ქართული გვარები, ტოპონიმები, მათი სუფიქსები და ქართველთა წარმოშობის საკითხები.

დამარხულ არს ენაი ქართული
დღემდე მეორედ მოსვლისა მესიის საწამებლად,
რათა ყოველსა ენასა
ღმერთმან ამხილოს ამით ენითა. ….

რამეთუ ყოველი საიდუმლოი
ამას ენასა შინა დამარხულ არს. ….

და ესე ენაი,
შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა,
მდაბალი და დაწუნებული –
მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა,…

,,ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”

იოანე – ზოსიმე

დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. (იოანეს სახარება თავი 1, აბზ.1.)

ყველა ქრთველს შემჩნეული აქვს, რომ ქართული გვარები მისთვის დამახასიათებელი სუფიქსებით იწარმოება. მაგალითად წიქორი–ძე, ტურა–შვილი, ბექა–ია, ტუ–სკ–ია, ჯოჯ–უა, ხაინდრ–ავა, წიკლა–ური, ნიგურ–იანი, ქილიფთ–არი, ღლონ–ტი, ტუღუ–ში, ჯაყ–ელი, ქარ–ელი(ქ–არ–ელი), ბურდ–ული, აფცია–ური, ნამგალა–ური, ფიცხელა–ური, წულეი–სკირი, პაპა–სკირი, კვეკვე–სკირი და სხვა.
ყველაზე უფრო გავრცელებულია გვარები ძე და შვილი სუფიქსებით, ასევე ბევრია მეგრული და სვანური სუფიქსებით. ისინი მიუთითებენ ამა თუ იმ ადამიანის კუთხურ წარმოშობას, მაგრამ არის ისეთი სუფიქსები, რომლებიც არც თუ ისე ფართოდ არის გავრცელებული და ზოგჯერ არც თუ მაინცა დამაინც ზუსტად მიუთითებენ ქართველი ადამიანის კუთხურ კუთვნილებას. მაგალითად გვარები ური, არი, ან ელი სუფიქსებით შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა კუთხეებში. მაგალითად გვარი ძიძიგური უფრო მეტად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული, ხოლო წიკლა–ური, ან აფცია–ური აღმოსავლეთ მთიანეთში. ასევე გვარი ჯაყელი სამცხედან არის, გაგელი აღმოსავლეთ საქართველოდან, ჯუღელები კი არიან დასავლეთ საქართველოშიც. სუბ–არი სვანური გავრია, ისევე როგორც სუბელ–იანი, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებულად არიან ნაწარმოებნი. ყველაზე მეტ კითხვას ბადებს სწორედ, თითქოს და საერთოდ გავრცელებული წესიდან ამოვარდნილი ქართული გვარების წარმოშობა. როგორც ქვემოთ ვნახავთ კვლევისათვის ყველაზე საინტერესო სწორედ ასეთი გვარებია.
იმ პერიოდში, როცა გვაროვნული წყობილება ყალიბდებოდა ადამიანებმა წერაკითხვა არ იცოდნენ და ამიტომ წერილობითი საბუთები ამ დროის შესასწავლად არ არსებობს, მცირეა ასევე ზეპირი სიტყვიერებით გადმოცემული მასალები, თუ არ ჩავთვლით მითებს. ამიტომ ქართველთა გვაროვნული წყობილების პერიოდზე გარკვეული ინფორმაცია შეიძლება მოგვცეს სწორედ ქართული გვარების შესწავლამ. ყველაზე საინტერესო კი მათ შორის უძველესი და არქაული გვარები უნდა იყვნენ.
ალბათ ყველა ქართველს მიუქცევია ყურადღება, რომ ძირითადად გავრცელებულია სამი ჯგუფი გვარებისა, ესენია: გვარები ძე–სა და შვილზე დაბოლოებული, მეორე ჯგუფია მეგრული და მესამე ჯგუფია სვანური გვარები. საკამთო არ არის რომ ყველა ისინი ქართული წარმომავლობისაა, მხოლოდ გაუგებარი ხდება ქართული წარმომავლობის გვარები ასე რადიკალურად რატომ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
თუკი ყველა ეს გვარები ქართული წარმოშობისაა, მაშინ მათ უნდა ჰქონდეთ საერთო ფუძე სუფიქსი, რომლიდანაც ყველა დანარჩენი ქართული გვარების მაწარმოებელი სუფიქსები წარმოიქმნენ. ე.ი. უნდა მოიძებნებოდეს რაღაც ფუძე სუფიქსი რომლიდანაც შეიძლება მიიღებოდეს დღეს არსებული, ასე რადიკლაურად განსხვაებული ქართული გვარების სუფიქსები და მისგან უნდა იწარმოებოდეს არა მარტო დღეს ყველაზე მეტად გავრცელებული სამი ჯგუფის გვარები, არამედ თითქოს და საერთო კანონზომიერებიდან ამოვარდნილი იშვიათი ქართული გვარებიც. ისმის კითხვა შეიძლება თუ არა ისეთი საერთო ფუძე სუფიქსის მოძებნა, რომლითაც უძველესი ქართველები აწარმოებდნენ თავიანთ გვარს და მიუითებდნენ ამა თუ იმ გვარისადმი კუთვნილებაზე.
ცნობილია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ამა თუ იმ გვარის განსახლების ადგილი მოიხსენება ამ გვარების ფუძეებზე იანთ, ან აანთ სუფიქსების დართვით. მაგალითად: მარუშიანთ, ან მარუშაანთ(უბანი). საქართველოს ისტორიიდან ასევე ცნობილია, რომ ბაგრატ მესამემ დამარცხებული რატი ბაღვაშის ნაცვლად მის ადგილას ზვიად მარუშიანი დასვა. ბაგრატ მესამის გამეფებაში კი როგორც ისევ ისტორიიდან არის ცნობილი, შიდა ქართლის მთავარს მარუშიძეს მიუძღვის დიდი წვლილი. საფიქრებელია, რომ მარუშიანები და მარუშისძე ერთი და იგივე გვარია, სხვადასხვანაირად მოხსენებული.  ქართული სამეფო დინასტიებიც იანი სუფიქსის დართვით შემდეგნაირად მოიხსენიებოდნენ: ფარნავაზ–იანები, სასან–იანები(265–368) და ბაგრატიონები. ყველასთვის ცნობილია ასევე, რომ სვანური გვარები იან, ან ანი სუფიქსით მთავრდება. მთაში როგორც წესი არქაული ფორმები უფრო დიდ ხანს ინახება, ამიტომ ამან შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ სვანური გვარების სუფიქსები ყველაზე ახლო არის არქაული ქართული გვარების სუფიქსებთან. ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ქართული გვარების უძველესი ფუძე სუფიქსი შეიძლება ყოფილიყო იანთ სუფიქსი, რომელიც გვარის განსახლების ადგილს, ან უბანს აღნიშნავს. თუ ეს მართალია, მაშინ ამ სუფიქსიდან უნდა მოხერხდეს ყველა ქართული გვარების სუფიქსების წარმოება.
სიმარტივისათვის ამა თუ იმ გვარის ფუძის ნაცვლად გამოვიყენოთ ნაცვალსახელი იმ, ანუ მაგალითად მარუშ–იანთ შევცვალოთ უფრო მოკლე ფორმით იმ–იანთ–ით. ვნახოთ მართლაც შეიძლება თუ არა ამ სუფიქსიდან ძირითადი ქართული გვარების სუფიქსების წარმოება.
მაგრამ სანამ უშუალოდ ამ საკითხზე გადავიდოდეთ, ჯერ გავიხსენოთ, რომ უძველესი ქართველები როგორც ჩანს ერთად ცხოვრობდნენ გორებად, შემორჩენილია უამრავი გორა ნამოსახლარები (,,ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 3, სტატია ,,გორა”, გვ.221). სწორედ აქედან უნდა მოდიოდეს შეკითხვა რა გვარი ხარ?, ან რა გორის ხარ? ე. ი. რომელი გორიდან ხარო. ქართველები როგორც ცნობილია არ იყვნენენ მომთაბარეები და მიწათმოქმედებას მისდევდნენ. ამიტომ დამაგრებული იყვნენ ერთ ადგილზე და ერთმანეთთან საურთიერთობოდ მათ სჭირდებოდათ, რომ თავიანთი საცხოვრბელი ადგილებისათვის გარკვეული სახელები დაერქმიათ. ასე რომ სხვადასხვა ჯგუფის განსახლების გორებს სახელები ერქვათ. (მომთაბარეებისათვის ადგილებისათვის სახელის დარქმევას აზრი არ ჰქონდა, რადგანაც ისინი სულ მოძროაბაში იყვნენ, მუდმივად იცვლიდნენ გარემოს და ადგილისათვის სახელის დარქმევას აზრი ეკარგებოდა.) შესაბამისად ქართველები მავანზე იტყოდნენ, რომ ის იმ–იანთ გორიდან არისო. აქედან კი იოლად გამოდის მეგრული გვარები. თუ მავანი იმიანთ გორიდან იყო, თვითონ შეიძლება ეთქვა, რომ ის გვარად იმ–ია იყო. ნთ თანხმოვნები საფიქრებელია რომ დაყრუვდა. მეგრული გვარების სხვა სუფიქსებს წარმოქმნას ქვემოთ შევეხებით.
იოლი მისახვედრია თუ როგორ წარმოიშვა სვანური გვარები. იანთ სუფიქსს ჩამოსცილდა თ და დარჩა იანი, ან შეიკვეცა ი და დარჩა ანი. თუ იმიანთ გორიდან იყო მეორე ნაწილი ადამიანების იტყოდა, რომ გვარად იმიანი, ან იმანი იყო.
უძველესი ქართველების მესამე ნაწილმა კი შეიძლება გამონათქვამი იმიანთ გორიდან არისო ასეთნაირად შეცვალა: იმათი(იმიანთ) გორიდან არისო და შედეგად მივიღეთ გვარები თი–ზე დაბოლოებული, როგორიცაა მაგალითად ჯიბუ–ტი(ჯიბუთი, დროთა განმვალობაში თ ალბათ შეიცვალა ტ–თი), ღლონ–ტი და სხვა. ანალოგიურად წარმოიქმნა ზოგიერთი ტოპონიმისათვის დამახასიათებელი სუფიქსი ეთი, მაგალითად: იან–ეთი, წოდორ–ეთი, კახ–ეთი, იმერ–ეთი და სხვა.
ყველაზე საინტერესოა მეოთხე ჯგუფის გვარების წარმოქმნა არი და ური სუფიქსებით. ისტორიის გარკვეულ დროის მონაკვეთში გვარის შიგნით ქორწინებები აიკრძალა, ტაბუ დაედო. როგორც ცნობილია ახლო ნათესავებს შორის ქორწილი გენეტიკურად არასრულფასოვან შთამომავლობას იძლევა. საჭირო გახდა უფრო დიდი გაერთიანებების შექმნა, რომ შთმომავლობა გაგრძელებულიყო. შეიქმნა უფრო მსხვილი გაერთიანებები, რომლებიც რამდენიმე გვარისაგან შედგებოდა. ასეთი არეების დასახელებაში გვარების გაერთიანების ფაქტი უნდა ასახულიყო. რადგანაც ეს მსხვილი არეები რამდენიმე გვარს მოიცავდა ამიტომ სუფიქსი იანი როგორც ჩანს გაორმაგდა. კერძოდ მივიღეთ ,,იმ”–იანთ–ანი. შემდეგ მოხდა მისი ტრანსფორმაცია შემდეგნაირად იმ–იან–ანი, იმ–ნანი და ბოლოს იმ–ნარი. ე.ი. ამა თუ იმ გვარების გაერთიანების საცხოვრებელი არის აღმნიშვნელი სუფიქსი ქართველების მეოთხე ნაწილში გახდა სუფიქსი ნარი. ასეთნაირად ნარი სუფიქსი ასევე იქცა ტოპონიმების აღმნიშვნელი სახელების სუფიქსადაც, მაგალითად მუხ–ნარი, რცხილ–ნარი და სხვა. ხოლო გვარების გაერთიანებებს კი შერჩათ სუფიქსი არი, ან არიდან ნაწარმოები ური. მაგალითად, ქილიფთ–არი, სუბ–არი, ხოტივ–არი(რაჭაში სოფელიც არის ხოტევი), ემხვ–არი, ძიძიგ–ური, აფცია–ური, ზვიადა–ური(მრავალი მთიულური გვარები), უბ–ერი და სხვა. ე.ი. მივიღეთ გვარები იმ–არი, ან იმ–ური(სადა–ური, იქა–ური). აქედან იოლად მიიღება გვარებიც ელი სუფიქსით. იმ–ური გარდაიქმნა იმ–ული(ბურდ–ული) და ბოლოს იმ–ელი (ჯაყ–ელი). ური სუფიქსი ასევე აღნიშნავდა წარმომავლობას, კავკასი–ური, მთიულ–ური, კახ–ური, ხევს–ური და ა.შ. ეს სუფიქსი ზოგიერთ შემთხვევაში ტრანსფორმირდა ული სუფიქსად, მაგალითად ქართ–ული, რაჭ–ული, მთი–ული, მთი–ელი და სხვა(გვარები ული სუფიქსით. ბურდ–ული).
საერთოდ უნდა ითქვას, რომ შეიმჩნევა მკვეთრი კავშირი ქართული გვარების სუფიქსებსა და ტოპონიმების სუფიქსებს შორის. მაგალითად: სა–მტრედ–ია, სა–ფიჩხ–ია, მესტ–ია, ვარძ–ია, გურ–ია, დიო–სკუ(ა)რ–ია, სკ–ურ–ია, აკრ–იანი(სოფ. მარტყოფის ძველი სახელწოდება), ვაზ–იანი, ბაკურ–იანი, მღებრ–იანი, ვაჩნაძ–იანი, მუხ–იანი, გუდა–ური, ენგ–ური, ხაშ–ური, ჩოხატა–ური, ფასანა–ური, ხელვაჩა–ური, ამბროლა–ური და სხვა.
რაც შეეხება გვარებს ძე და შვილი სუფიქსით, ეს სუფიქსები შედარებით ახალია. ძე სუფიქსიანი გვარები წარმოიქმნენ მას შემდეგ რაც მამაკაცები სოციალურად დაწინაურდნენ, ხოლო შვილი სუფიქსიანი გვარები კი კიდევ უფრო ახალია და მას შემდეგ გაჩნდა რაც ქართველებმა გააცნობიერეს, რომ შვილი ბიჭიც და გოგოც თანასწორია.
ძალიან საინტერესო გვარია ქარ–ელი. საქართველოს გულში არის რაიონული ცენტრი ქარელი და ამავე დროს არსებობს გვარი ქარელი. ეს არის ყველაზე მკაფიო მაგალითი ქართული გვარებისა და ტოპონიმების წარმოშობის ერთიანობის და მსგავსების. ქარელი ნიშნავს ადმიანს, რომელიც ქარ–იდან არის. როგორც ზემოთ ვნახეთ არ სუფიქსი, რომელსაც ზოგიერთი ქართული გვარი დაირთავს (მაგ. სუბ–არი(სუბარები ქართული ტომიც იყო შავი ზღვის სამხრეთით), ქილიფთ–არი, ემხვ–არი, აფცია–ური, უბ–ერი და სხვა) წარმოიშვა გვარების გაერთიანების შედეგად. ე.ი. უფრო მსხვილ გაერთიანებებს და ტერიტორიულ ერთეულებს არე დაერქვათ და სავარაუდოდ ასეთნაირად წარმოიშვა სიტყვა არე (თუმცა სამეცნიერო ლიტერატურაში არე მიჩნეულია ლათინურ სიტყვად. ჩვენ ქვემოთ დავინახავთ, რომ მრავალი ბერძნული და ლათინური სიტყვის წარმოშობა საკამათო გახდება). არეს სახეცვლილება უნდა იყოს სიტყვა ერიც. ანუ რამდენიმე გვარის გაერთიანებას დიდ ტერიტორიაზე ერი ეწოდა. ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ქარი იყო მსხვილი ტერიტორიულ – გვაროვნული გაერთიანება რომელზეც ქარები ცხოვრობდნენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართული ტომები მსხვილ გაერთიანებებს არე –ს უწოდებდნენ და ტომების ერთმანეთისაგან გასარჩევად არე სუფიქსს წინ რაიმე ასოს ურთავდნენ(ქ–არი). ასეთი მარტივი სახელების წარმოქმნა მისაღები უნდა ყოფილიყო განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი კაცობრიობისათვის. შესაბამისად იმ ადგილს სადაც ესა თუ ის ქართული ტომი ცხოვრობდა ამ ტომის ან გვარის სახელი ერქმეოდა. ამითი უნდა აიხსნას ქართული გვარების, ან მათი სუფიქსების მსგავსება ქართულ ტოპონიმებთან და მათ სუფიქსებთან.
თუ ჩვენი ვარაუდი მართალია მაშინ უნდა ყოფილიყვნენ კიდევ სხვა ქართული ტომები, რომელთა სახელებიც ანალოგიური პრინციპით არიან ნაწარმოებნი. საბედნიეროდ ისტორიას შემორჩა ცნობა, რომ ძვ.წ.–ით მე–6 საუკუნეში ჩრდილოეთ ანატოლიის მთებში მოსინიკების(კოლხური ტომი) მეზობლად ცხოვრობდა ტომი რომელთაც ერქვათ მარ–ები. ისინი სწორედ იქ ცხოვრობდნენ სადაც ქართული ტომები იყვნენ განსახლებულნი.
გერმანელმა მეცნიერმა პოლ კრეტშმერმა ბერძნული და ანატოლიური ტოპონიმების შედარებით დაასკვნა, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ბერძნებს წინ უსწრებდა ხალხი, რომლეთაც ამ მიწაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. ცნობილია, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ბერძნებამდე ცხოვრობდა ხმელთაშუაზღვის ხალხი(არა ინდოევროპელები), რომელთა საერთო სახელიც იყო პელასგები. მეცნიერების ჯ.მელაარტის, ფ.შახერმაიერის და ე. ფურნიეს კვლევების შედეგად წამოყენებული იქნა თვალსაზრისი, რომ პელასგები ახლო მიმართებაში იყვნენ კავკასიურ–იბერიულ ტომებთან. ამას საფუძვლად უდევს მრავალი ენობრივი პარალელი(ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტომი 8. გვ.13–14, სტატია ,,პელასგები”).
ზემოთ ვივარაუდეთ, რომ იმ ადგილებს სადაც ესა თუ ის ტომი ცხოვრობდა მათი სახელი ერქმეოდა. ასევე ცნობილია, რომ პელასგები თავის დროზე ბერძნებმა გამოდევნეს ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან და ეს ხალხი გაიფანტა, ზოგი წინა აზიაში, ზოგი ევროპაში და ზოგიც ახლო აღმოსავლეთში(არსებობს ვარაუდი, რომ პალესტინას სახელი პელასგებმა მისცეს. ისტორიაში არსებობს ცნობა, რომ ,,ზღვის ხალხი”, როგორც პელასგებს უწოდებდნენ მასიურად ჩასახლებულან პალესტინაში). ასე რომ თუ დავუშვებთ, რომ მარები თავიდან ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ცხოვრობდნენ, მაშინ ზოგიერთი ტოპონიმის წარმოშობა უფრო ნათელი გახდება.
როგორც ვიცით შავ და ეგოესის ზღვებს შორის მოთავსებლია პატარა ზღვა მარმარილოს ზღვა, აქვე არის მცირე კუნძული მარმარა. როგორც ზემოთ ვივარაუდეთ გეოგრაფიულ ადგილებს სახელები უძველეს დროში იქ განსახლებული ტომების სახელიდან გამომდინარე ერქმეოდათ. მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარების თავდაპირველი განსახლების ადგილი უნდა ყოფილიყო მარმარილოს ზღვის მიდამოები. აქვე არის მარმარილოს საბადოები და ალბათ მარმარილომაც სახელი ამ ტომის განსახლების ადგილიდან მიიღო (ბერძნულად მარმარილო არის მარმარო). ცნობილია ასევე, რომ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე ეწეოდნენ მარილის წარმოებას. მარილს ზღვის წყლიდან იღებდნენ. მზე აშრობდა ნაპირზე არხით შემოყვანილ ზღვის წყალს და მიწაზე რჩებოდა მარილი. მარილი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ რომში ხელფასებს მარილით უხდიდნენ, აქედან მოდის ლათინური სიტყვა ,,სალარი”(სოლ–მარილი), რაც ხელფასს ნიშნავს, ქართული სალაროც. ,,სოლ” და ლათინური სიტყვა მზე ,,სოლო” სწორედ იმიტომ ჰგავს ერთმანეთს, რომ მზით იღებდნენ მარილს ზღვის წყლიდან. მიღებულ მარილს აუცილებლად სჭირდებოდა შენობა, რომ იგი წვიმის წყლისგან დაეცვათ, შეიძლება აქედან მოდიოდეს სიტყვა მარანიც. ლათინური სიტყვა ,,მარინ” და რუსული ,,მორე’’–ც როგორც ჩანს ამ ტომებთან უნდა იყოს დაკავშირებული, ქართველებისა და სლავების ურთიერთ მიმართებაზე ქვემოთ კიდევ ვისუბრებთ.
თუკი ვივარაუდობთ, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ბერძნებამდე იბერიული ტომები ცხოვრობდნენ (უფრო ზუსტად კი მეგრულ–ლაზური, როგორც ამას აწ განსვენებული ზ.გამსახურდია ამტკიცებდა), ხოლო უძველესი ქართული ტომები სახელებს ირქმევდნენ არ სუფიქსზე რაიმე ასოს წინ დართვით და თან მათი განსახლების ადგილებსაც მათი სახელიდან ნაწარმოები სახელები ერქმეოდათ, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეგეოსის ზღვის მახლობლად ცხოვრობდა ასევე ქართულ–ლაზური ტომი გ–არ–ები. ამ მიდამოებში ბევრია ტოპონიმები სადაც გ ასო ხშირად ფიგურირებს.
გამოდის, რომ ძველი საბერძნეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა ხალხი, რომელთაც ერქვათ მარ–ები და გარ–ები. შეადარეთ მარ–გარები, ანუ მარგალები, იგივე მეგრელები. საბერძნეთთან ბევრია ტოპონიმები და სახელები სადაც გრ ან რგ ასოთა შეთანაწყობა ხშირად გვხვდება. მაგალითად არგო, ბერძნები ქართველებს გეო–რგ–ებს უწოდებდნენ, ანუ მიწათმოქმედებს, ბერძნულად გეო მიწას ნიშნავს და როგორც ჩანს ამ სიტყვის ეტიმოლოგიაც გარებთან არის დაკავშირებული. თვითონ ბერძნების ინგლისური სახელიც გრ–იის, ან რუსული გრ–ეკ, მე–გრ–ელს უახლოვდება. შესაძლოა გორაც გარებიდან იყოს ნაწარმოები. ქართველები მიწათმოქმედები იყვნენ, მიწაზე დამაგრებულები და ამიტომ უძველეს დროში ტოპონიმების წარმოშობა სწორედ ქართველებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, რადგანაც ინდოევროპელები, რომლებიც ევროპაში მოგვიანებით შემოვიდნენ მომთაბარეები(მომთაბარე კი როგორც ზემოთ აღვნიშნე ტოპონიმებს ვერ შექმნიდა) იყვნენ და ქართველებისაგან ისწავლეს ბევრი სამეურნეო საქმიანობა.
ქართული ტომის სახელი, რომელიც ასევე ზემოთ მოყვანილი წესით უნდა იყოს ნაწარმოები ჩვენი აზრით არის ჰ–ერ–ები, შეიძლება იგივე ჰ–არ–ები(არიან ქართლი ისტორიოგრაფიაში ჰარადაც მოიხსენიება) . ქართველების სინონიმია ასევე სიტყვა იბერები. იქნებ ი–ბერ–ი თავიდან ბ–არი იყო და დროთა განმავლობაში იგი ტრანსფორმირდა იბერად? თუ ეს ასეა მაშინ სად შეიძლება ყოფილიყო მათი განსახლების ადგილი? გავიხსენოთ, რომ ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ტომის სახელი ერქმეოდა იმ ადგილსაც სადაც ის მკვიდრობდა, ასევე ზოგიერთ მისთვის დამახასიათებელ საქმიაონაბასაც. შეიძლება თუ არა რომ ბარების განსახლების ადგილთან იყოს დაკავშირებული სიტყვა ბარი, ანუ ვაკე ადგილი? თუ ასეა. როგორც ეს გარებისა და მარების შემთხვევაში იყო, სად უნდა ვეძებოთ ბარების განსახლების ვაკე ადგილი? თუ ევროპის რუქას დავხედავთ ეს ადგილი უნდა იყოს ბულგარეთისა და რუმინეთის ვაკე ტერიტორიები. ვინ იცის ბულგარეთის თავდაპირველი ჭეშმარიტი სახელი ბარგარეთია?(თუმცა დღეს გავრცელებული მოსაზრებით ბულგარეთს აზიიდან მოსულმა მომთაბარე ტომმა ბულგარებმა მისცეს სახელი. ვინ იცის იქნებ პირიქით იყო?). ამ მოსაზრებას კიდევ უფრო გავამყარებთ ქვემოთ მოყვანილი მსჯელობებით.
გავიხსენოთ კიდევ რამდენიმე უცნაური ქართული(მეგრული) გვარი: პაპასკირი და წულეისკირი. სკა ქართული სიტყვაა და ფუტკრის ოჯახს ნიშნავს, თან უმარტივესი სიტყვაა, ამდენად უნდა ვიგულისხმოთ, რომ უძველესია (სულ სამი ბგერისაგან შედგება და ერთ მარცვლიანია). ასე რომ თუკი ზოგიერთი ქართული ტომი გორებად ცხოვრობდა, როგორც ჩანს გარკვეული ნაწილი თავის საცხოვრებელს სკას უწოდებდა. მაშინ გამოდის რომ წულეისკირი ნიშნავს წულების სკა არეებს. ანუ შიძლება ვიფიქროთ, რომ წულეისკირის გვარი ნიშნავს, რომ მავანი წულების სკა არის(დიდი ტერიტორიული გაერთიანება) წარმომადგენელი იყო. ანალოგიურად პაპასკირი გამოდის პაპების სკა არის წარმომადგენელი. ის რომ ჩვენი ვარაუდი შეიძლება მართალი იყოს ადასტურებს ის ფაქტი, რომ სვანეთში დღესაც ,,უფლიშარობაზე” შესაწირად გამოყავთ ნასუქი ხარი. მოსახლეობა სისხლის ნათესაობის მიხედვით იყოფა ,,სკარებად”, განსაკუთრებით სოფლებში: ლახამულში, ლატალში და უშგულში. ტარდება ხართა ჭიდილი. ნადიმი და ასპარეზობა(აკაკი გელოვანი, ,,მითოლოგიური ლექსიკონი”, 1983 წელი, სტატია ,,ხარი”, გვ. 554–555.).
ჩვენ ზემოთ ვივარაუდეთ ბარების საცხოვრებლის არსებობა ბულგარეთისა და რუმინეთის დაბლობზე. ახლა გავიხსენოთ რუმინელებისა და პოლონელების გვარები და მათი სუფიქსები. პოლონური გვარებია: კაჩინ–სკი, ტუ–სკი, სკლადოვ–სკი და სხვა, ხოლო რუმინელების გვარებია ილიე–სკუ, პაპე–სკუ, ჩაუშე–სკუ და სხვა. როგორც ვხედავთ სკ სუფიქსი, ისევე როგორც მეგრულ გვარებში აქაც გვხვდება. როგორ შეიძლება პოლონელებსა და რუმინელებს მსგავსი გვარების სუფიქსები ჰქონდეთ?. რუმინელები რომანული ჯგუფის ხალხია, ხოლო პოლონელები სლავური. ერთმანეთთან ახლო ნათესაობა არ აქვთ. ეს შეიძლება მომხდარიყო, მაშინ თუ მათ გვარების წარმოქნის წესი რომელიმე საერთო მეზობელი ტომისგან აიღეს და ასეთი უნდა ყოფილიყო ბარები, რომლებიც გვარებისა და ტოპონიმების წარმოქმნაში როგორც ჩანს იყენებდნენ სკ სუფიქსს. გავიხსენოთ ისიც, რომ არსებობს მოსაზრება, რომ იბერები პირინეის ნახვარკუნძულზე გადასახლდნენ თავის დროზე(იოანე მთაწმინდელს, რომელიც ათონის წმინდა მთაზე მოღვაწეობდა, სურდა ემოგზაურა პირინეის იბერიაზე, მაგრამ ვერ მოახერხა) და პირინეის ნახევარკუნძულს იბერიაც კი ერქვა. გერმანელმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწე ვილჰელმ ვან ჰუმბოლდტმა პირველმა დაასკვნა, რომ ბასკები არიან იბერები. დავაკვირდეთ თვითონ ბასკების საკუთარ სახელს: ბა–სკ–ები. ეს სიტყვაც შეიცავს სკ სუფიქს, ისე როგორც იბერების შემთვევაში ვიგულისხმეთ ჩვენ. გარდა ამისა ბასკების განსახლების მახლობლად არსებობს ყურე ბა–სკ–აია. მეგრელებისათვის დამახასიათებელ სუფიქსს ია–ს ჩვენ კიდევ მივუბრუნდებით. სკ სუფიქსი ასევე გამოიყენება სლავებში რაიმე საგნის თუ პიროვნების ამა თუ იმ ადგილიდან წარმოშობის აღსანიშნავად, მაგალითად რუმინ–სკი, ბალგარ–სკი და სხვა. ქართულში მას ელი ან ული სუფიქსი შეესაბამება, კახ–ელი, ქართლ–ელი და სხვა.
როგორც ცნობილია ბერძნები და ლათინები მოგვიანებით შემოვიდნენ ევროპაში აზიიდან. შავი ზღვის ჩრდილოეთით. პირველი არა ინდოევროპული ტომი რომლებიც მათ შეხვდებოდა თავის გზაზე უნდა ყოფილიყვნენ ბარები. ლათინური სიტყვა ბარბაროსი სწორედ უცხოელს ნიშნავს. მათ როგორც ჩანს ხშირი ომები უნდა ქონოდათ ქართულ ტომებთან: მარებთან, ბარებთან და გარებთან. ამასვე მოწმობს მითი ტროას ომზე. რომაული ომის ღმერთი მარსიც მარებთან უნდა იყოს დაკავშირებული. საინტერესოა ესპანური სიტყვა ა–მიგო. თითქოს რაღაცით გავს კიდეც ქართულ მ(ე)(ი)გო–ბარს. მეგობრის ეტიმოლოგია კი ასეთი უნდა ოყოს: მარ–გარ–ბარი. როგორც ჩანს მომხვდური ინდოევროპელების წინააღმდეგ მარებს, გარებსა და ბარებს სამხედრო კოალიცია ჰქონდათ შექმნილი და სიტყვა მეგობარიც სწორედ ამ კოალიციას ასახავს: მარგარბარი დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდა მეგობრად.
რუსულ ვიკიპედიაში სტატიაში ,,პელასგები” გამოთქმულია მოსაზრება, რომ პელასგები განსახლებული უნდა ყოფილიყვნენ აპენინის ნახევარკუნძულზეც, ნაწილობრივ მაინც. გარდა ამისა იტალიის ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ ეტრუ–სკ–ები, რომლებიც ამავე სტატიის ბოლოს გამოთქმული მოსაზრებით ენათესავებოდნენ პელასგებს. ამ სიტყვის შემადგენლობაშიც შედის სკ სუფიქსი.
საბოლოოდ შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ბარები(შესაძლოა იგივე იბერები), ცხოვრობდნენ მარებისა და გარების მეზობლად, ბულგარეთისა და რუმინეთის ვაკე დაბლობზე, იყვნენ მეგრელების ახლო ნათესავები და გვარებსა და ტოპონიმებს აწარმოებდნენ სკ სუფიქსის გამოყენებით. სავარაუდოა, რომ მეგრული გვარები წულეისკირი და პაპასკირი არის ბარული წარმოშობის.
ევროპის რუქას თუ დავხედავთ, დავინახავთ, რომ აქ უამრავია ტოპონიმები, რომლებიც ია სუფიქსზე მთავრდება. მაგალითად ანატოლ–ია, ანტალ–ია(წინა აზია). მაკედონ–ია, სოფ–ია, რომან–ია, ჯორჯ–ია, სერბ–ია, როს–ია, ბულგარ–ია, ალბან–ია, ლატვ–ია და სხვა. იტალიის ქალაქებია: ვენეც–ია, ბრე-სკ–ია, ფროგ–ია. პარიზის უძველესი სახელია ლუტეც–ია. ბევრია თურქეთშიც. აქ მოყვანილი ტოპონიმები ზოგი ინგლისურია და ზოგიც თავიანთსავე ენაზე გამოითქმის ასე. ასე შეიძლება ძალიან შორს წავიდეთ და უამრავი მაგალითი მოვიყვნოთ. საინტერესოა, როგორ უნდა მომხდარიყო რომ სხვადასხვა ხალხის განსახლების ადგილების ტოპონიმები ერთნაირი ია სუფიქსით ყოფილიყო ნაწარმოები.
იანი სუფიქსი ქართულად როგორც ვიცით აღნიშნავს რაიმეიან ადგილს ან ვიღაცით დასახლებულ ადგილს. მაგალითად მღებრ–იანი, ვაჩნაძ–იანი, ბაკურ–იანი, აკრ–იანი(ანუ ძველ ქართუალდ ქვ–იანი), ვაზ–იანი, მუხ–იანი. როგორც ზემოთ ვთქვით მეგრულად ეს სუფიქსი ტრანსფორმირდა და იანიდან დარჩა ია. ანუ ეს ია სუფიქსიც ისევე როგორც იანი აღნიშნავს რაიმეიან ადგილს. მესტ–ია, სკ–ურ–ია, საფიჩხ–ია, საღორ–ია, სამტრედ–ია და სხვა. იმის გამო, რომ ინდოევროპელები სულ მომთაბარეობდნენ მათ არ უნდა ჰქონოდათ ტოპონიმების შექმნის სისტემა, რადგანაც არ სჭირდებოდათ. მას შემდეგ რაც ევროპაში შემოვიდნენ და ადგილობრივი ხმელთაშუაზღვის ხალხი განდევნეს, როგორც ჩანს ბევრი ტოპონიმი ისესხეს და ამავე დროს ახალი ტოპონიმების შექმნის წესიც გადაიღეს იქ დამხვდური ტომებისაგან. ხოლო იქ დამხვდური ტომები კი როგორც ვაჩვენეთ მეგრულ–პელასგური ტომები იყო. სწორედ ამით უნდა აიხსნებოდეს ია სუფიქსიანი ტოპონიმების სიჭარბე ევროპაში.
ახლა დავაკვირდეთ ხმელთაშუა ზღვის ბასეინის გარშემო არსებულ ტოპონიმებს. მაგალითად ე–სპ–ანეთი, სპ–არტა საბერძნეთში, სპ–ერი(იბერიის ერთერთი პროვინცია, სამხრეთ დასავლეთ სქართველოში. სიმონ ჯანაშია იკვლევდა სპერების განსახლების საზღვრებს ევფრატ–ჭოროხ–არაქსის აუზებში და ვარაუდობს, რომ სპერები მერმინდელი მცხეთა–მესხეთ ქართლის დიდ ნაწილსაც ფლობდნენ ძვ,წ. მე6–7  საუკუნებში და მათი გავლენა კავკასიონამდე ვრცელდებოდა. იქვე განმარტავს, რომ ძვ.წ. მე–5 საუკუნის შემდეგ სასპერ–სპერებს იბერებად მოიხსენიებენ ანტიკური ავტორები. ,,საკითხავნი ყმაწვილთათვის” ტომი მე–8, გვ.34–35, სტატია ,,ქართველი ერის წინაპრებისა დათავდაპირველი სამშობლოს შეშახებ”, ავტორი ზ.რატიანი ), სპ–არსეთი. როგორც ვხედავთ ესპანეთიდა სპარსეთამდე სპ ბგერათა თანაწყობა არ არის იშვიათი და სხვადასხვა ხალხებში მეორდება. როგორც ვიცით არსებობდა ხმელთაშუა ზღვის რასა (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტომი 11, გვ. 491 სტატია ,,ხმელთაშუაზღვისპირული რასა”), ამ რასას მეორენაირად ,,კავკასიური” რასაც ეწოდებოდა, რადგანაც გერმანელმა მეცნიერმა ბლუმენბახმა, რომელმაც რასები შეისწავლა დაადგინა, რომ ყველაზე სწორი თავის ქალა ქართველ ქალს ჰქონდა და დაარქვა ,,კავკასიური” რასა. როგორც ზემოთ ვთქვით მსხვილ ტომობრივ გაერთიანებებს ქართული ტომები სავარაუდოდ არეს არქმევდნენ, ან აქედანვე წარმოქმნილ სიტყვას ერს. ამიტომ ჩვენი აზრით ხმელთაშუა ზღვის ხალხების საერთო სახელწოდება უნდა ყოფილიყო სპერები. აქედანვე უნდა იყოს ნაწარმოები სპარსული სიტყვა სპა. როგორც ცნობილი ხმელთაშუაზღვის, ანუ კავკასიური რასა გავრცელებული უნდა ყოფილიყო, პირინეის ნახევარკუნძულიდან ინდოეთამდე.
პელასგებს სხვანაირად ზღვის ხალხსაც უწოდებდნენ, რადგანაც ეს ხალხი ზღვის გარშემო ცხოვრობდა და მეურნეობაც სავარაუდოდ ზღვასთან უნდა ჰქონოდათ დაკავშირებული. გამოდის რომ პელასგები სპერების ის ნაწილი იყო, ვინც ზღვასთან ცხოვრობდა. ამიტომ ამან გვაფიქრებინა, რომ პელასგების თავდაპირველი სახელწოდება უნდა ყოფილყო სპ–ერა–ზღვები. რომელიც დროთა განმავლობაში გარდაიქმნა პელასგებად. სპერაზღვებიდან უნდა იყოს შექმნილი სიტყვა ლაზიც (სპერაზღვა, სპე–ლაზ–ღვა). სპ–სთან უნდა იყოს დაკავშირებული სიტყვა სპალეოლოგიაც. როგორც ჩანს ხმელთაშუა ზღვის ხალხი პირველები შევიდნენ გამოქვაბულებში საცხოვრებლად, რადგანაც მომთაბარეები არ იყვნენ.
როგორც ზემოთ ვივარაუდეთ ქართული ტომები მსხვილ ტომობრივ გაერთიანებებს არეს ან ერს უწოდებნენ და წინ რაიმე ბგერას ურთავდნენ ერთმანეთის გასარჩევად, ამიტომ უნდა ყოფილიყვნენ ტომები: მარები, გარები, ბარები, ქარები, ჰერები და შეიძლება კიდევ იყვნენ სხვებიც(ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ბატონი გია კვაშილავას ფესტოსის დისკოს გაშიფრული წარწერა, იხილეთ ბმული http://www.facebook.com/photo.php?fbid=193741370653697&set=a.193741297320371.55277.100000535062343, აქ ლაპარაკია მოდგმის ხუთ შტოზე, სადაც ერთ–ერთი როგორც ჩანს იყო ყველაზე მთავარი). ე.ი. ქართული ტომები არეს წინ ურთავდნენ რაიმე ბგერას და ისე ირქმევდნენ სახელს, ხოლო მომთაბარე ინდოევროპელებს ასეთი სისტემა არ უნდა ჰქონოდათ. იმ დროისათვის ხმელთაშაზღვის რასა ყველაზე მაღალგანვითარებული იყო და სხვა მეზობელი ხალხები მათგან ბევრ რამეს სწავლობდა. ქართული ტომები უსახელო ინდოევროპელ ხალხს როგორც ჩანს უსახელო არეელებს უწოდებდნენ და მათ დაარქვეს არიელი, ანუ უსახელო არედან წამოსული ადამიანი. აქედან უნდა იყოს წარმომდგარი ინდოევროპელების საკუთარი სახელი არიელი. არიელი თვითონ თავის თვს უსახელო არიელს ვერ დაუძახებდა, როგორც ჩანს ქართველები უწოდებდნენ მათ ასე და მათაც ეს სახელი დაირქვეს.
ქართული ტომები ჩვენი ვარაუდით გარკვეულ ხმებს ზ ბგერასთან აიგივებდნენ, მაგალითად სიტყვა ზ–არი შეიცავს ბგერა ზ–ს. ასევე ზღვის ხალხისათვის ზღვის ხმაური როგორც ჩანს გაიგივდა ზღ ბგერებთან საიდანაც წარმოიქმნა სიტყვა ზღვა. ეს სიტყვა ზღვის პირას მცხოვრები პელასგებისათვის მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო. ამავე დროს ძალიან მარტივია და ასევე უძველესია სიტყვა მზეც. ეს სიტყვაც შეიცავს ზ ბგერას. ეს შეიძლება იმიტომ მოხდა, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები პელასგები დილის ამომავალ მზეს. რომელიც სიცოცხლეს ანიჭებს ყველაფერს, ხედავდნენ შავი ზღვის აღმოსავლეთით. ამიტომ სიტყვა მზე და ზღვა ამჟღავნებს გარკვეულ მსგავსებას. შეიძლება ვინმე შემეკამათოს, რომ მეგრულად მზე არის ბჟა, მაგრამ ქვემოთ ვაჩვენებთ, რომ მზის თავდაპირველი სახელი ეტყობა სწორედ მზე იყო, ხოლო ბჟა უკვე უფრო არქაული მზის ტრანსფორმაციაა. ეს გარკვეულად უკვე ჩანს იქიდანაც, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ხალხისათვის ზღვა და მზე ერთმანეთთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. (ძველ გერმანულადაც მზე ყოფილა ზონ. აქაც ფიგურირებს ბგერა ზ.)
აქვე გავიხსენოთ, რომ მეგრული ტომებისათვის ია სუფიქსი უნდა ყოფილიყო რაღაციანი ადგილის აღმნიშვნელი. მაშინ პელასგებს რა უნდა ეწოდებინა მისთვის სიცოცხლის მომნიჭებელი აღმოსავლეთისათვის? ეს ხომ იყო ამომავალი მზის მხარე? ეს შეიძლება მას ასე გამოეთქვა ა (პრეფიქსი, რომელიც აღმასვლას აღნიშნავს) მზ–ია. ე.ი. ა–მზ–ია, ანუ ამომავალი მზის მხარეო. ამზიადან კი მარტივად მიიღება სიტყვა აზია რაც ზუსტად იგივეს ნიშნავს დღესაც. ხოლო უძველეს დროში სწორედ ქართველები ქმნიდნენ ტოპონიმებს ევროპაში. ის რომ სიტყვა აზია შეიცავს ზ ბგერას და მზეც, ესეც ამტკიცებს იმას, რომ მზე უფრო არქაულია ვიდრე ბჟა. სვანურად მზე არის მიჟ. ასე რომ რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს ეს სიტყვა უფრო არქაული ფრომით სწორედ ქართულშია შემორჩენილი. ქვემოთ კიდევ ვაჩვენებთ, რომ სხვა სიტყვებიც უფრო არქაული ფორმით სწორედ ქართულშია შემორჩენილი.
ქუთაისს უძველეს დროში ერქვა აია, ეს სიტყვა ჰგავს აისს და შეიძლება აზიის სახეცვლილება იყოს. ანუ ქუთაისის ძველი სახელი ისევ ამომავალ მზეს უკავშირდებოდა როგორც აღმოსავლურ ქალაქს. აი–ეტ(თ)იც მითოლოგიაში არის ამომავალი მზის ქვეყნის ხელმწიფე.
სიტყვა ზღვარი უნდა იყოს წარმოქმნილი ზღვიდან. ძველი ადამიანი ზღვის სივრცეს ეტყობა უწოდებდა ზღვ–არეს(არე სუფიქსი). სწორედ ეს ზღვა არე უნდა ყოფილიყო გარკვეული საზღვარი ხმელეთსა და წყალს შორის, საიდანაც მივიღეთ სიტყვა ზღვარი. სიტყვა ქვევით უნდა იყოს წარმოქმნილი შემდეგნაირად ქვა–ვით, ხოლო ზევით კი ასე: მზე–ვით. განსვენებული ზ. გამსახურდია ამტკიცებდა, რომ ბერძნებმა ღმერთების პანთეონი პელასგებიდან ისესხეს და შემდეგ გადაამუშავესო(ამის მკაფიო მაგალითია ამირანისა და პრომეთეს ნათესაობა). თუ ეს ასეა, შეიძლება ზევსი წარმოქნილი იყოს სიტყვიდან ზევით(ზევ–სი). ზევსი ბერძნულ მითოლოგიაში უზენაესი ღმერთია, ხოლო რომაულში მისი ანალოგი კი არის იუპიტერი. იუპიტერი(იუფიტ–ერი) იგივე იაფეტია(არაბულად), ხოლო ქართველები კი ცობილია, რომ არიან იაფეტიდები.
ქართველები თავიდან მატრიარქალურ საზოგადოებებად ცხოვრობდნენ. დედა–დან არის ნაწარმოები სიტყვა დიდი, ყელაფერი მიშვნელოვანი ქართულში დედას უკავშირდება. უმთავრესი ღვთაება მზეც მდედრობითი სქესის იყო მაშინ. მამრობითი სქესის იყო მთვარე(წმინდა გიორგის წინა ქრისტიანული სახე), რომელიც უშიშარი იყო და ღამით დადიოდა. ქართული სიტყვებია დედა, მამა, პაპა, ბაბუა.
ახლა ვნახოთ რა ხდება რუსულში თუ ინგლისურში. რუსულში დედ ნიშნავს ბაბუას, მამ ნიშნავს დედას, პაპა ნიშნავს მამას, ბაბუშკა კი ბებიას. რა ხდება ინგლისურში? ინგლისურად დედ მოფერებით არის მამა, ხოლო მამ კი დედა. ანალოგიურად როგორც ჩემთვის არის ცნობილი ასეთი რამ მეორდება ბევრ ევროპულ თუ არა ევროპულ ხალხებში. როგორ შეიძლება აიხსნას ეს უცანაურზე უცანური დამთხვევა. ეს, პირველყოფილი ადაიანიებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები, რატომ ემთხვევა ასე უცნაურად სხვადასხვა ხალხებში?
როგორც ზემოთ ვთქვით ქართული ტომები უძველეს დროში ბევრად უსწრებდნენ მომთაბარე ინდოევროპელ და სხვა მომთაბარე ხალხებს განვითარებაში, ამიტომ ისინი ბევრ რამეში გვბაძავდნენ და სწავლობდნენ ჩვენგან. ქართულ საზოგადოებაში დედა მთავარი იყო, ხოლო ინდოევროპელებში კი არა, რადგანაც მათ თავიდანვე პატრიარქალური წყობა ჰქონდათ. ეს შეიძლება იმით იყო გამოწვეული, რომ კლიმატურად უფრო მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ და სარჩოს მოპოვება მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ, რაც ქალს მნიშვნელოვნად დამოკიდებულს ხდიდა კაცზე. ამიტომ განვითარბის უფრო დაბალ საფეხურზე მყოფმა არიელებმა ქართველების მიბაძვით მათ საზოგადოებაში სოციალურად ყველაზე მაღალ საფეხურზე მყოფ უხუცესს მონადირეს დაარქვეს დედ(ქართული დედის ანალოგიურად), შემდეგ საფეხურზე სოციალურად როგორც ჩანს იდგა მამა და მას დაარქვეს პაპა. შემდეგ მამა დედას და ბებიას ბაბუშკა. იგივე მოხდა ინგლისურ ტომებშიც. დედ დაარქვეს სოციალურად უფრო მაღალ საფეხურზე მყოფ მამას, ხოლო მამ კი უფრო დაბალ საფეხურზე მყოფ დედას. მაშინ როცა უცხო ენებში დედა და მამა უცვლელად არის შემორჩენილი, მეგრულში ეს ასე არ არის და დედა არის დიდა. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ როგორც ჩანს მეგრული დროთა განმავლობაში დასცილდა არქაულ ქართულს უფრო მეტად ვიდრე თვითონ ქართული. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული არის ლამის ერთადერთი ენა მსოფლიოში რომელიც უძველესი დროიდან უმნიშვნელოდ შეიცვალა და თანამედროვე ადამიანს დიდი სირთულის გარეშე შეუძლია უძველესი ქართული ხელნაწერების კითხვა, რასაც ვერ ვიტყვით სხვა ენებზე.
პაპა ქართულად მოხუცს ჰქვია. გარდა ამისა პაპასთან უნდა იყოს დაკავშირებული სიტყვები პირი, პირველი, ლაპარაკი. როგორც ჩანს მართალია დედა მთავარი თაყვანისცემისა და პატივისცემის საგანი იყო, მაგრამ პაპა უფრო მოქმედი ფიგურა იყო ქართულ საზოგადოებაში(დაახლოებით როგორც ნომინალური პრეზიდენტი და რეალური ძალუფლების მქონე პრემიერ მინისტრი). პაპა ეტყობა იყო გამოცდილი მონადირე, რომელსაც ეკუთვნოდა პირველი სიტყვაც და პირველი ლუკმაც.
ქართული სიტყვა ლაპარაკი უეჭველად უკავშირდება პირს, მაგრამ ამავე დროს იტალიური სიტყვა პარლიამოც ძალიან ჰგავს ქართულ სიტყვას ლაპარაკს. ამავე დროს იტალიური სიტყვა პარლიამო, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, არ უნდა იყოს დაკავშირებული პირთან.
კიდევ უფრო უცნაურია ქართული სიტყვა პირველისა და რუსული პერვის თითქმის აბსოლუტური მსგავსება, როგორც ფორმით ასევე შინაარსით. (პირველი სვანური გვარიც კია.)
ძალიან უცნაურია ქართული გორასა და რუსული გარას (მთა) მსგავსება ასევე, როგორც ფორმით ასევე შინაარსით. ამავე დროს ზემოთ ვაჩვენეთ, რომ გორა ქართული სიტყვა უნდა იყოს.
ძველ რუსულად, ბელარუსლულად და უკრაინულად საჭმელი არის ხარჩა, ქართულად კი საჭმლის კეთება დაკავშირებულია სიტყვა ხარშვასთან. ქართულად ხარშვა ნიშნავს ხარის კეთებას (ხარს შვება). ასე რომ ეს სიტყვაც ქართული წარმოშობის უნდა იყოს. ქართულ საზოგადოებაში ხარის ტოტემის მნიშვნელბაზე კიდევ გვექნება ქვევით საუბარი. აქ ვიტყვით, რომ ცნობილია, რომ ხმელთაშუა ზღვის ხალხებში ხარს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
ხართან არის დაკავშირებული ქართული სიტყვა სი–ხარ–ული, ხარ–ხარი. როგორც ჩანს ხარის ყოლა ეს დიდი სიმდიდრე და სიხარული იყო. ძველ ბერძნულად სიხარული არის ხარებოს. ხ–არი უმარტივესი სიტყვაა და უძველესი ადამიანის შექმნილს ჰგავს. ცეკვა ხორუმიც(ხარული) ხართან დაკავშირებულ რიტუალი უნდა ყოფილიყო.
უმარტივესი სიტყვაა მთა. ესეც უძველის სიტყვა უნდა იყოს. სიტყვა მთვარე კი უნდა იყოს ნაწარმოები მთიდან. ძველ მითებში მთვარეს უძველესი ხალხი აღწერდა მთის თავზე, როგორც ჩვეულებრი ხედავდნენ, ხოლმე ღამე. ასე რომ მთვარის ეტიმოლოგია ასეთი უნდა იყოს: მთა–არე. როგორც ბევრჯერ ვნახეთ ქართველები სუფიქსს არეს ბევრი სიტყვის, გვარის თუ ტოპონიმის წარმოებისას იყენებდნენ (შეიძლება ბევრი ქართული სტყვის გახსნება არე და არი სუფიქსებით), რაც გვიმტკიცებს აზრს, რომ სუფიქსი და სიტყვა არე ქართული უნდა იყოს და არა ლათინური.
ზამთარი ასეთნაირად უნდა იყოს ნაწარმოები: მზე–მთა–არე. ანუ მზე მთას არის მოფარებულიო. გავიხსენით ხალხური ლექსი მზეო ამოდი ამოდი, ნუ ეფარები გორასა, სიცივეს კაცი მოუკლავს და.ა.შ. აქვე უნდა აღვნიშნოთ რუსულ ზიმასთან ქართულის მსგავსება: ზამ–თარი, ზიმ–ა. აქაც ზ ბგერა ფიგურირებს, რაც ისევ გვიმტკიცებს აზრს მზის არქაულობაზე ბჟასა და მიჟთან შედარებით.
ზემოთ თქმული გვაფიქრებინებს, რომ რომანული ხალხების ევროპაში შმეოსვლამდე ქართველები და სლავები ემეზობლებოდნენ ერთმანეთს, ხოლო მოგვიანებით კი რომანული ხალხები სოლივით შემოიჭრა და სლავები და ქართველები ერთმანეთს დააშორა.
აშკარად იგრძნობა გარკვეული შორეული მსგავსება სიტყვებში ბიჭი და ბოი, გოგო და გერლ, ბურთი(ბართი? ბურთის თამაში ხომ ბარში უფრო ხელსაყრელია ვიდრე მთაში) და ბოლ, მთა და მაუნთ, ბავშვი და ბეიბი, ან ბამბინო, დღე და დეი, ან დენ.
შევჩერდეთ რამდენიმე ქართულ რიცხვით სახელზე. ცნობილია, რომ ათი მოდის თათიდან. მაგრამ რას უნდა უკავშირდებოდეს ციფრი ცხრა? ჩვენი აზრით მისი ეტიმოლოგია ასეთი უნდა იყოს: ცა ხარ. ძველ ქართველებში ცხრა იყო მზის რიცხვი, ამიტომ ამბობენ ხოლმე მზეზე ცხრათვალააო. ამიტომ ცხრა ანუ ცა ხარ შეიძლება ასახავდეს მზისადმი ხარის შეწირვის რიტუალს, სადაც სავარაუდოდ ცხრა ადამიანი მონაწილეობდა. თუ გავიხსენებთ ჩვენს ვარაუდს ქართველებისა და სლავების თავდაპირველი მეზობლობის შესახებ და გავიხსენებთ რომ რუსულად ცხრა არის დევიატ, ხოლო გოგონა კი დევოჩკა(რაც ეტყობა უკავშირდება ან დედას, ან დას), მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ რიტუალში ცხრა ახალგაზრდა გოგო იღებდა მონაწილეობას. მზეც ხომ მდედრობითი სქესის იყო.
სიტყვა ცეცხლიც ცისა და ხარის სინთეზი უნდა იყოს, მაგალითად: ცას ხარი, ცაცხალი(შეიძლება ცოცხალიც მივიღოთ), ცაცხლი, ცეცხლი.
ცეკვაც ასე უნდა იყოს ნაწარმოები: ცა კვლა. როგორც ვხედავთ ყველა ზემოთ მოყვანილი მაგალითი ასახავს გარკვეულ რიტუალს, რომელიც ხარის მზისადმი შეწრივას უნდა უკავშირდებოდეს.
დღეს ითვლება, რომ სკამი ლათინური სიტყვაა, მაგრმა ზემოთ ვნახეთ, რომ სკ ბგერათა ერთობა შეიძლება ქართული იყოს. სკაში მცხოვრებლებს ალბათ სჭირდებოდათ სკა–მი. სკამი კი მაშინდელ უსწორმასწორო მიწაზე მხოლოდ სამ ფეხა უნდა ყოფილიყო, რომ არ ეყანყალა (გეომეტრიიდან ცნობილია, რომ სამ წერტილზე მხოლოდ ერთი სიბრტყე გადის, ამიტომ სამ ფეხა სკამი მყარად დგას.). სკამიდან კი იოლად მიიღება რიცხვი სამი.
წყალი ისეთი ნივთიერებაა, რომ პირველყოფილი ადამიანს უეჭველად დასჭირდებოდა ეს სიტყვა. ქართულად ბავშვს როცა მიმართავენ წყალი გინდაო? ხშირად ენას უჩლიქავენ და ეუბნებიან ნტწაი გინდაო? უძველესი ადამიანების მეტყველება როგორც ცნობილია უმარტივესი იყო და ძალიან ჰგავდა ბავშვის მეტყველებას. ნტწაი ნერწყვის, ან წყლის ყლაპვის ხმიდან მოდის. ნტწაიდან წყალი იოლად მიიღება, მაგრამ მასთან უნდა იყოს დაკავშირებული მტკნარი წყალიც. ნტ–არე (ისევ არე სუფიქსი. ე.ი. უმარილო წყლის არე), მტკნ–არე(მტკნარი). აქედან უნდა გამოდიოდეს მდნ–არეც, ანუ მდინარეც. მტკნარიდან გამოდის მტკვარიც. მტ–კვ–არი შეიცავს კვ–ს. ლათინურად კი წყალი არის აკვა. როგორც ჩანს ლათინური სიტყვა აკვა ქართულ მტკნარ წყალს უკავშირდება. ბერძნულად მტკვარი არის კურა. კურადანაც მიიღება აკვა: აკურა და შემდეგ აკვა. ერთი სიტყვით მაინც მტკნართან არის აკვა დაკავშირებული.
ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ისეთი ქართული გვარების გახსენება, როგორიცაა ინგოროყვა და ღელეყვა. ამ გვარების ეტიმოლოგია შეიძლება ასეთი იყოს: ენგურ–აკვა, ანუ ენგურის წყალი და ღელე–აკვა, ანუ ღელის წყალი, თუმცა რატომ იქნა გამოყენებული ლათინური აკვა ჩემთვის გაუგებარია.
ქართულში ტოპონიმების საწარმოებლად ხშირად იყენებენ ასევე სუფიქსს სი–ს, მაგალითად თბილი–სი, ქუთაი–სი, დმან–ისი, ჯიხაიში და სხვა. ამ სუფიქსს შეიძლება რამენაირად უკავშირდებოდეს ში სუფიქსიანი ლაზური გვარები(მაგ. ხალვა–ში, ტუღუ–ში), თუმცა როგორია ისი სუფიქსის წარმოშობა ჩემთვის ესეც გაუგებარი რჩება. შესაძლოა იგი ნათესაობითი ბრუნვის ნიშანთან იყოს დაკავშირებული და ვინმესადმი კუთვნილებას გამოხატავდეს.
მეგრული გვარები ავა და უა სუფიქსზე ალბათ უფრო გვიანდელია და ისინი შეიძლება ასეთნაირად იყოს ნაწარმოები: მაგალითად სამეგრელოში არის სოფელი სამიქაო. ჩვენ ზემოთ ვთქვით, რომ ამა თუ იმ ტომის დასახლების ადგილის სახელიდან იწარმოებოდა გვარები, მაშინ სამიქავოში უნდა ეცხოვრათ მიქ–ავებს. ანალოგიურად შეიძლება მივიღოთ გვარები უა სუფიქსით: საჯოჯუოდან შეიძლება მივიღოთ ჯოჯ–უა, თმცა ამ ბოლო მოსაზრებების მტკიცებისას ვერ ვიქნები კატეგორიული.
ყველას მოეხსენება, რომ ზოგიერთ ხალხებს რამდენიმე სახელი აქვს, ზოგჯერ თავის ენაზე თავის თავს სხვანაირად უწოდებს, ხოლო უცხოელები კი სხვანირად ეძახიან. ასევეა საქართველოც. საქართველოს ინგლისურად და ბერძნულად ჯორჯია ჰქვია, თურქულად გურჯისტან და ა.შ.
სომხებს სომხურად ჰქვიათ ჰაები, რუსულად და ინგლისურად კი არმენები. სპარსელებს ირანელებსაც უწოდებენ. ირანის სახელი არიელებიდან მოდის, მათი ნაწილი ჩრდილოეთიდან გადმოსახლდა და ახალ მიწას დაარქვეს ირანი, ხოლო ძველ ადგილს კი საიდანაც გადმოსახლდნენ თურანი ჰქვია. ასე რომ ირანის ორი სახელი შეიძლება იმის ბრალი არის, რომ ერთი სახელი მათ მოიტანეს ამ მიწაზე, ხოლო მეორე სახელი სპარსეთი კი შესაძლოა აქ დამხვდური ხალხებისაგან კავკასიური, ანუ ხმელთაშუა ზღვის ხლხებისაგან მიიღეს, რომელთა საკუთარი საზოგადო სახელი ჩვენი ვარაუდით სპერები უნდა ყოფილიყო.
ანალოგიურად სომხების სახელი არმენი ასევე არიელიდან მოდის და ჩრდილოეთიდან მოსულ არიულ ტომს მოჰყვა, ხოლო ადგილზე კი შეიძლება მათ ჰაები, ან იქნებ ჰარები დახვდათ და ეს მეორე სახელიც აქედან დარჩათ.
ასე რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგჯერ ამა თუ იმ ხალხის ორი სახელი შეიძლება იმის შედეგი იყოს, რომ უფრო გვიან მოსული ინდოევროპელები შეერივნენ ადგილობრივ დამხვდურ ხმელთაშუაზღვის რასის ხალხს.
დამაფიქრებელია ასევე მაგალითად სვანური და სომხური გვარების ძალიან დიდი მსგვასება. არის მსგავსებები ასევე ბევრ იტალიურ(იტალიაში ხომ პელასგური ტომი ეტრუსკები ცხოვრობდნენ) და ქართულ გვარებს შორის. მაგალითად: მასტრო–იანი, ტაფარ–ელი და სხვა.
ბოლოს გავიხსენოთ, რომ ევროპამ ბევრი რამ ისწავლა ქართული ტომებისაგან. კერძოდ ოქროს მოპოვება და დამუშავება. ქართველების მიერ ოქროს მიღებასა და დამუშავებას ძველმა ბერძნებმა ქიმია უწოდეს. რკინის მიღება. ძველი ბერძნები ქართველების მიერ რკინის მიღებას ასე აღწერენ, რომ ქართველები რაღაც სილას აცხელებენ(სავარაუდოდ მაგნიტურ ქვიშას) და შემდეგ მას რაღაც შავ ქვას ურევენო(ალბათ მარგანეცზეა საუბარი), მიწათმოქმედება, მედიცინა და საფიქრებელია, რომ საქონლის მოშინაურებაც, გავიხსენოთ ხართან დაკავშირებული სიტყვების ეტიმოლოგია. ეს არის იმ სამეურნეო დარგების ჩამონათვალი, რომელიც უკვე ახლა შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ევროპამ ქართველებისაგან ისწავლა, მომავალმა კვლევებმა კი შეიძლება ეს სია კიდევ უფრო დააგრძელოს.
მითი პრომეთეზეც(ქართულად ამირანი) ამასვე მოწმობს. პრომეთემ ხომ ღმერთებს ცეცხლი მოსტაცა და ადამიანებს ჩამოუტანა. ეს არის სინამდვილეში შემოქმედების ცეცხლი. ანუ პრომეთემ (რომელშიც ქართველი ხალხი იგულისხმება) მსოფლიოს ასწავლა, თუ როგორ უნდა შედგომოდნენ ადამიანები პირველყოფილი ცხოველური არსბებობიდან ცივილზებულ ცხოვრებას.

