдти много лет. Взамен, автор предлагает увеличить роль государства и применить административнные меры в деле повсеместного внедрения безналичного расчета в стране. Одним из лучших вариантов он считает переход на ,,электронные деньги,,. Расдачу, в обязательном порядке, заработной платы по банковским пластиковым картам.      Показано, что повсеместный переход на безналичный расчет вызовет уменьшение ссудной процентной ставки, что тоже самое, что и уменьшение дисконтной ставки, а этим можно добиться  подорожания фондовых ресурсов. Это в свою очередь должно привести к оживлению на фондовых биржах.

IMჴCღთANჩჲ  Cჳ  ჩLჲAღIN®  შჲთთLჲMჲNთ  თC  CVჲღჩCMჲ  ჲჩCNCMIჩ ჩღIშIშ  IN  ®ჲCღ®IA

რეცენზია
ზაზა წიქორიძის სტატიაზე ,,უნაღდო ანგარიშსწორების მნიშვნელობა, საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში”.
სტატიაში განხილულია უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების დანერგვის საკითხები. ხაზგასმით არის ნაჩვენები ეფექტური საბნაკო სისტემის მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის საქმეში. ავტორი საბანკო სისტემის ეფექტურობის ასამაღლებლად გვთავაზობს უანაღდო ანგარიშსწორების ფორმების რაც შეიძლება მაქსიმალურად გამოყენებას. მისი აზრით, ამისათვის ყველაზე უფრო მოსახერხებელია ,,ელექტრონულ ფულზე” გადასვლა და საბანკო პლასტიკური ბარათების მაქსიმალურად ფართოდ გამოყენება. ეს გაზრდის ქვეყანაში არსებული საინვესტიციო კაპიტალის მოცულობას, შეამცირებს საკრედიტო ბაზარზე სასესხო საპროცენტო განაკვეთს და გაზრდის ინვესტიციებს, რაც გამოიწვევს წარმოების სტიმულირებას. ავტორის ვარაუდით საპროცენტო განაკვეთის შემცირება ასევე შეამცირებს დისკონტირების განაკვეთს, რაც გაზრდის საფონდო რესურსების ფასებს და აამაღლებს საფონდო ბირჟების ეფექტურობას.   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიმაჩნია სტატია დაიბეჭდოს ჟურნალ ,,სოციალურ ეკონომიკაში”.

ეკონომიკურ მეცნიერებათადოქტორი, პროფესორი                              /ე.ბარათაშვილი/

ეს სტატია გამოქვეყნებული იყო ჟურნალ ,,სოციალურ ეკონომიკაში” 2004 წელს.


About zazatsikoridze

economist
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

17 Responses to უნაღდო ანგარიშსწორების მნიშვნელობა, საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში

  1. ალგეთს მგლისანი says:

    მე დიდად ვერ ვერკვევი,საბანკო-საფინანსო საქმეებში,მაგრამ დაახლოებით (ალბათ) ასეთი აზრი მაქვს და თქვენ შემისწორეთ თუ მთლად უგუნურება არ არის. ანუ ვირტუალური ფული,გვქონდეს და აღარ გვინდა ქაღალდის(ლარის) დაბეჭვდა,ამაშიც ხომ გარკვეულ პროცენტს ვიხდით? ანუ შიდა პროდუქტზე საქართველოში მიდიოდეს ვირტუალურ ფულზე ვაჭრობა,იყოს პენსია(მაგალითისთვის) 1000ლარი(ვირტუალური) ეს იმას მაინც უზრუნველყოფს რომ მშიერი ადამიანი აღარ იქნება ქვეყანაში და ეს იქნება სტიმული რაც შეიძლება მეტი პროდუქია იწარმოოს ქვეყანაში რომ ბევრ პროდუქტზე შედგეს ვაჭრობა ვირტუალური(ანუ პლასტიკური ბარათით) ფულით