აქვე ვიტყვით, რომ მარმარილოს ზღვის(სადაც ჩვენ მარების საცხოვრებელს ვვარაუდობთ) მახლობლად, ცოტათი აღმოსავლეთით, თურქეთში, არის მდინარე სა–ქარ–ია, რომელიც შავ ზღვაში ჩაედინება. ვინ იცის იქნებ ეს ადგილი იყო ქარ–ების თავდაპირველი სამყოფელი და მდინარის სახელიც მას უკავშირდება?(შეადარე სა–მტრედ–ია). თუმცა ამ შემთხვევაშიც ვერ დავიჩემებთ კატეგორიულობას.

ქართულ ენასთან დაკავშირებით მსგავს მოსაზრებებამდე მივიდნენ უცხოელი მეცნიერებიც ჩვენგან დამოუკიდებლად: http://pirveliradio.ge/index.php?newsid=2304&fb_comment_id=fbc_568531379836584_6378684_568563206500068#sthash.ZFqeRL16.4OBTxbOS.gbpl   
   ეს სიუჟეტი ,,რუსთავი-2″-ზე და ,,იმედზეც” იყო თავის დროზე. მისი მოკლე შინაარსი ასეთია: ,,Fox News ი ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას,რომლის მიხედვითაც 15 ათასი წლის წინ ევროპელი და აზიელი ადამიანების წინაპრები საერთო ენაზე საუბრობდნენ, რომლის წარმოშობის ადგილი, სავარაუდოდ, კავკასია, კერძოდ კი ახლანდელი საქართველოა.
ჩვენ შეგვიძლია ენის კვალს 15 ათასი წლის წინანდელ პერიოდამდე გავყვეთ, რომელიც უკანასკნელი გამყინვარების ხანის დასასრულს შეესაბამება, – აცახადებს მკვლევარი მარკ პეგელი.
აღნისნულ მოსაზღებას ყველა ლინგვისტი არ ეთანხმება მარკ პეგელის მოსაზრებით, 23 სიტყვა, მათ შორის მე, შენ, დედა, კაცი, ცეცხლი და ხელი, არ არის გამორიცხული ისევე ჟღერდეს, როგორც 15 ათასი წლის წინ. “

დავამატებ ასევე, რომ ხორბლისა და ქ–ერის(ჩვენ ზევით ვივარაუდეთ, რომ ამა თუ იმ ტომის სახხელი ერქმეოდა იმ ადგილს სადაც ის ცხოვრობდა და ასევე იმ სამეურნეო საქმიანობას რომელსაც ის ეწეოდა, ან მასთან დაკავშირებულ სხვა რამეს) პირველი სამშობლო არის თურქეთის ტერიტორია(,,ძველი მსოლიოს ისტორია”, მე–6 კლასის სასკოლო სახელმძღვანელო, ქ.თვალაშვილი და ც.ჩიკვაიძე, გვ.10), სწორედ ის ადგილი, რომელიც ჩვენი აზრით შეიძლება იყოს ქარების თავდაპირველი სამყოფელი.

ბოლოს კი გავიხსენოთ, რომ ძველ ასომთავრულ ანბანში ასო ქ ჯვრით გამოისახება. მაშინ ქ–არი(არი იგივე არეს შინაარსის მატარებელია) შეიძლება ასე ჩაიწეროს +–არი, ან სხვანაირად     + არე (+იანი არე).

როგორც გახსოვთ იოანე–ზოსიმეს წინასწარმეტყველებაში წერია, რომ მეორედ მოსვლა ქართული ენით დამოწმდებაო და სასწაულად ექნება ასო ,,წ”, რაც ოთხ პერიოდს, ოთხ ათას წელს ნიშნავსო, ეს არის ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინების ერთგავრი სიმბოლო. გარდა ასო ,,წ”–სა, ქართული ენის აღდგენას სასწაულად აქვს აგრეთვე 94 წელიო. როგორც ცნობილია იოანე მახარობელი და ღვთისმეტყველი იყო იესოს საყავრელი მოსწავლე, რომელიც იყო ერთადერთი იესოს მოწაფეთაგან, რომელიც იესოს ჯვარცმას ესწრებოდა და არ შეუშინდა მოსალოდნელ სასჯელს. იგი იყო ერთადერთი იესოს მოწაფეთაგან, რომელიც თავისი სიკვდილით მოკვდა. იგი არასდროს დაბრკოლებულა იესოს რწმენაში და მან და მისმა ძმამ იაკობმა სთხოვეს იესოს, რომ მეორედ მოსვლისას მის მარჯვნივ დაესვა ისინი. იესომ უთხრა არც კი იცით რას მთხოვთ, ძალიგიძთ კი იმ სასმისის შესმა რომელსაც მე ვსვამო. იმათმა კი შესაძლოა არ ცოდნის გამო, მაინც არ თქვეს უარი თავის თხოვნაზე. მოკლედ იოანე არის ის ერთადერთი მოწაფე, რომელმაც იცხოვრა 94 წლამდე(იოანე –ზოსმიეს წინასწარმეტყველებაშიც 94 წელი წერია ). გარდა ამისა იოანე არის მეოთხე მოსწავლე ქრისტესი. ასო ,,წ”–ც ხომ მეოთხე ეტაპს მიუთითებს?! ასე რომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართული ენის გაბრწყინება რამენაირად შეიძლება დაკავშირებული იყოს იოანე მახარობელთან, მით უმეტეს, რომ ქრისეტეს მეორედ მოსვლა მორწმუნეთათვის სასიხარულო ამბავია და ვინ უნდა გვახაროს ის, თუ არა იოანე მახარობელმა, იესოს საყავრელმა მოსწავლემ?! ამას გარდა გავიხსენოთ, რომ იოანემ და მისმა ძმამ თხოვეს იესოს, რომ მეორედ მოსვლისას ჩვენ შენს მარჯვნივ დაგსვითო.http://lib.ge/body_text.php?5106                                                                               იესო ერთგან ეუბნება თავის მოწაფეებს: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არიან თქვენში ზოგიერთები, რომლებიც არ იხილავენ სიკვდილს, სანამ ღვთის საუსფეველს არ იხილავენ.                                                                                                                                       იოანეს სახარება თავი 21–ე, აბზაცი 23.: ,,და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე(იგულისხმება იოანე მახაროებელი) არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს არ უთქვამს მასზე, არ მოკვდებაო, არამედ: თუ მე მსურს, რომ დარჩეს, ჩემს მოსვლამდე, შენ რაო? (ეს იესომ უთხრა პეტრეს).

http://timer.ge/7577-akhli-kvlevebshi-saqarthvelo-antikuri-enebis-samshoblod-sakheldeba.html#

ამ ბმულზე: http://msk.kp.ru/daily/25730/2720464/ სტატიის ბოლოს არის ასეთი ციტატა: ,,Люди произошли от грузин?

Не столь уж удивительно, что швейцарские ученые обнаружили в наследственном европейском материале ДНК выходцев с Кавказа. Он – Кавказ – и конкретно Грузия с недавних пор претендуют на то, чтобы считаться прародиной первых европейцев. А стало быть, и колыбелью европейской цивилизации. Но корни этого родства, возможно, уходят куда глубже, чем на какие-то жалкие десять тысяч лет.” აქ რუსებიც კი აღიარებენ (ოღონდ ცინიკურად), რომ შესაძლოა კაცობრიობა ,,ადამიანის მაგვარი ქართველებისაგან” იყოს წარმოშობილიო.

P.S.    პატრიარქის განცხადებით, წინასწარმეტყველების მიხედვით, მეორედ მოსვლის ჟამს განკითხვა სწორედ ქართული ენით მოხდება. “უკანასკნელ ჟამს კაცობრიობა დაკარგავს სარწმუნოებას, ჩაფლული იქნება ცოდვაში, ქართველი ადამიანი კი, შეინახავს თავის სარწმუნოებას და სწორედ ამის გამო განკითხვა მოხდება ქართული ენით”,-აღნიშნა ილია მეორემ.   http://www.presa.ge/new/?m=news&NID=914

,,ხოლო როცა ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა (იესომ, ავტ.) მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ(ანუ თვალსაჩინოდ, ავტ.)” (ლუკას სახარება თავი 17, აბზაცი20)

ვინაიდან, როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და თვით დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც.  (მათეს სახარება თავი 24, აბზაცი27)

მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღუბლებზე მომავალს, დიადიძალითადა დიდბით. (მათეს სახარება თავი24, აბზაცი 30)

მოავლენს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცათა კიდეთაგან მათ კიდეებამდე. (მათეს სახარება თავი24, აბზაცი 31)

სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ მოდგმის ადამიანებთან ერთად და მსჯავრს დასდებს მათ, ვინაიდან იგი დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და, აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი. (ლუკას სახარება თავი11, აბზაცი 31.    მათეს სახარება თავი12, აბზაცი42)

ფიზიკა–მათემატიკის 21.04.2010

მეცნიერებათა კანდიდატი
ზაზა წიქორიძე

Posted in Uncategorized | 56 Comments

უნაღდო ანგარიშსწორების მნიშვნელობა, საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში

აქ მითითებული ნაშრომის ორიგინალური ვერსია მოცემულია ამ სტატიის ბოლოს. იგი პირველად გამოქვეყნებული იყო ავტორის მიერ გამოცემულ ბროშურაში ,,საქართველოს ეკონომიკური კრიზისის თავისებურებები და მისი დაძლევის გზები”, რომელზეც გაცემულია საავტორო სერთიფიკატი N633, (01.12.2004 წელს).

შემდეგ იგი გამოქვეყნდა ჟურნალ ,,სოციალურ ეკონომიკაში”, 2004 წლის მაის–ივნისის ნომერში.

ეს ნაშრომი 2004 წელსვე დაურიგდა მთავრობის ყველა წევრს, პარლამენტის ყველა შესაბამის კომიტეტს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს, ეროვნულ ბანკსა და საქართველოს პრეზიდენტს. 2010 წლის გაზაფხულზე კი ხელისუფლება ცდილობდა კანონის მიღებას უნაღდო ანგარიშსწორებაზე გადასვლაზე, ისე რომ არ უთითებდა ამ იდეის ნამდვილ ავტორს. იხილეთ ბმულიhttp://www.1tv.ge/News-View.aspx?Location=797&LangID=1

2011 წლის ზაფხულამდე http://www.interpressnews.ge  –ზეც იდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლება იღებდა კანონს, რომლის მიხედვითაც ხელფასები სავალდებულო წესით მხოლოდ პლასტიკურ ბარათებზე უნდა გაცემულიყო. შემდეგ ეს ინფორმაცია ზემოთ აღნიშნულ საიტზე წაშალეს.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა მას მედიის საშუალებებიდან, ეს კანონი პალიკო კუბლაშვილის კომიტეტში მუშავდებოდა.

უნაღდო ანგარიშსწორების მნიშვნელობა კრიზისის დაძლევის საქმეში,

მოკლე შინაარსი (ძირითადი არსი)

ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი,

ეკონომისტი

ზაზა წიქორიძე

როგორც ეკონომიკის სახელმძღვანელოებიდან არის ცნობილი საბანკო სისტემას შეუძლია ფულის შექმნა.  ეს მექანიზმი აღწერილია თითქმის ყველა მაკროეკონომიკის სახელმძღვანელოში. აქ მოვიყვანთ მის მოკლე შინაარს.

ვთქვათ ,,ა” ბანკში ვინმემ შეიტანა 1000 ლარი. ეს თანხა ამ ბანკისათვის უკვე არის საკრედიტო რესურსი. მას შეუძლია იგი გასცეს რომელიმე მსესხებელზე, მხოლოდ შეტანილი თანხის დაახლოებით 10% უნდა განათავსოს ეროვნული ბანკის სარეზერვო ანგარიშზე, ანუ რეალურად მას აქვს საკრედიტო თანხა 900 ლარი.

ბანკი რეალურად მთელ თანხას ალბათ ერთ მსესხებელს არ მისცემს და იგი გადანაწილდება სხვადასხვა მსესხებელზე, მაგრამ იმისათვის რომ მსჯელობა იოლი გასაგები გახდეს დავუშვათ, რომ ეს თანხა ბანკმა მთლიანად მისცა სესხის სახით მსესხებელ ,,1”–ს. ეს დაშვება საბოლოო დასკვნას არ ცვლის.

თუ ზემოთ აღნიშნული მსესხებელი ამ თანხას გაიტანს ბანკიდან და მას ნაღდი სახით გამოიყენებს, მაშინ საბანკო სისტემის საკრედიტო პოტენციალი ამაზევე გაჩერდება, მაგრამ რა მოხდება მაშინ თუკი იგი ფულს ნაღდი სახით კი არ გამოიყენებს, არამედ თავის პარტნიორ მეწარმეს ჩაურიცხავს მის საბანკო ანგარიშზე ვთქვათ ბანკ ,,ბ”–ში. ასეთ შემთხვევაში უკვე ბანკ ,,ბ”–ს გაუცნდება ახალი საკრედიტო რესურსი 900 ლარის ოდენობით. ახლა ამ ბანკმაც უნდა შეიტანოს ეროვნული ბანკის სარეზერვო ანგარიშზე ახალი დეპოზიტის 10%. ამიტომ იგი შეძლებს საკრედიტოდ გამოიყენოს 810 ლარი. თუკი ახალი მსესხებელი მას ნაღდი სახით გაიტანს მაშინ საბანკო სექტორის საკრედიტო პოტენციალი აქ შეწყდება. მაგრამ თუკი შემდეგი მსესხებელიც თავის პარტნიორს საბანკო ანგარიშზე დაუსვავს 810 ლარს, ახლა უკვე ახალ ბანკ ,,ც”–ს გაუჩნდება ახალი საკრედიტო რესურსი. თუკი ასე გავაგრძლებთ დავინახავთ, რომ საბანკო სისტემა შეძლებს შექმნას ახალი საკრედიტო რესურსი 1000*10= 10 000 ლარის ოდენობით. ე.ი. ერთ ბანკში შეტანილმა 1000–მა ლარმა გამოიწვია საბანკო სექტორის საკრედიტო რესურსის 10 000 ლარამდე გაზრდა. მაგრამ ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ყველა ბანკის კლიენტი სარგებლობდა საბანკო მომსახურებით და თანხებს იყენებდა უნაღდო  ანგარიშსწორებით, არც ერთი არ იღებდა ფულს ბანკიდან ნაღდი სახით,  თუ რომელიმე გამოიტანდა ფულს ბანკიდან ნაღდი სახით მაშინ ბანკის ფულის მულტიპლიკატორი წყვეტდა მოქმედებას. რაც უფრო ადრე გამოიტანდა ფულს მით უფრო ნაკლები საკრედიტო რესურსი იქმნებოდა საბანკო სექტორში და რაც უფრო გვიან მით უფრო მეტი საკრედიტო რესურსი იქმნებოდა.

ე.ი. თუ ჩვენ შევქმნით ისეთ სისტემას, როცა ფული არ დატოვებს საბანკო სისტემას, ან დიდ ხანს მაინც არ დატოვებს საბანკო სისტემას, ეს გამოიწვევს საკრედიტო რესურსების მნიშვნელოვან ზრდას. საკრედიტო რესურსების ზრდა კი გამოიწვევს საპროცენტო სარგებლის შემცირებას და ინვესტიციების ზრდას, რაც წინაპირობაა მშპ–ს ზრდის. რაც ეკონომიკური კრზისის დაძლევას ნიშნავს.

მე 2003 წელს ვმუშაობდი ,,საქართველოს ბანკის” საანგარიშსწორებო საშუალებების მართვის დეპარტამენტში და იქ მომივიდა აზრად რომ შეიძლებოდა პლასტიკური ბარათებისა და სხვა უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებების (როგორიცაა ჩეკები და სხვა) გამოყენება, იმისათვის, რომ ქვეყნაში შექმნილიყო ისეთი სისტემა, როცა ფული არ დატოვებდა საბანკო სისტემას, ყველა გამოიყენებდა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმებს და საბანკო სექტორში მნიშვნელოვნად მოიმატებდა, ფაქტიურად მუქთა საკრედიტო რესურსი, რაც გამოიწვევდა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას, ინვესტიციების ზრდას და შედეგად ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებას.

ამისათვის საჭიროა, რომ ხელისუფლებამ დაავალდებულოს ყველა ფირმა, თუ ორგანიზაცია ხელფასები გასცენ პლასტიკურ ბარათებზე. ყველა ორგანიზაცია უნდა გახდეს ვალდებული, რომ ივაჭროს პლასტიკური ბარათების გამოყენებით (ყველამ სავალდებულო წესით უნდა დააყენოს ე.წ. pos terminali, რომლის საშალებითაც ხდება პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორება), ან სხვა უნაღდო საანგარიშსწორებო საშუალებებით(მაგალითად ჩეკები). ამ შემთხვევაში ფული საბანკო სისტემას არ დატოვებს, ყველა ტრანზაქცია ბანკის შესაბამის დეპარტამენტში გატარდება და ერთი ანგარიშიდან მეორე ანგარიშზე, ან მეორე ბანკის შესაბამის ანგარიშზე გადაჯდება. ბანკებს გაუჩნდება უზარმაზარი მუქთა საკრედიტო რესურსი. არ გვექნება სახვეწი უცხო ინვესტროებისათვის თუ კრედიტორებისათვის, რომლებიც ფულს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ იძლევიან. ქვეყანაში შეიქმნება ძალიან დიდი მოცულობის მუქთა საკრედიტო რესურსი(ვიმეორებ). რა თქმა უნდა დიდი რაოდენობით ფულის გამოსვლამ შეიძლება გამოიწვიოს ინფლაციური პროცესები, მაგრამ ინფლაციის მართვა ეროვნული ბანკისათვის არ არის ძნელი. მით უმეტეს, რომ უნაღდო ანგარიშსწორებაზე (ანუ ,,ელექტრონულ ფულზე”) გადასვლა გამოიწვევს ეროვნული ბანკის ბერკეტების უფრო გაეფექტურებას, რადგანაც მთელი ფული ბანკებში იქნება თავმოყრილი, რაც აიოლებს ეროვნული ბანკისათვის მარეგულირებელი ფუნქციის შესრულებას.

შეიძლება მკითხველმა იფიქროს, რომ იგივე რაოდენობის თანხა შეიძლება ეროვნულმა ბანკმა დაბეჭდოს და ისე გამოუშვას ბრუნვაში, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ფული ბანკებში არ გაჩერდება. იგი მოსახლეობის ჯიბეებში დაილექება, არ წავა ინვესტიციებში, ძირითადად მხოლოდ მოთხოვნას გაზრდის, რასაც შედეგად ძირითადად მხოლოდ ინფლაციის ზრდა მოჰყვება.

იმ შემთხვევაში კი, თუ ფული უნაღდო ანგარიშსწორების გამოყენებით გაიზრდება საბანკო სფეროში, მაშინ ეს ფული ძირითადად დაიხარჯება ინვესტიციებში, რადგანაც ბანკები სესხებს ძირითადად საინვესტიციო პროექტებში იძლევიან, რაც ნიშნავს ახალი საწარმოების გახსნას და მიწოდების ზრდას(მიწოდების მრუდის დაბლა დაწევას, რაც ფასებს ამცირებს). მოიმატებს წარმოების მოცულობა ეს კი გაზრდის რეალურ მშპ–ს. წარმოების მოცულობის ზრდა(მიწოდების მრუდის დაბლა დაწევით) და საქონლის მოცულობის ზრდა კი ინფლაციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

მოგეხსენებათ ინფორმაციის ასიმეტრიულობა როგორ იწვევს ბაზრის შემცირებას, ან სრულიად გაქრობას. ეს თემა დაამუშავეს აკერლოფმა და სტიგლიცმა, რომლებმაც ამაში მიიღეს ნობელის პრემია. კერძოდ ამ შემთხვევაში საქმე ასეა. როცა მყიდველმა არ იცის რას ყიდულობს (ე.ი. მყიდველს აქვს უფრო ნაკლები ინფორმაცია ვიდრე აქციების გამყიდველს, ანუ ადგილი აქვს ინფორმაციის ასიმეტრიულობას, შავი შემოსავლების გამო), ამის გამო მას არ აქვს სურვილი დიდი თანხა გადაიხადოს მისთვის უცნობ კომპანიის აქციებში. დაბალი შეთავაზებული ფასი კი უკლავს სურვილს გამყიდველს გამოიტანის აქციები ბაზარზე. ეს კი იწვევს ბაზრის შემცირებას, სწორედ ეს პრობლემა აქვს ჩვენს საფონდო ბაზარს. ინფორმაციის ასიმეტრიულობა კლავს საფონდო ბაზარს საქართველოში. ამიტომ შემოსავლების გათეთრება აუცილებლად მნიშვნელოვანად გაზრდის ამ ბაზრის მოცულობას, რადგანაც მოიკლებს ინფორმაციის ასიმეტრიულობის ხარისხი. ეს პრობლემა კი როგორც ზემოთ ვთქვი კარგად შეიძლება გადაწყდეს უნაღდო ანგარიშსწორების სავალდებულოდ დანერგვის შემთხვევაში.

ინფორმაციის ასიმეტრიულობა კარგად არის განხილული ნახმარი ავტომობილების მაგალითზე რობერტ პინდაიკის და დანიელ რუბინფელდის წიგნში ,,მიკროეკონომიკა” გვ. 485 ,,ნახმარი ავტომობილების ბაზარი”. იგივე პრობლემა გვაქვს ჩვენს საფონდო ბაზარზეც. ასე რომ ბაზარზე გამოსატანი კომპანიების ფინანსური უწყისები უნდა გავხადოთ მაქსიმალურად გამჭვირვალე და საიმედო, ამის შემდეგ უკვე აზრი ექნება აქციის მფლობელებისათვის ამ ბაზარზე თავისი აქციების გამოტნას, რადგანაც ამ აქციების ფასი უკვე რეალურ საბაზრო ფასთან იქნება მიახლოებული მაქსიმალურად.

ამ მეთოდს აქვს კიდევ რამდენიმე პლიუსი:

1)      შემოსავლები გათეთრდება, რადგან ყველა ტრანზაქცია ბანკებში მოხდება და გადასახადების დამალვა დიდ რისკთან იქნება დაკავშირებული,

2)      გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლები,

3)      განვითარდება ინტერნეტ ეკონომიკა და ციფრული, თუ ქსელური ტექნოლოგიები.

4)  გამოცოცხლდება საფონდო ბაზარი და ბირჟაც. როცა შემოსავლები გათეთრდება აქციებს უფრო მეტი მყიდველი გამოუჩნდება, რადგანაც როცა ადამიანმა არ იცის შავი შემოსავლების გამო, თუ როგორი ფინანსური მდგომარეობა აქვს ამა თუ იმ საწარმოს, ბუნებრივია მისი აქციების ყიდვისაგან თავს შეიკავებს. შემოსავლების გათეთრების შემდეგ კი მყიდველები უფრო გააქტიურდებიან, რაც გამოიწვევს აქციების გაძვირებას და შემდეგ აქციების მფლობელებიც უფრო მეტად გამოიტანენ აქციებს ბაზარზე გასაყიდად და ახალი ფონდების მოსაზიდად. დღევანდელ პირობებში კი საფონდო ბაზარზე აქციის გამოტანას აზრი არ აქვს, რადგანაც მფლობელს მისი მუქთად გაყიდვა მოუწევს.

5)      ბოლოს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გაიზრდება მუქთა საკრედიტო    რესურსის მოცულობა, რაც გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთის დაცემას, ინვესტიციების ზრდას და ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანას.

ეს მეთოდი ამერიკაში ხელისულებისაგან ჩარევის გარეშეც დაინერგა. საქართველოში კი ამას ხელისუფლებიდან დაჩქარება სჭირდება.

მას შემდეგ რაც საბანკო სექტორი შექმნის დამატებით კაპიტალსა და ფინანსურ რესურს საჭიროა ამ თანხების სწორად ათვისება. ამისათვის ხელისუფლებას აქვს ორი–სამი წელი. საჭიროა ამ თანხების ფიზიკურ კაპიტალად ქცევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გრძელვადიან მიახლოებაში, ანუ დაახლოებით ასე სამი წლის შემდეგ, ეს ფინანსური რესურსები მხოლოდ ინფლაციას გამოიწვევს, ეკონომიკა მიხვდება რომ გამოშვებული იქნა ზედმეტი ფული. მოკლევადიან მიახლოებაში კი, ცოტა ხნის განმავლობაში, ეკონომიკა თავიდან ამას ვერ ხვდება(სწორედ ამას ემყარება ხოლმე ცენტრალური ბანკების მიერ ეკონომიკის გამოცოცხლებისათვის გატარებული იაფი ფულის მონეტარული პოლიტიკა, ზევით აღნიშნული მაქვს თუ რითი ჯობია ეს ხერხი ტრადიციულად ცენტრალური ბანკების მიერ გატარებულ მონეტარულ პოლიტიკას). ეს დრო უნდა იქნას ოპტიმალურად გამოყენებული.  უნაღდო ანგარიშსწორებაზე გადასვლა უნდა მოხდეს ნელ–ნელა ეტაპობრივად(უბნებისა და რაიონების მიხედვით), რომ არ განვითარდეს ჰიპერინფლაცია.

როგორც ეკონომიკიდან ცნობილია, ეკონომიკა გრძელვადიან მიახლოებაში ისეთ წინასწორობაში გადის, სადაც დნაზოგები და ინვესტიცია ერთმანეთს უტოლდება. თუ პესიმისტური მოლოდინების გამო ინვესტიციები შემცირდება, მაშინ იწყება ინფლაცია და დანაზოგები უფასურდება, რითაც დანოაზოგების რეალური მოცულობა უტოლდება ინვესტიციებს. ამიტომ როცა ჩვენი მეთოდის გამოყენებით ქვეყანაში ახალი ფული გაჩნდება საბანკო სისტემაში დნაზოგის სახით, იმისათვის რომ ეს ფული არ გაუფასურდეს, საჭიროა ხელისუფლებამ თვითონ მოახდინოს ინვესტიციების გაზრდა და არ დაელოდოს ინვესტორიებში ოპტიმისტური მოლოდინის გაჩენას (თუ როგორ, ეს აღწერილი მაქვს ქვემოთ სტატიაში). ეს უნდა მოესწროს ორ–სამ წელიწადში. ასეთ შემთხვევაში ახალი ფული და დანაზოგები მთლიანად არ გაუფასურდება და საწარმოებში ინვესტირების შემდეგ რეალურ დანაზოგად და ინვესტიციად იქცევა. აქვე დავსძენ რომ ეს მეთოდი უფრო ეფექტური იქნება ისეთ ქვეყნებში, სადაც უმუშევრობა დიდია და ბევრია საინვესტიციო შესაძლებლობები, ხოლო ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, რომლებშიც ეკონომიკა სრული დასაქმების ზღვარზე მუშაობს ეს მეთოდი(და საერთოდ ახალი ფულის გაჩენა) უფრო მეტ ინფლაციას გამოიწვევს, რადგანაც საინვესტიციო პოტენციალი თითქმის ათვისებული აქვთ ასეთ ქვეყნებს.

როცა ახლად შექმნილი ფული მოხვდება საბანკო სისტემაში, ეს გაზრდის ინვესტიციების მოცულობას, რადგანაც ბანკები სესხებს უმეტესად საინვესტიციო პროექტებზე გასცემენ. ეს კი გამოიწვევს ინვესტიციების ზრდას, შედეგად მივიღებთ გაზრდილ ინვესტიცას და ამის გამო საბანკო სისტემაში ახლად  შექმნილი დანაზოგები(ანუ ფული) სულ უფრო მეტად გადაიქცევიან ფიზიკურ კაპიტლად. ე.ი. დანაზოგები ფასების ზრდაში(ინფლაციაში) კი აღარ გაიწოვება, არამედ უფრო ეკონომიკის ზრდას გამოიწვევს და ამითი გარკვეულად შეამცირებს კიდეც ფასებს, რადგანაც მიწოდების მრუდი დაბლა ჩამოვა. ამით განსხვავდება ჩემი მეთოდი ეროვნული ბანკის მიერ ფულის დაბეჭდვისაგან და ბრუნვაში გამოშვებისაგან. ამ უკნანასკნელ შემთხვვაში მთელი ფული მხოლდ ფასების მატებას გამოიწვევს, რადგანაც არ გაჩერდება დიდ ხანს საბანკო სისტემაში, და ძალიან მცირე ნაწილი მოხმარდება ინვესტიციებს.

იმისათვის, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ბიზნესმენების ოპტიმისტურ განწყობებს, უმჯობესია ხელისუფლებამ არ დაელოდოს მათ განწყობას და თვითონ დაიწყოს ინვესტირების პროცესი, როგორც მსხვილმა კერძო კორპორაციამ, საჭირო დარგებში. ანუ სახელმწიფომ თვითონ უნდა იმოქმედოს როგორც მსხვილმა საინვესტიციო კორპორაციამ. საწარმოების დაფუძნებისა და ამუშავების მერე იმისათვის, რომ მენეჯერთა ბიუროკრატია არ გაიზარდოს და არ გართულდეს მართვა, საჭიროა ასეთი საწარმოები გაყიდოს კერძო სექტორზე. ასე იქცევა ხშირ შემთხვევაში საფრანგეთიც.

ის თუ რგორ უნდა დაიხარჯოს ახლად შექმნილი ფინანსური რესურსი აღწერილია ქვემოთ მოყვანილ სტატიაში.

როგორ დავუბრუნოთ ქართულ საქონელს ქართული ბაზარი.

1. ყველა ხედავს, რომ ქართული ბაზარი დაპყრობილი აქვს უცხოურ საქონელს. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ეს საქონელი არ არის მაღალტექნოლოგიური, ან ისეთი რომლის წარმოებაც საქართველოში შეუძლებელი იყოს. მიუხედავად ამისა ქართველები ვერ ვაწარმოებთ კონკურენტუნარიან საქონელს, რამაც გამოიწვია ადგილობრივი ბაზრის დაკარგვა. ე.ი. საჭიროა ისეთი საწარმოების აშენება, რომლებიც დაკომპლექტებული იქნებიან უახლესი დანადგარებითა და ტექნოლოგიებით, ეს გამოიწვევს ქართული კონკურენტუნარიანი პროდუქცის წარმოებას და ადგილობრივი ბაზრიდან უცხოური საქონლის განდევნას.

2. თითქმის 20 წელი ხდება რაც საქართველო დამოუკიდებელია და საბაზრო ეკონომიკაზე ვართ გადასული, მაგრამ ქართველმა მეწარმეებმა ვერა და ვერ მოახერხეს დამოუკიდებლად შეექმნათ ისეთი საწარმოები, რომლებიც მოახერხებდნენ ქართულ ბაზარზე დამკვიდრებას და უცხოური საქონლის განდევნას (რამოდენიმე გამონაკლისის გარდა). იმისათვის, რომ მათ ეს მოახერხონ საჭიროა, რომ მათ ხელი მიუწვდებოდეთ წარმოების უახლეს და კონკურენტულ ტექნოლოგიებსა და დანადგარებზე. გარდა ამისა ხშირად საჭირო ხდება დიდი მოცულობის კაპიტალის მობილიზება, რაც ასევე გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართველი მეწარმეებისათვის.

3. მათ საჭირო თანხის მოგროვება ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება ურთიერთ კოოპერაციის გზით მოახერხონ, მაგრამ ამას სჭირდება ურთიერთ ნდობაც. რაც ასევე ძნელად გადასაჭრელი ამოცანაა.

4. ამ პრობლემის გადაჭრა ბევრად უფრო  მარტივია ხელისუფლებისათის. მისთვის არ არის ძნელი საჭირო კაპიტალის მობილიზება და მთელს მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიების მოძიება, მით უმეტეს, რომ მას აქვს საშუალება საჭირო ადამიანური რესურსის მობილიზებისაც.

5. თუკი ჩვენ გადავხედავთ საქართველოს საბაჟოზე შემოსულ იმპორტულ საქონლის სიას, იოლად დავადგენთ თუ რამდენია ამა თუ იმ საქონლის, ქართველების მხრიდან აუთვისებელი ბაზრის მოცულობა. მაგალითად თუ გვეცოდინება რამდენი სარეცხი საშუალება შემოდის ქვეყნაში, ან რამდენი პლასტმასის ნაკეთობა შემდის, შეგვიძლია დავადგინოთ თუ რა სიმძლავრის საწარმო უნდა აშენდეს სარეცხი საშუალებებისათვის, ან პლასტმასის ნაკეთობებსიათვის. ადგილობრივი ბაზრის განსაზვრა საჭიროა იმიტომ, რომ თუ აუცილებლობამ მოითხოვა ჩვენ შევძლებთ ადგილობრივი ნაწარმის ადგილობრივ ბაზარზე დაცვას, რომ აშენებულ საწარმოებში გადახდილი ფული უქმად გადაყრილი არ გამოვიდეს. უცხოურ ბაზრებზე ქართულ ნაწარმს შეიძლება ხელოვნურად შეუქმნან პრობლემები, ამიტომ ადგილობრივი ბაზრის ათვისებით დაწყება ეკონომიკურად ნაკლებ სარისკოა. თუმცა უმჯობესია ეს საწარმოები უახლესი ტექნოლოგიებით იქნას აღჭურვილი, რომ კონკურენტული საქონელი გამოუშვან და შიდა ბაზარზე ხელოვნური მხარდაჭერა არ დასჭირდეთ, გარდა ამისა შეიძლება მომავალში უცხოურ ბაზრებზეც გავიდეთ.

6. როცა ხელისუფლება განსაზღვრავს ასეთი საწარმოების სიას (სია უნდა შედგეს იმის მიხედვით თუ რა საქონელი შემოდის ქვეყანაში ყველაზე მეტი, რომ პირველ რიგში ის საწარმოები აშენდეს) უნდა დაიწყოს მათი მშენებლობა ბიუჯეტის სახსრებით, ასევე შეიძლება ბანკებში შექმნილი დამატებით საკრედიტო კაპიტალის სესხად აღება სახელმწიფოს მხრიდან ასეთი საწარმოების ასაშენებლად. მას შემდეგ რაც სახელმწიფო ერთი–ორი წელი ამუშავებს მათ, უმჯობესია ასეთი საწარმოები გაყიდოს(თუკი იგი ძალიან მსხვილი, მაღალტექნოლოგიური და საექსპორტოდ განსაზღვრული არ იქნება). პრივატიზაციიდან ამოღებული თანხით შეიძლება ისევ ახალი საწარმოს აშენება. ასე შეიძლება გაგრძელება ბევჯერ და ამ გზით შევძლებთ ქართული ბაზრის ქართული საქონლისათვის დაბრუნებას. გარდა ამისა ამ საწარმოებში დასაქმდება ხალხი, რომლებიც ხელფასებს აიღებენ, ანუ გაიზრდება მსყიდველუნარიანი მოთხოვნა და შესაბამისად გაიზრდება შიდა ქართული ბაზრის მოცულობაც, რაც ახალი მსხვილი საწარმოების აშენებისათვის შექმნის წინაპირობებს. აგრეთვე გამოსწორდება სავაჭრო ბალანსი და შემცირდება საგარეო ვალები, ან მათი ზრდის ტემპი.

7. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ასეთი საწარმოები მთლიანად არ იქნას დაფინანსებული ბიუჯეტიდან. თუკი ხელისუფლება გამოაცხადებს ამა თუ იმ საწარმოს მშენებლობის დაწყებას და გაყიდის აქციების ნაწილს, მე ვფიქრობ ,რომ სახელმწიფოს მიერ წამოწყებულ საწარმოს მშენებლობაში მონაწილეობას ბევრი ბიზნესმენი და მოქალაქე მიიღებს და შეიძენენ აქციებს, რითაც მოსახლეობა ნაწილობრივ დააფინასებს ასეთი საწარმოების მშნებლობას.  (თუ ხელი მოგიწვდებათ შეადარეთ ეს ბოლო ორი აბზაცი და 8 აპრილის ბიზნესკურიერის პირველი სიუჟეტი ერთმანეთს)

საქართვე;ოში ბევრი აყოლილია ბრმად მემარჯვენე პროპაგანდასა და ეკონომიკას მარტო იმ სახელმღვენელოებით იცნობენ სადაც მარტივი და იდეალიზებული ეკონომიკური მოდელებია განხილული, ამიტომ იოლად იჯერებენ იმას რასაც ამ იდელიზებულ და გამარტივებული მოდელის განხილვით ამტკიცებენ მემარჯვენეები. თუმცა კაი ხანია სპეციალისტებმა აღიარეს რომ ბაზარს ბევრის ნაკლი აქვს რის გამოც იგი ისე იდეალურად არ მუშაობს როგორც მემარჯვენეები ამტკიცებდნენ 70-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირის დასანგრევად საჭირო იყო ბაზრის გაიდეალიზება. ამიტომ ევროპსა და აზიის ქვეყნების ხელისუფლება ხშირად ეხმარება მეწარმეებს და ერევა ეკონომიკის განვითარებაში, რომ უფრო სწრაფ ზრდას მიაღწიოს.
იმის გამო, რომ სანამ საქართველოში ძველი პროპაგანდის მსხვერპლ ეკონომისტებს დაპოლიტიკოსებს გააგებინებ, რომ კვალიფიციური ჩარევა და დახმარება საჭიროა მეწარმეებისათვის სახელმწიფოს მხრიდან (ამისათვის საჭიროა ახალი გამოჩენილი ეკონომისტების წიგნების თარგმნა და პოპულარიზაცია), მანამდე სახელმწიფოს უშუალოდ ჩარევას შეიძლება ასეთნაირადაც ავუაროთ გვერდი (რომ მემარჯვენეებისაგან ნაკლები იყოს წინაათმდეგობა) და ასეთი რამ გაკეთდეს:
შეიძლება სახელმწიფომ განსაზღვროს თუ რა, რა სიმძლავრის და რა ადგილას ჯობია საწარმოს აშენება, გამოაქვეყნოს ამ საწარმოების სია და განაცხადოს, რომ ის მეწარმეები ვინც ამ საწარმოების მშენებლობას დაიწყებენ მათ დაეხმარებიან კაპიტალით, ტექნოლოგიების მოძიებით და 30-40%-იანი თანამონაწილეობით, როცა საწარმო მომძლავრდება სახელმწიფო თავის კუთვნილ აქციებს გაყიდის. ოღონდ ყველა საწარმო უახლესი ტექნოლოგიური მ იღწევებით უნდა იაქნას აღწურვილი, თორემ ისე ევროპის ბაზარზე კონკურენციას წააგებს და ფული წყალში გადაიყრება.

მემარჯვენეების სულელურ ახირებას შეიძლება კიდე ასეთნაირადაც ავუაროთ გვერდი ( ამ დროს არსი იგივე რჩება, მაგრამ ისეთი ფორმის შერჩევა შეიძლება, რომ მემარჯვენეებს ეგონოთ, თითქოს გასაკეთებელ საქმეს მართლა კერძო პირი აკეთებს და არა სახელმწიფო), შეიძლება სახელმწიფომ საზღვარგარეთ იყიდოს რაიმე ქარხანა, ან აქ ააშენებინოს უცხოელებს და მერე გამოაცხადოს, რომ ყიდის უცხოურ საწარმოო ხაზს და მსურველ ბიზნესმენებს, ან ბიზნესმენთა ჯგუფს შეუძლიათ შეიძინონ იგი, რომელთაც ხელისუფლება პირველ ეტაპზე დაეხმარება სასარგებლო რჩევებით და სხვა…  სახელმწიფო გამოაცხადებს რომ ყიდის ამ საწარმოს აქციონერთა ჯგუფზე და აქციების გარკვეულ ნაწილს იტოვებს თვითონ, სამართავად კი საწარმო გადაეცემა ვინმე მენეჯერს, რომელიც შეიძლება სახელმწიფომ გამოარჩიოს, მარა გაასაღოს როგორც აქციონერთა მიერ არჩეული, რომ შეიქმნას ისეთი შთაბეჭდილება ვითომ სახელმწიფო არ ერევა მართვაში. აქციების მცირე ნაწილს კი იმიტომ იტოვებს, რომ როგორც ერთერთ აქციონერს ქონდეს უფლება ამ საწარმოს კონტროლის, რათა იგი იყოს გარანტი ყველა მცირე აქციონერების უფლებების დაცვისა. ეს უნდა გახდეს სიგნალი მცირე ინვესტორიებისათვის, რომ ახალ შექმნად  საწარმოებში ფული დააბანდონ და იმედი ქონდეთ, რომ მათ დანაზოგებს და დაბანდებებს თაღლითებისაგან სახელმწიფო დაიცავს. ასეთნარიად შესაძლებელი გახდება მცირე დანაზოგების მობილიზებითაც კი მსხვილი ინვესტიციების გაკეთება, თან ბიუჯეტის გვერდის ავლით (მარა ამ შემთხვევაში ხალხი სახელმწიფოს უნდა ენდობოდეს). ასეთი ხერხები საჭიროა საწყისი ეტაპისათვის, თუმცა მერე სახელმწიფომ უნდა მოახერხოს ისეთი გარემოს შექმნა, რომ კერძო მეწარმეებს არ დაჭირდეთ ყველა საწარმოს შექმნისას სახელმწიფოს მონაწილეობა გარანტორის სახით.