    • ქაღალდის ფული ალბათ მთლიანად ვერ ამოვარდება ბრუნვიდან, იმიტომ რომ დარჩება ბაზრების გარკვეული მცირე ნაწილი სადაც ელექტრონული ფლის მოხმარება მოუხერხებელი იქნება (მაგალითად ასეთი შეიძლება გახდეს პატარა რაიონული ბაზრები, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ან ტაქსი და სხვა), მაგრამ ძირითდში ალბათ გადახურავს ყველა ბაზარს ელექტრონული ფული. რაც შეეხება 1000 ლარიან პენსიას ეს ფულის სახეობაზე არ არის დამოკიდებული, თუ ქვეყანაში რეალური პროდუქტი არ შეიქმნა ისე უსაფუძვლოდ პენსიების მატება მხოლოდ ინფლაციას გამოიწვევს. ჩემს მიერ შემოთავაზებულ მეთოდსაც აქვს თავისი საზღვრები. თუ ბანკებში უნაღდო ანგარიშსწორებით შექმნილი ფული 2–3 წელიწადში არ იქცა რეალურ პროდუქტად იგი მხოლოდ დიდ ინფლაციას გამოიწვევს, ამიტომ მიწერია მანდ ქვემოთ, რომ უნაღდო ანგარიშსწორებასთან ერათად ხელისუფლებას მზად უნდა ქონდეს გააზრებული გეგმა იმისა, თუ რა საწარმოები უნდა აშენდეს ამ ახალი საინვესტიციო ფულით 2–3 წელიწადში, რომ ახლად შექმნილმა ფულმა მაქსიმალური უკუგება მოგვცეს. ამისათვის ხელისუფლებამ უნდა წააქეზოს კერძო პირები იმ საწარმოების ასაშენებლად რომელსაც იგი ცათვლის საჭიროდ, ან უკიდურეს შემთხვევაში თვითონ აიღოს ბანკებიდან სესხი და თვითონ ააშენოს ეს საწარმოები, რომლებიც მერე აუცილებლად უნდა გაყიდოს კერძო პირებზე. ახლად შექმნილ ფულს ეკონომიკა მხოლოდ 2–3 წელი აღიქვამს როგორც რეალურს, მერე ნელ–ნელა ხვდება, რომ მ ოატყუეს და იწყება ინფლაცია.

  2. ალგეთს მგლისანი says:

    საერთოდ,რადენად არის შესაძლებელი საკუთარი ფულის მოჭრა დღეს საქართველოში(იგივე ვერცხლის მონეტები)? ალბათ უტოპიაა…

    • ვერცხლის მონეტების მოჭრა ძვირი იქნება. თავის დროზე ამერიკას ქონდა ოქროთი უზრუნველყოფილი დოლარი (ანუ ფაქტირუად დოლარი ოქროს ფული იყო, მხოლოდ დაბეჭვდა უფრო იაფი იყო და ქაღალდის ფული იმიტომ გამოუშვეს, თორემ არსით იგივე ოქორს ფული იყო.). ამერიკის სავაჭრო ბალანსმა რომ დაიწყო გაუარესება, მაშინ ამერიკის ხაზინიდან დაიწყო ოქროს გადინება და ოქორს რეზერვების შემცირება. ამის გამო ნიქსონმა უარი თქვა დოლარის ოქროთი უზრუნველყოფაზე და ასე იქცა დოლარი მხოლოდ ქაღალდად, რომელსაც მხოლოდ ამერიკის ფედრალური ბანკის კეთილი ნება ამაგრებს.
      ასე რომ ძვრიფასი ლითონით უზრუნველყოფილი ფულის გამოშვების ფუფუნება ამერიკასაც კი არ აქვს, მაშინ უნდა გქონდეს ძვრიფასი ლითონების რეზერვების დიდი მოცულობა. გარდა ამისა ძვრიფასი ლითონით ფულის უზრუნველყფისას, როგორც მახოვს ცოტა რთულდება მონეტარული პოლიტიკის გატარება. ეგ რომ მოსახერხებელი იყოს რომელიმე სახელმწიფო უკვე გააკეთებდა ამას.

  3. ალგეთს მგლისანი says:

    ისე მაინც,არ მესმის თუ ძველ დროში ვჭრიდით მონეტებს,ეხლა რატომ ვერ უნდა შევძლოთ? რა ჰქონდათ მაშინ ისეთი რომ დღეს არ გვაქ? უბრალოდ სანამ ყველა ამ მწვანე ქაღალდზეა დამოკიდებული,მით უფრო,ჩვენისთანა მცირე ერს,ძალიან გაგვიჭირდება,ტუ მათ დაკრულზე არ ვიცეკვებთ…