ასაშენებელი საწარმოსათვის ასევე მნიშვნელოვანია სწორი ადგილის განსაზღვრა. მაგალითად ენერგოტევადი საწარმოების აშენება უპრიანი იქნება დასავლეთ საქართველოში, ჭარბი ჰიდროენერგეტიკული რესურსების გამო, ასევე ნედლეულტევადი საწარმოების მშენებლობაც უპრიანია დასავლეთ საქართველოში პორტებთან სიახლოვის გამო. მეცნიერებატევადი დარგების განვითარება კი თბილისში ჭარბი კვალიფიციური და მეცნიერული კადრების გამო და ა.შ. და ამგვარად.

ხელისუფლებამ თვითონ უნდა ააშენოს მაღალტექნოლოგიური, ენერგოტევადი თუ მეცნიერება ტევადი საწარმოები. ამის გაკეთებას კერძო მეწარმეები ვერ შეძლებენ არა საკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსების გამო. ხელისუფლებას კი შუეძლია უცხოელი მეცნიერებისა და სპეციალისტების მოწვევა. გარდა ამისა მას შეუძლია დაუკვეთოს ასეთი მსხვილი საწარმოების აშენება უცხოელებს. კარგი იქნება თუ ამ საწარმოებზევე მიებმება ტექნოლოგიური ინსტიტუტების მუშაობაც. ასეთ შემთხვევაში ახალი ტექნოლოგიების ათვისებაც უფრო მალე მოხდება და ახლად დამუშავებული ტექნოლოგიების წარმოებაში ჩაშვების სიჩქარეც გაიზრდება. სხვა შემთხვევაში რაც არ უნდა თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტიტუტები ვაშენოთ, მათი კურსდამთავრებულები ვერ ნახავენ ასპარეზს საკუთარი თავის რეალიზაციისათვის და ეს ცოდნა გამოუყენებლი დარჩება. ტექნოლოგიურ ინსტიტუტებში ჯობია მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები ჩამოვყვანოთ, ამით ცოდნის ხარისხიც გაიზრდება ინსტიტუტებში და მისი პრესტიჟულობაც. თან ალბათ ჯობია ამაში დავხარჯოთ ფული ვიდრე ძვირად ღირებულ მომღერლებში. ეს უფრო მეტ ეკონომიკურ ეფექტს მოიტანს.

იმისათვის, რომ ქართული ნაწარმი უცხოურ ბაზრებზე გავიტანოთ, კარგი იქნება ქართული დიასპორის გამოყენება. თუკი ქართული საექსპორტო კომპანიები საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების გამოყენებით შექმნიან ფილიალებს, ამით ქართულ დიასპორასაც დავეხმარებით ეკონომიურად და ამავე დროს ქართული პროდუქტის უცხოურ ბაზარზე გატანასაც წაადგება, გარდა ამისა ქართული დიასპორა ქართულ საქმეში იქნება ჩართული და არ დაკარგავს კავშირს თავის ქვეყანასთან. მაგალითად მანქანათმშენებლობაში დიდი მნიშვნელობა აქვს სადისტრიბუციო ქსელს.

ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი

ზაზა წიქორიძე

უნაღდო ანგარიშსწორების მნიშვნელობა, საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში(ორიგინალური სტატია).

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ეკონომისტი

ზაზა წიქორიძე

სტატიაში ,,არაპირდაპირი გადასახადების, ეკონომიკის მასტიმულირებელი როლი განვითარებად ქვეყნებში”1 ავტორი ამტკიცებს, რომ ქვეყნებში სადაც დიდია უმუშევრობა შეიძლება წარმოების ზრდა გამოიწვიოს საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების მატებამ. მისი აზრით განვითარებადი ქვეყნებისათვის, რომელთათვისაც ბიუჯეტის სიმცირე აქტუალური პრობლემაა, ყველაზე უფრო მისაღები უნდა იყოს ეკონომიკის სტიმულირების სწორედ ის მეთოდი, რომელიც ზემოთ დასახელებულ სტატიაშია მოცემული.   იგი გულისხმობს საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების ზრდას, რისი საშუალებითაც ხდება მოთხოვნის სტიმულირება და მოთხოვნის მრუდის მარჯვნივ გადაწევა. მოთხოვნის სტიმულირება და ხარჯების ზრდა თავის მხრივ მეწარმეების წინაშე აყენებს წარმოების გაფართობის პრობლემას. ეს კი გაზრდის მოთხოვნას საინვესტიციო კაპიტალზე, რაც გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების მატებას. საპროცენტო განაკვეთის ზრდა შეამცირებს ინვესტიციების რაოდენობას, რის შედეგადაც ქვეყანაში წარმოებული საქონლის მოცულობის მატება ისეთი დიდი აღარ იქნება, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო სასეხო კაპიტლაზე საპროცენტო განაკვეთი რომ არ შეცვლილიყო. ზემოთ ნახსენებ სტატიაში ნაჩვენებია, რომ საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების ზრდა იწვევს მოთხოვნისა და მშპ-ს  მატებას იმავე სიდიდით რა სიდიდითაც იზრდება საბიუჯეტო შემოსავლები, მაგრამ მშპ-ს მატების ნაწილი ფასების ზრდაზე მოდის, ხოლო ნაწილი კი საქონლის მოცულობის ზრდაზე. რაც უფრო შეზღუდულია ქვეყანაში საინვესტიციო და სასესხო კაპიტალის რაოდენობა, მით უფრო მეტია კუთხე მიწოდების მრუდსა და აბსცისათა ღერძს შორის. ე.ი. მოთხოვნის და მშპ-ს ნომინალური სიდიდის ზრდა, რომელიც ბიუჯეტის შემოსავლების ნაზრდის ტოლია, უფრო მეტად გამოიწვევს ფასების მატებას რაც უფრო შეზღუდულია ქვეყანაში სასესხო კაპიტალის რაოდენობა(ასეთ ქვეყანაში მიწოდების მრუდის დახრილობის მახასიათებელი კოეფიციენტის მნიშვნელობა იქნება უფრო დიდი) და ხარჯების ზრდა უფრო ნაკლებ შედეგს მოიტანს
1 წიქორიძე ზ. არაპირდაპირი გადასახადების, ეკონომიკის მასტიმულირებელი როლი განვითარებად ქვეყნებში. ,,ეკონომიკა” N 5, თბ. 2004,  გვ.
საქონლის მოცულობის ზრდის საქმეში. იმისათვის, რომ განვითარებადმა ქვეყანამ ეს ხელის შემშლელი თანამდევი ეფექტი თავიდან აიცილოს საჭიროა, რომ მან გამონახოს საშუალება, რომლითაც მოახერხებს საინვესტიციო კაპიტალის მოცულობის ზრდას და სასესხო საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. ერთერთი ასეთი საშუალება შეიძლება იყოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, მაგრამ როგორც მსოფლიოში არსებული რეალობა მოწმობს კაპიტალი უფრო მეტად განვითარებულ ქვეყნებში კონცეტრირდება და არა განვითარებად ქვეყნებში. ასე რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში განვითარებადი ქვეყნების მთავრობას დიდი სიძნელეები შეხვდება და ნაკლებ მოსალოდნელია, რომ იგი მოახერხებს საკმარისად დიდი რაოდენობის ინვესტიციების მოზიდვას.    ამ ნაშრომის ავტორის აზრით, არსებობს უფრო ეფექტური და უფრო რეალური საშუალება ქვეყანაში საინვესტიციო კაპიტალის ზრდისა. ეს არის უნაღდო ანგარისშწორების ფორმების ფართოდ დანერგვა და უახლესი საბანკო ტექნოლოგიების გამოყენება, როგორიცაა ,,ელექტრონული ფულის” შემოღება და ხელისუფლების მხრიდან მისი გამოყენების სტიმულირება.    როგორც ცნობილია ,,ელექტრონული ფული” არის უნაღდო ანგარისშწორების ერთერთი ფორმა. დავიწყოთ ამ ფორმების უფრო დეტალურად შესწავლა და დავსახოთ მისი ფართოდ გამოყენებისათვის საჭირო აუცილებელი ღონისძიებები.    უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების მნიშვნელობის უფრო კარგად გასააზრებლად მკითხველს შევახსენებ, თუ როგორ ქმნის ბანკი ფულს, რომელიც ამავე დროს არის საკრედიტო რესურსი.    როგორც ცნობილია საბანკო სისტემა ბანკში შეტანილ ფულს ამრავლებს, ქმნის ფულს. ფულის მულტიპლიკატორი ტოლია 1/ღ-ის 2, სადაც ღ არის ცენტრალური ბანკის მიერ მოთხოვნილი სარეზერვო განაკვეთი. ის გვიჩვენებს მოზიდული სახსრების რა ნაწილი უნდა მოათავსოს ბანკმა ცენტრალური ბანკის სარეზერვო ფონდში. საქართველოში იგი დაახლოებით 13%-ია. ეს კი ნიშნავს, რომ ფულის მულტიპლიკატორი უნდა იყოს 7,7. რეალურად კი ეროვნული ბანკის მონაცემებით ფულის მულტიპლიკატორი 2002 წელს 1.76 იყო. ეს ნიშნავს, რომ ფულის დიდი ნაწილი საქართველოში საბანკო სისტემის გვერდის ავლით ბრუნავს. ეს გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს მოსახლეობა არ ენდობა ბანკებს, საქართველოში ბოლო ათწლეულში მომხდარი მიზეზების გამო(ბანკების გაკოტრება, ანაბრების გაუფასურება). ე.ი. თუ მოვახერხებთ საბანკო სისტემის უფრო ეფექტურად ამოქმედებას და მოსახლეობას თავიანთ დანაზოგებს ბანკებში შევატანინებთ, მაშინ ბანკები ამ დანაზოგებს გაამრავლებენ და ასე გაზრდილი სახით მიაწვდიან საკრედიტო ბაზარს. იდეალაურ შემთხვევაში ბანკში შეტანილი ყოველი ლარი გამრავლდება 1/ღ-ჯერ. ეს დამატებითი ფული გაზრდის საკრედიტო რესურს, რაც თავის მხრივ შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს და გაზრდის ინვესტიციებს. თითოეული ლარი,
2 Макконнелл К. Р., Брю С. Л. ,,Экономикс”. Баку, 1992, Азербайджан, т.1. გვ.292

რომელსაც მეწარმე ბანკიდან სესხად აიღებს, გაზრდის ხარჯებს. ყოველი დამატებით დახარჯული ლარი კი თავის მხრივ მრავლდება ინვესტიციების მულტიპლიკატორზე და კიდევ უფრო ზრდის ქვეყანაში შექმნილი საქონლის მოცულობას3.  შედეგად კარგად აწყობილ საბანკო სისტემას შეუძლია მკვეთრად გაზარდოს წარმოების მოცულობა და შეამციროს უმუშევრობა.    ე.ი. თუ ხელისუფლება მოახერხებს საბანკო სისტემის ეფექტურად ამუშავებას და ბანკებისადმი ნდობის აღდგენას მაშინ ქვეყანაში შეიქმნება საკრედიტო რესურსი, რომელიც საშუალებას მისცემს ხელისუფლებას კიდევ უფრო ეფექტურად აამოქმედოს, ზემოთ ნახსენებ სტატიაში _ ,,არაპირდაპირი გადასახადების, ეკონომიკის მასტიმულირებელი როლი განვითარებად ქვეყნებში”, აღწერილი მოთხოვნის სტიმულირების მეთოდი. თუმცა უნდა ითქვას, რომ საკრედიტო რესურსის ზრდა ხელისუფლების ჩარევის გარეშეც გაზრდიდა ინვესტიციებს, საპროცენტო განაკვეთის შემცირების გამო, მაგრამ მოთხოვნის სტიმულირებასთან ერთად კომბინაციაში მისი გამოყენება კიდევ უფრო მეტ ეფექტს მოგვცემს, რადგანაც როგორც საპროცენტო განაკვეთის შემცირება, ასევე მოთხოვნის ზრდა იწვევს ინვესტიციების სტიმულირებას.    საბანკო სისტემის ეფექტურობის გაზრდა საშუალებას გვაძლევს, რომ ერთის მხრივ შევამციროთ მიწოდების მრუდის დახრილობის კოეფიციენტი (თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას წარმოების ზრდისათვის იხილეთ 1), გაზარდოს მოთხოვნა და ხარჯები ინვესტიციების მულტიპლიკატორის საშუალებით. გარკვეული დროის შემდეგ მიწოდების მრუდი გადაიწევს დაბლა, რის გამოც შემცირდება ფასები, გაიზრდება წარმოების მოცულობა და შემცირდება უმუშევრობა. მიწოდების მრუდი დაბლა იმიტომ გადაიწევს, რომ სასესხო კაპიტალის ნაწილი საინვესტიციო საქონელში დაიხარჯება, რაც გარკვეული დროის შემდეგ გაზრდის მწარმოებლურობას.    შეიძლება მოხდეს ისე, რომ საბანკო სისტემის ეფექტურობის ამაღლება გამოიწვევს საკრედიტო რესურსის ზრდას, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ეს დამატებითი ფული მთლიანად არ იქნეს გამოყენებული ინვესტიციებში და ხარჯებში. ამის გამო გვექნება გარკვეული რაოდენობის ფული, რომელიც არ იქნება დასაქონლებული. შედეგად გაიზრდება ფასების ნომინალური მნიშვნელობა და მოხდება ინფლაცია. ეს რომ თავიდან იქნეს აცილებული ეროვნულ ბანკს შეუძლია სხვადსხვა მეთოდით, რომელსაც აქ აღარ ჩამოვთვლით, შეამციროს ქვეყანაში ფულის მასა. მეორეს, მხრივ თუკი ქვეყანაში ჯერ კიდევ დიდი იქნება უმუშევრობა, მაშინ ხელისუფლებამ შეიძლება სახაზინო ვალდებულებების საშუალებით ისესხოს ბანკებიდან ეს ფული და დააფინანსოს რაიმე მნიშვნელოვანი პროექტი. რითაც ხელს შეუწყობს ხარჯების ზრდას და დამტებითი ფულის დასაქონლებას. ამის გაკეთება
3 Макконнелл К. Р., Брю С. Л. ,,Экономикс”. Баку, 1992, Азербайджан, т.1. გვ.226
ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოგვარებული ექნება ბიუჯეტის შემოსავლების საკითხი. მწირი საბიუჯეტო შემოსავლების შემთვევაში სახაზინო ვალდებულებების ლიკვიდურობა არ იქნება ბიუჯეტით სათანადოთ უზრუნველყოფილი. ეს გამოიწვევს სახზინო ვალდებულებებზე  საპროცენტო განაკვეთის ზრდას. იგი თავის მხრივ იმოქმედეს ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთებზე, რაც შეამცირებს ინვესტიციებს. გარდა ამისა, მწირი საბიუჯეტო შემოსავლების პირობებში, გაზრდილი რისკის ქვეშ დგება მაღალ პროცენტიანი სახაზინო ვალდებულებების თუნდაც საპროცენტო სარგებლის გადახდა და იზრდება დეფოლტის რისკი, რაც საბოლოოდ ისევ მიგვიყვანს ფინანსურ არასტაბილურობამდე. ასე რომ სახაზინო ვალდებულებების გამოყენება ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ მოწესრიგებული საბიუჯეტო შემოსავლების პირობებში, ამასთანავე სახაზინო ვალდებულებების წილი ბიუჯეტის შემოსავლებთან შედარებით დიდი არ უნდა იყოს. აქედან კიდევ უფრო ნათლად ჩანს 1 სტატიაში აღწერილი მეთოდის მნიშვნელობა განვითარებადი ქვეყენებისათვის. მის გარეშე სხვა მეთოდები შეიძლება უფრო ნაკლებ ეფექტური ან უსარგებლო გახდეს.   რადგანაც ქვეყანაში ბანკებისადმი ნდობა შელახულია ამ პრობლემის გადაჭრა ხელისუფლებამ შეიძლება სხვანაირად ცადოს. კერძოდ შეიძლება ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო სარგებლის შესამცირებლად მოახდინოს ფულის ემისია და გამოუშვას დამატებითი ფული ქვეყანაში. ეს ფული იმის გამო, რომ მოსახლეობა არ ენდობა ბანკებს, მალე დატოვებს საბანკო სისტემას და მოსახლეობაში დაილექება. რის გამოც ისევ შემცირდება ინვესტიციები. საბოლოო ჯამში წარმოების დონე ისევ ძველ დონეს დაუბრუნდება, ან უკეთეს შემთხვეაში ცოტათი გაიზრდება.  მივიღებთ გაზრდილ ფულის მასას და არა ადექვატურად გაზრდილ საქონლის მოცულობას, რაც გამოიწვევს ინფლაციას. გარკვეული დროის შემდეგ, ეროვნული ბანკი ინვესტიციების მაღალ დონეზე შესანარჩუნებლად იძულებული გახდება ისევ გამოუშვას ბრუნვაში დამატებითი ფული. ისევ ჩაირთვება ზემოთ აღწერილი მექანიზმი და საბოლოო ჯამში მივიღებთ ჰიპერინფლაციას, წარმოების უმნიშვნელო ზრდით.   არსებობს კიდევ მეორე, იოლი, გზა ინვესტიციების სტიმულირების. ეროვნულმა ბანკმა შეიძლება შეამციროს სარეზერვო განაკვეთი, რითაც გაზრდის ფულის მიწოდებას და შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს. ამ შემთხვევაშიც დამატებითი ფულის დიდი ნაწილი ისევ დატოვებს საბანკო სისტემას და მხოლოდ მცირე ნაწილის შენარჩუნება მოხდება საბანკო სისტემაში. შედეგად მცირედით გაიზრდება ინვესტიციები, მაგრამ უფრო მეტად მოიმატებს ფულის მასა და ფასები. ამ მეთოდს აქვს ასევე კიდევ ერთი უარყოფითი მხარე. სარეზერვო განაკვეთი შემაცირებს ისედაც არამყარი საბანკო სისტემის ლიკვიდურობას. ეს გამოიწვევს დანაზოგების გაქცევას ბანკებიდან, რაც იმოქმედებს საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიმართულებით. საბოლოო ჯამში ხელში შეგვრჩება ნაკლებ საიმედო საბანკო სისტემა და არც ისე მნიშვნელოვანდ გაზრდილი წარმოების მოცულობა.   როგორც ვხედავთ არც მეორე გზაა მისაღები. ბანკებისადმი ნდობის აღდგენა კი ძალიან ძნელი საქმეა და დროშიც ძალიან გაიწელება.  ზემოთ ვაჩვენეთ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირების საქმეში ეფექტურად მოქმედ საბანკო სისტემას. ამის გამო, არ იქნება გამართლებული ხელისუფლება ელოდოს იმას თუ როდის აღიდგენენ ბანკები მოსახლების ნდობას. ამასობაში შეიძლება ბევრი თაობა შეიცვალოს და ეს თაობები იძულებული იქნებიან შეეგუონ დაბალ ცხოვრების პირობებს. ჩვენი აზრით ამ საკითხის მნიშვნელობა ხელისუფლებას უფლებას აძლევს და არამარტო უფლებას აძლევას არამედ ვალდებულსაც ხდის, რომ მან უფრო აქტიურად გამოიყენოს ადმინისტრაციული მეთოდები, რათა მოსახლეობამ უფრო აქტიურად ისარგებლოს საბანკო სისტემის მომსახურებით. ამის გაკეთება  შესაძლებელია თუკი ხელისუფლება დაიწყებს ქვეყანაში უნაღდო ანგარიშსწორების ყველა ფორმის დამკვიდრებას. მათ შორისაა, როგორც ჩეკებით ანგარიშსწორება, ასევე ე.წ. ,,ელექტრონული ფული” და სხვა.    ,,ელექტრონულ ფულზე” გადასვლა მოითხოვს საბანკო პლასტიკური ბარათების საყოველთაოდ გამოყენებას. პლასტიკური ბარათების დანერგვის მთავარი ხელისშემშლელი პირობა არის ის, რომ მისი ფართოდ დანერგვის შემთხვევაში ფირმები იძულებული იქნებიან გაათეთრონ თავიანთი დამალული შემოსავლები. იმისათვის, რომ ხელისუფლებამ შექმნას პირობები პლასტიკური ბარათების ფართოდ გამოყენებისათვის, კარგი იქნება, თუკი იგი ყველა კერძო, თუ სახელმწიფო ფირმას დაავალდებულებს, რომ მათ ხელფასები გასცენ პლასტიკურ ბარათებზე, მაგრამ მარტო ეს არ იქნება საკმარისი პრობლემის გადასაჭრელად. საქმე იმაშია, რომ როგორც წესი ფირმები ოფიციალურ საბუღალტრო საბუთებში არ აღრიცხავენ მუშახელზე რეალურად გაცემულ თანხებს. ისინი ოფიციალურ დოკუმენტებში ამცირებენ მას, რათა არ გადაიხადონ სოციალური გადასახადი და არ დაიბეგროს მუშათა ხელფასები საშემოსავლო გადასახადით. ასე რომ თუკი ხელისუფლება დაავალდებულებს მათ ხელფასები პლასტიკური ბარათებით გასცენ, მაშინ ისინი რეალური ხელფასის მხოლოდ მცირე ნაწილს (იმ ნაწილს რომელსაც ოფიციალურად აჩვენებენ) გასცემენ ბარათებზე და დანარჩენ ნაწილს კი ისევ ხელზე მისცემენ მუშებს. ასე რომ ეს ვერ გამოიწვევს რეალურად ,,ელექტრონული ფულის” ფართოდ დამკვიდრებას და მას მხოლოდ ფორმალური სახე ექნება. იმისათვის რომ ეს მოვლენა თავიდან იქნეს აცილებული საჭიროა, ისეთი გადასახადი როგორიცაა სოციალური გადასახადი გაუქმებული იქნეს. სოციალური პროგრამები შეიძლება სხვა გზით მობილიზებული თანხებითაც დაფინანსდეს და არა არის აუცილებელი, რომ იგი მაინცდამაინც სოციალური გადასახადის საშუალებით დაფინანსდეს. ხელფასების გათეთრებას ხელს უშლის ასევე საშემოსავლო გადასახადის ძალიან დაბალი დაუბეგრავი მინიმუმი. საშემოსავლო გადასახადით იბეგრება იმდენად მცირე ხელფასი, რომელიც საარსებო მინიმუმის ტოლიც კი არ არის და გაუგებარია რატომ ქვია მას შემოსავალი. საგადასახადო კოდექსში ამ ცვლილებების გატარების შემდეგ შესაძლებელი იქნება ხელფასების დიდი ნაწილის გათეთრება. რაც შექმნის კარგ წინაპირობას ,,ელექტრონულ ფულზე” გადასვლისა. ხელისუფლებამ შეიძლება ასევე დაავალდებულოს ქვეყანაში მოქმედი ყველა ფირმა, რომ მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მან სავალდებულო წესით მიიღოს საბანკო პლასტიკური ბარათები როგორც საგადამხდელო საშუალება.    პლასტიკური ბარათებით ანგარიშწორებისას ფული არ ტოვებს საბანკო სისტემას, რის გამოც არ მცირდება საკრედიტო რესურსი. უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების დანერგვის შემთხვევაში ფული უფრო დიდ ხანს არ ტოვებს საბანკო სისტემას, რაც ზრდის ფულის მულტიპლიკატორს და შესაბამისად საკრედიტო რესურსსაც. ამავე დროს ინვესტიციების სტიმულირებისათვის უკვე აღარ არის საჭირო არც მუდმივად ფულის ემისია და არც საბანკო სისტემის ლიკვიდურობის შემცირება.    საკრედიტო რესურსის გაზრდის მიზნით კარგი იქნება თუკი ხელისუფლება დაავალდებულებს ფირმებს, რომ ყოველი დღის ნავაჭრის დიდი ნაწილი სავალდებულო წესით შეიტანოს რომელიმე მის მიერ შერჩეულ ბანკში, ამასთანავე მუშაობის შეუფერხებლად გასაგრძელებლად ფირმამ შეიძლება მიიღოს ამ თანხის შესაბამისი ჩეკი. სურვილის შემთხვევაში ხელისუფლებას შეუძლია ეს მეთოდი უფრო დახვეწოს. ეს მულტიპლიკატორის ზრდასთან ერთად, გაზრდის საბანკო სისტემაში შესულ ფულის მასას, რაც გამოიწვევს საკრედიტო რესურსის კიდევ უფრო მეტ ზრდას. იმისათვის რომ ხელისუფლებამ უფრო კარგად აკონტროლოს ფირმის ყოველდღიური ნავაჭრი და ბანკში შეტანილი თანხები, საჭირო იქნება გამკაცრდეს კონტროლი ფირმების სალარო აპარატებზე და სასჯელი მისი არ გამოყენების შემთხვევაში. ეს ასევე ხელს შეუწყობს გადასახადების მობილიზებას და 1 სტატიაში აღწერილი მეთოდის გამოყენებას.   ,,ელექტრონულ ფულზე” გადასვლის სიკეთე, მარტო ზემოთ მოყვანილი არგუმენტებით არ ამოიწურება. მას ახლავს კიდევ ერთი ,,დადებითი გარეგანი ეფექტი”, იგი ხელს შეუწყობს მაღალი ტექნოლოგიების, ციფრული, ქსელური, ინტერნეტ ტექნოლოგიების თუ პროგრამირების განვითარებას. აქ არ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ იმ ქვეყნებშია ცხოვრების დონე მაღალი, სადაც უფრო მეტად არის განვითარებული მაღალი ტექნოლოგიები.    ივ. ჩხაიძე და თ. ტორონჯაძე თავიანთ წიგნში ,,რა გვიშველის. სვპ სისტემა” აღნიშნავენ, რომ ,,საქართველოში საფონდო რესურსი გაუფასურებულია, საფონდო ბაზარი კი ,,მკვდარი”. ისინი თვლიან, რომ ,,საფონდო რესურსების დაბალი საბაზრო ფასი საფონდო და საინვესტიციო ბაზრების კვდომას იწვევს.4″    როგორც ცნობილია, საინვესტიციო პროექტის და შესაბამისად ნებისმიერი საწარმოს, რომელიც შემოსავლებს იძლევა, სამომავლო მიმდინარე ღირებულება შეიძლება გამოვთვალოთ შემდეგი
გამოსახულების საშუალებით5:
ნ                     Aტ/(1+რ)ტ                                                              (1)                                          ტ=0     სადაც Aტ არის პროექტის ფულადი სახსრების მოძრაობა ტ დროში. ნ არის წლების ის რაოდენობა სანამდეც პროექტი გრძელდება, ხოლო რ არის დისკონტის, ან ფულის დროში ღირებულების წლიური განაკვეთი. (1)-ში იგულისხმება, რომ იგი უცვლელია პროექტის მიმდინარეობის პერიოდში. დისკონტირების განაკვეთი რ დაკავშირებულია კაპიტალის ბაზარზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთთან. უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდების დანერგვა ამცირებს კაპიტალის ბაზარზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, ამის გამო შემცირდება რ-იც, ეს კი (1) გამოსახულების თანახმად, გამოიწვევს  ძირითადი ფონდების, საწარმოების და ფასიანი ქაღალდებისა გაძვირებას. გარდა ამისა მაკროეკონმიკური სტაბილიზაციის პოლიტიკა, რომელიც აღწერილია 1 სტატიაში გამოიწვევს Aტ-ს ზრდას. საბოლოო ჯამში ამ ორივე მეთოდის ერთად გამოყენების შედეგად ძირითადი ფონდები უფრო მეტად გაძვირდება, ამან კი ჩხაიძისა და ტორონჯაძის აზრით უნდა გამოაცოცხლოს საფონდო ბაზარი და უფრო ეფექტური უნდა გახადოს იგი.   საფინანსო ინსტიტუტები არ იქნება სრულყოფილი თუკი ხელისუფლება ყურადღებას არ გამოიჩენს სადაზღვევო კომპანიების, საპენსიო და საინვესტიციო ფონდების მიმართ, რომლებსაც აქვთ დიდი რაოდენობის თავისუფალი საკუთარი საკრედიტო რესურსი და რომლებიც ბანკებთან მჭიდრო თანამშრომლობით აფინანსებენ გრძელვადიან პროექტებს. ბანკები მათი დახმარებით ინარჩუნებენ მაღალ ლიკვიდურობას, რადგანაც გრძელვადიან სესხებს მიჰყიდიან ხოლმე ამ საფინანსო ინსტიტუტებს და თვითონ ამით იმცირებენ ლიკვიდურობის რისკებს. ასე რომ, საფინანსო სექტორი და გრძელვადიანი ინვესტიციები არ იქნება ეფექტური ამ ინსტიტუტების განვითარების გარეშე.   დაკარგული ნდობის აღსადგენად კარგი იქნება, თუკი დამატებით კიდევ შემოვიღებთ ანაბრების დაზღვევასაც.    ამ სტატიით ავტორს სურდა ხაზგასმით წარმოეჩინა საბანკო სისტემის როლი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის დაძლევის საქმეში. მას უნდოდა ეჩვენებინა, რომ ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს საბანკო და მთლიანად საფინანსო ინსტიტუტების რეაბილიტაციისათვის. ამ ნაშრომში ავტორი იძლევა საბანკო სისტემის რეაბილიტაციის ერთერთ

4 ივ. ჩხაიძე, თ. ტორონჯაძე ,,რა გვიშველის. სვპ სისტემა”, თბ, 2003, გვ.24-25.5 ს. ლამბი, კ. ჯონსი  ,,კაპიტალდაბანდების პოლიტიკა და ფინანსური გადაწყვეტილებები”, ,,ჯისიაი”, 2002, გვ.85-86

შესაძლო ვარიანტს. წინამდებარე ნაშრომში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების დანერგვის პრინციპებზე გვქონდა საუბარი და ტექნიკური მხარე რათქმაუნდა დამატებით დამუშავებას მოითხოვს.

2005 წელი

ЗНАЧЕНИЕ БЕЗНАЛИЧНОГО РАСЧЕТА, В ПРЕОДОЛЕНИИ ЭКОНОМИЧЕСКОГО КРИЗИСА В ГРУЗИИ.

З. Цикоридзе
В статье автор подчеркнуто показывает особое значение банковской системы в деле преодоления экономического кризиса в странах с большой безработицей. Показано, что правительство может добиться существенного стимулирования экономики и уменьшения безработицы, если сможет повысить эффективность банковской и финансовой системы в целом. В Грузии, где население не доверяет банкам и хранит своих сбережения в семьях, добиться увеличения доверия к банкам крайне трудно. На это может уйдти много лет. Взамен, автор предлагает увеличить роль государства и применить административнные меры в деле повсеместного внедрения безналичного расчета в стране. Одним из лучших вариантов он считает переход на ,,электронные деньги,,. Расдачу, в обязательном порядке, заработной платы по банковским пластиковым картам.      Показано, что повсеместный переход на безналичный расчет вызовет уменьшение ссудной процентной ставки, что тоже самое, что и уменьшение дисконтной ставки, а этим можно добиться  подорожания фондовых ресурсов. Это в свою очередь должно привести к оживлению на фондовых биржах.

IMჴCღთANჩჲ  Cჳ  ჩLჲAღIN®  შჲთთLჲMჲNთ  თC  CVჲღჩCMჲ  ჲჩCNCMIჩ ჩღIშIშ  IN  ®ჲCღ®IA

რეცენზია
ზაზა წიქორიძის სტატიაზე ,,უნაღდო ანგარიშსწორების მნიშვნელობა, საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში”.
სტატიაში განხილულია უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების დანერგვის საკითხები. ხაზგასმით არის ნაჩვენები ეფექტური საბნაკო სისტემის მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის საქმეში. ავტორი საბანკო სისტემის ეფექტურობის ასამაღლებლად გვთავაზობს უანაღდო ანგარიშსწორების ფორმების რაც შეიძლება მაქსიმალურად გამოყენებას. მისი აზრით, ამისათვის ყველაზე უფრო მოსახერხებელია ,,ელექტრონულ ფულზე” გადასვლა და საბანკო პლასტიკური ბარათების მაქსიმალურად ფართოდ გამოყენება. ეს გაზრდის ქვეყანაში არსებული საინვესტიციო კაპიტალის მოცულობას, შეამცირებს საკრედიტო ბაზარზე სასესხო საპროცენტო განაკვეთს და გაზრდის ინვესტიციებს, რაც გამოიწვევს წარმოების სტიმულირებას. ავტორის ვარაუდით საპროცენტო განაკვეთის შემცირება ასევე შეამცირებს დისკონტირების განაკვეთს, რაც გაზრდის საფონდო რესურსების ფასებს და აამაღლებს საფონდო ბირჟების ეფექტურობას.   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიმაჩნია სტატია დაიბეჭდოს ჟურნალ ,,სოციალურ ეკონომიკაში”.

ეკონომიკურ მეცნიერებათადოქტორი, პროფესორი                              /ე.ბარათაშვილი/

ეს სტატია გამოქვეყნებული იყო ჟურნალ ,,სოციალურ ეკონომიკაში” 2004 წელს.


Posted in Uncategorized | 17 Comments

ბაზარს მინდობილი ეკონომიკა და მისი მოსალოდნელი შედეგები

ეს სტატია სათაურით:,,საყოველთაო პრივატიზაცია და მისი მოსალოდნელი შედეგები” გამოქვეყნებული იყო ჟურნალ ,,ეკონომიკაში” 2005 წელს, ნომერი 5–6.

ასევე გაზეთ ,,24 საათში”, იმავე წელს.

საქ. მეცნ. აკად. დემოგრაფიული და

სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის უფროსი

მეცნიერ თანამშრომელი, ფიზ.-მათ მეცნ. კანდიდატი

ზაზა წიქორიძე

როგორც ჩვენი მთავრობის მოქმედებიდან (მხედველობაში მაქვს უპირველეს ყოვლისა საპრივატიზაციო პოლიტიკა) ჩანს, ხელისუფლებამ ეკონომიკაში გეზი მთლიანად ბაზარზე აიღო. მას მიაჩნია, რომ ბაზარი ეკონომიკის მართვის იდეალური საშუალებაა. უფრო მეტიც, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით რამდენიმე წელიწადში ეკონომიკის სამინისტრო საერთოდ არ იქნება საჭირო და გაუქმდება.

ბაზარი რომ მართლაც იდეალური იყოს, მაშინ ამდენი ღარიბი ქვეყანა არ იარსებებდა. მთლიანად ბაზარს მინდობილი ეკონომიკური პოლიტიკა მართვის ყველაზე მარტივ გზას გვთავაზობს. საკმარისია ხელისუფლება არ ჩაერიოს ეკონომიკის მართვაში და ყველაფერი თავისით მოწესრიგდება. ამაზე იოლი ეკონომიკური პოლიტიკის მოფიქრება ალბათ შეუძლებელია. მაშინ რა უშლის ხელს ამდენ ღარიბ ქვეყანას, ნუთუ ყველა ისინი საკუთარი თავის მტრები არიან და ეკონომიკის მართვით ზედმეტად იტვირთავენ თავს? და ეს მაშინ, როცა თუ საერთოდ არ მართავენ ეკონომიკას საუკეთესო შედეგს მიიღებენ.

მსოფლიოში ბაზრის იდეალიზირება დაიწყო 70-იან წლებში. რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორი ამერიკელი მეცნიერის, ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატების მილტონ ფრიდმანისა და ავგუსტო ფონ ჰაიეკის შეხედულებებმა. მათ მოახდინეს ბაზრის გაფეტიშება.

გავიხსენოთ, რომ 70-იანი წლები ცივი ომის პერიოდია. აშშ უპირველესი მტერია საბჭოთა კავშირი. ამერიკა ყველანაირად ცდილობენ სსრკ დანგრევას ან დასუსტებას. თუკი საბჭოთა კავშირში დაიჯერებენ, რომ ბაზარი არის იდეალური ბერკეტი ეკონომიკის მართვის, მაშინ გარდაქმნების დაწყება ქვეყანაში გარდაუვალია. საბაზრო ეკონომიკა მოითხოვს დემოკრატიზაციას. საბაზრო ეკონომიკა და დემოკრატიზაცია უეჭველად გამოიწვევს ძლიერი ცენტრალიზებული მართვის მოშლას და შედეგად აშშსათვის ყველაზე საშიში მტრის დასუსტებას. ამდენად დასავლეთი დაინტერესებულია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დაიჯერონ ბაზრის სრულყოფილება (ქვემოთ ვნახავთ, რომ არსებობს კიდევ სხვა მოტივი ამისათვის). ამასთანავე, საბაზრო ეკონომიკას სჭირდება მესაკუთრეთა ფენა, ამიტომ საჭირო იყო პრივატიზაციის პროცესისადმი მაქსიმალური მხარდაჭერა, თუნდაც ეს პრივატიზაცია ,,ბინძური“(უსამართლო) ყოფილიყო.

ამ მიზნის მისაღწევად და მსოფლიო საზოგადოებაში ამ მოსაზრებების ფართოდ გავრცელებისათვის, ხდებოდა ამერიკელი მეცნიერების შეხედულებების მაქსიმალური პოპულარიზაცია და პროპაგანდირება. მათ მასმედიაში დიდ ადგილი ეთმობოდათ. შეიქმნა სერიოზული საიტები ინტერნეტში, სადაც სწორედ ამ მოსაზრების მუსირება ხდებოდა. ფრიდმანი, ჰაიეკი და მათი მომხრეები ხშირად გამოდიდონენ სხვადსხვა სატელევიზიო არხით, რადიოთი, იბეჭდებოდნენ პრესაში. საზოგადოებაში მიზანმიმართულად ინერგებოდა ამერიკელი მეცნიერების იდეები.

აქვე ვიტყვით, რომ მილტონ ფრიდმანმა მხარი დაუჭირა ჩილეში გადატრიალებას, რის გამოც მას საპროტესტო გამოსვლები მოუწყვეს ნობელის პრემიის გადაცემისას (სხვათაშორის ამ ბოლო დროს აღარ ისმის ხმები ჩილეს ეკონომიკური სასწაულის შესახებ). წარმოშობით გერმანელი ავგუსტო ფონ ჰაიეკი კი ახალგაზრდობაში ნაციონალ სოციალიზმის იდეებით იყო გატაცებული და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ საბჭოთა კავშირისადმი სიმპათიებით არ უნდა ყოფილიყო განწყობილი.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ შემცირდა ამგვარი პროპაგანდის აუცილებლობა და 90-იანი წლებიდან მდგომარეობა ნელნელა შეიცვალა, თუმცა ეს მეცნიერთა წრეში მეტად იგრძნობა, ვიდრე ფართო საზოგადოებაში. სულ უფრო ხშირად აღნიშნავენ მეცნიერები, რომ ბაზარი არ არის იდეალური და მას აქვს .. ჩავარდნები გარკვეულ სფეროებში. კერძოდ, ბაზარი ვერ ქმნის 1) საზოგადოებრივ პროდუქტს, მაგალითად გზების მშნებლობა; 2) ეფექტურად ვერ მართავს რესურსებს თუკი წარმოებას თან ახლავს გარკვეული გარეგანი ეფექტები, ამის გამო იგი მთავრობის ჩარევის გარეშე ვერ წყვეტს ეკოლოგიის საკითხებს, 3) ვერ მართავს ეფექტურად მონოპოლიებსა და ოლიგოპლოიებს, რის გამოც ხდება ქვეყნის რესურსების არაეფექტური გამოყენება და ამავე დროს იზრდება სოციალური უთანასწორობა. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: 4) ინფორმაციის ასიმეტრიულობა.

ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ მყიდველმა გასაყიდი საქონლის შესახებ იცის უფრო ნაკლები ვიდრე გამყიდველმა. ეს მომენტი მთლიანად ცვლის შეხედულებას ბაზრის ეფექტურობის შესახებ და აღმოჩნდა, რომ საკამრისია უმნიშვნელო ასიმეტრია ინფორმირებულობაში, რომ ბაზრის ,,უხილავი ხელიარაოპტიმალურად იწყებს მუშაობას. უფრო მეტიც ზოგიერთ სფეროში შეიძლება მან ბაზრის შემცირება ან საერთოდ გაქრობაც კი გამოიწვიოს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. აღმოჩნდა რომ ინფორმაციის ასიმეტრიულობის გამო ბაზარი შეიძლება რამდენიმე წონასწორობაში გავიდეს და ამასთანავე დამყარებული წონასწორობა სულაც არ იყოს ყველაზე ოპტიმალური. ამ საკითხების დამუშავებაში 2001 წელს ნობელის პრემია მიენიჭათ ჯორჯ აკერლოფს, მაიკლ სპენსსა და იოსებ სტიგლიცს.

ახლა ვნახოთ თუ რა შედეგს მოგვცემს ეკონომიკის განვითარების მთლიანად ბაზარზე მინდობა. აქვე ასევე გამოჩნდება განვითარებული ქვეყენების მხრიდან ბაზრის გაფეტიშების ის მეორე მოტივიც, რომელიც ზემოთ ვახსენეთ.

არესბობს დიდი ხნის წინ შვედი მეცნიერების მიერ დამუშავებული თეორია, რომელსაც ჰეკშეროჰლინის თეორია ეწოდება და რომლის დამუშავებისათვისაც ოჰლინმა 1972 წელს ნობელის პრემია მიიღო (ჰეკშერი ამ დროისათვის უკვე გარდაცვლილი იყო). თეორიის არსი შემდეგშია: ქვეყანაში უპირატესად ვითარდება და საექსპორტოდ იქცევა ის დარგი, რომლის განვითარებისათვისაც საჭირო რესურსი ამ ქვეყანას სხვა რესურსებთან შედარებით ყველაზე ჭარბად აქვს.

დავფიქრდეთ რა გვაქვს ჩვენ ყველაზე ჭარბი? უდავოა, რომ კაპიტალი არასაკამრისი გვაქვს, არც უახლეს ტექნოლოგიებზე მიგვიწვდება ხელი. სამაგიეროდ გვყავს უმუშევრების დიდი არმია. ამასთან დასაქმებულთა ხელფასებიც ძალიან დაბალია. .. გვყავს ჭარბი იაფი მუშახელი. ასეთ წინაპირობების არსებობის გამო საბაზრო ძალები (მთავრობის მხრიდან ჩაურევლობის შემთხვევაში), რომლებიც ჰექშეროჰლინის თეორიას ემორჩილებიან, გამოიწვევენ შრომატევადი დარგების განვითარებას ქვეყანაში.

განვითარებულ ქვეყნებს, რომელთაც აქვთ დიდი რაოდენობის კაპიტალი, მაღალი ტექნოლოგიები და განვითარებული საფონდო ბაზარი, შეუძლიათ და ანვითარებენ კიდეც მაღალტექნოლოგიურ და კაპიტალტევად დარგებს. კაპიტალტევადი დარგები მაღალი შრომისნაყოფიერებით გამოირჩევიან. რაც შეეხება მეცნიერებატევად, მაღალტექნოლოგიურ დარგებს, ისინი მსოფლიო ბაზარზე მონოპოლიური ძალაუფლებით სარგებლობენ. იმის გამო, რომ მაღალტექნოლოგიებზე ცოტას თუ მიუწვდება ხელი ამ დარგებში კონკურენტები ცოტაა, რაც მათ მონოპლოიურად მაღალი მოგების საშუალებას აძლევს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, კი როცა ტექნოლოგია მოძველდება და ხელმისაწვდომი ხდება ბევრი მეწარმესათვის, მოგების ნორმა ამ დარგებში მცირდება და ისინი გადადიან იმ ქვეყნებში სადაც იაფი მუშახელია, საიდანაც უკვე გაიაფებული საქონელი ბრუნდება განვითარებულ ქვეყანაში. ამ თეორიას ,,პროდუქტის საციცოცხლო ციკლისთეორია ქვია და იგი ფრანგმა მეცნიერმა . ვერნონმა დაამუშავა. ამის შედეგად მოგებული რჩებიან განვითარებული ქვეყნები, მათ უნთავისუფლდებათ შრომატევად და ნაკლებ პროდუქტიულ დარგებში დასაქმებული მუშახელი და შესაძლებლობა ექმნებათ გამონთავისუფლებული მუშახელი ახალ, უფრო მომგებიან დარგებში დაასაქმონ. ამით იზრდება ქვეყანაში შექმნილი დოვლათი და პარალელურად განვითარებადი ქვეყენებიდან შემოდის გაიაფებული დაბალტექნოლოგიური, მაგრამ განვითარებული ქვეყენების საზოგადოებისათვის საჭირო საქონელი (მაგალითისათვის ამერიკელების მიერ მოხმარებული ფეხსაცმელების მხოლოდ 5% იკერება ამერიკაში დნარჩენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყენებიდან შემოდის).

როგორც ვხედავთ მაღალ განვითარებული ქვეყნები საერთაშორისო ვაჭრობიდან დიდ მოგებას იღებენ. ამიტომ საერთაშორისო ვაჭრობის ხელშესაწყობად და სხვადასხვა ქვეყნების ვალუტების სტაბილიზაციისათვის შეიქმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საერთაშორის სავალუტო ფონდის აქციების ძირითადი ნაწილი აშშ ხაზინის დეპარტამენტის საკუთრებაშია.

ასე რომ, თუ ჩვენ ეკონომიკას მთლიანად მივანდობთ ბაზარს ჩვენი ქვეყანა იქცევა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ დამატებად შრომატევად და დაბალტექნოლოგიურ დარგებში, თანაც ეს შეიძლება მოხდეს ისე, რომ უცხოელებმა საერთოდ არ გააკეთონ ინვესტიცია საქართველოში, უბრალოდ საქართველოს ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა გახდება ისეთი, რომელიც მოგებას მოუტანს განვითარებულ ქვეყნებს.

მეორე მხრივ კი, შრომატევადი დარგების განვითარება ნიშნავს იმას, რომ თითოეული ადამიანი შექმნის შედარებით ნაკლებ პროდუქტს, რის გამოც მისი ხელფასი დაბალი იქნება. .. ასეთ შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკა გავა ისეთ წონასწორობაში, როცა გავქვს დაბალი ხელფასები და შესაბამისად დაბალი ცხოვრების დონე.

ამიტომაც სტიგლიცი თავის 2001 წლის ნობელის პრემიის ლექციაში მოუწოდებს ქვეყნის მთავრობებს, რომ ჩაერიონ ეკონომიკის განვითარების მსვლელობაში და საკუთარი ქვეყნის ეკონომიკა არასასურველი წონასწორობიდან უფრო სასურველ წონასწორობაში გადაიყვანონ. რის შემდეგაც შესაძლოა ეს ჩარევა დიდი ხნით აღარც გახდეს საჭირო.

სწორედ იმის გამო, რომ ეკონომიკა, როგორც სტიგლიცი ამტკიცებს, შეიძლება არაოპტიმალურ წონასწორობაში გავიდეს, შეიძლება აიხსნას მრავალი, საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების ძალიან გაჭიანურებული ეკონომიკური კრიზისები და ცხოვრების დაბალი დონე. ვერა და ვერ გამოყავს ეს ქვეყნები კრიზისიდან ბაზარს.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ დედამიწის რესურსების შეზღუდულობა შეუძლებელს ხდის ყველა ქვეყნისათვის ცხოვრების მაღალი დონის მიღწევას. მაგალითად იმისათვის, რომ ჩინეთში ცხოვრების დონე გაუტოლდეს საბერძნეთის ცხოვრების დონეს, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მას დასჭირდება დამატებით ერთი დედამიწა თავისი რესურსებით. შეგახსენებთ, რომ აშშ მოსახლეობა, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის 6%- შეადგენას, მოიხმარს მსოფლიო რესურსების 40%-. დანარჩენი განვითარებული მსოფლიოც ასევე დაახლოებით 40%-, ხოლო მთელი განვითარებადი მსოფლიო კი რესურსების დარჩენილ 20%-. ასე რომ თუ ყველა ქვეყანა თანაბრად იცხოვრებს, ცხივრების დონე აღარ იქნება ისე მაღალი, როგორც ახლა არის განვითარებულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე ძნელია დაიჯერო, რომ ჩვენ ვინმე ,,ხეზე ცოცვასგვასწავლის. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდისა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებმა არცერთ ქვეყანაში არ გამოიღო დადებითი შედეგი, უფრო პირიქით ხდება ხოლმე.

უცხოური ტრანსეროვნული კორპორაციების უკონტროლოდ მოწვევამ კი შეიძლება პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე შედეგები გამოიღოს. ისინი საკმაოდ დიდ ფინანსებს ფლობენ, რის გამოც აქვთ ყველა შესაძლებლობა ჩაერიონ პატარა ქვეყნების განვითარებაში. საჭიორების შემთხვევაში მოისყიდონ პოლიტიკოსები და მოაწყონ გადატრიალებები. ეს მოხდა კიდეც ჩილეში, როცა სპილენძის მომპოვებელმა უცხოურმა ფირმამ ,,BNN”-მა, დააფინანსა გადატრიალება და შეიწირა ქვეყნის მთავრობა და ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი. იგივე ბედი ეწია პატრის ლუმუბასაც.

ეკონომიკა საზოგადოებრივი მეცნიერებაა და ამიტომ შეიძლება იგი პოლიტიკური მიზნებისათვისაც იქნეს გამოყენებული. ამის გამო, ადამიანებმა, ვისაც ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება ევალებათ, ეკონომიკური შეხედულებები უმჯობესია პროფესიული ლიტერატურით შეიქმნან და არა მასმედიის საშუალებებით, რადგან მასმედიის მიერ შექმნილი სტერეოტიპები შეიძლება სულაც არ იყოს სწორი და ამდენად სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

იმისათვის, რომ ზემოთ აღწერილი უარყოფითი პროცესები არ განვითარდეს საქართველოშიც საჭიროა, რომ ქვეყანის მთავრობა აქტიურად ჩაერიოს ეკონომიკის მართვაში და იგი სასურველი მიმართულებით წაიყვანოს. გერმანიის, საფრანგეთის და იაპონიის მთავრობები მჭიდროდ თანამშრომლობენ თავიანთ მსხვილ კორპორაციებთან. იაპონიის მთავრობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 30 წლის განმავლობაში მართვდა ქვეყნის ეკონომიკას. ამისათვის მათ ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენებით ხელოვნურად შეამცირეს საბანკო საპროცენტო განაკვეთი და გაამყარეს იაენის კურსი. ხელოვნურად გაზარდეს კრედიტზე და ვალუტაზე მოთხოვნა, შექმნეს დეფიციტი, ხოლო შემდეგ კი მთავრობა განსაზღვრავდა ადმინისტრაციულად თუ ვისთვის უნდა მიეცათ კრედიტი და ვისთვის არა. ასევე ადმინისტრაციული მეთოდებით ანაწილებდნენ უცხოურ ვალუტას, რომ კონტროლი გაეწიათ თუ რაში დაიხარჯებოდა ქვეყნის მწირი სავალუტო მარაგები, რათა კაპიტალი რაც შეიძლება ეფექტურად გამოეყენბინათ. მათ არ დაუწყიათ უცხოელების დახმარების ძიება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ახლა კი თვითონ არიან ყველაზე მსხვილი ინვესტორები თვით აშშშიც კი. იაპონიის მთავრობამ ეკონომიკის ასეთი გზით მართვით თავისი ხალხი ახლოს არ გააკარა შრომატევად დარგებს. განავითარეს მაღალი ტექნოლოგიები. ეკონომიკის 30 წლიანი ფაქტიურად ცენტრალიზებული მართვის შემდეგ კიდევ 10 წელი მოანდომეს სრულ ლიბერალიზაციას (ჩვენთან კი სამ წელიწადში ეკონომიკის სამინისტროს გაუქმებას ვარაუდობენ). იაპონიის მთავრობა აკონტროლებდა ექსპოტრსაც და იმპორტსაც, რომ მაქსიმალურად მომგებიანი ყოფილიყო საერთაშორისო ვაჭრობა. ზემოთ მოხსენიებული ზომების მიღება იაპონიას იმიტომ დასჭირდა, რომ იქ არ იყო განვითარებული სახელმწიფო სექტორი და საჭირო იყო გარკვეული ბერკეტების შექმნა კერძო სექტორის სამართავად. ჩვენთან კი ჯერ კიდევ არის სახელმწიფო სექტორი, ამიტომ მთავრობას არ დასჭირდება ასეთი ხერხების გამოყენება. სახელმწიფოს ყველაზე უკეთ შეუძლია მსხვილი კაპიტალის მობილიზება და უახლესი ტექნოლოგიების მოძიება. გარდა ამისა სტიგლიცი თავის 2001 წლის ნობელის პრემიის ლექციაში ამბობს, რომ მან ვერ მოიძია ვერცერთი საკამრისად მნიშვნელოვანი არგუმენტი იმისათვის, რომ კერძო სექტორს უფრო უკეთ შეუძლია მსხვილი კორპორაციების მართვა ვიდრე სახელმწიფოს. ეს განსაკუთრებით ეხება მონოპოლიებს.

იმის გამო, რომ ბაზარი შედარებით ეფექტურია მაშინ, როცა კონკურენცია სრულყოფილია, მცირეა შეზღუდვები კაპიტალის მოძიების მხრივ და ტექნოლოგიებზე წვდომაც არ არის ძალინ ძნელი, ამიტომ უმჯობესია, რომ ასეთი დარგების მართვა ბაზარს მიენდოს. ასეთია მცირე და საშუალო საწარმოები, რადგანაც ბაზარზე მოქმედი საწარმოების რიცხვი დიდია, მათ არ სჭირდებათ განსაკუთრებული კაპიტალდაბანდებები და არც უახლესი ტექნოლოგიები, ამიტომ უნდა ვივიარაუდოთ, რომ იგი უფრო ეფექტურად მოახერხებს ამ საწარმოების მართვას ვიდრე სახელმწიფო. მაღალი კონკურენციის გამო ასეთ დარგებში ძნელია მაღალი მონოპოლიური მოგების მიღება. გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ თუკი იზრდება სამართავი საგნების რიცხვი, მაშინ მათი ეფექტურად სამართავად მართველობითი ორგანო ექსპონენციალურად უნდა გართულდეს. ასე რომ, სახელმწიფო ვერაფრით ვერ მოახერხებს დიდი რაოდენობის მცირე საწარმოების ეფექტურად მართვას და ჯობს ისინი გაყიდოს, მაგრამ რამდენიმე ათეული მსხვილი მონოპოლიური საწარმო, რომელიც მოითხოვს დიდ კაპიტალდაბანდებებს და მაღალტექნოლოგიებს ჯობია სახელმწიფოს ხელში დარჩეს. მით უმეტეს, რომ მათ ძირითადად უცხოურ ბაზარზე მოუწევთ მოღვაწეობა და სახელმწიფოს დახმარების გარეშე ძალიან გაუჭირდებათ კონკურენციის დაძლევა. გარდა ამისა, მსხვილი საწარმოები საშუალებას იძლევიან მონოპლოიური მოგება მიიღონ, რითაც იზრდება სოციალური უსამართლობა. თუკი ეს საწარმოები დარჩება სახელმწიფოს ხელში, როგორც მსხვილი აქციონერისა, მაშინ შესაძლებელი იქნება მაღალი მოგების (დივიდენდების) მთელ მოსახლეობაზე შედარებით სამართლიანად გადანაწილება. აქვე ვიტყვით, რომ იაპონიამ როგორღაც მოახერხა თავის მოსახლეობაში სოციალური სამართლიანობის მიღწევა. მისი მოსახლეობის 90% საშუალო მაცხოვრებელია, მხოლოდ 10%-ია მდიდარი.

აქვე არ შემიძლია არ შევჩერდე იმ საკითხზე, რომ ჩვენში გავრცელებულია აზრი, თითქოს ჩვენ ბუნებრივი რესურსებით ღარიბი ქვეყანა ვართ. ჯერ ერთი, იაპონიას არაფერი აქვს ადამიანების გარდა. ამიტომ, უმთავრესი სიმდიდრე ადამიანური კაპიტალია და საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს განათლებასა და მეცნიერების განვითარებას. თუ ჩვენ გვეყოლება მაღალკვალიფიციური ინჟინრები და მეცნიერები და თუ მათი ხვედრითი წილი ჩვენს მოსახლეობაში დიდი იქნება, მაშინ იგივე ჰექშეროჰლინის თეორიით მოსალოდნელია, რომ ჩვენშიც განვითარდება მაღალტექნოლოგიური დარგები. ეკონომისტებისათვის ცნობილია .. ,,ლეონტიევის პარადოქსი“, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ აქვს დიდი რაოდენობით კაპიტალი, მის ექსპორტში დიდი იყო შრომატევადი დარგების წილი. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ შრომატევად დარგებს მიათვალეს მეცნიერებატევადი დარგებიც (მეცნიერებისა და ინჟინრების შრომა). სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ აშშ ექსპორტში დიდი იყო ისეთი საქონლის წილი, რომელიც მეცნიერებატევადი და მაღალტექნოლოგიური იყო. სწირედ ეს აძლევდათ მათ უპირატესობას საერთაშორისო ვაჭრობაში. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ აშშ უფრო დიდი უპირატესობა ქონდა მაღალკვალიფიციური მეცნიერებისა და ინჟინრების სახით. შეიძლება მკითხველი შეშინდეს და თქვას, რომ ჩვენ აშშ ამ საკითხში კონკურენციას ვერ გავუწევთ, მაგრამ ჰექშეროჰლინის თეორიით მნიშვნელობა აქვს არა აბსოლუტურ სიდიდეს, არამედ ფარდობით ხვედრით წილს მოსახლოებაში.

ახლა უშუალოდ ბუნებრივ რესურსებზე გადავიდეთ. ჩვენ ისეთი ბუნებრივი რესურსი გვაქვს, რომელიც რაც დრო გავა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ეს არის ჰიდრო რესურსი. აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ სასმელ წყალს. ჩვენი უპირატესობა იმაშია, რომ ჩვენი ქვეყანა ჰიდროენერგეტიკული რესურსების მიხედვით ერთერთი მოწინავეა მსოფლიოში. ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია 4-ჯერ იაფია, ვიდრე თბო, თუ ატომური ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული. ამასთან იგი არ ილევა, განახლებადია. ეკოლოგიურად, მიუხედავად ჩვენში გავრცელებული აზრისა, ბევრად უფრო სუფთაა, ვიდრე სხვა მეტნაკლებად რენტაბელური ენერგიის წყაროები. ეს იძლევა საუკეთესო წინაპირობას ენერგოტევადი დარგების განვითარებისა, როროგორიცაა მეტალურგია და ალუმინის წარმოება. Mმეტალების წარმოებაში დაწინაურება კი საშუალებას მოგვცემს მეტალო ტევად დარგებში დაწინაურებისა, როგორიცაა მანქანათმშენებლობა და სხვა.

საყოველთაო პრივატიზაცია და მისი მოსალოდნელი შედეგები

ნაშრომში გაკრიტიკებულია დღევანდელი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს მთელი აქცენტის საბაზრო ურთიერთობებზე გადატანას და ეკონომიკის მართვის მთლიანად ბაზარზე მინდობას, ხელისუფლების პასიურ როლს ეკონომიკაში. აქ მითითებულია ეკონომისტებისათვის კარგად ნაცნობ ფაქტზე, რომ ბაზარზს აქვს მთელი რიგი ჩავარდნები, რის გამოც საბაზრო ურთიერთობები ყოველთვის ოპტიმალურ ეფექტს არ იძლევა. კერძოდ ბაზარს აქვს ჩავარდნა: 1) საზოგადოებრივი პროდუქტის შექმნაში, 2) ვერ მართავს რესურსებს ეფექტურად, თუკი წარმეობას თან ახლავს გარკვეული გარეგანი ეფექტები, 3) ვერ მართავს ეფექტურად მონოპოლიებსა და ოლიგოპოლიებს და 4) ბოლოს რაც ყველაზე მთავარია, ინფორმაციული ასიმეტრიულობა, რის გამოც ბაზრის ,,უხილავი ხელიარაეფექტური ხდება და არარეგულირებადი ბაზრის უპრატესობა ხშირ შემთხვევაში ძალიან საეჭვოა.

ნაშრომში მითითებულია, რომ საბაზრო ურთიერთობის გაფეტიშებას ორი მიზეზი ქონდა: პოლიტიკური და ეკონომიკური.

პოლიტიკური იმაში მდგომარეობდა, რომ დასავლეთი ცდილობდა საბჭოთა კავშირში მოეწყო იდეოლოგიური დივერსია და საბჭოთა კავშირის ხალხები და მისი ხელმძღვანელობა დაერწმუნებინა ბაზრის უპირატესობაში, რაც გამოიწვევდა პოლიტიკურ გარდაქმნებს და რუსეთის ცენტრალიზებული ხელისუფლების შესუსტებას.

ეკონომიკური კი იმაში მდგომარეობს, რომ როცა ქვეყანას იაფი მუშახელის გარდა არანაირი რესურსი არ გააჩნია, მაშინ ბაზარზე მინდობილ ეკონომიკის პირობებში ამ ქვეყანაში მხოლოდ შრომატევადი დარგები განვითარდება და მოსახლეობა მუდმივად ღარიბი დარჩება. ეს კი განვითარებულ ქვეყნებს აწყობთ, რადგანაც შრომატევადი დარგები გადავა განვითარებად ქვეყნებში, თვითონ კი გამონთავისუფლებელ რესურსებს მაღალტექნოლოგიურ, მაღალ მომგებიან დარგებში დააბანდებენ, რითაც კიდევ უფრო გაზრდიან თავიანთ ეკონომიკურ პოტენციალს და საერთაშორისო ვაჭრობიდან მიიღებენ დიდ მოგებას. განვითარებადი ქვეყნები კი განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ დანამატად იქცევიან, ისე რომ ამ ქვეყნებმა შეიძლება განვითარებად ქვეყანაში საერთოდ არ განახორციელონ ინვესტიცია.

ასე, რომ დღევანდელი ხელსიუფლების პოლიტიკას ქვეყანა სიღარიბისაკენ და განვითარებული ქვეყნებისადმი კოლონიალურ დამოკიდებულებამდე მიჰყავს. ამის თავიდან ასაცილებლად კი საჭიროა მთავრობის აქტიური კომპეტენტური ჩარევა ეკონომიკის მართვაში.

P.S.

საქართველოსთვის ხელსაყრელი სამრეწველო დარგების შერჩევა.

როგორც ცნობილია აშშ მსოფლიოში უმდიდრესი ქვეყანაა. მისი სიმდიდრის მთავარი წყაროა მეცნიერებატევადი უახლესი ტექნოლოგიური პროდუქციის წარმოება და სხვა ქვეყნებზე მაღალი ფასნამტით გაყიდვა. ამისათვის მას აქვს ყველაზე კარგად განვითარებული მეცნიერება და საინჟინრო კადრები, გარდა ამისა მსოფლიოს საუკეთესო ტვინები იქ იყრიან თავს. ჰეკშერ–ოჰლინის თეორიით თუ ქვეყანაში წილობრივად ბევრი იქნება მეცნიერი და ინჟინერი, მაშინ ეს ქვეყანა გამოუშვებს მაღალტექნოლოგიურ ნაწარმს, რომლის საერთაშორის ბაზარზე გაყიდვითაც მიიღებს დიდ მოგებას. მაგრამ ახალი პროდუქტის შესაქმნელად საკმარისი არ არის მეცნიერების ფარდობითი მაღალი წილი ქვეყნის მოსახლეობაში, ამას კიდევ სჭირდება აბსოლიტური მნიშვნელობითაც დიდი და ძლიერი მეცნიერების ყოლა. მეცნიერებისა და ინჟინრების მაღალი ფარდობითი წილი საკმარისი იქნება უკვე არსებული მაღალი ტექნოლოგიების ასათვისებლად და მათი 10%–ით გასაუმჯობესებლად, როგორც იქცევა იაპონია. ეკონომიკაში ცნობილია, რომ ის ვინც ქმნის ახალ პროდუქტს, ასეთი კი მხოლოდ აშშ–ა(ახალი პროდუქტებიდან მხოლოდ CD შეიქმნა გერმანიაში მე–20 საუკუნეში, დანარჩენი ყველაფერი აშშ–ში), იგი ხსნის ნაღებს ეკონომიკაში. შემდეგ როცა პროდუქტი და ტექნოლოგია ძველდება იგი გადადის სხვა ქვეყნებში. მას როგორც წესი ითვისებენ გერმანელები და იაპონელები. მე მგონი ჩვენც მათ უნდა მივბაძოთ. თუ გვეყოლება კარგი მეცნიერები და ინჟინრები, მაშინ  შევძლებთ ძალიან სწრაფად ავითვისოთ უკვე შექმნილი ტექნოლოგია, იგი ცოტათი გავაუმჯობესოთ და შემდეგ გავყიდოთ. ასე ბევრად უფრო იაფიც არის. მეცნიერებაში შეიძლება ბევრი ფული გადაყარო ისე, რომ ვერაფერი ვერ შექმნა, სამაგიეროდ თუკი გეცოდინება, თუ რა მიმართულებაა პერსპექტიული მეცნიერებაში და ტექნოლოგიებში, კვლევები ამ მიმართულებით უფრო იაფი დაჯდება. ამასთან დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიის სწარაფად ათვისებას, გადმოღებას და მის დანერგვას წარმოებაში, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოაქვს დიდი მოგება ახალ ტექნოლოგიებს. თუ დააგვიანებთ მთელი მოგება სხვა ქვეყნებში წავა. დაგვიანების შემთხვევაში ახალი ტექნოლოგია ხელმისაწვდომი ხდება ბევრისათვის, რის გამოც მწარმოებელთა და შესაბამოისად კონკურენტთა რიცხვი იზრდება, რაც ამცირებს მონოპოლიური მოგების მიღების შანს და შესაბამისად მოგების ნორმაც მცირდება. ამიტომ საჭიროა, რომ გვყავდეს ძლიერი სამეცნიერო და საინჟინრო პოტენციალი, რომ დროზე ავითვისოთ აშშ–ში შექმნილი ახალი ტექნოლოგიები. ხელისუფლება უნდა დაეხმაროს კერძო მეწარმეებს, თუ მსხვილ საწარმოებს უახლესი ტენოლოგიებისა და ინოვაციების მოძიებასა და წარმოებაში დანერგვაში.

აშშ–ს შემდეგ მოდიან გერმანია და იაპონია. დავაკვირდეთ რა დარგი აქვთ მათ ყველაზე მეტად განვითარებული. ასეთია მანქანათმშენებლობა. ამ ქვენებს აქვთ ყველაზე მეტი მანქანათმწარმოებელი ფირმები. ე.ი.  მანქანათმშნებელობა უნდა იყოს მომგებიანი დარგი. შეუძლია თუ არა საქართველოს მანქანათმშენებლობის განვითარება? გავიხსენოთ, რომ შვედები, რომლის მოსახლეობაც საქართველოსავით 5 მილიონამდეა უშვებენ ორი დასახელების მანქანას: ვოლვოსა და სააბს. გარდა ამისა შვედეთში განვითარებულია მეტალურგია, რადგანაც აქ არის რკინის საბადოები. ადრე იმ ქვეყანას ჰქონდა უპირატესობა ამა თუ იმ დარგში ვისაც ესა თუ ის ნედლეული ჰქონდა, რამაც გამოიწვია შვედეთში მეტალურგიისა და შემდეგ მაქნათმშენებლობის განვითარება. ახლა კი როცა სატრანსპორტო საშუალებები ძალიან განვითარდა, ახლა უკვე ნედლეულის საბადოს სიშორე აღარ არის დიდი პრობლემა, და თუ სხა პოლიტიკური შეზღუდვები არ არის, მაშინ ნედლეულის მქონე ქვეყნის უპირატესობა არ მოქნე ქვეყანასთან შედარებით მხოლოდ სატრანსპორტო ხარჯებშია, გავიხსენოთ იაპონია, რომელსაც არანაირი ნედლეული არ აქვს.

მეორეს მხრივ მეტალურგია ჩვენს დროში გახდა ენერგოტევადი. ახლა ლითონი ელექტროენერგიის გამოყენებით მიიღება და არა ქვანახშირით. საქართველოს კი აქვს დიდი პოტენციალი განავითაროს ჰიდროელქტროსადგურები, რომლის მიერ წარმოებული ელექტროენერგია 4–ჯერ იაფია ვიდრე სხვების, გარდა ამისა სხვა რენტაბელურ ელექტროსადგურებთან შედარებით ყველაზე სუფთაა ეკოლოგიურად.