    • მაშინ ქაღალდის ფული არ ქონდათ და იძულებულ ნი იყვნენ მოეჭრათ რკინის მონეტები. მაგრამ ეს მომნეტები ყოველთვის ძვირფასი ლითონები არ იყო. როგორც წესი იგი სპილენძის იყო. სპილენძი ყველაზე იაფი იყო და იმიტომ. შინაარსით კი სპილენძის მონეტა არ განსხვავდებოდა ქაღალდის ფულისაგან. ხომ გვაქვს ახლაც ხურდა ფული რკინის მონეტების?! ვერცხლის მონეტას კი როცა ვჭირიდით მაშინ ეკონომიკა იმდენად ძლიერი იყო, რომ სავაჭრო ბალანსი უარყოფითი არ ხდებიდა და ამიტომ არც ვერცხლის ფული და შესაბამისად არც ვერცხლი ქვეყნიდან არ გადიოდა. ანუ ისეთ საქონელს ვაწარმოებდიტ, რომელიც მაშინ მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი იყო. ამის გამო ხაზინას არ ემუქრებოდა ვერცხლისაგან დაცარიელება. ჩვენ კი არ ვყიდულოდით იმპორტულ საქონელს, არამედ ჩვენგან ყიდულობდნენ. ამიტომ ქვეყნიდან ძვირფასი ლითონი კი არ გადიოდა, არამედ შემოდიოდა. ეს იყო განსხვავება.

  4. ლადო says:

    ერთი კითხვა ამქვს
    რეალურად, დავდივართ ვირტუალურ ფულამდე რომლის რაოდენობაც თეორიაშ შეიძლება უსასრულოდ გაიზარდოს
    რა მოხდება, თუკი რაიმე მიზეზის გამო ერთ დღეს დასჭირდება მოსახლეობის რაღაცა ნაწილს სასწრაფოდ ფულის გამოტანა ან სხვა ქვეყანაში გადარიცხვა?

    პატარაობაში მსგავს რამეზე მეც მიფიქრია, ყველანაირი ცოდნის გარეშე
    რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა დაიწყებდა პირობით ვალუტის გამოყენებას, “კრედიტის”
    სადამდე შეიძლება ეს კრედიტი დაგროვდეს? რეალურად ხომ ამ ფულს არაფერი არ უმაგრებს ზურგს?
    ინფლაციას იწვევს ის, რომ მიმოქცევაშია ჭარი ფული, რომელსაც ზურგს ვერ უმაგრებს ქვეყანა
    რა მნშვნელი ვირტუალური ფული გამოიწვევს ინფლაციას თუ რეალური

    ჩემი აზრით მსგავსმა მცდელობამ მიგვიყვანა 2008 წლის კრიზისამდე. ეს ის ფულია რომელიც იბერება საპნის ბუშტივით< ამგრამ შემდეგ სკდება და ყველანი განსხვავებული რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით

    • ბატონო ლადო! ვირტუალური ფული უსასრულოდ ვერ გაიზრდება. მანდ მიიღება უსასრულოდ კლებადი გეომეტრიული პროგრესია(სკოლაშიც ისწავლებიოდა ეს, მარა ისე მათემატიკურად არ არის იოლად გასაგები, უბრალო მკითხველისათვის). ამდენი მათემატიკა მანდ არ დამიწერია, იმიტომ რომ ეს სტატია უბრალო მკითხველისათვის იყო განსაზღვრული. ისე კი წერია მაინც მანდ მარტივი ენით, თუ სანამდე გაიზრდება ფულადი მასა ისეთ შმთხვევაში, როცა ეროვნული ბანკი სავალდებულო წესით თხოვს 10%–ის რეზერვში დადებას კომერციულ ბანკებს. თქვენ ეს შეგიძლიათ კერძო მაგალითით(რომელიც მანდ არის მოყვნილი) თქვენ თვითონვე შეამოწმოთ. ფულის მასა არავითარ შემმთხვევაში არ გაიზრდება უსასრულოდ. ეხლა თუ სწორად მახსოვს 10%–იანი რეზერვის შემთხვევაში 1000 ლარი მაქსიმუმ 10000 ლარი გახდება.
      რაც შეეხება იმას რომ ამ ფულს ზურგს არაფერი არ უმაგრებს. ეს მართალია ეს ფული მართლაც არ არის საქონლით გამაგრებული, მაგრამ აქ საჭიროა ვიცოდეთ, რომ ეკონომიკაში არსებობს მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიახლოებები. მოკლევადიან მიახლოებაში ამ ფულს ეკონომიკა აღიქვამს როგორც რეალურს. მერე უკვე დროთა განმავლობაში ეკონომიკა ხვდება, რომ მოატყუეს და იწყება ინფლაცია. ასე რომ ხელისუფლებას აქვს მხოლოდ 2–3 წელი, რომ ეს ფული დააბანდოს ფიზიკურ კაპიტალში, წინააღმდეგ შემთვევაში ეს ფული მხოლოდ ფასების მატებას გამოიწვევს. (მიწერია ეს ყველაფერი მე მაგ სტატიაში). ამიტომ საჭიროა, სანამ ამ მეთოდის გამოყენება დაიწყება, ხელისუფლებას ქონდეს კარგად მოფიქრებული გეგმა თუ რაში დახარჯავს ამ ფულს. ამავე დროს ეროვნულმა ბანკმა უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ინფლაცია არ გადაიზარდოს ჰიპერინფლაციაში. ამის ბერკეტები აქვს ეროვნულო ბანკს და კიდევ ამის დარეგულიერება შეიძლება თუ ამ მეთოდს ეტაპობრივად ნელ–ნელა დავნერგავთ, რომ ერთბაშად არ გაჩნდეს დაუსაქონლებელი ძალიან ბევრი ფული.
      არ ვიცი თქვენთვის რამდენად ცნობილია საბანკო სისტემა, მაგრამ მსგავს მეთოდს მიმართავს კიდეც დროდადდრო ეროვნული ბანკი, როცა ბრუნვაში უშვებს დამატებით დაუსაქონლებელ ფულს (ამას იგი ხან სახაზინო ვალდებულებების შესყიდვით ახერხებს და ხან სარეზერვო პროცენტის დაწევით.) ეკონომიკის სტიმულირებისათის. ამ დროს სწორედ მუშაობს მოკლევადიანი მექნიზმი. ეკონომიკა ერთო ორი წელი ვერ ხვდება, რომ მას ატყუებენ და ამას იყენებენ კიდეც მთელი მსოფლიოს ცენტრალური ბანკები ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად. მაგრამ თუკი ბანკში ფული დიდ ხანს ვერ ჩერდება, მაშინ ასეთ მეთოდებს ნაკლები ეფექტი ექნებათ ინვესტიციების სტიმულირების საქმეში და უფრო დიდი იქნება ინფლაცია(ესეც მიწერია მაგ სტატიაში).
      ახლა რაც შეეხება იმას რომ ყველა მსესხებელმა ერთდღეს მოინდომოს ფულის გატანა ბანკიდან. გიპასუხებთ, რომ ამას ვერ გაუძლებს მსოფლიოს ვერცერთი ბანკი (თეორიულადაც კი), აუცილებლად გაკოტრდებიან.
      კიდევ ერთი. თქვენ კითხულობთ თუ რამ გამოიწვია 2008 წლის კრიზისიო. მაგ დროს ,,საქართველოს ბანკს” ქონდა დაწყებული ძალინ ავანტურისტული საკრედიტო პოლიტიკა. კერძოდ გასცემდა სამომხმარებლო სესხებს უზრუნველყოფის გარეშე(განვადებები საყოფაცხოვრებო საქონელზე). ამ სესხების დიდი ნაწილი არ დაბრუნდა ბანკში. ამან 2008 წლის მაისში ,,საქართველოს ბანკში” გამოიწვია ლიკვიდობის კრიზისი. ამის გამო ,,საქართველოს ბანკი” იძულებული გახდა შეეჩერებინა სესხების გაცემა (თუმცა ოფიციალურად ასე არ გამოაცხადეს, უბრალოდ საპროცენტო განაკვეთი ისე სწრაფად და მკვეთრად აწიეს, რომ სესხს ვერ იღებდა ვერავინ), ამის მერე ,,საქართველოს ბანკის” მობაძვით სხვა ბანკებმაც შეაჩერა სესხების გაცემა (თუმცა სხვა ბანკებს ისეთი დიდი ლიკვიდობის პრობლემა არ უნდა ქონოდათ, აქ მუშაობს ე.წ. ,,ლიდერის” მომენტი, რასაც ბაზრის ლიდერი აკეთებს იმას ბაძავს სხვებიც). სესხების შეჩერებამ შეაჩერა ბინების გაყიდვა, ამაინ გამოიწვია იპოთეკური კრიზისი, შემდეგ დაიწყო ომი და ამან კიდე უფრო გაამწვავა კრიზისი, მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერი ომს დააბრალა. არადა სინამდვილეში საქართველში საბანკო კრიზისი დაიწყო 2008 წლის მაისში ,,საქართველოს ბანკიდან” ამას ჩვენი ხელისუფლება მალავს. მე მაშინსაბანკო სისტემაში ვმუშაობდი და იქიდან ვიცი.