ასე რომ თუ გვექნება იაფი ელექტროენერგია, რაც სავსებით რეალურია, მაშინ შეიქმნება წინაპირობა მეტალურგიისათვის და ასევე ალუმინის წარმოებისათვის, რომელიც ყველაზე ენერგოტევადი დარგია. სანამ ხელისუფლება გადაწყვეტს მანქანათმშენებლობის განვითარებას, მანამდე კარგად უნდა იქნას შესწავლილი პოტენციური გასაღების ბაზრები.  ალუმინი არის 21–ე საუკუნის სტრატეგიული ლითონი. ალუმინის წარმოება ძალიან მომგებიანია და მსოფლიო ბაზარი მონპოლიზირებულია, თუმცა ,,ჩიტი ბრდღვნად ღირს” და უნდა ვეცადოთ ამ ბაზარზე გასვლა. ამას მარტო კერძო საწარმო ვერ შეძლებს, მას მთელი სახლემწიფო უნდა დაეხმაროს და ამავე დროს ასეთი მომგებიანი და მსხვილი საწარმოების აქციების საკონტროლო პაკეტი უნდა დარჩეს სახელმწიფოს ხელში, რომ მოგება სამართლიანად გადანაწილდეს საზოგადოების ყველა წევრზე.

მეტალურგიისა და ალუმინის წარმოების განვითარება კარგ წინა პირობას ქმნის მანქანათმშენებლობის განვითარებისათვის. ენერგოტევადი და მეტალო– ტევადი დარგები უნდა განვითარდეს დასავლეთ საქართველოში პორტების სიახლოვისა(ტრანსპორტირების ხარჯების შესამცირებლად) და ჭარბი ჰიდროელექტო რესურსების გამო.

ძალიან მომგებიანია მაღალტექნოლოგიური დარგები, ასეთებია: მიკროელექტრონიკა და ნანოტექნოლოგიები. ასეთი დარგები თბილისსა და მის შემოგარენში უნდა განვითარდეს სამეცნიერო პოტენციალის გამო.

აუცილებელია გენური ინჟინერიის ათვისება. იგი ატომურ იარაღზე უფრო საშიშია და მასში ჩამორჩენა სამუდამოდ დამცირებულ მდგომარეობაში დაგვტოვებს.

ტურიზმი შრომატევადი დარგია, ისევე როგორც ტექსტილის მრეწველობა. ტექსტილის მრეწველობა განვითარებულია ლაოსში, ვიეტნამში და ჩინეთში. ამ დარგებში მაღალი შრომატევადობის გამო ანაზღაურება დაბალია. ეკონომისტეისათვის ცნონილია, თუ როგორ პირდაპირ კავშირიშია შრომატევადობა ანაზღაურებასთან, რაც უფრო შრომატევადია დარგი მით უფრო დაბალია ანაზღაურება. აშშ–ში პრაქტიკულად არ იკერება ფეხსაცმელები.

ტურიზმის კლასიკური ქვეყანაა ესპანეთი. ამავე დროს ცნობილია, რომ იგი ყველაზე ნაკლებადაა განვითარებული დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში. ტურიზმი რაღაც დონეზე დასაშვებია, მაგრამ იგი არ უნდა იქცეს ქვეყნის მთავარ დარგად.

ძალიან მომგებიანი და იოლია სამუშაოდ საბანკო სფერო. საბანკო სფეროს მაღალ დონეზე განვითარების შემთხვევაში, ანუ თუკი ქართული ბანკები გახდებიან საერთაშორისო დონეზე აღიარებულები, მაშინ ეს საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ უცხოური კაპიტალი, უცხოელების დანაზოგები (დაბალი პროცენტით), რაც უცხოურ ინვესტიციებზე უკეთესია(ჩვენმა ბანკებმა უნდა მიიზიდოს უცხოელების ანაბრები და არა უცხოურმა ბანკებმა, თუნდაც საქართველოში გახსნილმა, ქართული დანაზოგები). ამ ფულის გამოყენებას ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის და თანაც საწარმოების აქტივები ქართველების ხელში დარჩება.

ხელისუფლებამ თვითონ უნდა ააშენოს მაღალტექნოლოგიური საწარმოები, ან ის საწარმოები რომლებზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. ამის გაკეთებას კერძო მეწარმეები ვერ შეძლებენ არა საკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსების გამო. ხელისუფლებას კი შუეძლია უცხოელი მეცნიერებისა და სპეციალისტების მოწვევა. გარდა ამისა მას შეუძლია დაუკვეთოს ასეთი მსხვილი საწარმოების აშენება უცხოელებს. კარგი იქნება თუ ამ საწარმოებზევე მიებმება ტექნოლოგიური ინსტიტუტების მუშაობაც. ასეთ შემთხვევაში ახალი ტექნოლოგიების ათვისებაც უფრო მალე მოხდება და ახლად დამუშავებული ტექნოლოგიების წარმოებაში ჩაშვების სიჩქარეც გაიზრდება. სხვა შემთხვევაში რაც არ უნდა თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტიტუტები ვაშენოთ, მათი კურსდამთავრებულები ვერ ნახავენ ასპარეზს საკუთარი თავის რეალიზაციისათვის და ეს ცოდნა გამოუყენებლი დარჩება. ტექნოლოგიურ ინსტიტუტებში ჯობია მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები ჩამოვყვანოთ, ამით ცოდნის ხარისხიც გაიზრდება ინსტიტუტებში და მისი პრესტიჟულობაც. მეორეს მხრივ, როცა უცხოეთში ვაგზავნით სასწავლებლად სტუდენტებს ამ დროს მხოლოდ ერთეულებს ვუშვებთ სასწავლებლად და თან არავინ არის გარანტირებული იმისაგან, რომ ნამდვილად საუკეთესო სტუდენტი გავუშვით ცოდნის მისაღებად, ხოლო როცა აქ ჩამოგყავს მსოფლიო დონის მეცნიერი მას თან ჩამოაქვს მსოფლიოში არსებული ყველაზე  უახლესი ცოდნა, რომლის დაუფლების შესაძლებლობა უკვე ერთეულებს კი არა ფაქტიურად ყველა მსურველს აქვს და ასეთ შემთხვევაში თვითონ ცხოვრება უკეთ გამოარჩევს თუ ვინ უკეთ აითვისებს ამ ცოდნას და უკეთ გამოიყენებს. გარდა ამისა როცა უცხოეთში ვაგზავნით სტუდენტს შეიძლება ის უკან არც დაბრუნდეს. აქ მეცნიერის ჩამოყვანა კი უფრო იაფიც დაჯდება და უფრო მეტი ეფექტიც ექნება(ბოლოსდაბოლოს ასე იქცეოდნენ ამერიკელები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა საუკეთესო გერმანელი მეცნიერები წაიყვანეს ამერიკაში და ასე იქცეოდა მსოფლიოს დამპყრობი, წერა–კითხვის უცოდინარი, თემურ–ლენგიც კი, მას დაპყრობილი ქვეყნებიდან ყველა დარგის საუკეთესო სპეციალისტები მიჰყავდა თან).  თან ალბათ ჯობია ამაში დავხარჯოთ ფული ვიდრე ძვირად ღირებულ მომღერლებში. ეს უფრო მეტ ეკონომიკურ ეფექტს მოიტანს.

ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა

კანდიდატი ზაზა წიქორიძე

Posted in Uncategorized | 2 Comments

გეოგრაფიული მდებარეობის გავლენა მსოფლიოს ხალხთა და კერძოდ საქართველოს ისტორიაზე, პოლიტიკურ ძლიერებასა და დემოგრაფიაზე.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისდემოგრაფიული და სოციოლოგიური კვლევისინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი ზაზა წიქორიძე

ქართველი მკითხველისათვის ალბათ საინტერესოა იმ მიზეზებში გარკვევა, თუ რატომ იყო საქართველო თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მუდამ მცირერიცხოვანი. რატომ ვერ მოვახერხეთ ჩვენც  ისეთი დიდი იმპერიის შექმნა როგორც ზოგიერთმა სხვა ხალხმა? რატომ იყო საქართველო ხშირად უცხოელების მიერ დაპყრობილი? რა იყო ამისი მიზეზი? ქართველთა უუნარობა, თუ არსებობდა რაიმე ხელის შემშლელი ობიექტური მიზეზი?    ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად კარგ სამსახურს გაგვიწევს მსოფლიო ისტორიის უმთავრესი მომენტების და მსოფლიო მასშტაბის იმპერიების წარმოშობისა და დაცემის მიზეზებში გარკვევა. ამ ნაშრომში ისეთ დეტალებზე, რომელიც ქვეყნებს შორის მხოლოდ საზღვრების შეცვლას იწვევდა და მსოფლიო რუქაზე გლობალურ გავლენას არ ახდენა, ყურადღებას არ გავამახვილებთ. ქვემოთ დავინახავთ, რომ მსოფლიო მასშტაბის იმპერიის შექმნას ახერხებდა ის ხალხი, რომელიც გარკვეული პერიოდი ხელსაყრელ საგარეო ვითარებაში ცხოვრობდა, რაც უფრო დიდ ხანს გრძელდებოდა ეს ხელსაყრელი ვითარება, მით მეტი შანსი ჰქონდა ამ ხალხს გაძლიერებულიყო. ასეთი ხელსაყრელი საგარეო ვითარება კი ხშირად იმ ხალხს ექმნებოდა, ვინც თავისი დროის ცივილიზებული სამყაროს პერიფერიაზე ცხოვრობდა, რომლებიც არ იყვნენ შეწუხებულნი უცხო ტომელთა გაუთავებელი თარეშით და რაც უფრო მნიშვნელოვანია, უცხოელთა მრავალსაუკუნოვანი ბატონობით. ცივილიზებული სამყაროს  ცენტრში მცხოვრებ ხალხს, კი თავი ჰქონდა გაბეზრებული პერიფერიებიდან შემოჭრილი ბარბაროსული ტომების ლაშქრობებით, თუ მეზობელ სახელმწიფოებთან ბრძოლით, რაც მათ გაძლიერებისა და ძალების მოკრეფის საშუალებას არ აძლევდა. ამას თვალნათლივ დავინახავთ თუკი მსოფლიოს რუქებს ძვ.წ. მე-3 ათასწლეულიდან მოყოლებული დღემდე ქრონოლოგიურად დავალაგებთ და დავაკვირდებით.    ცივილიზებული სამყაროს მიმართ პერიფერიული მდებარეობის გარდა,  როგორც ქვემოთ გამოჩნდება, გარკვეული ხელის შემწყობი ფაქტორი უნდა ყოფილიყო ამ ხალხების ცივილიზებულ სამყაროსთან სიახლოვე და მათთან კავშირი. როგორც ჩანს, ერთდროულად ცივილიზაციის სიახლოვე და მისი პერიფერიაზე ყოფნა ხელსაყრელი პირობაა ამ ქვეყნების გაძლიერებისათვის. თუმცა ეს არ არის მათი გაძლიერების საკმარისი პირობა. გარდა ამისა, ეროვნულ ტრადიციებს, კულტურას, რელიგიას და როგორც ახლა ამბობენ, ცივილიზაციურ რესურს აქვს დიდი მნიშვნელობა სხვა ფაქტორებთან ერთად1.     ცივილიზაციის ცენტრის სიახლოვე, პერიფერიაზე მცხოვრებ ხალხებს საშუალებას აძლევდა ზიარებოდნენ იმ დროის უახლეს ცოდნას, გამოცდილებას და ტექნოლოგიებს. შეეძლოთ იგი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინათ გარეშე მტრებისაგან ზედმეტი შეწუხების გარეშე და მოძლიერებულიყვნენ, უპირველეს ყოვლისა დემოგრაფიულად, რადგანაც უახლესი მიღწევების გადმოღება აუმჯობესებდა ცხოვრების პირობებს. ეს იწვევდა სიკვდილიანობის შემცირებას და გამრავლებას, ეს კი მაშინდელ სამყაროში ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო სამხედრო და შემდეგ პოლიტიკური სიძლიერის გზაზე. გაძლიერების შემდეგ ისინი ცდილობდნენ, რომ უფრო მდიდარი და უკეთესი მიწები ჩაეგდოთ ხელში. დემოგრაფიულ სიძლიერეს ტერიტორიების ერთგვაროვნებაც უწყობდა ხელს. როგორც ცნობილია მთიანი და ხეობიანი ტერიტორია იწვევს ეთნოსების დაშლას, რადგანაც სუსტდება კავშირები მონათესვე ტომებთან. ერთგვაროვან ტერიტორიაზე კი კავშირები უფრო მტკიცეა. ამიტომ დემოგრაფიული და შემდეგ პოლიტიკურად გაძლიერების მეტი შანსი ჰქონდა იმ ხალხს, რომელიც ფართო, ვაკე ადგილებში, სტეპებში, თუ უდაბნოებში ცხოვრობდა.    მსოფლიო ისტორიის შესწავლისას გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ბარბაროსები ანგრევენ ძველ ცივილიზაციებს და თითქოს აფერხებენ განვითარებას. რეალურად კი ისინი ზრდიან ცივილიზაციის საზღვრებს და სულ უფრო მეტ არეალზე ავრცელბენ იმ დროისათვის მოწინავე ცხოვრების წესს. შემდეგ სხვა ხალხი აღმოჩნდება გაფართოებული ცივილიზაციის პერიფერიაზე, ისარგებლებს ამით, გაძლიერდება და იწყებს მისთვის უფრო მდიდარი და სანუკვარი ძველი ცივილიზებული სამყაროს დაპყრობას.    ამ გრძელი წინასწარი განხილვის შემდეგ დავუბრუნდეთ მსოფლიოს რუქას და ვნახოთ მტკიცდება თუ არა ჩვენი მოსაზრება ისტორიით.    ცნობილია, რომ ცივილიზაციის აკვნად ითვლება შუამდინარეთი (მესოპოტამია, ბაბილონი), სადაც ძვ.წ. მე-3 ათასწლეულში აღმოცენდა მიწათმოქმედება, თითქმის იმავე დროს ჩაისახა მიწათმოქმედება ნილოსის შესართავთან და ცოტა მოგვიანებით ჩინეთში ხუანხეს ნაპირებზე. მზე, სარწყავი წყალი და შლამიანი ნიადაგი ხელს უწყობდა ამ ადგილებში მიწათმოქმედების განვითარებას2.    შუამდინარეთში ჩამოყალიბდა და დაწინაურებული მიწათმოქმედების გამო, გაძლიერდა ბაბილონის სამეფო. მოგვიანებით იგი შეავიწროვა მის პერიფერიაზე მყოფმა ასურეთმა, რომლის საზღვრებმაც ძვ.წ. მე-8 საუკუნეში ხმელთაშუა ზღვას მიაღწია3 (იხ. დანართი 1). ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზევე მდებარეობდა ეგვიპტის სამეფოც. ასე, რომ ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროსთან ჩაისახა ცივილიზაციის ორი კერა. თითქმის იმავე დროს გაჩნდა ცივილიზაციის მესამე კერაც ჩინეთში.  1) ა.გ. მოვსესიანი, ს.ბ. ოგნივცევი ,,მსოფლიო ეკონომიკა”, ტ.1., თბილისი, 2004. გვ.2872) ა.გ. მოვსესიანი, ს.ბ. ოგნივცევი ,,მსოფლიო ეკონომიკა”, ტ. 2. თბილისი, 2004. გვ.1703) მ. სანაძე,  თ. ბერაძე,  კ.  თოფურია  ,,საქართველოს ისტორიული ატლასი”, ,,საქართველოს მაცნე”, თბილისი,  2003. რუქა 3.   ძვ.წ მე-15 საუკუნიდან წინა აზიაში გაძლიერდა ხეთების სამეფო. მას თავიდან ამ ცივილიზაციების მიმართ პერიფერიული მდებარეობა ეკავა, ხოლო ამ ქვეყნების გაფართოების შემდეგ, კი იმ დროისათვის მაღალ განვითარებული ქვეყნების შუაში მოექცა და შედარებით უფრო ადრე დაიშალა. რადგანაც შუა მდებარეობა ზრდის მეზობლებთან კონფლიქტების რიცხვს, რაც შუა მდებარე ქვეყანას ასუსტებს.    როგორც უკვე ვთქვით, თავდაპირველად მსოფლიოში ჩამოყალიბდა სამი ცივილიზაციის ცენტრი, რომელთაგან ორის საზღვარი, უკვე ძვ.წ. პირველ ათასწლეულში, ხმელთაშუა ზღვასთან გადის, ეგვიპტისა და შუამდინარეთის სახელმწიფოების სახით.    ამ პერიოდიდან იწყება ის უმნიშვნელოვანესი პროცესები, რამაც გამოიწვია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მცხოვრები ხალხების, სხვა ხალხებთან შედარებით, დაჩქარებული განვითარება. ხმელთაშუა ზღვა შავ ზღვასთან ერთად არის უნიკალური აუზი, რომელსაც ანალოგი არ აქვს მთელს მსოფლიოში. იგი თბილი ზღვაა, რაც მთავარია ჩაკეტილია და პრიმიტიული გემებით მოცურავე მეზღავურები დაცული იყვნენ მსოფლიო ოკეანეში დაკარგვისაგან. იგი მოქცეულია სამ კონტინენტს შორის და შემოსაზღვულია ძალიან დიდი პერიმეტრის მქონე სანაპიროთი. დიდი სანაპირო ზოლი მოიცავს განსხვავებულ ბუნებრივ პირობებს, ასევე ძველი ცივილიზაციის ორ ცენტრს, რაც ვაჭრობის განვითარებისა და საქონლის გაცვლისათვის ძალიან ხელსაყრელი იყო. მასში უამრავი კუნძული და ორი ზღვაში ღრმად შეჭრილი ნახევარკუნძულია, რაც ნაოსნობას აიოლებს. განსაკუთრებით ბევრი კუნძული და ყურეა (ყურე ცუდ ამინდში გემებისათვის კარგი თავშესაფარია) ეგეოსის ზღვაში. აქედან გამომდიანრე აქ არის მსოფლიოში უპრეცედენტოდ ხელსაყრელი პირობები პრიმიტიული ნაოსნობისა და მისი გამოყენებით ვაჭრობის განვითარებისათვის. ხმელთაშუა ზღვის ეს უპირატესობები კარგად შეამჩნია რუსმა გეოპოლიტიკოსმა ლევ გუმილიოვმა1.      ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის აუზების გეოგრაფიული ცენტრი დაახლოებით საბერძნეთისა და ეგეოსის ზღვის მახლობლად არის. გარდა ამისა, როგორც ვთქვით, იგი უამრავი კუნძულით არის დახუნძლული. იქვე მის სამხრეთით იყო ორი იმ დროისათვის ყველაზე მაღალ განვითარებული სახელმწიფოს სანაპირო. ასე, რომ იმ ხალხს, ვინც ეგეოსის ზღვის მახლობლად სახლობდა, ჰქონდა ყველაზე ხელსაყრელი პირობა ვაჭრობის განვითარებისათვის.     სწორედ ამის გამო ხმელთაშუა ზღვაზე ძვ.წ. მე-11 _ მე-6 საუკუნეებში ჩამოყალიბდა ორი სავაჭრო სახელმწიფო ფინიკია და საბერძნეთი. მათი კოლონიები მობნეული იყო მთელი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე2(იხ.დანართი2). ამ ქვეყნების ინტერესები მიმართული იყო ზღვის სანაპიროებისაკენ და არა კონტინენტების სიღრმისაკენ, რადგან მათი სახელმწიფოების მეურნეობა, ნაოსნობის გამოყენებით, ვაჭრობაზე იყო დაფუძნებული და ამიტომ ზღვის ნაპირები სჭირდებოდათ და არა კონტინენტის მიწები. ვაჭრობამ ამ ქვეყნების გამდიდრება და გაძლიერება გამოიწვია. ამ მდიდარი ქვეყნების
1) ა.გ. მოვსესიანი, ს.ბ. ოგნივცევი ,,მსოფლიო ეკონომიკა”, ტ. 2. თბილისი, 2004. გვ.812) მ. სანაძე,  თ. ბერაძე,  კ.  თოფურია  ,,საქართველოს ისტორიული ატლასი”, ,,საქართველოს მაცნე”, თბილისი,  2003. რუქა 4.მაცხოვრებლებს მეტი დრო რჩებოდათ მეცნიერებისა და ფიქრისათვის. ამიტომაც შექმნეს პირველი, თანამედროვე, ბგერითი ანბანების წინამორბედი ანბანი ფინიკიელებმა. ცოტა ხნის შემდეგ კი ბერძული ხელოვნება და მეცნიერება დაწინაურდა. ფინიკიის კოლონიების საფუძველზე მოგვიანებით ჩამოყალიბდა ასევე საზღვაო-სავაჭრო სახელმწიფო კართაგენი.    მოგვიანებით, ძვ.წ. მე-4 საუკუნის ბოლოდან, გაძლიერებას იწყებს საბერძნეთის ჩრდილოეთ პერიფერიაზე მდებარე მაკედონია, რომელმაც გალაშქრება გადაწყვიტა არა ჩრდილოეთით, ან დასავლეთით, არამედ სამხრეთით, სადაც უფრო ცივილიზებული და მდიდარი ხალხი ეგულებოდა. მან დაიპყრო სპარსეთი, რომელიც თავის დროზე ასევე ბაბილონისა და ასურეთის პერიფერიაზე მდებარეობდა და იმ დროისათვის ძალიან გაძლიერებული იყო1(იხ დანართი 3). მაკედონელის მიერ შექმნილმა უზარმაზარმა იმპერიამ ძალიან მცირე ხანი იარსება და ალექსანდრე მაკედონელის მოულოდნელი სიკვდილისთანავე დაიშალა.   მაკედონელების მიერ სპარსეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ ქართველები განთვისუფლდნენ სპარსელთა გავლენისაგან. საქართველო მაკედონელის მიერ შექმნილი იმპერიის პერიფერიაზე აღმოჩნდა. მაკედონელის მემკვიდრე მხედართმთავრებს შორის ატეხილი ომით ისარგებლა ფარნავაზმა და დასავლეთ საქართველოს მთავარ ქუჯისთან ერთად ქართლიდან განდევნა, სავარაუდოდ ბერძნების მიერ მცხეთაში გამეფებული, აზონი. ასე შეიქმნა პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფო ძვ.წ. მე-4 საუკუნის ბოლოს.    როგორც ვთქვით კავკასიონზე, დარიალის ხეობით, გამავალი გზა აკავშირებდა ჩრდილოეთში მომთაბარე ველურ ტომებს ცივილიზებულ სამყაროსთან. მათ შურით ავსებდა სამხრეთის მდიდარი ქვეყნები და მომენტს არ უშვებდნენ ხელიდან, რომ რომისა და სპარსეთის სახელმწიფოები დაერბიათ და გაეძარცვათ. ამ ხეობას კი საქართველო აკონტროლებდა, ამიტომ ქართველი მეფეების თანხმობის გარეშე ისინი ვერ ახერხებდნენ სამხრეთში გალაშქრებას. ამის გამო რომისა და პართიის მეფეები ცდილობდნენ საქარველოსთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ, რომ ქართველებს არ შეესიათ ჩრდილოელი ველური ტომები მათთვის.   134 წელს ერთერთმა უდიდესმა ქართველმა მეფემაც, ფარსმან ქველმაც, გამოატარა ალანები ამ ხეობაში, რომლებმაც დაარბიეს როგორც რომის იმპერია ისე პართიაც. ამის გამო რომის იმპერატორი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო და მან საქართველოს დაუთმო გარკვეული ტერიტორიები. ფარსმანი მიიწვია რომში და რომის ერთერთ ტაძარში მისი ქანდაკებაც დაადგმევინა.    შემდეგში ქართველებმა ისევ ცადეს ამ ხერხის გამოყენება არაბების წინააღმდეგ. მათ დარიალის ხეობაზე გადმოატარეს იმ დროს ჩრდილოეთში მომთაბარე ხაზართა ტომები, რომელთაც არაბების მიწები დაარბიეს, თუმცა ამჯერად ყველაფერი საპირისპირო შედგით დასრულდა. არაბებმა, მე-8 საუკუნის დასაწყისში, ქართველთა დასასჯელად გამოაგზავნეს მურვან ყრუ, რომელმაც საქართველო არნახული სისასტიკით დაარბია.     დარიალის ხეობას თავიდანვე უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ქონდა, როორც ჩანს სწორედ მასზე კონკტროლის დაწესების მცდელობით იყო გამოწვეული თემურ ლენგისა და ირანის შაჰების განსაკუთრებული სისასტიკე ქართველების მიმართ. Qქართველებმა თემურ ლენგის მთავარ მტერს ოქროს ურდოს ხანსაც გაუხსნეს დარიალის ხეობა.    ძვ.წ. მე-3 საუკუნის ბოლოს გაძლიერდა რომი, ისიც უშუალოდ ესაზღვრებოდა საბერძნეთის კოლონიებს. მან საბოლოოდ მთელ ხმელთაშუა ზღვის აუზსა და შავი ზღვის აუზზე გაავრცელა თავისი გავლენა და კიდევ უფრო შორს გადასწია ცივილზებული სამყაროს საზღვრები. რომმა ძირითადად ხმელთაშუა ზღვის აუზის ხალხები დაიპყრო, რადგანაც ხმელთაშუა ზღვაზე ვაჭრობა დიდ ეკონომიკურ ეფექტს იძლეოდა. გარდა საზღვაო ვაჭრობისა, რომმა მნიშვნელოვნად განავითარა სახმელეთო ვაჭრობაც, გაიყვანა რა მანამდე არნახულად კეთილმოწყობილი გზები თავის იმპერიაში.    რომის მეზობლად მყოფმა ირანსაც ჰქონდა კარგი გზები რომზე უფრო ადრეც. ამ გზებით (აბრეშუმის გზის ნაწილია) კარგა ხანს მიმდინარეობდა ვაჭრობა რომსა და მსოფლიო ცივილიზაციის მესამე აკვანს ჩინეთს, შორის. ამან საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოგება მოუტანა, როგროც ირანს, ასევე რომს.    აქ საინტერესოა ის ფაქტი, რომ რომმა, წინა დამპყრობლებისაგან განსხვავებით, დაიპყრო მის ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე მიწებიც. საქმე იმაშია, რომ მის მიერ დაპყრობილ ევროპულ ტერიტორიებს ჩამოუდის თბილი გოლფსტრიმის დინება და ამ მიწებს უფრო ხელსაყრელს ხდის მაშინდელი პრიმიტიული სამშენებლო და სამეურნეო ცოდნით შეიარაღებული ხალხებისათვის. ასე, რომ მან დაიპყრო იმ მომენტისათვის უკვე საცხოვრებლად ვარგისად გამხდარი მიწები, ხოლო უფრო ცივი და მკაცრი პირობებიანი ტერიტორიებით არ

1) მ. სანაძე,  თ. ბერაძე,  კ.  თოფურია  ,,საქართველოს ისტორიული ატლასი”, ,,საქართველოს მაცნე”, თბილისი,  2003. რუქა 5.