      • ლადო says:

        2008 წლის კრიზისი მსოფლიო მასშტაბით ვიკითხე
        ეს ნამდვილად ასეა ჩვენს რეალობაში
        ერთ ლიდერს მიყვება ბრამსავით რა სფეროც არ უდნა იყოს და გაუაზრებლად იმეორებენ იგივეს კარგსაც და ცუდსაც, ყველანაირი ანალიზის გარეშე
        ომის დ ამსოფლიო კრიზისის გარეშეც ვერ მაიღწევდა 2009 წლამდე საბანკო სექტორი ჩემს გარშემო იმდენი და ისე უაზრო კრედიტები და განვადებები გაკეთდა მარტო პირადობის მოწმობის საფუძველზე

      • მსოფლიო მასშტაბით ზუსტად რა მოხდა დანამდვილებით არ ვიცი და საქართველოში რა მოხდა ნამდვილად ვიცი, იმიტომ რომ ერთერთ ქართულ ბანკში ვმუშაობდი მაშინ. ისე რამდენადაც მე ვიცი ამერიკაში დაიწყეს ძალინ იოლად იპოთეკური სესხების გაცემა, რამაც გამოიწვია ბინებზე ფასების სპეკულატური ზრდა და მერე ეს გაბერილი ბუშტი გასკდა, თუ ძალით გახეთქეს არ ვიცი.

  5. ketusi says:

    აღფრთოვანებული ვარ თქვენი სტატიებით,რა ბედნიერებაა, რომ საქართველოს თქვენნაირი მოაზროვნე ყავს და რა დასანანია,რომ თქვენს რჩევებს სრულად და დროულად არ ითვალისწინებს მთავრობა.
    წარმატებებს გისურვებთ.

  6. ნონა says:

    ინვესტიციები დაზოგვით ჩნდება და არა ფულის მასის ზრდით. უნაღდო ანგარისწორება კარგია მაგრამ არა ფულის მოცულობის გაზრდისათვის.

    მაღალი პოცენტი და ფულის უქონლობა რომ იყოს პრობლემა მთავრობა დაბეჭავდა ფულს.

    • როცა ჭირდება მთავრობა მიმართავს ფულის მასის გამოშვებას ქვეყანაში. მაგალითად როცა ატარებს ,,იაფი ფულის” პოლიტიკას. ეს იმიტომ ხდება, რომ მოკლევადიან მიახლოებებში(თქვენ რასაც ამტკიცებთ ეგ სამართლიანია გრძელვადიან მიახლოებაში, იგივეს ამტკიცებს კლასიკური ეკონომიკაც. ამიტომ საჭიროა განვასხვავოთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიახლოებები) ეკონომიკა ახალ ფულს მაინც რეალურად აღიქვავს და მხოლოდ ორი–სამი წლის მერე ეს ფული მთლიანად ფასებში, ანუ ინფლაციაში იკარგება. ასე რომ არ იყოს, მაშინ ეროვნული ბანკები ,,იაფი ფულის” პოლიტიკას არ გაატარებდნენ(მე დარწმუნებული ვარ რომ იცით რას ნიშნავს ეს). ამას აკეთებს ეროვნული ბანკი, ან ახალი ფულის გამოშვებით, ან საპროცენტო განაკვეთის შემცირებით, ან სარეზერვო ნორმის შემცირებით, ან სახაზინო ვალდებულებების შესყიდვით. მოკლედ მოკლევადიან მიახლოებაში, რომ ფულს ეკონომიკური სისტემა არ აღიქვამდეს რეალურად, მაშინ ეს პოლიტიკა უაზრო იქნებოდა, მაგრამ ყველა ქვეყანა მიმართავს ამ ხერხს. ასე რომ ორი სამი წელი ხელისუფლებას აქვს ვადა მეთქი მიწერია მაგ სტატიაში. ამიტომ უნდა არსებობდეს დეტალური გეგმა თუ როგორ უნდა დაიხარჯოს ეს ფული და ესეც წერია მანდ თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს. ისიც უნდა იქნას მხედველობაში მიღებული, რომ ერთბაშად გადასვლა ამ სისტემაზე ჰიპერინფლაციას გამოიწვევს და ამისათვის საჭიროა ეს ეტაპობრივად გაკეთდეს. ასე რომ თუ ყურადღებით წაიკითხავდით თქვენ რაც მომწერეთ ეგ ყველაფერი გათვალისწინებულია ჩემს სტატიაში. მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ ზედმეტი ფულის გამოშვება არ არის მართლაც ამ მეთოდის მთავარი ღირსება, რადგანაც ამას ეროვნული ბანკი ფულის დაბეჭვდითაც გააკეთდებდათქო, ესეც მიწერია ჩემს სტატიაში და მიკვირს რაში დაგჭირდათ იმის გამეორება რაც ისედაც წერია მანდ და გათვალისწინებულია(ყურადღებით გადაიკითხეთ კიდე ერთხელ, ვიცოდი რომ ეს კითხვები გაჩნდებოდა და ამიტომ მაგ სტატიაშივე მაქვს პასუხები გაცემული, ამიტომ მიკვირს რატომ გაგიჩნდათ იგივე კითხვები). იძულებული ვარ გავიმეორე ის რაც უკვე მიწერია სტატიაში: მთავარი ის არის, რომ მთელი ფული თავს მოიყრის ბანკებში და ის ძირითდად გამოყენებული იქნება საინვესტიციოდ და არა მოთხოვნის ზრდისათვის, რაც იწვევს ინფლაციას. ხოლო როცა ინვესტიცეიბში იხარჯება ფული ეს უკვე მიწოდების მრუდს დაბლა წევს და ამით პირიქით ფასები ეცემა დაბლა. გარდა ამისა თუ ხელისუფლება ფულს დაბეჭდავს, მაშინ ფული მალე დატოვებს საბანკო სისტემას და ჯიბეებში დაილექება, ჩემს ვარიანტში კი საბანკო სისტემაში დიდ ხანს დარჩება და ინვესტიციას მოხმარდება. გარდა ამისა ეს გაზრდის ეროვნული ბანკის ბერკეტების ეფექტურობას, რადგანაც როცა ფული ბანკებშია თავმოყრილი მისი მართვა უფრო ეფექტურად შეუძლია ერონულ ბანკს, ვიდრე ჯიბეში შენახული ფულის. ამას დაუმატეთ ბიუჯეტის შევსება და შემოსავლების გათეთრება, ამას დაუმატეთ საფონდო ბაზრის გამოცოცხლება, რადგანაც გათეთრებული შემოსავლები შეამცირებს ინფორმაციის ასიმეტრიულობას და ეს გამოაცოცხლებს საფონდო ბაზარს (ესეც ახსნილი მაქვს ჩემს სტატიაში თუ როგორ მოხდება), ყველაფერს ამას კიდე მოჰყვება ქსელური და ციფრული ტექნოლოგიების დაჩქარებული განვითარება და ე.წ. ,,ინტერნეტეკონომიკის” ამუშავება. ეს ყველაფერი მეწერია სტატიაში და მე მგონი დამაჯერებელი პასუხია ობიექტური მკითხველისათვის. მაგრამ აქ მაინც გავიმეორე დაინტერესებულთათვის.
      როგორც ეკონომიკიდან ცნობილია ეკონომიკა გრძელვადიან მიახლოებაში ისეთ წინასწორობაში გადის, სადაც დნაზოგები და ინვესტიცია ერთმანეთს უტოლდება. თუ პესიმისტური მოლოდინების გამო ინვესტიციები შემცირდება, მაშინ იწყება ინფლაცია და დანაზოგები უფასურდება, რითაც დანოაზოგების რეალური მოცულობა უტოლდება ინვესტიციებს. ამიტომ როცა ჩვენი მეთოდის გამოყენებით ქვეყანაში ახალი ფული გაჩნდება საბანკო სისტემაში დნაზოგის სახით, იმისათვის რომ ეს ფული არ გაუფასურდეს, საჭიროა ხელისუფლებამ თვითონ მოახდინოს ინვესტიციების გაზრდა და არ დაელოდოს ინვესტორიებში ოპტიმისტური მოლოდინის გაჩენას (თუ როგორ, ეს აღწერილი მაქვს სტატიაში). ეს უნდა მოესწროს ორ–სამ წელიწადში. ასეთ შემთხვევაში ახალი ფული და დანაზოგები მთლიანად არ გაუფასურდება და საწარმოებში ინვესტირების შემდეგ რეალურ დანაზოგად და ინვესტიციად იქცევა. აქვე დავსძენ რომ ეს მეთოდი უფრო ეფექტური იქნება ისეთ ქვეყნებში, სადაც უმუშევრობა დიდია და ბევრია საინვესტიციო შესაძლებლობები, ხოლო ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, რომლებშიც ეკონომიკა სრული დასაქმების ზღვარზე მუშაობს ეს მეთოდი(და საერთოდ ახალი ფულის გაჩენა) უფრო მეტ ინფლაციას გამოიწვევს, რადგანაც საინვესტიციო პოტენციალი თითქმის ათვისებული აქვთ ასეთ ქვეყნებს.