დაინტერესდა1(იხ. დანართი 4). რომის იმპერიის საზღვრები, მისი ძლიერების ხანაში, თითქმის ემთხვევა ევროპაში იანვრის თვის ნულოვან იზოთერმას. ამან საშუალება მისცა უკვე ახ.წ. მე-5 საუკუნეში ჩრდილოეთის ტყეებში მცხოვრებ, გერმანული წარმოშობის ხალხებს, მოძლიერებულიყვნენ და რომი დაენგრიათ, რითაც ხელში ჩაიგდეს უფრო ხელსაყრელი მიწები დასავლეთითა და სამხრეთით. არც გერმანელები დაინტერესდნენ განსაკუთრებით მის აღმოსავლეთით მცხოვრები სლავების მიწებით. ეს კი ამ ხალხებს განვითარების საშუალებას აძლევდა ზედმეტი ომების გარეშე, თანაც ცივილიზაცია უახლოვდებოდათ და ადრე თუ გვიან,  თავისი სიტყვის თქმის საშუალება მიეცემოდათ მსოფლიო ისტორიაში.    მე-7 საუკუნიდან გაძლიერებას იწყებს არაბული სახელმწიფო. არაბები ძირითადად არაბეთის ნახევარკუნძულზე უდაბნოში სახლობდნენ, რომის იმპერიის პერიფერიაზე. არც ამ უდაბნო მიწებით არ დაინტერესებულა არც რომი და მოგვიანებით არც ბიზანტია. ეს ხალხი, ისე როგორც ყველა ზემოთ ნახსენები ხალხი ემეზობლებოდა ცივლიზებულ სამყაროს. ცივილიზებული სამყარო კი არ დაინტერესებულა მათი მიწებით და მათ საშუალება მიეცათ მშვიდად გაძლიერებულიყვნენ. გაძლიერების შემდეგ კი მათ უკეთესი მიწების ხელში ჩაგდება გადაწყვიტეს და დაიპყრეს კიდეც უზარმაზარი ტერიტორიები, რომელიც მათ უდაბნო მიწებს ბევრად სჯობდა.    აქვე აღვნიშნავთ, რომ განსაკუთრებულ აგრესიას და შეუპოვრობას უცხო მიწების დასაპყრობად იჩენდნენ ის ხალხები, რომლებიც ცუდ მიწებზე ცხოვრობდნენ: უდაბნოებში, სტეპებზე, ან მკაცრ და ცივ კლიმატურ პირობებში. ხოლო კარგ მიწებზე მცხოვრებ ხალხებს, როგორც ჩანს, არ ჰქონდათ დიდი სტიმული თავისი სისხლით მოეპოვებინათ უფრო ცუდი მიწები და თავისი მიეტოვებინათ. მაგალითად შეიძლება ინდოეთისა და ჩინეთის მოყვანა.     ინდოეთს ჩრდილო-აღმოსავლეთით მსოფლიოში უმაღლესი ტიბეტის მთათა სისტემა ესაზღვრება, ჩრდილო-დასავლეთითით კი თარის უდაბნო. შეიძლება ამიტომაც არ ჰქონიათ მცდელობა ინდოეთის ნახევარკუნძულის უფრო კარგ პირობებში მცხოვრებ ხალხებს სხვების მიწები დაეპყროთ. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ბევრმა დიდმა დამპყრობმა აუარა გვერდი ინდოეთის ნახევარკუნძულს. შესაძლოა იმიტომ, რომ სამხრეთიდან ზღვით იყო გარშემორტყმული, ჩრდილო-დასავლეთიდან უდაბნოთი, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან კი ტიბეტის მთებით.   ჩინეთს ჩრდილოეთით ესაზღვება გობის უდაბნო და სტეპები, დასავლეთით ასევე ტიბეტის მთიანეთი, ხოლო სამხრეთით, შედარებით კარგი მიწებისაკენ გაფართოების მცდელობები კი ჩინეთს თავის ისტორიაში არაერთხელ ჰქონდა. ჩინეთს მონღოლების გარდა ძველ დროში არ ჰყოლიათ დიდი დამპყრობი, ევროპელების გამოჩენამდე.    ეს ბუნებრივი ზღუდეები იცავდა ინდოელებსა და ჩინელებს უცხოელების აგრესიისაგან, რაც მათ გამრავლებას უწყობდა ხელს. იგივე ბუნებრივი ზღუდეები უკარგავდა მათ გაფართოების სურვილს, რის გამოც ისინი საკმაოდ მშვიდობის მოყვარეები ჩანან ისტორიაში.    არაბების ჩათვლით, არცერთი მანამდე ცნობილი დამპყრობი არ გაცილებია აღმოსავლეთით თარის უდაბნოს და ტიბეტის მთიანეთს,
1) მ. სანაძე,  თ. ბერაძე,  კ.  თოფურია  ,,საქართველოს ისტორიული ატლასი”, ,,საქართველოს მაცნე”, თბილისი,  2003. რუქა 8.ხოლო ჩრდილო აღმოსავლეთით კი ყარაყუმისა და ყიზილყუმის უდაბნოს. როგორც ჩანს, მათ აგრესიას აჩერებდა უდაბნოები და მთები, მათი საცხოვრებლად უვარგისობის გამო.     მე-9 _ მე-10 საუკუნეებში შიდა წინააღმდეგობების გამო (ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობები კავკასიაში, წინა აზიაში და ირანში) არაბეთის იმპერია დაშლას იწყებს. მე-10 საუკუნის ბოლოსათვის ხდება რამდენიმე აჯანყება ბიზანტიის იმპერიაშიც (ბარდა სკლიაროსისა და ბარდა ფოკას). ამან გარკვეულად ხელსაყრელი საგარეო ვითარება წარმოშვა საქართველოსათვის. გარდა ამისა ქართველებმა ისარგებლეს მოვლენათა ხელსაყრელი დამთხვევებით და იოანე მარუშისძის წარმატებული დიპლომატიით საქართველოს ერთიან ტახტზე, მე-10 საუკუნის ბოლოს, აიყვანეს ბაგრატ მესამე. ბაგრატ მესამე იყო ბაგრატ მეორე ,,ქართველთა მეფის” შვილიშვილი (კლარჯეთელ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი), მაშინ საკმაოდ მოძლიერებული ტაოს მეფის უშვილო დავით მესამე კურაპალატის (ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი) შვილობილი, და აფხაზეთის უსინათლო და უშვილო მეფის თეოდოსის დისშვილი. ასე, რომ იგი იყო ამ ქართული სახელმწიფოების კანონიერი მემკვიდრე. იოანე მარუშისძისა და დავით მესამეს ძალისხმევით იგი ჯერ შიდა ქართლში გაამეფეს, ხოლო შემდეგ კი გაერთიანებული საქართველოს პირველი ბაგრატიონი მეფე გახდა. ასეთი ხელსაყრელი გარემოებები მეორედ ერეკლე მეორეს მეფობის დროს შეიქმნა, რომელიც ქართველებმა ვერ გამოიყენეს. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.    დავუბრუნდეთ ისევ არაბებს. მათ თავისი სახელმწიფოს საზღვრები ჩრდილო აღმოსავლეთში არალის ზღვამდე გასწიეს1 (იხ.დანართი 5). აქ არალის ზღვის აღმოსავლეთით თურანის დაბლობზე, ყარაყუმისა და ყიზილყუმის უდაბნოებსა და მის მიმდებარე სტეპიან მიწაზე სახლობდა თურქთა წინაპარი მომთაბარე ხალხი. არაბეთის სამეფოს ტერიტორიის არალის ზღვამდე გადაწევამ მათ ცივილიზებული სამყარო მიუახლოვა და მასთან კონტაქტები უფრო ინტენსიური გახადა. არაბებმა აქ ისლამი გაავრცელეს. იგი იქცა მუსულმანური სამყაროს პერიფერიად, რომელიც მომდევნო საუკუნეებში ბევრი მომთაბარე ხალხის გაძლიერების კერად იქცა. გარდა ამისა უნდა ითქვას, რომ მათი მიწების სამხრეთით გადიოდა აბრეშუმის გზა, რომელიც ძვ.წ. მე-2 სუკუნიდან ახ.წ. მე-17 საუკუნემდე ფუნქციონირებდა და ჩინურ და ევროპულ ცივილიზაციებს აკავშირებდა ერთმანეთთან, თავიდან რომთან, ხოლო მე-5 საუკუნიდან რომის დანგრევის შემდეგ კი ბიზანტიასთან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ გზის ერთ-ერთი შტო საქართველოზეც გადიოდა, ამას არ შეუშლია ხელი უამრავი დამპყრობლისათვის საქართველო დაეპყრო. უფრო მეტიც, აბრეშუმის გზა თავის აყვავებას სწორედ მონღოლების ბატონობის პერიოდში განიცდიდა. ასე, რომ იგი არასდროს ყოფილა საქართველოს უსაფრთხოების გარანტი.    ზემოთ მოყვანილმა წინაპირობებმა, როგორც ჩანს, გამოიწვია თურანის დაბლობზე მცხოვრები მომთაბარე სელჩუკთა (იგივე ოღუზები, რომლებიც არიან თურქთა, აზერბაიჯანელთა და სხვა წინა
1) მ. სანაძე,  თ. ბერაძე,  კ.  თოფურია  ,,საქართველოს ისტორიული ატლასი”, ,,საქართველოს მაცნე”, თბილისი,  2003. რუქა 10.
აზიელი ხალხის წინაპრები) დემოგრაფიული გაძლიერება. მე-11 საუკუნეში ისინი აღმოსავლეთიდან წამოსულმა ყივჩაყებმა დაარბიეს, რომლებმაც შემდეგ გზა გააგრძელეს დასავლეთისაკენ. შესაძლოა ეს იყო ის ბიძგი, რამაც მათი ცუდი მიწებიდან აყრა და ძირითადი ნაწილის სამხრეთითა და ნაწილის დასავლეთით გადაადგილება გამოიწვია.     დარბევა არ იძლევა დემოგრაფიულად ისეთ კატასტროფიულ შედეგს, როგორც მტრის მიერ საუკუნოვანი დაპყრობა. ერთმა დარბევამ შეიძლება სამხედრო გაძლიერება და ერის სამხედრო მობილიზაციაც კი გამოიწვიოს. დაპყრობის დროს, კი მტერი ხარკს აკისრებს დაპყრობილს, უარესდება დაპყრობილი ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა, მას ართმევენ დოვლათს, ზოგი ძალით მიჰყავთ ჯარში და დამპყრობლის გასაძლიერებელ ომებს ეწირება, ზოგი იძულებულია, სხვაგან გადასახლდეს, ან დამპყრობლის ჯიშზე გადავიდეს, რომ ჩაგვრა აიცილოს თავიდან. დამპყრობლის მიერ წარმოებული ძარცვა იწვევდა მასობრივ შიმშილს, გაჭირვებას, მასობრივ დაავადებებს, რაც ზრდიდა სიკვდილიანობას და ამცირებდა მოსახლეობის რიცხოვნებას.      ის, რომ სამხედრო მოქმედებები ზოგჯერ დემოგრაფიულად ნაკლებ კატასტროფიული შეიძლება იყოს, კარგად ჩანს საქართველოს დღევანდელ მაგალითზე. საქართველომ აფხაზეთის ომში, მაქსიმალური შეფასებით დაკარგა 30000 ადამიანი, ხოლო ეკონომიკურ გაჭირვებას ბოლო 15 წელიწადში გაექცა და სხვა ქვეყნებში გადასახლდა მილიონამდე ადამიანი (მაშინ, როცა ქართველების მაქსიმალური რაოდენობა საქართველოში 3,8 მილიონს არ აჭარბებდა, ხოლო საქართველოს მთელი მოსახლეობა 5 მილიონი იყო). აქ არ შედის ის მონაცემები, თუ რამდენმა შეიკავა თავი ოჯახის შექმნისაგან, ან კიდევ ერთი ბავშვის გაჩენისაგან. არ არის ასევე მხედველობაში მიღებული ახალშობილთა სიკვდილიანობის ზრდით, თუ სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებით გამოწვეული დემოგრაფიული დანაკარგები.    სელჩუკებმაც დაიწყეს საომარი მოქმედებები სამხრეთით ცივილიზებული, მდიდარი და უკეთესი მიწების დასალაშქრად. მე-11 საუკუნის ბოლოს წინა აზიაში შექმნეს უდიდესი სახელმწიფო ,,სელჩუკთა სასულთნო”1 (იხ. დანართი 6). ამ დროს ძალიან დიდი რაოდენობით თურქული (ოღუზები) ტომი ჩამოსახლდა წინა აზიაში.    ამ პერიოდში მოხდა რვაწლიანი ე.წ. ,,დიდი თურქობა” საქართველოში, რომლის დროსაც მთლიანად  დაინგრა და კატასტროფის წინაშე დადგა საქართველო. საქმე იქამდე მივიდა, რომ დავით აღმაშენებელი თავისი აღსაყდრების დროს კარგად მხოლოდ ქუთაისის დომენს აკონტროლებდა. მისი ხელისუფლება, სრულყოფილად, დასავლეთ საქართველოზეც არ ვრცელდებოდა. სელჩუკთა სასულთნო იმდენად ძლიერი იყო, რომ მისმა შეტევებმა კინაღამ მის უკიდურეს დასავლეთით მდებარე ბიზანტიის უძლიერესი იმპერია შეიწირა და რომ არა ჯვაროსანთა ლაშქრობები შეიძლება დანგრევას ვერ გადარჩენოდა (ერთი პერიოდი დაანგრიეს კიდეც). სელჩუკების შემოსევებმა აიძულა სომხების დიდი ნაწილი 1080 წელს თავისი ქვეყნიდან აყრილიყო და სხვა ქვეყნებში გადასახლებულიყვნენ.    ახლა წარმოვიდგინოთ რა მძიმე მდგომარეობაში იყო დავით
1) მ. სანაძე,  თ. ბერაძე,  კ.  თოფურია  ,,საქართველოს ისტორიული ატლასი”, ,,საქართველოს მაცნე”, თბილისი,  2003. რუქა 16.
აღმაშენებელი, მე-11 საუკუნის ბოლოს, მისი მეფობის დაწყების დროს. სელჩუკებმა რვა წელიწადში მოაოხრეს საქართველო. ეს ფაქტი და დიდგორის ბრძოლა ამტკიცებს, რომ სელჩუკები საქართველოს პერიფერიად არ განიხილავდნენ და მოწოდებული იყვნენ მის დასაპყრობად. საქართველო სელჩუკთა სახელმწიფოს ზუსტად შუაგულში იყო. იგი კი მომაკვდინებელ დარტყემებს აყენებდა მის უკიდურეს დასავლეთით მდებარე უძლიერეს იმპერიას ბიზანტიას. საქმე იმაშია, რომ სანამ სელჩუკები ბიზანტიამდე მივიდოდნენ გარკვეული ძალები და რესურსები დაპყრობილი ხალხების დასამორჩიელბლად უნდა დაეხარჯათ, საქართველო კი უფრო აღმოსავლეთით იყო და დარტყმები სელჩუკბის მხრიდან ძალიან ძლიერი იქნებოდა. იყო კიდეც. დიდგორში სელჩუკთაAკოალიციური ლაშქარი 300000 მეომრისაგან შედგებოდა. ჯვაროსნებმა დავითის სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ ილაშქრეს სელჩუკების წინააღმდეგ 1096-99 წლებში, დიდგორის ბრძოლა კი 1121 წელს მოხდა, 22 წლის შემდეგ. მართალია მე-12 საუკუნეში სელჩუკთა სასულთნო რამდენიმე სასულთნოდ დაიშალა, მაგრამ საჭირო შემთხვევებში კოორდინირებულ მოქმედებას და კოალიციური ლაშქრის შეკრებას მაინც ახერხებდნენ. ასე რომ, რომ არ ყოფილიყო დავით აღმაშენებლის პიროვნება და მის მიერ შემოკრებილი ნიჭიერ და თავდადებულ ადამიანთა ჯგუფი საქართველოს არ ექნებოდა რენესანის პერიოდი. მან უმძიმესი საწყის პირობებით დაიწყო და მაინც მოახერხა იმპერიის შექმნა.     მიუხედავად დავით აღმაშენებლის უდიდესი ნიჭისა და დამსახურებისა, საქართველო მაინც ვერ შედგა როგორც მსოფლიო იმპერია. ამაში მას მისი ცენტრალური მდებარეობა უშლიდა ხელს. ჩემი აზრით საქართველოს რამდენჯერმე ჰქონდა შანსი დაეწყო დიდი სახელმწიფოს მშენებლობა.     კერძოდ ვახტანგ გორგასლის დროს და შემდეგ დავით აღმაშენებლიდან თამარ მეფის მეფობას შორის პერიოდში. იმისათვის, რომ გაძლიერებულიყო მას სჭირდებოდა დაუსახლებელი, არამჭიდროდ დასახლებული, ან სუსტად განვითარებული ხალხით დასახლებული ტერიტორიები. ასეთი, კი მაშინ მხოლოდ კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე ვაკე მიწები იყო, რომელიც საცხოვრებლად საკმარისად ვარგისი იყო. ჩრდილოეთით მცხოვრები ყივჩაყები ამ დროს უკვე ძალიან დასუსტებულები იყვნენ. კარგი საცხოვრებელი პირობები კი დაჩქარებული დემოგრაფიული ზრდისთვის არის ხელსაყრელი.    მე-5 საუკუნეში, როცა ოსებმა ვახტანგ გორგასალს და მოსტაცეს, იგი, როგორც ვ. ჭილაძე ამბობს თავის წიგნში ,,ქართლის ცხოვრების ქრონიკები~1, 172000-იანი ჯარით გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში, დაამარცხა ოსთა და ხაზართა გაერთიანებული ჯარი და დიდი ხნით დაავიწყა მათ სამხრეთის გზა. უკან დასავლეთიდან, ჯიქეთისა და აფხაზეთის გავლით დაბრუნდა, საიდნაც ბიზანტიელები განდევნა (შეიძლება ეს რიცხვი გადაჭარბებულია, სხვაგან 100000 მეომარი წერია, მაგრამ, როგორც ჩანს, გორგასალმა მართლაც ძალიან დიდძალ ჯარს მოუყარა თავი. ამხელა ჯარი ქართველებს არც მანამდე და არც ამის მერე არ შეუკრებიათ და მით უმეტეს ქვეყნის ფარგლებს
1) ვ. ჭელიძე ,,ქართლის ცხოვრების ქრონიკები”, წიგნი 1., ,,საბჭოთა საქართველო~, თბილისი, 1981 წ. გვ.227
გარეთ არ გაუყვანიათ. შედარებისათვის, მე-13 საუკუნეში ჩინგიზ-ყაენმა თავისი დაპყრობები 150000 კაცით დაიწყო). მას ჩრდილოეთ კავკასია რომ შემოეერთებინა, შეეძლო მათი მოსახლეობით შეევსო ჯარი და კიდევ უფრო გაძლიერებულიყო, როგორც ამას მონღოლები აკეთებდნენ, ან როგორც დავით აღმაშენებლმა გამოიყენა ყივჩაყები და საქართველოს ძლიერებისათვის აომა. მაგრამ ქართველების ექსპანისიას ჩრდილოეთით ხელს უშლიდა კავკასიონის ქედი. ძნელი იყო დაპყრობილი ხალხის კონტროლი. გავიხსენოთ თუნდაც, როგორ უჭირდათ ქართველ მეფეებს ფშავ-ხევსურეთში ქრისტიანობის გავრცელება.     ვახტანგ გორგასალსაც ძალინ ძლიერი მეზობლები და მტრები ჰყავდა ბიზანტიისა და სპარსეთის სახით. იგი ხშირად სარგებლობდა ბიზანტიასა და სპარსეთს შორის არსებული უთანხმოებით და კარგად იყენებდა ამას, მაგრამ საქართველოს ამ მეზობლების ძალა მნიშვნელოვნად აღემატებოდა ქართველებისას. ასე, რომ ასეთ გარემოში ქვეყნის გაძლიერება უმძიმესი საქმე იყო. ეს მის დიდ ნიჭიერებას უსვამს ხაზს.     საერთოდ, გორგასალის მეფობის დროს ბევრი უპრეცედენტო მოვლენა მოხდა საქართველოში: საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯარის გამოყვანა, ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების ,,შუშანიკის წამების” დაწერა, ქართული ეკლესიის ბიზანტიის გავლენის სფეროდან გამოყვანა და კათოლიკოსის პოსტის შემოღება, თბილისის დაარსება და რაც არანაკლებ საინტერესოა, იგი იყო უდიდესი ქართველი ფილოსოფოსისა და მოღვაწის პეტრე იბერის ნათესავი, რომელიც თავის მხრივ უნდა ყოფილიყო საქართველოში მე-6 საუკუნეში ჩამოსული ასირიელი მამების მასწავლებელი.     რომის იმპერიის საზღვრების შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირებამდე გავრცელების შემდეგ საქართველო მაშინდელი ცივილიზაციის პერიფერიასთან აღმოჩნდა და მას ჰქონდა კარგი შანსი გამოეყენებინა ეს, მაგრამ ისევ  და ისევ კავაკასიონი იყო გადაულახავი ზღუდე ჩრდილოეთში გაფართოებისა და გაძლიერების. აქ უნებურად გაგახსენდება მითი ამირანზე, რომელიც კავასიონზე იყო მიჯაჭვული და ვერაფრით ვერ წყვეტდა ბორკილებს.     თუკი ქართველი მოსახლეობა გადადიოდა კიდეც ჩრდილოეთით, სამხრეთიდან დამპყრობელთა შეტევებით თავგაბეზრებულები, საბოლოოდ მაინც დაკარგავდნენ საქართველოსთან კულტურულ კავშირს და ჩრდილოეთის ხალხებში გაითქვიფებოდნენ. მეორეს მხრივ მტრებისაგან დაწიოკებული ხალხი კავკასიონის კალთებს აფარებდა თავს. ასე, რომ კავკასიონი ძნელბედობის ჟამს გვიცავდა, ხოლო გაძლიერების დროს კი ჩვენს ექსპანსიას ზღუდავდა. სწორედ ნაკლებ დასახლებული და ნაკლებ განვითარებული ხალხების ხარჯზე მოახერხეს რუსებმა გაძლიერება, როცა აზიელი მომთაბარეებისაგან შევიწროვებულები თავიდან ჩრდილოეთით იწევდნენ, ხოლო მოძლიერების შემდეგ კი თვითონ დაიწყეს მათი შევიწროვება.     მე-11 საუკუნიდან, ისევ უკან მე-9 საუკუნეში დავბრუნდეთ და ვნახოთ რა ხდებოდა ამ პერიოდში ცოტა ჩრდილოეთით. ამ დროს ჩამოყალიბდა პირველი რუსული სახელმწიფო კიევის რუსეთი. ეს ადგილები შავ ზღვას ესაზღვრება და საცხოვრებლად ხელსაყრელი პირობებია, რამაც ხელი შეუწყო მის ჩამოყალიბებას. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ბიზანტიასთან, რასაც აქ მართლმადიდებლობის ბიზანტიიდან გავრცელება მოწმობს. კიევის რუსები შევიწროვებული იყვნენ აღმოსავლეთიდან მოსული მომთაბარეთა ლაშქრობებით და ნელ-ნელა ჩრდილო-აღმოსავლეთით იწევდნენ (რისი გაკეთების საშუალებასაც ქართველები მოკლებული იყვნენ), ნაკლებ დასახლებული ტერიტორიების და ნაკლებ განვითარებული ხალხების შევიწროვების ხარჯზე1(იხ. დანართი 7). რუსებს გაძლიერება არ დასცალდათ, მე-13 საუკუნეში ისინი მონღოლებმა დაიპყრეს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ევრაზიული სკოლის წარმომადგენელი რუსი გეოპოლიტიკოსები ამ მოვლენას სულაც არ აფასებენ უარყოფითად და თვლიან, რომ ამან საფუძველი ჩაუყარა რუსული სახელმწიფოს, როგორც ევრაზიულ სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. მათ ფაქტიურად გადაიბარეს თათარ-მონღოლთა მიწები და ამ დაპყრობილი მდგომარეობიდან გაძლიერებულები გამოვიდნენ. მე-15 საუკუნიდან, კი როცა მონღოლთა უღელი გადააგდეს, მე-19 საუკუნემდე, საკამაოდ მოძლიერებულ რუსულ სახელმწიფოს ძლიერი დამპყრობი აღარ დამუქრებია. ქვემოთ ვნახავთ, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იყვნენ ქართველები დაახლოებით იმავე პერიოდში.    მე-13 საუკუნეში, ჩინური ცივილიზაციის მახლობლად, გაძლიერდნენ გობის უდაბნოში და მის მიმდებარე სტეპებზე მცხოვრები მომთაბარე მონღოლთა ტომები. მათ დასაბამიდან იზიდავდათ ჩინეთის ნაყოფიერი მიწები და აღმოსავლეთში ყველაზე მეტად განვითარებული ცივილიზაცია. ისინი მუდმივად ესხომდნენ თავს ჩინეთს, მაშინ როცა ჩინეთისათვის მონღოლთა საცხოვრებელი არასდროს, ძლიერების ხანაშიც კი არ იყო მიმზიდველი. მონღოლების საძოვრების მახლობლად გადიოდა ასევე აბრეშუმის გზა და ალბათ ამ ცივილიზებული სამყაროს დანახვა მათ თვალს სჭრიდა, ალბათ რაღაცეებს სწავლობდნენ კიდეც მათგან. მოკლედ, მონღოლებს მთელი თავისი ისტორიის მანძილზე მტერი არ ჰყოლიათ. მათ გაძლერებას, თუნდაც დემოგრაფიულად ხელს არავინ უშლიდა. თავისი უნაყოფო და მეზობლების ნაყოფიერი მიწები და განვითარებული ცივილიზაცია კი აგრესიას უძლიერებდა, რასაც მოჰყვა კიდეც მათ მიერ მსოფლიოს დაპყრობა ევროპამდე. მონღოლების აგრესია ყველა მიმართულებით იყო მიმართული გარდა ჩრდილოეთისა, რადგანაც იქ ცუდი საცხოვრებელი პირობები იყო. მონღოლებმა ძალიან ბევრი ხალხი დაიპყრეს. მათ დამორჩილებულ მდგომარეობაში შენარჩუნებას კი დიდი რესურსი სჭირდებოდა. ეს რესურსი უასასრულო არავის აქვს და მონღოლების იმპერიაც ბოლოსდაბოლოს დაიშალა, მონღოლების დიდი ნაწილი კი მათ მიერ დაპყრობილ ხალხებში გაითქვიფა.    სანამ იმპერია ითვისებს დაუსახლებელ, ან ნაკლებ განვითარებული ხალხების ტერიტორიებს, ეს თავიდან მათ გაძლიერებას იწვევს. რადგანაც იყენებენ დაპყრობილი ქვეყნის რესურსებს (ნაძარცვს ლაშქრის დასაქირავებლად და სარჩენად, დაპყრობილი ხალხი გაჰყავთ საომრად, იყენებენ მათ მიწებს განსასახლებლად და უკეთეს პირობებში გასამრავლებლად), რომელიც თავიდან უფრო მეტია, ვიდრე ამ ხალხების დამორჩილებაზე
1) ,,атлас офицера”,  военно-топографическое управление, москва 1984. стр.260
დახარჯული რესურსი. მას შემდეგ რაც უფრო მეტად განვითარებულ ხალხებს იპყრობს და რაც მეტს იპყრობს იმპერია, სულ უფრო მეტი რესურსი ეხარჯება ხალხების დამორჩილებულ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, ეკონომისტებისათვის ცნობილი კლებადი უკუგების კანონის თანახმად, იმპერია დაპყრობილი მიწების სულ უფრო ნაკლები რესურსის  ათვისებას ახერხებს. საბოლოოდ იმპერია იფიტება და ინგრევა. როგორც მონღოლებს დაემართათ.     მონღოლთა უღელის გადაგდების შემდეგ, მე-15 საუკუნიდან რუსებმა დაიწყეს აღმოსავლეთით გაფართოება ნაკლებ დასახლებული და შედარებით სუსტი ხალხების ხარჯზე. მოძლიერების შემდეგ, კი რადანაც მათი მიწები საცხოვრებლად არ იყო მაინცადამაინც ხელსაყრელი, დაიწყეს სამხრეთით გაფართოება. ისევ გაძლიერებულ რუსულ სახელმწიფოსთან შედარებით სუსტი ხალხების მიწების მიტაცებით. დასავლეთით ისინი უფრო დიდ წინააღმდეგობას ხვდებოდნენ და ამ მიმართულებით დიდად ვერ გაფართოვდნენ. ტექნოლოგიებისა და სამეურნეო წესების დახვეწისა და განვითარებული ქვეყნებიდან გადმოღების შემდეგ სულ უფრო მეტი მიწა ხდება საცხოვრებლად შედარებით ვარგისი, რაც საშუალებას იძლეოდა ესა თუ ის ქვეყანა დემოგრაფიულად და პოლიტიკურად გაძლიერებულიყო.     მონღოლების მიერ დაპყრობილ ხალხებს შორის ქართველებიც იყვნენ. მონღოლებმა საქართველო მე-13 საუკუნეში დაიპყრეს.    მონღოლების შემოსევამდე ხუთი წლით ადრე კი თბილისში შემოიჭრა, დაარბია და 100000 ადამიანი ქრისტიანობისათვის მეტეხის ხიდთან აწამა ხვარაზმელმა (ეს სახელმწიფოც თურანის დაბლობზე მდებარეობდა) ჯალალედინმა. მიაქციეთ ყურადღება ეს ასი ათასი წამებული ბრძოლის დროს კი არ დაიღუპა, არამედ ომის წაგების შემდეგ დახოცა ჯალალედინმა.    მე-14 საუკუნეში გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროს საქართველომ ცოტა სული მოითქვა. ამას გარკვეულად ხელი შეუწყო მონღოლთა სამხრეთული ურდოს, ილხანთა სამეფოს შიდა წინააღმდეგობებით დასუსტებამ. ამის გამო, მცირე ხნით შეიქმნა მეტნაკლებად ხელსაყრელი საგარეო ვითარება, რაც კარგად გამოიყენა გიორგი ბრწყინვალემ. ეს არ იყო იოლი საქმე, რადგანაც გამეფების დასაწყისში იგი მხოლოდ თბილისს აკონტროლებდა და მას თბილისის მეფეს უწოდებდნენ. მიუხედავად ამისა გიორგი ბრწყინვალემ მაინც მოახერხა საქართველოს გაერთიანება და გაძლიერება. რომ არა მისი ნიჭიერება, შეიძლება ეს გარკვეულად გაუმჯობესებული საგარეო ვითარება გამოუყენებლი დარჩენილიყო. (მისი მეფობის დროს გადაეცათ ქართველებს ქრისტეს საფლავის გასაღები და მე-15 საუკუნის შუაწლებამდე ქართველ ეპისკოპოსზე გადმოდიოდა აღდგომის ცეცხლი) ა. ჯაფარიძე ტომი მე-12 გვ.148)    მე-14 საუკუნეში თურანის დაბლობის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ გაძლიერდა გათურქებული მონღოლური ტომი თემურ-ლენგის ხელმძღვანელობით. მას, მისი მეზობელი მიწების დაპყრობის (ძირითადად ირანისა და კავკასიის) დროს უხდებოდა შეტაკებები, ჩრდილოეთში მდებარე ოქროს ურდოს ხანთან თოხთამიშთან. თემურ-ლენგმა 17 წლის განმავლობაში 8-ჯერ ილაშქრა საქართველოში და უმძიმესი ზიანი მიაყენა ქვეყანას, თუმცა სახელმწიფოებრიობის მოშლა ვერ მოახერხა. მისი ასეთი სისასტიკე ქართველთა მიმართ იმით იყო გამოწვეული, რომ უნდოდა კავკასიონის ქედის გაკონტროლება, რომ თოხთამიში სამხრეთით ვერ გადმოსულიყო.(ქართველებმა მართლაც გაუხსნეს დარიალის ხეობა თემურ ლენგის მთავარ მტერს ოქროს ურდოს ხანს თოხთამიშს). ასე იყო, თუ ისე თემურ ლენგის შემოსევებმა ქვეყანა ძალიან დაასუსტა. მისმა ლაშქრობებმა ირანსაც გამოაცალა ძალა. საერთოდ ალბათ მაჰმადიანი დამპყრობელი ქრისტიან ქართველებს უფრო სასტიკად ექცეოდა ვიდრე მაჰმადიან ხალხებს. თემურ-ლენგის შემოსევებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოში შავი ჭირიც მძვინვარებდა.   მომდევნო წლებში, მე-15 სუკუნის დასაწყისში, ისევ მოძლიერდნენ  წინა აზიაში ჩამოსახლებული თურქები და მათი მონათესავე თურქმანული ტომები (თემურ-ლენგმა, ჩვენგან და ირანისაგან განსხვავებით, მათ წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ ილაშქრა). მათ ოსმალეთი და ორი თურქმანული სახელმწიფო შექმნეს, შავბატკნიანების და თეთრბატკნიანების სახელწოდებით. ორივე მათგანმა ჯერ შავბატკნიანებმა, ხოლო შემდეგ კი თეთრბატკნიანებმა დალაშქრეს, როგორც საქართველო, ასევე ირანი. თეთრბატკნიანებმა კი ირანის დასავლეთ ნაწილიც დაიპყრეს. მათი აგრესია ძირითადად აღმოსავლეთისაკენ იყო მიმართული და არა დასავლეთისაკენ(როგრც ჩანს ყველაზე მეტად დასუსტებულ ქვეყნებს ირჩევდნენ ექსპანსიისათვის), სადაც ხელსაყრელ საგარეო ვითარებაში ძლიერდებოდა მათი მონათესავე ტომებისაგან შემდგარი სახელმწიფო ოსმალეთი. ასე, რომ წინა აზიის აღმოსავლეთით მდებარე საქართველოცა და ირანიც მე-15 საუკუნეს საკმაოდ დასუსტებულები შეხვდნენ.     სამაგიეროდ უფრო ხელსაყრელ პირობებში აღმოჩნდნენ და ძალინ გაძლიერდნენ, წინა აზიაში კონსტანტინოპოლის მახლობლად მე-11 საუკუნეში ჩამოსახლებული თურქები, იგივე ოსმალები. მათი გაძლიერების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყო, რომ ისინი ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ასიმილაციის პოლიტიკას ატარებდნენ. თურქების წინაპარი ოღუზები განვითარების საკმაოდ დაბალ საფეხურზე იდგნენ, ამიტომ, როგორც ჩანს, მათ არ ჰქონდათ ძლიერ განვითარებული ეროვნული ქედმაღლობის გრძნობა, რაც კარგი წინაპირობა იყო ინტენსიური ასიმილაციის პოლიტიკის გატარებისათვის. ეს ამცირებდა შიდა წინააღმდეგობებს სახელმწიფოში და ამასთანავე სწრაფად იზრდებოდა ადამიანური რესურსიც (გარდა ამისა, ომში გამოსაყენებლად ქრისტიანული ქვეყნებიდან ბავშვებს იტაცებდნენ და მეომრებად ზრდიდნენ). ოსმალეთის დასავლეთით მდებარე ბიზანტია, უკვე საკმაოდ მობერებული და დასუსტებული იყო. ასე, რომ ოსმალეთს არც აღმოსავლეთით და არც დასავლეთით ისეთი მტერი არ ჰყოლია, რომ მნიშვნელოვნად შეეწუხებინა. ამან ხელი შეუწყო თურქ-ოსმალების გაძლიერებას.     თურქებმა მე-11 საუკუნეში დაწყებული საქმე მე-15 საუკუნეში წარმატებით დაასრულეს და დაანგრიეს ბიზანტიის იმპერია. მის ადგილზე კი ჩამოაყალიბეს ოსმალეთის იმპერია.      მართალია რომის პაპი შეაშფოთა თურქთა ხელმეორედ ასეთმა გაძლიერებამ და დააპირა კოალიციური ლაშქრის შეკრება თურქთა წინააღმდეგ, ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის მოსაწყობად მე-15 საუკუნეში, მაგრამ ეს გეგმა არ განხორციელდა. ამ დროისათვის ევროპაში გავრცელებას იწყებს პროტესტანტული შეხედულებები. თავიდან ძირითადად გერმანელებში. პაპის ავტორიტეტი აღარ იყო ისეთი დიდი, როგორც ჯვაროსნული ლაშქრობის დროს. ამას გარდა, რაც მთავარია, ინგლისი და საფრანგეთი 1453 წლამდე (ზუსტად ამ წლის გაზაფხულზე აიღეს კონსტანტინოპოლი თურქებმა.) ერთმანეთის წინააღმდეგ ასწლიან ომში იყვნენ ჩაბმულნი. ერთი სიტყვით, ევროპას თავისი პრობლემები ჰქონდა და იგი არ დაეხმარა ბიზანტიას თურქების წინააღმდეგ და ისიც დაეცა.     ბიზანტიის იმპერიამ იარსება მსოფლიოს იმპერიებს შორის ყველაზე დიდ ხანს. იგი თავიდან რომის იმპერიის ნაწილი იყო, მე-4 საუკუნიდან, კი მას შემდეგ რაც რომის იმპერია დაიშალა დასავლეთ და აღმოსავლეთ იმპერიებად, აღმოსავლეთ ნაწილმა მე-4 საუკუნიდან გააგრძელა დამოუკიდებლად არსებობა ბიზანტიის იმპერიის სახით და იარსება მე-15 საუკუნემდე, სანამ ოსმალებმა არ დაანგრიეს (ბიზანტია შინაგანი წინააღმდეგობების გამო კი არ დაინგრა, არამედ გარეშე მტრებმა დაანგრიეს). ბიზანტიის იმპერიის ასეთი ხანგრძლივი არსებობის ერთ-ერთი ხელისშემწყობი პირობა, ჩემი აზრით, უნდა ყოფილიყო ის, რომ ამ დროს მეცნიერება ნელა ვითარდებოდა, ტექნოლოგიები ნელა იცვლებოდა. ეს იწვევდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ნელი ტემპით ცვლას, ე.ი. რეალობა ნელა იცვლებოდა.    როგორც ზემოთ ვნახეთ, საქართველო მე-15 საუკუნეს ძალიან დასუსტებული შეხვდა. ეს არის საქართველოსათვის უმძიმესი პერიოდის დასაწყისი. მე-15 საუკუნეში ბიზანტიის დაცემას, თითქმის მაშინვე მოჰყვა, საქართველოს ვასალი ტრაპიზუნის იმპერიისა და საქართველოს დაშლა. არ არის გამორიცხული, რომ ოსმალები აქეზებდნენ ქართველ ურჩ თავადებს მეფის წინააღმდეგ, რადგანაც დროში უცნაურად ემთხვევა საქართველოს დაშლა და ოსმალეთის ჩვენთან გამეზობლება ერთმანეთს. ოსმალეთს, აღარ ჰყავდა რეგიონში გამაწონასწორებელი ძალა. საქართველო კი პერიფერიაზე არ მდებარეობდა, რომ სული მოეთქვა და ძალები მოეკრიბა. ასე, რომ საქართველოს გადარჩენა მხოლოდ მეორე აღმაშენებელს თუ შეეძლო. იგი არ ჩანდა და საქართველოს საქმე ძალიან გრძელი დაღმართისაკენ წავიდა. ქართველების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ მაინც მოვახერხეთ ქართველობის შენარჩუნება, მიუხედავად დასაბამიდან, ცენტრალური, ძალიან მძიმე გეოპოლიტიკური მდებარეობისა. ეს მეტყველებს ქართველთა დიდ სასიცოცხლო ენერგიაზე და სულიერ ძლიერებაზე. გავიხსენოთ, რომ ბევრმა ხალხმა ვერ გაუძლო და გადაშენდა. შორს რომ არ წავიდეთ, მაგალითისათვის ჩვენი მეზობელი ალბანელებიც კმარა.      მე-16 საუკუნეში კვლავ გაძლიერებას იწყებს ირანი. უნდა ითქვას, რომ ირანი არანაკლებ შევიწროებული იყო უცხოელი დამპყრობლების მიერ. მაგრამ ირანელები, თუ არ ჩავთვლით მაკედონელის ლაშქრობას, ძლიერდებოდნენ უძველესი დროიდანვე არაბ დამპყრობელთა გამოჩენამდე, ანუ მე-7 საუკუნემდე. მათ ტერიტორიაზე გადიოდა აბრეშუმის გზის ძირითადი არტერია, საიდანაც დიდ მოგებას ნახულობდნენ. დასავლეთიდან ემეზობლებოდნენ მაღალ განვითარებულ რომის, ხოლო მოგვიანებით ბიზანტიის იმპერიებს. აღმოსავლეთით კი ძლიერი მეზობელი არ ჰყავდათ. ასეთმა პერიფერიულმა და ამავე დროს ცივილიზებულ სახელმწიფოსთან სიახლოვემ ხელი შეუწყო ირანელთა გაძლიერებას და შედარებით დიდ ტერიტორიაზე განსახლებას და გამრავლებას. ფაქტიურად ისინი მთლიანად განსახლდნენ იმ პერიოდისათვის სასიცოცხლოდ ხელსაყრელ მის აღმოსავლეთით მდებარე მეზობელ მიწებზე. დასავლეთით გაფართოებას კი რომი და ბიზანტია უშლიდა ხელს. იმის გამო, რომ მათ დემოგრაფიულ შედარებით მრავალრიცხოვნებასა და ფართო არეალზე გავრცელებას ადრევე ჰქონდა საფუძველი ჩაყრილი, უფრო სწრაფად მოახერხეს ფეხზე დადგომა და მე-16 საუკუნის მერე ირანელები ისევ მოძლიერდნენ. ამ პერიოდისათვის მას აღარც ძლიერი დამპყრობლები არ ავიწროებდნენ აღმოსავლეთიდან. მისი ძლიერების პიკები ძირითადად შაჰ-აბაზისა და ცოტა მოგვიანებით ნადირ-შაჰის მეფობას უკავშირდება. ეს პიკები არ იყო ხანგრძლივი და უმეტეს წილად ამ შაჰების პიროვნული ნიჭით იყო განპირობებული. თუმცა ჩვენ კარგად ვიცით თუ რა დიდი ზიანი მოგვაყენეს მათ. ირანის გადამეტებული სისასტიკე საქართველოს მიმართ შეიძლება ნაწილობრივ ისევ იმით აიხსნას, რამაც თემურ ლენგის და მურვან ყრუს სისასტიკე გამოიწვია. ირანს ეშინოდა ძალიან გაძლიერებული რუსული სახელმწიფოს სამხრეთით აგრესიის და სასიცოცხლოდ აუცილებლად მიაჩნდა კავკასიონის გადმოსასვლელების ხელში ჩაგდება.    ძალიან კარგი შანსი ჰქონდა ერეკლე მე-2-ს, მე-15 საუკუნიდან დაწყებული ეს გრძელი დაცემის პერიოდი მე-18 საუკუნეში ცოტა ხნით მაინც შეეჩერებინა. ამ დროს თურქეთს და ირანს თავისი დიდების მწვერვალი უკვე გავლილი ჰქონდათ და სუსტდებოდნენ. ერეკლე უდავოდ უნიჭიერესი მხედართმთავარი იყო და თავისი შეუპოვარი ბრძოლით მოახერხა ქართლ-კახეთის სამეფოსათვის შემოეერთებინა სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიების ნაწილი.  ამავე დროს შესაძლებელი გახდა იმერეთის სამეფოსა და ქართლ-კახეთის სამეფოს უსისხლოდ გაერთიანება, როცა იმერეთის თავადებმა შესთავაზა მას გაერთიანება ერეკლემ ეს მომენტი ვერ გამოიყენა და მუდმივად რუსებთან კავშირს ეძებდა, რომლებიც მას სულ ატყუილებდნენ და ღალატობდნენ, რითაც მისი გაძლიერებული სამეფოს დასუსტება სურდათ. ერეკლეს არ ჰქონდა სასიცოცხლო აუცილებლობა რუსებისათვის დახმარება ეთხოვა. მით უმეტეს, რომ დახმარების ნაცვლად ღალატს იღებდა და რუსეთთან კავშირით კიდევ უფრო აღიზიანებდა ირანსა და თურქეთს. ბოლოს ირანი დიდ ფულსაც კი სთავაზობდა მას საქართველოს ფეხზე დასაყენებლად, თუკი სამაგიეროდ ერეკლე რუსებს კავკასიაში არ ჩამოუშვებდა.    საქართველოს ისტორიის ძირითადი მომენტების შედარებით დაწვრილებით განხილვის შემდეგ კვლავ დავუბრუნდეთ ევროპას და ვნახოთ რა ხდებოდა იქ, როცა საქართველოში ყველაზე გრძელი დაცემის პერიოდი იყო, რაც მარტო ობიექტური პირობების ბრალი არ უნდა ყოფილყო.     მე-15 საუკუნისათვის ევროპაში უკვე სხვა რეალობაა. განვითარებულია ნაოსნობა. ევროპა უდიდესი აღმოჩენების მიჯნაზეა. მე-15 საუკუნის ბოლოს პორტუგალიელებმა აღმოაჩინეს აფრიკის შემოვლითი გზა ინდოეთისაკენ (აბრეშუმის გზის ალტერნატიულ გზა), ხოლო ესპანელებმა კი ამერიკა. ევროპის ყურადღება მატერიკს მოაკლდა და დაიწყეს ახალი მიწების ძებნა მსოფლიო ოკეანეში.     მე-15 საუკუნიდან დაწინაურებას იწყებს ესპანეთი. იგი ამ დროს არის ევროპის პერიფერია. გარდა ამისა იგი არის ქვეყანა, რომელსაც აქვს გასასვლელი, როგორც ხმელთაშუა ზღვაზე ასევე ატლანტიკის ოკეანეში. როგორც გვახსოვს, რომისა და ბიზანტიის იმპერიების ვაჭრები აღმოსავლეთთან ვაჭრობდნენ აბრეშუმის გზით. ამას მათთვის დიდი მოგება მოჰქონდა. ამ ქვეყნებში მუდმივად ეძებდნენ ალტერნატიულ უფრო მოხერხებულ გზას ჩინეთამდე და ინდოეთამდე. ევროპელებს უკვე საკმარისად კარგად ჰქონდათ განვითარებული ნაოსნობა ხმელთაშუა ზღვაზე ინტენსიური ცურვით.       პერიფერიაზე მდებარე ესპანეთის გაძლიერებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ინგლისი და საფრანგეთი (რომელთაც ასევე ჰქონდათ ოკეანეში გასასვლელი) მე-14 _ მე-15 საუკუნეებში ასთექვსმეტი წელი ეომებოდნენ ერთმანეთს და დასუსტებული იყვნენ. ეს ომი მე-15 საუკუნის შუა ხანებში დამთავრდა. ესპანეთისა და პორტუგალიის გარდა ევროპის არცერთ სხვა ქვეყანას არ ჰქონდა, პერიფერიული მდებარეობისა და აქედან გამომდინარე მშვიდობიანი განვითარების საშუალებასთან ერთად, ერთდროული სიახლოვე, როგორც ხმელთაშუა ზღვასთან (სადაც სანაოსნო ვაჭრობა იყო თავიდანვე განვითარებული), ისე ოკეანესთან. ესპანეთს აინტერესებდა თუ რა ხდებოდა მისი დასავლეთ ნაპირებს მიღმა და ამიტომაც დააფინანსა მან, წარმოშობით იტალიელი, კოლუმბი ახალი გზის მოსაძებნად.    ასე, რომ ესპანეთს ეკავა ხელსაყრელი პერიფერიული მდებარეობა მე-15 საუკუნის ევროპაში. ამან მისი მშვიდობიანი განვითარების შანსი გაზარდა. მისი მეზობლები კი ერთმანეთთან ხანგრძლივი ომით იყვნენ დაკავებულები. ამან ესპანეთს მისცა საშუალება გაძლიერებულიყო და მეტი რესურსი დაეთმო ოკეანის მიღმა მიწების შესწავლისათვის, ისევე როგორც პორტუგალიას.    ესპანეთმა შექმნა ყველაზე ვრცელი იმპერია, მაგრამ ეს იმპერია ძირითადად სუსტად განვითარებული ხალხების მიწებისაგან შედგებოდა. ევროპის სხვა ქვეყნებიც გამალებული ითვისებდნენ ფაქტიურად დაუსახლებელ მიწებს. ეს კი, როგორც ვთქვი ხელსაყრელი პირობაა გასაძლიერებლად მსოფლიო იმპერიის შექმნის გზაზე. ცივლიზაციის მიღმა არსებული დაუსახლებელი მიწები და მათი რესურსები საშუალებას აძლევდათ მათ ძალები მოეკრიბათ და გაძლიერების შემდეგ ისევ შეეტიათ ძველი სამყაროსათვის, მასზე კონტროლის მოსაპოვებლად და მსოფლიოზე ერთპიროვნული ბატონობის მისაღწევად. ამ საქმით, მომდევნო წლებში, ესპანეთის გარდა საფრანგეთი, ჰოლანდია, პორტუგალია და ინგლისი იყო დაკავებული.    ჰოლანდია ესპანეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ეს უფრო ინტესიურს ხდიდა ნაოსნობასა და საერთაშორისო ვაჭრობაში დაწინაურებულ სამყაროსთან ურთიერთობებს. ამასთან ერთად ჰოლანდიის სანაპირო ყურეებიანი და კუნძულოვანია, რაც ხელსაყრელია ნავსადგურებისათვის. ჰოლანდიელები ხედავდნენ, რომ საოკეანო ვაჭრობას დიდი მოგება მოჰქონდა, თვითონაც დახელოვდნენ ამ საქმეში და  საკმაო სიმდიდრეც მოიხვეჭეს. ჰოლანდიაში ერთდროულად დაიწყო ბურჟუაზიული რევოლუციაც და განმათავისუფლებელი მოძრაობაც, რაც მე-16 საუკუნის ბოლოს რევოლუციის გამარჯვებითა და დამოუკიდებლობის მოპოვებით დამთავრდა. ამას ჰოლანდიის მეტროპოლიისაგან სიშორემაც შეუწყო ხელი.    მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებმა აუთვისებელი მიწები აითვისეს, დაიწყეს ერთმანეთის შევიწროვება. აქ კი გეოპოლიტიკის კანონებით სხვა თანაბარ პირობებში გაიმარჯვებდა ის, ვისაც უკეთესი გეოპოლიტიკური მდებარეობა ჰქონდა. ასეთი ინგლისი იყო. იგი ევროპიდან გამოყოფილი, წყლით დაცული კუნძულია. როცა ყოველი მხრიდან წყლითა ხარ გარშემორტყმული და მსოფლიოსთან დაკავშირება გემის გარდა არაფრით შეგიძლია, რა თქმა უნდა ეს კარგი წინაპირობაა ნაოსნობის განვითარების მაღალი ტემპებისათვის. მისმა პერიფერიულმა და კუნძულოვანმა მდებარეობამ, როგორც ჩანს განაპირობა მსოფლიოში მისი, როგორც საზღვაო ქვეყნის გაბატონება.    ინტენსიური ვაჭრობა, ხელს უწყობს კომერციულ აზროვნებას. როცა ასეთი ადამიანების წილი ქვეყანაში იმატებს, იწყება ახალი ინოვაციების სასწრაფოდ დანერგვა ცხოვრებაში, რადგანაც კომერსანტები მოგებაზე არიან ორიენტირებული და ცდილობენ ამ სიახლით მიიღონ დამატებითი მოგება. ეს აჩქარებს ახალ აღმოჩენებს, რაც თავის მხრივ იწვევს ახალი რეალობების უფრო სწრაფად ცვლას და აჩქარებს ისტორიას.     მე-18 საუკუნიდან ინგლისში იწყება ინდუსტრიული რევოლუცია. ამ დროისათვის იგი უკვე ფაქტიურად მსოფლიო ოკეანეების ერთპიროვნული მბრძანებელია. მას უკვე ჩამოცილებული ჰყავს ყველა ძირითადი კონკურენტი ზღვაზე. ბევრისათვის გაუგებარი რჩება, თუ რატომ დაიწყო ეს რევოლუცია მაინცადამაინც ინგლისში და არა ვთქვათ გერმანიაში1. ამაზე პასუხის გასაცემად გავიხსენოთ, რომ აბრეშუმის გზამ არსებობა შეწყვიტა მე-17 საუკუნეში, მაშინ როცა ათვისებული იქნა ახალი საზღვაო გზა აფრიკის შემოვლით ჩინეთსა და ინდოეთში. იგი ბევრად უფრო გრძელი იყო, ვიდრე სახმელეთო გზა. ეს კი მოწმობს იმას, რომ მგზავრობა ხმელეთით ბევრად უფრო მოუხერხებელი იყო, ვიდრე ზღვით. ასე, რომ ნაოსნობის და გემთშენებლობის განვითარებამ გამოიწვია უფრო მოსახერხებელი ტრანსპორტის გამოყენება ვაჭრობისათვის. ნაოსნობის განვითრებამ, როგორც კომუნიკაციის უფრო მოსახერხებელმა საშუალებამ, სავაჭრო ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახადა. აქედან კი იოლად შეიძლება იმის მიხვედრა, რომ ვაჭრობაში და შედეგად კომერციაში ის ხალხი დახელოვნდებოდა ყველაზე ადრე და უკეთ, ვისაც ნაოსნობა ჰქონდა ყველაზე მეტად განვითარებული. ასეთი, რა თქმა უნდა კუნძულოვანი ინგლისი იყო. ზემოთ ვაჩვენეთ, თუ როგორ იწვევს ვაჭრობა და კომერცია ინოვაციების აღმოჩენისა და მისი ცხოვრებაში დანერგვის დაჩქარებას. სწორედ ამას უნდა შეექმნა ის წინაპირობა ინგლისში, რამაც გამოიწვია ინდუსტრიული რევოლუცია ყველაზე ადრე და მაინცდამაინც ინგლისში. ინგლისის გაძლიერებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ მე-11 საუკუნეში ნორმანების (ვიკინგების) მიერ დაპყრობის შემდეგ იგი არავის დაუპყრია. ამას მისი კუნძულოვანი და პერიფერიული მდებარეობა უწყობდა ხელს.     აქვე შეიძლება ციტატის მოყვანა ა. მოვსესიანისა და ს. ოგნივცევის წიგნიდან2: ,,ეკონომიკურ ისტორიაში შეიმჩნევა მკაფიო კანონზომიერება – რაც უფრო უკეთესია ეკონომიკის მდგომარეობა, მით უკეთესია გზები და, პირიქით.” ეს შესაძლოა იმიტომ ხდება, რომ კარგი გზები, ისევე როგორც ტრანსპორტი, თუ სხვა განვითარებული კომუნიკაციის საშუალებები ხელს უწყობს ვაჭრობის ინტენსიფიკაციას და აქედან გამომდინარე კომერციას. ეს კი თავის მხრივ ეკონომიკის აღმავლობას უწყობს ხელს.    ზემოთ უკვე ვთქვით, რომ ცივილზაციურ რესურსსა და ტრადიციებს შეუძლია დააჩქაროს, ან შეაფერხოს ხალხის განვითარება. ამის მაგალითია იაპონია. იაპონიაში მე-18 საუკუნემდე ზღვაში გასვლა იკრძალებოდა, რაც აფერხებდა ამ ქვეყანაში ვაჭრობის განვითარებას. ხოლო ისლამი კი აფერხებს საბანკო საქმის განვითარებას, რადგანაც სესხის პროცენტით გაცემას კრძალავს. შეიძლება ამ მაგალითების კიდევ გაგრძელება, მაგრამ აქ ყველაზე თვალშისაცემი მაგალითები მომყავს. ცივილიზაციური რესურსების მნიშვნელობის საკითხი ძალინ კარგად აქვთ განხილული ა. მოვსესიანსა და ს. ოგნივცევს თავიანთ წიგნში3.   ამერიკის აღმოჩენასა და ესპანელების მიერ ამერიკიდან ოქროს ჩამოტანამ მთელი ევროპის ყურადღება ამერიკისაკენ მიაპყრო. დაიწყო
1) ა. დუგინი,  ,,გეოპოლიტკის საფუძვლები”, ,,მთაწმინდელი”, თბილისი, 1999. გვ.393 2) ა.გ. მოვსესიანი, ს.ბ. ოგნივცევი ,,მსოფლიო ეკონომიკა”, ტ. 1. თბილისი, 2004. გვ.2313) ა.გ. მოვსესიანი, ს.ბ. ოგნივცევი ,,მსოფლიო ეკონომიკა”, ტ. 1-2 თბილისი, 2004.
ოქროს ციებ-ცხელება. გამდიდრების მსურველები ევროპიდან ამერიკისაკენ დაიძრნენ. ამ პირველმა ევროპელებმა, რომელიც უცხო კონტინენტზე გადასახლების რისკს ოქროსა და გამდიდრების სურვილის გამო სწევდა, შექმნა პირველი ევროპული დასახლებები და გააადვილა ევროპიდან შემდეგი ემიგრანტების გადმოსვლა. ამან საბოლოოდ ადგილობრივი ინდიელი მოსახლეობის შევიწროება და განადგურება გამოიწვია. სწორედ ასეთი აჟიოტაჟის არ არსებობამ გადაარჩინა აფრიკელი მოსახლეობა განადგურებას და აფრიკა ევროპელებით მასიურად დასახლებას. ისტორიულად აფრიკული და ევროპული ცივილზაციების გამყოფი ხმელთაშუა ზღვა კი არა საჰარის უდაბნო იყო.     დღეს ოქროზე უფრო სტრატეგიული ნედლეული ნავთია. იგი დღევანდელ მსოფლიოში ბევრი კონფლიქტის მიზეზია. აქვე მინდა ქართველ მკითხველს შევახსენო, რომ არაბეთის ნახევარკუნძულზე თავმოყრილია ნავთობის მსოფლიო მარაგების 60%, ხოლო აზერბაიჯანის ნავთობის მარაგი კი მას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. ამ საკითხს ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ქართველების გარკვეულ ნაწილს გადაჭარბებული ილუზიები გააჩნიათ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. იგი ვერ იქნება საქართველოს უსაფრთხოების გარანტი, ისე როგორც აბრეშუმის გზა არ ყოფილა ჩვენი უსაფრთხოების გარანტი.     ასე იყო, თუ ისე, ამერიკა ევროპელებმა აითვისეს. ახლა იგი ცივილიზებული სამყაროს პერიფერია გახდა და ევროპისაგან ოკეანით იყო დაცული და დაშორებული. სწორედ ამან შეუწყო ხელი თავიდან ამერიკულ კოლონიებს დამოუკიდებლობის მოპოვებაში, ხოლო შემდეგ კი აშშ-ს გაძლიერებას. აქაც შეიძლება დაისვას კითხვა ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები ხალხებიდან, რატომ მაინცადამაინც აშშ განვითარდა ყველაზე სწრაფად? როგორც ვიცით, ისინი ინგლისიდან გამდიდრებისათვის ჩამოსახლებული ადამიანებისაგან შედგება. ინგლისში კი კომერცია ყველაზე მეტად იყო განვითარებული. ეს იყო ხალხი, რომელთაც აშშ-ში გადმოიტანეს ყველზე განვითრებული კომერციული სული. ეს კი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ტექნოლოგიური და ეკონომიკური დაწინაურების. პერიფერიაზე, მტრებისაგან დაცული აშშ საკამოდ მოძლიერდა და მეორე მსოფლიო ომის შემედეგ ნელ-ნელა მსოფლიოზეც გაბატონდა.      მიუხედავად საფრანგეთისა და გერმანიის არაერთი მცდელობისა მათ ვერ მოახერხეს დიდი იმპერიების შექმნა. გავიხსენოთ, რომ ბოლო საუკუნეებში, როცა ევროპის ყველა ხალხი საკმარისად განვითარდა, გერმანია ცივილიზებული ევროპის შუაგული გახდა. შუა მდებარეობა კი, როგორც ისტორია ამტკიცებს, არ უქმნის ხელსაყრელ საგარეო ვითარებას ქვეყანას. იმის გამო, რომ ცივილიზებული ერებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში მდებარეობენ, არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ მიეცა საშუალება ევროპაშივე გაფართოებულიყვნენ.     ევროპაში იყო კიდევ ერთი ძლიერი იმპერია, ავსტრიელი ჰაბსბურგების იმპერია, რომელიც ევროპის შუაგულში მდებარეობდა. იგი ფაქტიურად ზემოთ განხილული წესიდან გამონაკლისია. მის შემთხვევაში იმის თქმა შეიძლება, რომ მან თავისი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ომებით კი არა, არამედ მისი მართველი, ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელთა ხელსაყრელი ქორწინებებით შეიერთა და ასეთი გზით უბრძოლველად გაძლიერდა. ავსტრიელი ჰაბსბურგების იმპერია მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სწორი დიპლომატიით და წარმატებული პოლიტიკით, გეოპოლიტიკურად არახელსაყრელ პირობებშიც გაძლიერდეს სახელმწიფო. ამ იმპერიამ საკმაოდ დიდ ხანს იარსება, პირველ მსოფლიო ომამდე.    გერმანელი გეოპოლიტიკოსი კარლ შმიტი ამბობს1: კ.მარქსმა `თავისი მოსაზრებები აიყვანა უნივერსალურ მსოფლიო ისტორიულ დოქტრინამდე და ჩამოაყალიბა `კლასობრივი ბრძოლის~ გაიოლებული თეზისი, მაშინ როცა სინამდვილეში საუბარი იყო მხოლოდ ინდუსტრიულ რევოლუციის კონკრეტულ მომენტზე, რომელიც უკავშირდება რკინიგზის, ტელეგრაფისა და ორთქლის მანქანის გამოგონებას”. ჩვენი აზრით, კი გერმანელი და რუსი გეოპოლიტიკოსები მარქსივით ჩქარობენ და საკომუნიკაციო საშუალებების, კერძოდ კი სატრანსპორტო საშუალებების განვითარების (შინაური ცხოველების გამოყენებით გადაადგილების ნაცვლად საოკეანო ნაოსნობაზე გადასვლამ, მსოფლიოს კომერციალიზაცია გამოიწვია. საკომუნიკაციო საშუალებების განვითარებამ კი, გლობალიზაციის პროცესები დააჩქარა, რადგანაც გაადვილა და უფრო ინტენსიური გახადა მსოფლიოს სხვასხვა ხალხების კომერციული ურთიერთობები.) შედეგად მსოფლიოში მომხდარ ცვლილებებს მიაწერენ, მათი აზრით, უნივერსალურ მსოფლიოს ისტორიული განვითარების მთავარი კანონზომიერებას, სახმელეთო და საზღვაო ცივილიზაციების დაპირისპირებისა და დუალიზმის კანონს. ხოლო ინგლისისა და შემდეგ კი აშშ-ს, როგორც ,,საზღვაო ქვეყნების”, დროებით გაძლიერებას მიიჩნევენ ამ დაპირისპირების ერთერთ ეტაპად, რომელიც ,,საზღვაო ძალების” დროებითი გამარჯვებით დამთავრდა. შუა მდებარეობა მიაჩნიათ გეოპოლიტიკურ უპირატესობად, რის გამოც  გერმანიამ, როგორც ევროპის შუაგულმა, ხოლო რუსეთმა, როგორც ევრაზიის შუა მდებარე სივრცემ უნდა შემოიკრიბოს მის გარშემო არსებული სახელმწიფოები, რომ დაამარცხონ დროებით გაძლიერებული საზღვაო ცივილიზაცია, რადგანაც, თითქოს, ისტორიულად საბოლოო გამარჯვება სახმელეთო ცივილიზაციებს ეკუთვნით.    ჩემი აზრით, კი ხმელეთსა და ზღვას არაფერი აქვთ გასაყოფი. განა შეიძლება ორი განსხვავებული რამ მაშინვე, რაიმე სერიოზული დასბუთების გარეშე, ერთამანეთის მიმართ დაპირისპირებულად გამოაცხადო და შემდეგ მარქსივით უნივერსალური მსოფლიო ისტორიული დოქტრინები ჩამოაყალიბო იმისათვის, რომ მსოფლიოში შენი გამორჩეული მდგომარეობა ამტკიცო, რათა შემდეგ მსოფლიო იმპერიის შექმნის უფლება დაასაბუთო. რუსებს ასეთმა აჩქარებამ ერთხელ რევოლუცია მოახდენინა და როგორც შემდეგ აღმოჩნდა გაუმართლებელი. საკომუნიკაციო საშუალებების განვითარება და ადამიანებს შორის ურთიერთობათა გაადვილება ადრე, თუ გვიან უეჭველად გამოიწვევდა სავაჭრო ურთიერთობათა ინტესიფიკაციას და ცივილიზებული სამყაროს კომერციალიზაციას, მიუხედავად იმისა საზღვაო იქნებოდა იგი, თუ სახმელეთო, კუნძულოვანი, თუ კონტინენტური. ამასთან როგორც მსოფლიო ისტორიის ანალიზი გვიჩვენებს შუა მდებარეობა სულაც არ წარმოადგენს გეოპოლიტიკურ უპირატესობას.      დღეს ახლმა ტექნოლოგიებმა ისტორია ძალიან დააჩქარა,  მსოფლიო ძალიან დააპატარავა. აღარ დარჩა დედამიწის ზურგზე პერიფერიული ტერიტორიები, ამიტომ ალბათ მომავალში ვერცერთი ქვეყანა ვერ განვითარდება ისე, რომ სხვებს შეუმჩნეველი დარჩეს მისი გაძლიერება და მეზობლებისაგან დაცული იყოს. აშშ-ს ეპოქის გავლის შემდეგ ალბათ ვერცერთი ქვეყანა ვეღარ მოახერხებს ერთპიროვნულად მსოფლიოზე გაბატონებას. ამის გაკეთება მხოლოდ ალიანსებად და ბლოკებად გაერთიანების შემთხვევაში იქნება
1) ა. დუგინი,  ,,გეოპოლიტკის საფუძვლები”, ,,მთაწმინდელი”, თბილისი, 1999. გვ.391