  7. ეროვნული ბანკის ამოცნა არ არის მოგება. ეროვნული ბანკის ამოცანაა ფულის მასის და ინფლაციის მართვა. მაპატიეთ, რომ თქვენს კომენტარს არ გამოვაქვეყნებ, რადგანაც ძალიან არაკომპეტენტურია.

  8. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ბერკეტების შეუსუტებას, უნდ მოგახსენოთ, რომ პირიქიტ ის კიდე უფრო გაიზრდბა, რადგანაც ეროვნული ბანკი არამრტო მონეტარული პოლიტიკით მართვას ბანკების პოლიტიკას, არამედ ადმინიოსტრაციულადაც. ასე რომ თუ ფულის მასა მთლაიანდ მოექცევა საბანკო სფეროში ეს იმას ნიშანვს, რომ ეროვნული ბანკი კიდე უფრო ეფექტური იქნება მონეტარული პოლიტიკის გატარებისას.

  9. დღეს ბანკები შემოსავლიან და კარგ გადამხდელ კლიენტებს საკუტარ ბაზაში ეძებენჯ და სთვაზობენ სესხებს. სასესხო პროცენტი ჩემს დროს იყო 24 თან ბიზნეს სესხის და ახლა სამომხმარებლო პროცენტი ლამის 12 პროცენტამდე დაეცეს. ეს იმის ბრალია, რომ ბანკებს ფული უფრო ადრე დაუგროვდათ ვიდრე მეწარმეებმა მოახერხეს ახალი ტექნოლოგიების ათვისება. ბანკებში არ შედის არანაირი ახალი და მომგებიანი პროექტები დასაფინანსებლად, ამიტომ ბანკები იძულებულნი არიან ეს ჭარბი ფული, რომ დააბანდონ თვითონ ეძებონ კაი გადამხდელები და შესთავაზონ ისეთი სესხები, რაც თვითონ მსესხებელსაც კი არ ჭირდება. ეს ჩვენი დებილი ეკონომიკის ექსპერტებისათვის კი უნდა იყოს იმის სიგნალი, რომ ქვეყანაში არ არის საკამარისი ტექნოლოგიები და მომგებიანი პროექტები, რომ ბანკებმა ისინი დააფინანსონ, მარა ამ ქლიავებს ამდენი ანალიზის თავი არ აქვთ და ბრმად მიყვებიან ამერიკული ეკონომიკასთვის დაწერილ წიგნებს, თან ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვერ ხვდებიან განსხვავებებს ამერიკულ და ქართულ რელობას შორის და ის რაც იქ წერია ასე გონიათ უნივერსალურია ყველა შემთხვვისათვის. ეგენი არ არიან ნამდვილი მეცნიერები და იმიტომ, მაგათმა არ იციან როგორ უნდა იფიქრონ მეცნიერულად და იმიტომ. მეცნიერბენს შორის ხომ ყველაზე წინ წასული ფიზიკაა და ყველზ სრულყოფილი მეთოდები კვლევისა ფიზიკას აქვს. მაგათ კი ეგ მოსაზრებები აზრადაც არ მოსდით. ვერ ხვდეიან, რომ ყველა მოდელს აქვს თავისი დაშვების პირობები და სამართლიანობის ზღვრები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s