შესაძლებელი. ალბათ არც ერთ პოლუსიანი იქნება მსოფლიო, რადგანაც ყოველთვის დარჩებიან მსოფლიოს გადანაწილებით უკმაყოფილო ძლიერი ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც დაპირისპირებულ ბლოკებს შექმნიან. ამასთანავე ისტორიის დაჩქარება გამოიწვევს სწრაფად ცვლად რეალობებს და ეს ბლოკები ხშირად დაიშლებიან და ახალ ბლოკებად გადანაწილდებიან. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. პოლიტკიაში კი წინასწარმეტყველებები იშვიათად სრულდება.     როგორც ვხედავთ, საქართველო თავიდანვე ცივილიზაციის შუა გულში იყო. ამასთანავე მისი მიწა თავისი ბუნებრივ კლიმატური პირობების გამო თითქმის ყველა დამპყრობლისათვის სანუკვარი იყო. ზღვის სანაპირო ტერიტორიები ბევრი რამით იყო მომხიბვლელი. ჯერ ერთი თბილი და ნოტიო ჰავა იყო, რაც პრიმიტიული ადამიანებისათვის აქ ცხოვრებას ბევრად უფრო აიოლებდა. მიუხედავად ტექნოლოგიების დახვეწისა, ცივი და უდაბნო მიწები მაინც ბევრად ცუდი იყო სამხრეთულ და ზღვისპირა მიწებთან შედარებით, დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებშიც კი ასეთად რჩება.       მე-20 საუკუნეში გეოპოლიტიკოსების მიერ დამუშავებული თეორიებით (მაკკინდერისა და მეჰენის) კი ევრაზიის საზღვაო ნაპირზე კონტროლის განხორციელება დღესაც უმნიშვნელოვანეს პირობად რჩება მსოფლიო ბატონობის მოსაპოვებლად. ასე, რომ ევრაზიის სანაპირო ზონა, ანუ როგორც გეოპოლიტკოსები უწოდებენ ,,რიმლენდი” მთელი ისტორიის მანძილზე იყო ყველა დამპყრობლის ინტერესის საგანი. ადრე უკეთესი საცხოვრებელი პირობების გამო, ახლა კი უმთავრესად გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო. ასე, რომ საქართველო დასაბამიდან დღემდე ისევ მსოფლიო პოლიტიკური სცენის შუაგულშია. ჩვენ ჩვენი შუამდებარეობის გამო მუდმივად გვიწევდა თავდასხმების მოგერიება. თანაც, არც რელიეფი არ გვაძლევდა გამრავლებისა და გაფართოების საშუალებას.       როგორც ისტორიიდან ჩანს, ჩვენ არასდროს გვქონდა ხანგრძლივი დროით კეთილსასურველი საგარეო ვითარება და ალბათ არც არასდროს გვექნება. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენეოთ ჩვენი ყველა რესურსი, განსაკუთრებით კი ადამიანური და ინტელექტუალური. საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნების საშუალება, რომ მისმა მთავრობამ დრო დაკარგოს და ქვეყნის რესურსი უყაირათოდ მართოს. ამას ჩვენ ისტორია ძვირად დაგვისვამს. აქვე ვიტყვი, რომ ინტელექტუალური რესურსები მიდის იმ ქვეყანაში, რომელიც მდიდარია. ეს განვითარებული ქვეყნების კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას იწვევს. ღარიბი ქვეყანა კი კიდევ უფრო ღარიბდება ინტელექტუალური რესურსების გადინებით. ამ ჩაკეტილ წრეს საბაზრო ეკონომიკა ვერასდროს ვერ გაწყვეტს. ეს შეიძლება მხოლოდ არასაბაზრო ძალის ჩარევით, ანუ სახელმწიფოს აქტიური პოლიტიკით მოხერხდეს. ამიტომ ასეთ გარდამავალ პერიოდში უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს როლი. თითქმის ყველა მაღალ განვითარებული სახელმწიფო ღრმა კრიზისებიდან მხოლოდ სახელმწიფოს აქტიური ჩარევით გამოდიოდა და არა ბაზარზე დაყრდნობით.

რ ე ზ ი უ მ ე
გეოგრაფიული მდებარეობის გავლენა მსოფლიოს ხალხთა და კერძოდ საქართველოს ისტორიაზე, პოლიტიკურ ძლიერებასა და დემოგრაფიაზე.
ზაზა წიქორიძე
ნაშრომში, განხილულია მსოფლიოს ბოლო 5 ათასწლიანი ისტორია და გამოკვეთილია მსოფლიოს განვითარების ის მთავარი ფაქტორები, რაც იწვევდა მსოფლიოს უდიდესი იმპერიების წარმოქმნასა და დაცემას. ამ ნაშრომში მსოფლიოს განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორების გამოსაყოფად უგულებელყოფილია ისტორიის ისეთი მომენტები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბის იმპერიების შექმნას და დაცემას არ იწვევდნენ და მხოლოდ ქვეყნებს შორის საზღვრების ცვლილებას ასახავდნენ. საქართველოს ისტორია კი შედარებით უფრო დაწვრილებით არის განხილული.    ამ ნაშრომში ნაჩვენებია, რომ ის ხალხი ძლიერდება ყველაზე უფრო მეტად, ვისაც ხელსაყრელ საგარეო ვითარებაში დიდი ხნით უწევს ცხოვრება. ასეთი ვითარება კი ხშირად ცივილიზებული სამყაროს პერიფერიებზე მცხოვრებთ ექმნებათ ხოლმე. ამა, თუ იმ ხალხის გაძლიერებისათვის ხელის შემწყობი პირობა ცივილიზებული სამყაროს მიმართ პერიფერიული მდებარეობის გარდა, იმავდროულად ამ ცივილიზაციასთან სიახლოვეც არის. პერიფერიაზე მცხოვრები ხალხი განვითარებული ხალხისაგან იძენს საჭირო ცოდნას, იყენებს მას, ძლიერდება და შემდეგ თვითონ იწყებს ცივილიზებული ქვეყნების დაპყრობას. ამით ხშირად ხელს უწყობს ცივილიზაციის გავრცელების არეალის გაფართოებას. შემდეგ გაფართოებული ცივილიზაციის პერიფერიაზე სხვა ქვეყანა აღმოჩნდება. ისიც იგივენაირად ძლიერდება და ასე გრძელდება 21-ე საუკუნემდე. დღევანდელ მსოფლიოში, კი ძველი კანონი აღარ იმოქმედებს, რადგანაც ტექნოლოგიების განვითარებამ მსოფლიოს დაპატარავება გამოიწვია. დედამიწაზე აღარ დარჩა დანარჩენი მსოფლიოსაგან დაცული პერიფერია.    ნაშრომში ნაჩვენებია, რომ ხმელთაშუა ზღვის აუზი უნიკალურია თავისი პირობებით, რაც ამ რეგიონში მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებადი ცივილიზაციის ჩამოყალიბების მიზეზად იქცა. ამგვარად ნაჩვენებია, რომ ცივილიზაციის ცენტრი სწორედ ხმელთაშუა ზღვის აუზში მდებარეობდა. ისტორიის მაგალითზე ნაჩვენებია, რომ ცენტრალური მდებარეობა გეოპოლიტიკურად არახელსაყრელია და ცივილიზაციის ცენტრში მყოფ ხალხს ბევრი დამპყრობლის მოგერიება უხდებოდა. ის ხალხი, რომელიც გარკვეული პერიოდი ცივილიზაციის პერიფერიაზე ცხოვრობდა და ძლიერდებოდა როგორც პოლიტიკურად, ისე დემოგრაფიულად, უკეთ ახერხებდა შემდგომში დამპყრობელთა მხრიდან მიყენებული ზიანის (მათ შორის დემოგრაფიულისაც) მალე მოშუშებას.    საქართველო თავიდანვე მსოფლიო ცივილიზაციის უშუალო სიახლოვეს მდებარეობდა. ამას ძველ დროში უნდა შეექმნა ხელსაყრელი პირობა დემოგრაფიული და პოლიტიკური გაძლიერებისათვის, მაგრამ კავკასიონის ქედი არ იძლეოდა საშუალებას ქართველები ჩრდილოეთით ნაკლებად განვითარებული ხალხების შევიწროების ხარჯზე გაძლიერებულიყო, როგორც ამას პრაქტიკულად ყველა სხვა დიდი იმპერიის შემქმნელი ხალხი აკეთებდა. ამდენად პერიფერიულ მდებარებასთან ერთად გარკვეული მნიშვნელობა რელიეფსაც ჰქონდა. ზემოთ მოყვანილმა მიზეზებმა გამოიწვია ის, რომ საქართველოს არასდროს მოკლებია დამპყრობები, რაც ქართველთა სიმცირის მთავარი მიზეზი გახდა.     ნაშრომში ასევე ნაჩვენებია, რომ დღევანდელ მსოფლიოში ჯერ ინგლისის, ხოლო ახლა აშშ-ს გაძლიერება ,,საზღვაო ცივილიზაციის” ,,სახმელეთოზე” გამარჯვების დროებითი გამოვლინება კი არ არის, როგორც ამას გერმანელი და რუსი გეოპოლიტიკოსები ამტკიცებენ, არამედ სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებების განვითარების კანონზომიერი შედეგია.

РЕЗЮМЕ
Влияние географического расположения на историю, на политическую мощь и демографию народов мира и, в частности, Грузии
Заза Цикоридзе
В настоящем труде рассмотрена последная 5-ти тысячелетняя мировая история и выявлены те основные факторы развития мира, которые вызывали возникновение и падение великих империй. В данном труде, для выделения самых значительных факторов мирового развития, обойдены явления которые непосредственно не приводили к возникновению, или к падению империй мирового масштаба, а только отражали изменения границ между странами. Только история Грузии рассмотрена Сравнительно детально. В этом труде показано, что крепнет более всех тот народ, которому длительное время пришлось жить в благоприятных условиях. А такие условия чаще всего возникали у тех народов, которыие жили на периферии цивилизованного мира. Подобное расположение на окраине цивилизации одновременно близостю с этой цивилизацией, является благоприятным условием могущества того, или оного народа,. Живущий на периферии народ перенимал от развитых народов необходимые знания, использовал их, креп, и потом сам начинал расширять цивилизационный ареал. Далее на периферии расширенной цивилизации появлялся другая страна. Она крепла таким же образом, и так длится до 21-го века. В сегодняшнем мире этот старый закон уже не работает, поскольку развитие технологии вызвало уменьшение мира. На земле не осталось периферии, защищенной от остального мира. В труде показано, что средиземноморский регион уникален по своим условиям, что явилось причиной формирования самой быстроразвивающейся цивилизацией. Таким образом, показано, что центр цивилизации находился именно в средиземноморском бассейне. На историческом примере показано, что центральное положение геополитически невыгодно и что народу, находящемуся в центре цивилизации, приходилось воевать с множеством завоевателей. Тот народ, который на протяжении определенного времени проживал на периферии цивилизации, креп как политически, так и демографически, поэтому в дальнейшем он мог быстрее справиться с нанесенным ему врагом ущербом (в том числе, демографическим). Грузия изначально располагалась в непосредственной близости от мировой цивилизации. В древнее время это должно было способствовать возникновению благоприятных условий для демографического и политического укрепления, но Кавказский хребет не давал возможности грузинам окрепнуть за счет притеснения менее развитых народов, живущих севернее, как это практически делали все народы – создатели больших империй. Таким образом, наряду с периферийным положением определенную роль играл и рельеф. Вышеуказанные причины вызвали наличие у Грузии множества завоевателей, что явилось главной причиной малочисленности Грузин. В труде также показано, что в современном мире укрепление вначале Англии, а затем США, является не временным проявлением победы «морской цивилизации» над «сущей», как это утверждают немецкие и русские геополитики, а закономерным результатом развития транспортных и коммуникационных средств.

Posted in Uncategorized